სამშობლო გელოდებათ!
სამშობლო გელოდებათ!
ჩვენი ფესვი არ დაიკარგება
უკვე მესამედ მასპინძლობს საქართველო უცხოეთში გაბნეულ შვილებს. გვწამს, საზღვარგარეთ დარჩენილი ჩვენი მოდგმა, ჩვენი ფესვი არ დაიკარგება, რომ სამშობლოსა და ქართული კულტურის სიყვარული "ჩვენებურების" მომავალ თაობებშიც გაგრძელდება და იქნება ისეთივე ძლიერი, როგორიც თქვენშია.

უნდა იცოდეთ, რომ ადრე თუ გვიან, სამშობლოში უნდა დაბრუნდეთ, რადგან მხოლოდ აქ შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. ვერანაირი კეთილდღეობა ვერ გადაწონის იმ ბედნიერებას, რასაც ღვთისა და სამშობლოს მსახურება ჰქვია.

სამშობლო გელოდებათ!

ღმერთს ებარებოდეთ, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა.

ღმერთმა დალოცოს და გაახაროს "ჩვენებურების" მესამე საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები და მისი ყველა მონაწილე.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

***
ისტორიულმა ბედუკუღმართობამ თუ თანამედროვე ცხოვრებამ ბევრი ჩვენი თანამემამულე, ნებსით თუ უნებლიეთ, ზოგი სად და ზოგი სად გადახვეწა, სულით და ხორცით ჯილა ქართველი მართლმადიდებლები ირანში, თურქეთში დაასახლა, თუმცა ქართული მიწის და ქართული ენის სითბო და სიყვარული არასდროს განელებიათ. იქაურმა ქართველობამ ერთმანეთი მოძებნა და მონატრებული სამშობლოსა და ღვთის სიყვარული ერთმანეთში პოვა, ქართული გვარები შეინარჩუნა და ბაბუა-ბებიების, ნენეების ტკბილად ნათქვამი ყოველი მშობლიური სიტყვა დღემდე ახსოვთ.

- ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, - მითხრა ფერეიდნელმა ქართველმა ლექსო ონიკაშვილმა, - ჩემი სამშობლო აქ არის და ამით ბედნიერი ვარ.

ზოგს საქართველოში ცხოვრება ენატრება, ზოგიც, განაწყენებული, მოქალაქეობაზე უარს ამბობს და სამშობლოდან უკანმოუხედავად მიდის...

უცხოეთში ქართველები ერთმანეთს ჩვენებურებად მოიხსენიებენ, ჩვენებურად ესალმებიან, სიტყვა-პასუხიც ჩვენებური აქვთ და ცეკვა-სიმღერასაც ჩვენებურად ასრულებენ. ეს რომ ასეა, კიდევ უფრო ნათლად დავრწმუნდით მათი სამშობლოში ყოფნის დროს.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" უკვე მესამე წელია მასპინძლობს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს. ამჯერად ფესტივალში 11 ქვეყანა მონაწილეობდა. "ჩვენებურები" თითქმის ერთი კვირა ესიყვარულებოდნენ ჩვენებურებს. გულში იკრავდნენ ერთმანეთს და მომავალ შეხვედრამდე თვალცრემლიანი ემშვიდობებოდნენ. ის კი არა, ამ ფესტივალმა საზღვარგარეთ წასულ ორ ქართველ ახალგაზრდას უკან დაბრუნება გადაათქმევინა და სამშოლოში დარჩენა გადააწყვეტინა.

იდეის ავტორი და ფესტივალის პრეზიდენტი გახლავთ ქალბატონი გიული ალასანია, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და ფესტივალის კოორდინატორი - დარეჯან კუხიანიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი - ანზორ ერქომაიშვილი, დირექტორი - ზაზა ჩხიკვიშვილი, მხარდამჭერები კი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ხელნაწერთა ინსტიტუტი.

***
"ჩვენებურების" პირველი დღე ქარვასლაში ფოტოგამოფენით დაიწყო, სადაც წარმოდგენილი გახლდათ ხელნაწერთა ინსტიტუტის უმდიდრესი ფოტოკოლექციის მეტად საინტერესო და ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ფოტოები. გამოფენაზე ექსპონირებული XIX-XX საუკუნეების ფოტოები თანამედროვე საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენებურებს (თურქეთის ქართველებს, ფერეიდნელებსა და ჰერებს) შეეხებოდა.

გამოფენა მოიცავდა როგორც ჩვენებურების ტიპაჟებს, მათი საცხოვრებელი გარემოს, არქიტექტურული ძეგლების, ხიდების, პეიზაჟების ამსახველ ფოტოებს. ცნობილი საზოგადო მოღვაწეების (ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, სერგეი პროკუტინ-გორსკი, ევგენი ვაიდენბერგი, პრასკოვია უვაროვა, ალექსანდრე ხახანაშვილი, ვასილ კარბელაშვილი, მოსე ჯანაშვილი) პირადი ფონდის კუთვნილი მრავალფეროვანი ფოტომასალა ხელნაწერთა ინსტიტუტის ფოტოარქივშია დაცული. გამოფენას ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის დირექტორი ბუბა კუდავა. როგორც ბუბამ საუბარში აღნიშნა, "ფესტივალი არაჩვეულებრივი საშუალებაა, რათა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში გაფანტულმა ქართველებმა საკუთარი თვალით იხილონ, რაოდენ ძვირფასნი არიან ჩვენთვის და უკან დაბრუნებულებმა მოუთხრონ ჩვენებურებს...

ინსტიტუტის საგანძურში უამრავი საინტერესო მასალაა დაცული უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ. მოხარული ვარ, რომ მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ "ჩვენებურების" ორგანიზებაში, ჩვენებურებსა და ფართო საზოგადოებას გავაცანით ამ კოლექციის ნაწილი".

ფოტოგამოფენაზე უწმინდესმა შთაბეჭდილებაც გაგვიზიარა: "ვფიქრობ, ამ გამოფენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უპირველეს ყოვლისა, ვხედავთ ჩვენი ფერეიდნელი ქართველების სურათებს, ადრინდელ სურათებს, მათ სახეებს. სასიხარულო ის არის, რომ ახლა ჩვენთან ერთად დღევანდელი ფერეიდნელებიც არიან და ალბათ დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ფერეიდნელი ქართველები დაუბრუნდებიან სამშობლოს, ეს პროცესი უკვე დაწყებულია".

ჩვენებურები უწმინდესმა საპატრიარქოში მიიწვია. თბილად და სიყვარულით მიიღო ყველა სტუმარი და კიდევ ერთხელ შეახსენა: "ჩვენ უნდა გვახსოვდეს წინაპრის სიტყვები: "როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა". თქვენ სამშობლოში ბრძანდებით.

დალოცვილი იყოს საქართველო, რომელიც იბრძვის, იბრძოდა თავისი კულტურის, ენისა და მიწა-წყლისთვის.

ვაკის პარკში ვუყურებდი ბავშვების ცეკვას. როგორ ჩანდა ქართული ხასიათი მათში! გავიფიქრე: მტრებო, როგორ გინდათ დაამარცხოთ ეს ბავშვები. ქართველი ერი არ დამარცხდება და მუდამ გამარჯვებული დარჩება-მეთქი".

მისმა უწმინდესობამ დიდი სითბოთი მოიხსენია ჩამოსული უცხოელი სტუმრები, რომლებმაც სიყვარულით შეისწავლეს ქართული ენა და სიმღერები.

განსაკუთრებული მღელვარება ფერეიდნელი ქართველი ბიჭების ქართულად სიმღერამ გამოიწვია. ქართველი ფერეიდნელის ლექსმა, რომელიც სამშობლოს სიყვარულითაა გაჯერებული, იქ მყოფ სტუმრებს ცრემლნარევი სიხარული მოჰგვარა.

"ჰეიდა, ჰაიდა, ჰარალო,
სისხლის ფასია სამშობლო,
შენი ჭირიმე, სამშობლო" - ეს სიტყვები გულში ჩამრჩა.

შეხვედრის დასასრულს სტუმრები პატრიარქმა ტრაპეზზე მიიპატიჟა...

***
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, კოორდინატორმა დარეჯან კუხიანიძემ "კარიბჭესთან" საუბრისას გაიხსენა "ჩვენებურების" დაარსების დრო. "2004 წელს დავაარსეთ ასოციაცია "ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ". ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ ქალბატონი გიული ალასანია. მისი პროექტით განხორციელდა უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოში ჩამოყვანა. ბოლო დროს ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. მოგეხსენებათ, ბევრი ქართველი გავიდა საზღვარგარეთ ისტორიული ბედუკუღმართობის თუ სხვა მიზეზით. შეიქმნა დიასპორები საინგილოში, ირანში, აზერბაიჯანში... მათ ახალი ემიგრანტებიც შეემატნენ. ბოლო 15 წლის განმავლობაში თითქმის მილიონი ქართველი გავიდა საზღვარგარეთ. მათი დაკარგვა არ შეიძლება. ამიტომ დავაარსეთ ასოციაცია.

KARIBCHE

ქალბატონები გიული ალასანია და დარეჯან კუხიანიძე, ბატონები ფაჰრეთინ ჩილოღლუ და
ბუბა კუდავა


პირველი საერთაშორისო ფესტივალი 2004 წლის ნოემბერში ჩავატარეთ. მაშინ მხოლოდ 3 ქვეყანა წარმოვადგინეთ. მეორე ფესტივალზე 8 ქვეყანა მოვიპატიჟეთ. წელს კი 11 ქვეყნიდან არიან ჩამოსულები. III საერთაშორისო ფესტივალი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ქართული კულტურის მოყვარული უცხოელებიც მონაწილეობენ. შემოგვეხმიანნენ ის უცხოელები, რომლებიც ქართულ სიმღერებს და ცეკვებს ასრულებენ. ჩვენი ფესტივალი მიიპატიჟეს თურქეთში, საინგილოში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს. იქ ყოფნის შემდეგ გადავწყვიტეთ IV საერთაშორისო ფესტივალი საინგილოში გავმართოთ. ვაპირებთ ქართული სახლების ანუ "ჩვენებურების" ფილიალების გახსნას სხვადასხვა ქვეყანაში. სამშობლოსთან კავშირი არ უნდა გაწყდეს, ისინი საბოლოოდ უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს".

ფესტივალის გახსნის დროს ქალბატონ გიული ალასანიას ვესაუბრე. მან განაცხადა: "როცა ვუყურებთ ხალხის რეაქციას, ვრწმუნდებით, რომ ფესტივალ "ჩვენებურების" ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერის კონსოლიდაციისთვის. გადავწყვიტეთ, არა მარტო თბილისში, სხვა ქალაქებშიც ჩავიყვანოთ ჩვენებურები და შევახვედროთ ჩვენს ხალხს. ვფიქრობ, ამით ძალიან კარგი საქმე კეთდება.

მომავალშიც ვაპირებთ მსგავსი ფესტივალის ჩატარებას. ძალიან ბევრი გამოჩენილი ქართველი გვყავს უცხოეთში, რითაც ვამაყობთ. გვინდა მათთან უფრო ახლო ურთიერთობა, მათ შეუძლიათ ძალიან დიდი სამსახური გაუწიონ სამშობლოს".

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი უკვე ერთი წელია ქართულ დიასპორებთან ურთიერთობაა. ამიტომაც მას მალე დიასპორისა და მიგრაციის სამინისტრო დაერქმევა. ეს პრიორიტეტი თავად პრეზიდენტმა მიანიჭა, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. მისი თქმით, ჩვენს დიასპორასთან, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობა სამინისტროს დონეზე წყდება. სამინისტრო იქნება ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ყველა იმ ღონისძიებისა, რომელიც თანამემამულეებთან ურთიერთობას მიეძღვნება.

სარატოვის ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი თემურ ბეჭვაია ის ადამიანია, რომელმაც იქ მცხოვრებ 3500-მდე ქართველისთვის სათვისტომო შექმნა. "ქართული სათვისტომო იმიტომ შევქმენი, - ამბობს იგი, - რომ არ დავივიწყოთ ჩვენი კულტურა, ენა. სათვისტომოში ვასწავლით ქართულ ცეკვებს, საქართველოს ისტორიასა და კულტურას. ორმოცამდე ქართველი ბავშვი ქართულ ფოლკლორს სწავლობს. "ჩვენებურების" ყველა ფესტივალში ვმონაწილეობთ. წელს შეშინდა ჩვენი ხალხი რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის გამო და ვეღარ წამოვიდნენ".

***
ფესტივალზე საფრანგეთის ქართველ მგალობელთა გუნდმა საგალობლებთან ერთად მეგრული "ნანაც" ააჟღერა.

საფრანგეთის დედაქალაქის წმინდა საბას სახელობის სერბული ტაძრის მგალობელთა გუნდი "ჩვენებურების" ფესტივალზე პირველად მონაწილეობდა. ამ ტაძრის გუნდის რეგენტი ნანა ფერაძე გახლავთ. ის უკვე 9 წელია, საფრანგეთში ცხოვრობს.

- ნანა, როგორ შეიქმნა თქვენი გუნდი, როგორ მოძებნეთ ერთმანეთი საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა?

- სერბულ ტაძარში ფრანგებთან და სერბებთან ერთად ქართველი სტუდენტებიც გალობენ. როცა ჩვენებურებმა ეს ამბავი გაიგეს, თანდათან შემოგვიერთდნენ. შემდეგ გადავწყვიტეთ, მგალობელთა გუნდის პარალელურად ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდის დაარსება, რათა უფრო ლამაზად წარგვედგინა ჩვენი ფოლკლორი უცხოელების წინაშე. ახლა უცხოელების შემოერთებასაც ვფიქრობთ. დიდი სურვილი გამოთქვეს ფრანგებმა, სერბებმა...

- საგალობლებს რა ენაზე ასრულებთ?

- რადგან მრევლი ინტერნაციონალურია და ამავე დროს მგალობლებიც სხვადასხვა ეროვნებისანი ვართ, ვგალობთ ქართულად, სერბულად, ფრანგულად და სლავურად. ტაძარი სერბულია და უმეტესად სერბულად ვგალობთ.

KARIBCHEმგალობელთა გუნდმა პირველი მიწვევა ბელგრადიდან მიიღო. გადაწყვიტეს, კონცერტი კოსოვოსთვის მიეძღვნათ და ამ ღონისძიებას ერთგვარი ჰუმანიტარული ხასიათი მიენიჭა. კოსოვოს ეპისკოპოსმა ქართველი მგალობლები საგანგებოდ დაგვლოცა და გიორგობის დღესასწაულისთვის კოსოვოს საზღვართან მდებარე ჯურჯევი სტუპოვის მამათა მონასტერში მიგვიწვია. ქართული საღამოები მისი ლოცვა-კურთხევით მოეწყო.

საკონცერტო პროგრამაში 15 ქართული ხალხური სიმღერა და საგალობლები იყო. ნაჩვენები იქნა ასევე სერბულ ენაზე გახმოვანებული ფილმი "ქართული ჭედური ხატები", რომლის ავტორიც მე გახლავართ.

ქართველ მაყურებელთან შეხვედრას განსაკუთრებული მღელვარებით ველოდით. ჩვენი ჯგუფის წევრები ძირითადად საქართველოდან წასული ქართველი სტუდენტები არიან, რომლებიც სწავლას საფრანგეთში აგრძელებენ. "ჩვენებურების" ფესტივალში მონაწილეობდნენ: თამარ დემურია, ალექსანდრე შეროზია, დავით კვესელავა, თეკლა ბუცხრიკიძე და მაია ნარიმანიძე.

- გარდა იმისა, რომ გალობთ და მღერით, ხატებსაც წერთ...

- ბიზანტიური ხელოვნების შესწავლის შემდეგ რუსული სკოლის ხატწერასაც ვეუფლები. ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ახლახან შევქმენი წმინდა ნინოს ხატი და მსურს შევწირო წმინდა საბას სახელობის სერბულ ტაძარს. წმინდა საბა სერბეთის განმანათლებელია, წმინდა ნინო - საქართველოსი. 27 იანვარი ორივე წმინდანის ხსენების დღეა და ამიტომ ყოველთვის ერთად აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს.

- საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებას არ აპირებთ?

- იქ რომ ვცხოვრობ, იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ ვარ. როცა აქ ჩამოვედი, მეგონა, აქედან არასდროს წავსულვარ. თავი გაუცხოებულად არ მიგრძნია. ვერ წარმომიდგენია, ადამიანი სამშობლოს იყოს მოშორებული და მისი ფიქრი და განცდა მშობლიურ მიწა-წყალს არ დასტრიალებდეს თავს... მართალია, ათასობით კილომეტრი მაშორებს ჩემს ქვეყანას, მაგრამ დღე არ გაივლის, მასზე არ ვიფიქრო. საქართველოა ჩემი ეკლესია, ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობელ-მეგობრები... მტკივა ჩემი ქვეყნის წარსული, დღევანდელობა და მომავალი... ვოცნებობ დაბრუნებაზე...

***
საინტერესო იყო ფაჰრეთინ ჩილოღლუსთან ანუ ჩვენებურად ფარნა ჭილაძესთან შეხვედრაც.

ფაჰრეთინი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა თურქეთში მცხოვრებ ქართველ მოღვაწეთა შორის. იგი მწერალია, წერს მოთხრობებს, ლექსებს, ნაშრომებს ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიის შესახებ, თურქულად თარგმნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს.

ქართულად გამოცემული მისი წიგნის "სასაზღვრო ფიქრების" პრეზენტაცია სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში, საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა.

ფაჰრეთინი თურქეთის ერთ ქართულ სოფელში დაიბადა. სკოლაც იქ დაამთავრა. შემდეგ სამსუნისა და სტამბოლის უნივერსიტეტებში სწავლობდა. ქართული წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. "შემთხვევით გავიგე ქართული ანბანის არსებობა. თურქეთში ჟურნალი "ჩვენებურები" გამოდიოდა. შევხვდი მის რედაქტორს, მწერალ აჰმედ მელაშვილს. როცა გაიგო ჩემი წარმომავლობა, გაუხარდა, ჟურნალიც მაჩუქა. ეს იყო 1980 წელი. მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ასე დაიწყო ჩემი ინტერესი საქართველოს, ქართული ენისა და ისტორიის მიმართ.

საქართველო ჩემთვის სამშობლოა", - გვითხრა ფაჰრედინმა.

***
"გელინოს", "ჯილველოის", "ელია გოგო, ელიას" ცნობილი შემსრულებელი, ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) საქართველოში ყველას უყვარს. ქუჩაშიც ცნობენ. ამბობენ, პრეზიდენტის ყურადღებაც დაიმსახურაო.

ბაიარი თურქეთში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველია, რომელიც თავის წარსულით ამაყობს და ძველქართულ სიმღერებს აგროვებს.

- მე მაჭახელიდან ვარ, - ასე მაცნობს თავს ბაიარი, - 13 წლამდე სოფელში ვიზრდებოდი. მერე სტამბოლში გავაგრძელე ცხოვრება, იქაური კონსერვატორია დავამთავრე.

KARIBCHE- საქართველოს როგორღა გამოაკვლიეთ?

- სადაც რო დავიბადე, იმ სოფელთან ახლოს არის სოფელი ჩხუტუნეთი. შუაში საზღვარია. ბავშვობიდან ვიცი, რომ იქაურობა საქართველოა და ნათესავებიც მყავს იქიდან. საზღვრის გახსნის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი. ეს იყო 1994 წელი. იმისთვის ჩამოვედი, რომ აქ მემღერა. ჩვენებურ სიტყვას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თურქეთში ქართველებს "ჩვენებურებით" ვიცნობთ.

- საქართველო თქვენთვის პირველი სამშობლოა?

- სადაც დავიბადე, ის მიწაა ჩემი პირველი სამშობლო. მაჭახელა ჩემი პირველი სამშობლოა. მე ჩემს მიწაზე ვარ აქაც და იქაც.

ბაიარს ქართველი მეუღლე და სამი შვილი ჰყავს: ტყუპები დამნა და იუდუგი, მესამე შვილს თამარი ჰქვია. ოჯახის საყვარელი საჭმელია მჭადი, ლობიო და ფხალი.

***
კვიპროსში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი "ღალია" მცირე ნაწილია იმ ქართული კულტურისა, კვიპროსის მიწაზე რომ არსებობს. სახელი "ღალია" ანსამბლს ეწოდა კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვრის, მამა ზაქარიას ლოცვა-კურთხევით, წმინდა მამის სახელობის უძველესი ქართული მონასტრის პატივსაცემად.

ანსამბლი თითქმის ორი წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ბევრმა ქართველმა და არაქართველმა ბავშვმა ისწავლა ქართული ცეკვა.

***
ფესტივალი ფილარმონიაში კონცერტით დაიხურა. "ჩვებურები" ერთი წლით დაგვემშვიდობა. ის სითბო და სიყვარული, რაც მათ გვარგუნეს, არასოდეს გაგვინელდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თამარს ვაქებდეთ მეფესა"
დიდი ხნის ნანატრი შვილი შეეძინათ მეფე გიორგის და დედოფალ ბურდუხანს - მშვენიერი თამარი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler