ვინც სინდისის ხმას და სახარებას არ მისდევს, ყოველგვარი უბედურების მსხვერპლად იქცევა
ვინც სინდისის ხმას და სახარებას არ მისდევს, ყოველგვარი უბედურების მსხვერპლად იქცევა
ომი და მართლმადიდებლობა
(დასაწყისი კარიბჭე #18-21)

ქრისტიანული პატრიოტიზმი ყოველი ჩვენგანისგან მამულისათვის შეძლებისდაგვარად სამსახურს მოითხოვს. ომიც და მშვიდობაც ღვთისგან არის დაშვებული.

უფალი გვეუბნება: "ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს ცოდვას, დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე" (ესათა 44.22).

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი:

დიდება ჭეშმარიტი ღვთისა უკვე ორი ათასი წელია აღევლინება ჩვენი კურთხეული მიწიდან. ოცსაუკუნოვანი ისტორია ქრისტიანობისა არის საიდუმლო ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი ღვთაებრივი აღმშენებლობისა. ეს არის საიდუმლო ჩვენი ცხოვრებისა ქრისტეში და მისი მუდმივი მყოფობისა ჩვენში და დასტურია იმ დიადი ჭეშმარიტებისა, რაც ბრძანა უფალმა: "აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათ. 28.20).

V საუკუნიდან მოყოლებული, ქართული ეკლესია მრავალ მოძალებულ მტერთან ბრძოლაში მაინც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, ვიდრე 1801 წელს, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი არ მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც ქართულმა მრავალსაუკუნოვანმა სახელმწიფოებრიობამ შეწყვიტა არსებობა და საქართველო ორი გუბერნიის სახით შევიდა რუსეთის იმპერიაში, რასაც 1811 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი რუსეთის სინოდისადმი იძულებით დაქვემდებარება მოჰყვა. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო აფხაზეთის დედასამშობლოდან მოწყვეტის რუსული იმპერიული პოლიტიკის გატარება. ლეონიდე ოქროპირიძე 1982 წლის 9 აპრილს ბიძისადმი გაგზავნილ წერილში წერდა: თქვენო მეუფებავ, ძვირფასო ბიძავ ბატონო (წერილის ადრესატია ალექსანდრე ოქროპირიძე), დღეის ამას იქით მთელ აფხაზეთში, შკოლებში და ეკლესიებშიდაც შეტანილი იქნება მარტო რუსული ენა და ქართული კი გამოიდევნება. ერთი სიტყვით, ახლა მწამს, რომ აფხაზეთი სრულებით ჩამოაცილეს საქართველოს და პირი აქნევინეს რუსეთისაკენ.

ახლა ყველაფერი გამოაშკარავდა. პროფესორი ჯემალ გამახარია საარქივო-დოკუმენტური მასალების შესწავლის შემდეგ აღნიშნავდა: - წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის მოღვაწეობა აფხაზეთში 1950-1869 წლებს მოიცავს, სწორედ ამ წლებში ჩამოყალიბდა იგი დიდი სასულიერო და ეროვნული მოღვაწე. თუ მხედველობაში მივიღებთ 1860-1861 წლებში აფხაზეთში მოღვაწე არქიმანდრიტის, ალექსანდრეს მიერ ეროვნულ საკითხებზე გამოთქმულ მოსაზრებებს, გარკვეული თვალსაზრისით, იგი ილიასეული ეროვნული მოძრაობის წინამორბედადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ამიტომ რუსი გენერალი ვ. ჰეიმანი, რომელიც 1867-1872 წლებში აფხაზეთში რუსული სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის უფროსად განაწესეს, ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ცდილობდა ეპისკოპოსი ალექსანდრეს ამ რეგიონიდან გაძევებას. გენერალმა ვ. ჰეიმანმა დიდი მუშაობა გასწია, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაერწმუნებინა იმაში, რომ ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს ეპარქიაში დარჩენა დიდი საფრთხის შემცველი იყო, რადგან დიდ ზიანს მიაყენებდა რუსულ ინტერესებს აფხაზეთში, თუნდაც იმის გამო, რომ ალექსანდრე ეპისკოპოსი თავის ქვეყნის გულშემატკივარი და გამორჩეული ეროვნული მოღვაწე გახლდათ. თავდაპირველად, ჰეიმანმა წერილით მიმართა მღვდელმთავარს, თავისი თვალსაზრისი წარმოედგინა აფხაზეთის ეპარქიის განვითარების თაობაზე, რაც მისი მხრიდან ნიადაგის მოსინჯვას უფრო ჰგავდა.

- ბატონო ჯემალ, რაზეა გამახვილებული ყურადღება ეპისკოპოს ალექსანდრეს მიერ რუსი გენერალისადმი წარდგენილ წერილში?

- წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის ვრცელ წერილში ეპისკოპოსი დეტალურად აღწერს სარწმუნოებრივ მდგომარეობას აფხაზეთში. წერილი საგულისხმოა იმითაც, რომ მასში განხილულია იმ პერიოდის აფხაზეთში არსებული თითქმის ყველა პრობლემა და მოცემულია რეკომენდაციები ეპარქიაში საფუძვლიანი გარდაქმნების დასაწყებად, რაც ითვალისწინებდა აფხაზთა გამუსლიმანების პროცესის შეჩერებას და მათ ქრისტეს სჯულზე მოქცევას. ახალი ეკლესია-მონასტრების აშენებას, სამრევლოებისა და სასწავლო პროცესის ამოქმედებას, რაც ეპისკოპოსის აზრით, ხელს შეუწყობდა მაღალკვალიფიციური სასულიერო კადრების მომზადებას და სხვა. წერილი დათარიღებულია 1867 წლის 7 ნოემბრით. ჰეიმანმა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეპისკოპოსი ალექსანდრე იმერეთის ეპისკოპოსით, გაბრიელ ქიქოძით შეცვალა, რატომღაც ეგონა, რომ თავისი ჩანაფიქრის განხორციელებაში გაბრიელ ეპისკოპოსი უფრო დიდ სამსახურს გაუწევდა, მაგრამ მწარედ შეცდა (საუბარი ჩაწერილია 2006 წელს).

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ალექსანდრე ოქროპირიძის ფონდში დაცული ჩანაწერები, რომლებმაც ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია, მღვდელმთავარს ტყვარჩელში დასასვენებლად ყოფნისას დაუწერია. როდესაც ამ დღიურებს ეცნობი, გრძნობ, რომ ზოგჯერ ისტორია თავს გვახსენებს. მთავარია, შეგვეძლოს რაიმე ვისწავლოთ ისტორიიდან, რომ მსგავსი პრობლემები თავიდან ავიცილოთ.

წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის ჩანაწერებიდან:

"ინგურითგან შავი ზღვის პირათ არის ზემო აფხაზეთი, ანუ სამურზაყანო, ვიდრე ოხურევის ხევამდე და ილორამდე. ოხურევითგან იწყების ნამდვილი სააფხაზეთო, ანუ სამთავრო აფხაზეთი, და მიდის ზღვის პირათ, ვიდრე ბიჭვინთამდე და ჯიქეთამდე. უკან, აფხაზეთის მთებში, სახლობენ ჩერქეზები. ოჩამჩირითგან დაწყებული, ზღვის პირათ მიმავალთ დაგხვდებათ რუსის ყაზახის ფოჩტა, რომელიც შორამს ოჩამჩირითგან ათი ვერსტით. თუ ხმელეთით მიხვალ დიდ მდინარე წყალზედ - კოდორზედ, და კიდევ იქ დაგხვდებათ ყაზახის ფოჩტა, სადამდისაც ტამუშითგან არის ოცდახუთი ვერსტი. აქედან ზღვის პირად წასული მიხვალ სოხუმს. ეს სოხუმი, ქალაქი ანუ ციხე დგას ზღვაზედ, აქ არი ჯარი ოთხი ბატალიონი რუსი. მათი ღენერალი მასთან აქ არი. გემები დგა, რომლებიც რიგით იცვლებიან და მიდიან ნიკოლაეს, სადაც გემების საყუდნოა. ამ გემებს გარდააქვთ და გარდმოაქვთ საზრდო ჯარისა ციხეებშიდ და გარდაჰყავთ და გარდმოჰყამთ ჯარი" (ციტატის დასასრული).

თითქმის საუკუნე-ნახევარზე მეტია გასული ამ სტრიქონების დაწერიდან და უკეთესობისაკენ ბევრი არაფერი შეცვლილა აფხაზეთში. დიდი ილიას მოძღვარი, წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსი, აფხაზური ეთნოსის გადარჩენის საიდუმლოს მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებაში, ქართული ენის აღორძინებასა და აფხაზი ხალხის ქართველებთან თანაცხოვრებაში ხედავდა.

წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის
ჩანაწერებიდან:

"წამკითხველნო ამა მოკლე აღწერისა ტყვარჩელისა აბანოსანო, ქართველნო მემამულენო, მენგრელნო მოსისხლენო და მონაწილენო ქართლისანო, აფხაზნო და ოვსნო მემსაზღვრენო და მოკავშირენო საქართველოსანო, ნუ ეძიებთ აღწერას ამას შინა განსხვაებით რასმე... მე, ქართველნო, თქვენი ჰავით აღზრდილი საკვირველად ნუ მიგაჩნიათ რომ ვერ ვამფლობელობ თქვენ ბუნებისა ენითა, ვითარცა რიგია, რადგან 1 ახალი რუსულ სასწავლებელშიდ მომისმენიეს ყოველნივე საგანი რუსული ენით და ფრაზით და არაქართულით, და რადგან 2 - ქართული ენა დაკნინებით არის ამ ჩვენს საუკუნეში, მეტადრე საღმრთო წერილისა მიზეზისა გამო მიხედულლობისა სხვათა ენათა". წმინდა ალექსანდრე იმედოვნებდა, გამოჩნდებოდნენ ისეთი ქართველები, რომლებიც "გააცისკროვნებდნენ", "განაახლებდნენ", "განამშვენებდნენ", "განამტკიცებდნენ" ქართულ ენას - ეს მათ იციან და მეცა ვისურვებ მამულიშვილთ წარმატებასა.

აფხაზეთში სამოღვაწეოდ ჩასული ახალგაზრდა მოძღვარი ალექსანდრე ვერ ურიგდებოდა მართლმადიდებელი აღმსარებლობის ქალიშვილების მუსლიმან მამაკაცებზე დაქორწინებას, რადგან ამგვარი ჩვეულების დამკვიდრება საზიანო ტენდენციად მიაჩნდა.

აფხაზეთის ეპისკოპოსი ალექსანდრე, ქრისტიანობის გავრცელების ხელისშემშლელ ფაქტორად, თავადური წარმომავლობის აფხაზთა მიერ მართლმადიდებლობის უარყოფას და მათ მუსულმანურ სარწმუნოებაზე გადასვლას ასახელებს. ყირიმის ომის დროს ასეთი შემთხვევები გახშირდა აფხაზეთში, რაც ეპისკოპოსს ძალიან აღელვებდა. მისი აზრით, აფხაზეთის მთავრის მხარდაჭერის გარეშე, სასულიერო ხელისუფლების ვერც ერთი წამოწყება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებდა. წმინდა ალექსანდრეს ეკუთვნის სიტყვები: "რაც მზე არის დედამიწისათვის, ის არის მთავარი აფხაზეთისათვის".

"ვინც სინდისის ხმას და სახარებას არ მისდევს, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი უბედურების მსხვერპლად იქცევა; ამიტომ სინდისისა და ღვთიური კანონებით მცხოვრებმა ადამიანებმა სხვებს - თავის მსგავსთ უნდა უჩვენონ სწორი გზა. ამის საფუძველზე უფლება გვაქვს სინანულით შევხედოთ ჩვენს აფხაზებს, მივუთითოთ მათ ქრისტიანობის გავრცელების საქმეში ხელისშემწყობ და ხელისშემშლელ მიზეზებზე" - განმარტავს მღვდელმთავარი "მოსაზრების" შესავალში, როცა შემოქმედის დიდებისა და საკუთარი ნეტარებისთვის შექმნილი ადამიანის ცხოვრების მიზანზე საუბრობდა.

დოკუმენტის დასკვნით ნაწილში წმინდა ეპისკოპოსი უფლისაგან მფარველობას და დახმარებას გამოითხოვს და ასე მიმართავს აფხაზებს: "საბრალო აფხაზეთო! კონსტანტინეპოლის მხრიდან, აგრეთვე ყირიმისა და ყარაჩაის მხრიდან მხრიდან, ზღვისა და ხმელეთის მხრიდან, თურქეთმა შემუსრა შენი ზნეობრივი ნორმები და შენი ბედნიერების ვარსკვლავი ჩაქრა. ევედრე ზეცას, დაიცავი შენი ქრისტიანობა, რათა ისევ ამობრწყინდეს შენი ბედნიერების ვარსკვლავი და კვლავ დაგიბრუნდეს შენი ოქროს ხანა.

სოხუმი

საბრალო აფხაზეთო! თავად მიმართე ღმერთს მოწოდებით! რომ მან შეგიწყალოს შენ და გიბოძოს თაყვანისცემისთვის თავისი მხსნელი, ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელშიც შეგეძლო დაგენახა გადარჩენის საიდუმლო".

პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნში, "წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე და აფხაზეთი", ერთი მეტად საგულისხმო ინფორმაცია ამოვიკითხე: "გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად მოღვაწეობის პერიოდში ალექსანდრე ღიად დაუპირისპირდა ქართული ენის გათიშვის, სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნის იმპერიულ პოლიტიკას, რომელიც ი. ვოსტორგოვის ხელით ხორციელდებოდა. ეს დაპირისპირება მძაფრად გამომჟღავნდა 1902 წლის აპრილშიც, როცა ჯერ აფხაზეთში, მერე კი სამეგრელოში ი. ვოსტორგოვის თანხლებით სტუმრობდა და ქართულ-მეგრულ ენებს შორის განსხვავებას "სწავლობდა". დასავლეთ საქართველოდან თბილისში დაბრუნებულმა ეგზარქოსმა უწმინდესი სინოდის ობერპროკურორ კ. პობედონოსცევს საიდუმლო წერილი გაუგზავნა აფხაზეთში, ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ამბროსი ხელაიასა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს "ანტისახელმწიფოებრივი" მოღვაწეობის შესახებ. "სენაკის მაზრის უფროსი, სავსებით კონფიდენციალურად მატყობინებს, - წერდა ეგზარქოსი ალექსი, - რომ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ღია შეკრებებით, თავადების თანდასწრებით, ზოგჯერ საკუთარ თავს რუსი ხალხის და რუსული ხელისუფლების მისამართით უხამსი გამოხდომების უფლებას აძლევს, მოუწოდებს თავადებს, გაერთიანდნენ თავისფლების დასაცავად". ვფიქრობთ, ეგზარქოსის ამ წერილმა დიდწილად განაპირობა 1903 წლის ნოემბერში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს სამსახურიდან დათხოვნა და მის ადგილზე რუსოფილობით ცნობილი დიმიტრი აბაშიძის დანიშვნა".

წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის მღვდელმთავრობიდან შიომღვიმის მამათა მონასტერში მოულოდნელად წასვლა მართლაც იძულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. მაშინდელ საზოგადოებაშიც არსებობდა ეჭვი, რომ ამაგდარი ეპისკოპოსი თავისი ხალხისა და ქვეყნის უანგარო სამსახურისთვის გაუშვეს "დამსახურებულ პენსიაზე", იყო მისი მკვლელობის მცდელობა, როცა ეპისკოპოსის მოსახვედრ ტყვიას მკერდით გადაეფარა მისი მორჩილი მაქსიმე (ჩიგოგიძე), (მისი ცხედარიც წმინდა ალექსანდრეს საფლავის გვერდით განისვენებს შიომღვიმის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში), ამიტომ პროფესორ ჯემალ გამახარიას ზემოთ მოყვანილი ვერსია, რომელიც საარქივო დოკუმენტურ მასალას ემყარება, დაეჭვების არავითარ საფუძველს არ გვაძლევს.

XX ს-ის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა სამღვდელოებასთან ერთად დაიწყეს ბრძოლა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ და ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. ამ ბრძოლას შეეწირა ილია ჭავჭავაძე, 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივი და უმძიმესი ჯვარი წილად ხვდა ავტოკეფალიისთვის დაუცხრომელ მებრძოლ კირიონს, რომელიც პატრიარქობის პირველსავე წლებში ვერაგულად გამოასალმეს სიცოცხლეს მარტყოფის მონასტერში.

(გაგრძელება იქნება)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat