ქართველს უნდა ჰქონოდა 365 ზნე კაცის კაცობისა
ქართველს უნდა ჰქონოდა 365 ზნე კაცის კაცობისა
"ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს, თუ როგორ იგერიებდა მრავალრიცხოვან მტერს ქართველი. მოდიოდნენ ყოველი მხრიდან, უთვალავნი, კბილებამდე შეიარაღებულნი... არ ცნობდნენ არც წმინდა სალოცავს, არც ქალს, არც ბავშვს... ამიტომაც ჩვენი წინაპრები სალოცავს გარს გალავანს არტყამდნენ, ბურჯებით ამაგრებდნენ, სათოფურებსაც ატანდნენ. ჩვენ მეომარი ხალხი არ ვყოფილვართ, ტაცება და კაცთა კვლა არ იყო ჩვენი საქმე, მიწათმოქმედი, მხვნელ-მთესველი, პურ-ღვინის მომყვანნი ვიყავით, მაგრამ მომხვდურს დახვედრა უნდა; ამიტომაც მუდამ ღვთისა და შემდეგ საკუთარი თავის მოიმედენი ვიყავით. ქართველმა კაცმა საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავა ბრძოლის წესები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გეოგრაფიული პირობების შესაბამისად - განსხვავებულია.

ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "ხრიდოლი" 1993 წელს შეიქმნა. ის მიზნად ისახავს ქართული საბრძოლო ხელოვნების ტრადიციების აღდგენასა და შესწავლას. ხრიდოლის ოსტატი, ძველი ტრადიციის თანახმად, უნდა ყოფილიყო საუკეთესო მოჭიდავე, მოკრივე და იარაღის მომხმარებელი. ამიტომ "ხრიდოლში" შეისწავლება 4 სახეობა: ქართული კრივი, ქართული ჭიდაობა, ფარიკაობა (ხევსურული წესით) და ხევსურული ჭიდაობა. ამ სახეობათა წესებით აღზრდილი სრულყოფილ მეომრად გვევლინება. "ხრიდოლი" მომავალი თაობების რაინდულ და კეთილშობილურ აღზრდას და მათ უფლისა და სამშობლოს პირუთვნელ მსახურად ჩამოყალიბებას ემსახურება. გვესაუბრება ამ წესთა ერთ-ერთი ამაღორძინებელი, ფედერაციის ხელმძღვანელი, ნუკრი მჭედლიშვილი:

- ხრიდოლი არის კრივის ერთ-ერთი სახეობა. ქართული კრივი ათეულზე მეტი სახეობისაა. მაგალითად, მუშტი-კრივი (მუშტებით ჩხუბობდნენ), "რალდასტი კრივი" (ხის ხმლებით ჩხუბობდნენ); სამეგრელოში წყლის კრივიც კი იყო, იმიტომ რომ ეს მხარე წყლიანია და ხშირად ბრძოლა წყალში უწევდათ. ხრიდოლი ცალხელა კრივია. დუელის წესი იყო ძველ საქართველოში. ხრიდოლში კაცი რომ გამოიწვევდა მეტოქეს, ცალ ხელს ზურგსუკან დაიდებდა და ცალი ხელით ეჩხუბებოდა. მეტოქეს კი ნებისმიერი წესით შეეძლო ებრძოლა, ორივე ხელი ეხმარა. ასე რომ, ხრიდოლში ადამიანი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ხომ ამ დღეში მყოფთ გვიწევდა ბრძოლა უპირატეს მტერთან. ხრიდოლში თავისებურად ასახულია საქართველოს ისტორია და ქართველი კაცის ცხოვრების წესი. ამიტომაც დაერქვა ფედერაციას "ხრიდოლი". ის აერთიანებს სადროშოებს. ყველა სადროშო ძირითადად წმინდა გიორგის სახელზეა, იმიტომ, რომ საქართველოში წმინდა გიორგის 365 სალოცავს ეთაყვანებოდნენ. ჩვენ ვიყავით მიწათმოქმედი ხალხი და წმინდა გიორგის ყმები. საქართველოს ყველაზე ძლიერი სალოცავები (ალავერდი, ლაშარი, ლომისი, ქურმუხი, ილორი და სხვ.) წმინდა გიორგის გარშემო ერთიანდება.

ყოველწლიურად "ხრიდოლი" ატარებს შეჯიბრს: ჭიდაობაში, კრივში, ფარიკაობაში და თითოეულ სახეობაში არჩეული ოთხ-ოთხი საუკეთესო მებრძოლისთვის შემდეგ ტარდება საერთო რესპუბლიკური ტურნირი, რომელსაც "მემეტეს" ტურნირს ვუწოდებთ ("მემეტე" არის "ფალავნის" ქართული შესატყვისი). სიტყვა "მემეტე" მთაში იხმარებოდა გამორჩეული მებრძოლის აღმნიშვნელად. "მემეტეს" ტურნირზე "ხრიდოლის" მებრძოლი თავის სახეს აჩვენებს. აქ არის სამრაუნდიანი ბრძოლა. ხრიდოლის მებრძოლი I რაუნდში ჭიდაობს, II-ში - ფარიკაობს, მესამეში - კრივობს. დაგეგმილი გვაქვს ხალხური მშვილდოსნობის აღორძინება. ხრიდოლის მებრძოლმა აუცილებლად უნდა იცოდეს ცხენოსნობა, ცურვა. ამის გარდა შეისწავლება ქართული ცეკვა და ქართული სიმღერა და, რაც მთავარია, როდესაც ხრიდოლის ვარჯიში იწყება, ყველანი ერთად ხატის წინ ამბობენ საუფლო ლოცვას. მედროშე იტყვის "დიდება უფალს!" და ყველა გაიმეორებს: "დიდება უფალს!" შემდეგ იტყვის: "დიდება სამშობლოს და ღირსება უპირველეს ყოვლისა!" და ყველანი იმეორებენ ამას. "ხრიდოლის" გერბზეც წერია: "უფალი, სამშობლო და ღირსება". "ხრიდოლის" წევრები დავდივართ სალოცავებში, მონასტრებში, შეძლებისდაგვარად, მშენებლობაში მიხმარება იქნება თუ სხვა რამ, რისი ჩვენს თავზე აღებაც შეგვიძლია, ვაკეთებთ.

- ტრადიციულად როგორი უნდა ყოფილიყო ქართველი მეომარი, რა მოეთხოვებოდა მას? რას ითვალისწინებს "ხრიდოლის" მორალური კოდექსი?

- ძველ საქართველოში 365 წმინდა გიორგის იტყოდნენ და ამიტომ ქართველს უნდა ჰქონოდა 365 ზნე კაცის კაცობისა. ამაზე არჩილ მეფეც ლაპარაკობს. ჩვენ მოვიძიეთ უფრო მეტი ეთნოგრაფიული მასალა ქართველი კაცის ზნეობის შესახებ, თუ როგორ უნდა დაეძინა ძველ საქართველოში თითოეულ მამაკაცს, როგორ უნდა გაეღვიძა, როგორ უნდა მოქცეულიყო სუფრასთან, შრომისა და ბრძოლის დროს და სხვა. ეს ყველაფერი პუნქტებად იყო დაყოფილი.

ბავშვობიდანვე აჩვევდნენ მომავალ მეომარს, როდესაც დაიძინებდა, ტანსაცმელი ისე უნდა დაეწყო, რომ სიბნელეში მისი სწრაფად ჩაცმა შესძლებოდა. არ შეიძლებოდა მამაკაცს დაეძინა და სამი დღის საგზალი არ ჰქონოდა ჩალაგებული - ღამით ქუდზე კაცი რომ დაეძახათ, ძებნა არ დაეწყო. არ შეიძლებოდა მამაკაცი სათიბად ან სათოხნად წასულიყო და დაღლილიყო. სვენებ-სვენებით უნდა ემუშავა, რათა მოულოდნელად მოვარდნილი მტრის გამკლავება შესძლებოდა. მარჯვენა ხელით არაფერს ატარებდნენ, რათა მტერს დასვენებული ხელით შეგებებოდნენ. არ შეიძლებოდა ქართველი კაცი დამთვრალიყო - მტერი ადვილად რომ არ მორეოდა.

- ქრისტიანული მრწამსი რამდენადაა ასახული ამ წესებში?

- იმ 365 წესიდან პირველი გულისხმობდა, რომ მეომარი მორწმუნე უნდა ყოფილიყო. არჩილი ასე ამბობს: "თავსაც საღმრთო სჯობს, ბოლოსაც, კაცთა ზნე საქმე რაც არის"-ო. ესე იგი, ყველა წესზე აღმატებული უფლის რწმენა იყო. ბრძოლას რომ იწყებდი, აუცილებლად მართალი უნდა ყოფილიყავი, ესეც ქრისტიანული მრწამსით არის ნაკარნახევი. მართალს ღმერთიც შეეწევა. საქართველოს ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა წმინდა გიორგი ჩვენთან ერთად ცხადად იბრძოდა იმიტომ, რომ მართლები ვიყავით. ქართველები სხვანაირი ქრისტიანები ვიყავით - ქრისტესთვის დახარჯული მებრძოლები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში სხვანაირი ტვირთი უნდა გვეტარებინა და სხვანაირად გაგვეტანა თავი, ამიტომ ჩვენს ეკლესიას ეს ყველაფერი დაეტყო. ქართველ კაცს ცოტა მეტი მოეთხოვება, ვიდრე სხვას.

- რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს "ხრიდოლში" აღსაზრდელებად?

- ექვსი წლის ასაკიდან. წესით და კანონით ადამიანმა მთელი ცხოვრება უნდა იფხიზლოს და ივარჯიშოს, თუნდაც იმიტომ, რომ სხეულის სიჯანსაღე სულის სიჯანსაღესაც ეხმარება.

- კიდევ რა ღონისძიებებს აწყობთ?

- მოვინახულეთ თურქეთის ქრისტიანული ძეგლები... საინგილოში იქნება, თურქეთში თუ სხვაგან, სადაც კი ქართველ კაცს ქვა ქვაზე დაუდვია, უფლის სადიდებელი უთქვამს, სადაც სისხლი დაუღვრია, გვინდა მოვიაროთ და ჩვენს უკან მავალ ქართველებს ვასწავლოთ... "ხრიდოლის" მიზანიც ხომ ბავშვების მართლმადიდებლებად და ქართველებად გაზრდაა.

- ქართულ ჯარში თუ გამოიყენება ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება და თუ აქცევს ამას ყურადღებას სახელმწიფო?

- თუ არ ვცდები, კოჯრის ბატალიონს "ხრიდოლის" წრიდან გამოსული ბიჭები ავარჯიშებენ. ზოგიერთი ამბობს, რაღა დროს ეგ არისო, მაგრამ ტყვიის მსროლელი კაციც მეომრად უნდა იყოს გაზრდილი. ჯარი ვერ იქნება სრულყოფილი, თუ საბრძოლო სულისკვეთებით არ გაიზრდება. ამას უნდა მიაქციოს ყურადღება სახელმწიფომ.

"ხრიდოლის" კიდევ ერთი მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს ერის დაბეჩავება. საკუთარი თავის იმედად ყოფნა უნდა ისწავლოს კაცმა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ უნდა გვქონდეს უფლისა და საკუთარი თავის იმედი. საქართველოში ამ ორასი წლის მანძილზე ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჩვენი თავის იმედი არ გვქონოდა. ჩვენ გვარწმუნებდნენ, საქართველო დავითის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის... ქვეყანა კი არა, დაუძლურებული, დაქუცმაცებული ქვეყანა იყო და რუსმა გადაარჩინაო და დავემსგავსეთ "საძოვარზე მიშვებულ ნახირს". ტრადიციები ისევ ქართულმა სუფრამ შემოგვინახა (რადგან ის არავის უშლიდა). ეს კიდევ ერთი სალოცავია, ღვთის დიდებით რომ იწყება და საქრისტიანოს წმინდანების განდიდებით მთავრდება, სადაც მთისა და ბარის სალოცავები იდიდება, დედა, შვილი და სიცოცხლე ილოცება.

- ძველ საქართველოში უკლებლივ ყველა მამაკაცს მეომრად ზრდიდნენ?

- საქართველოს ისტორიაში ძირითად ლაშქარს "ქუდზე კაცი" შეადგენდა, ამიტომ ყველა მამაკაცს ევალებოდა ბრძოლა. ყველა მამაკაცი იყო საკუთარი თავის მოიმედე და არა ჯარისა. შესამოსელიც შესაბამისი ჰქონდა ქართველს. შინიდან გამოსული თავიდან ბოლომდე აღჭურვილი იყო. საკუთარ ეზო-გარემოში რომ ტრიალებდა, ხანჯალს იქაც არ იხსნიდა. ხანჯალს უკან დამალული ჰქონდა პატარა დანა - ლურსას ეძახდნენ (ხანჯლის ძმას), რომელიც ქარქაშზე იყო მიკრული. არსებობდა ხმალ-დაშნაც, რომელსაც ხან სახელოში მალავდნენ, ხან კისერში. იყო საბრძოლო სათითეები - ღაჯიას ეძახდნენ, ქამარზე ჰქონდათ ჩამოკიდებული. უბეში ფარს იდებდნენ. მთიელ კაცს ქუდში სამი რკინის რგოლი ჰქონდა, რკინის სამკლავეები ეკეთა, რომელიც იდაყვებთან გალესილი იყო ან წვერი ჰქონდა. ერთ კაცს ამდენი იარაღი უნდა ეტარებინა. იარაღაყრილ კაცს ეძახდნენ იმას, ვინც 45-50 წლის გახდებოდა და უკვე აღარ დაჰქონდა ამდენი იარაღი. ქართული ჩოხის ქილები დენთის შესანახი იყო. ასე რომ, ჩვენმა ისტორიამ განაპირობა "ქუდზე კაცის" გაწვევის წესი, რამაც თავის მხრივ შექმნა წინაპირობა იმისა, რომ ყველა ქართველი გაზრდილიყო მეომრად, მხოლოდ უფლისა და საკუთარი თავის მოიმედედ.

- შენ შავნაბადას მონასტრის წინამძღვრის, მამა შიოს სულიერი შვილი ხარ, ხშირად დადიხარ იქ და მონასტრის მშენებლობაშიც მონაწილეობ. ლეგენდის მიხედვით, "შავნაბადა" წმინდა გიორგის გამოცხადებასთან ყოფილა დაკავშირებული...

- ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ერთხელ დიდი ბრძოლა მომხდარა შავნაბადას მიდამოებში, ქართველებს შესჭირვებიათ. ერთ ჭაბუკს უომია ვაჟკაცურად. იმის შემხედვარე ქართველები გამხნევებულან, უბრძოლიათ და გაუმარჯვიათ. ბრძოლა რომ დამთავრებულა, მეფეს ამ საოცარი მეომრისთვის შავი ნაბადი უჩუქებია. შემდეგ ყველანი ერთად წასულან უახლოეს, წმინდა გიორგის სახელზე აგებულ ეკლესიაში. ღვთის სამადლობელი პარაკლისი უნდა გადაეხადათ. მეფეს მოუკითხავს ის მეომარი, მაგრამ ვეღარ უპოვიათ. ფრესკაზე კი უცვნიათ შავნაბდიანი.

- შენს წინაპრებზეც გვიამბე რამე...

- მამაჩემის პაპა - ფილიმონ მჭედლიშვილი იყო კახის ეკლესიის მოძღვარი, მისი მეუღლე - ნინო უთიაშვილი კი გიშის ეპისკოპოსის ქალიშვილი, საინგილოში ქალთა პირველი ქრისტიანული სასწავლებლის დამაარსებელი. როდესაც საინგილოს უჭირდა, ილია ჭავჭავაძეს უკარნახია იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეებისთვის, რომ იქ წასულიყვნენ და ეღვაწათ, გაევრცელებინათ ქრისტიანობა. სწორედ იმ წლებში მოხვედრილან იქ მამაჩემის პაპა და ბებია. მამაჩემის დედის მხრიდან გრიგოლ აფშინაშვილი იყო ვაჟა-ფშაველას ძმადნაფიცი, ბაჩანას კლასელი. ისიც ასევე მოხვედრილა საინგილოში. იქ სკოლებს აარსებდნენ თურმე. ამათ შვილებს ერთმანეთი გაუცნიათ და შეუღლებულან. მამაჩემის უფროსი ძმა საინგილოში დაიბადა. მამაჩემი მეექვსე ვაჟი გახლდათ ოჯახში. მერე, როცა საინგილო აზერბაიჯანს გადასცეს და ადგილობრივმა ქართველებმა მისი საქართველოს ფარგლებში შენარჩუნებისთვის მოძრაობა დაიწყეს, აზერბაიჯანელებმა გადაწყვიტეს აქტიურ მებრძოლთა ოჯახების მამაკაცების ამოწყვეტა. პაპაჩემს ეს ამბავი ლეკმა ძმადნაფიცმა შეატყობინა. იმ ღამესვე გადმოურეკია საქონელი ალაზანზე. ასე გადარჩენილა ჩემი ოჯახი. ასე რომ, ბავშვობიდანვე ისე ვიზრდებოდი, რომ საქართველოს გარდა სხვა საფიქრალი არც გვქონია.

- "ხრიდოლში" დიდი ყურადღება ეთმობა ხალხურ ცეკვა-სიმღერებს, რომლებშიც მკაფიოდაა გამოვლენილი ჩვენი ერის ისტორია, ზნეობრივ-ესთეტიკური იდეალები და ქრისტიანული მრწამსი...

- ქართულ ცეკვებში ჩანს, თუ როგორი კდემამოსილი და სათნოა ქართველი ქალი და როგორი შემართულია საომრად ქართველი მამაკაცი იმ ქალისა და მამულის დასაცავად. ცეკვაში ჩანს ჩვენი საბრძოლო რიტუალები. ჩვენ ომი არ გვინდოდა, მაგრამ გვაომეს. ომი და ბრძოლა იყო ქრისტესთვის და მამულისთვის და ეს არის ჩვენი ისტორია. ცეკვებშიც ეს ჩანს და სიმღერებშიც. "ჩაკრულოშიც" ხომ არის:

"მტერო, დამჩაგრე, არ ვტირი,
ტირილი დიაცთ წესია.
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
მაგრამ არ დამიკვნესია.
მაცალე, ხმალი გავლესო,
ავანთო ცეცხლის კვესია,
სულ ერთად მოგამკევინო,
რაც ჩემთვის დაგითესია".


ქართველი არასოდეს წუწუნებს. იმედიანად არის, მაინც იქადის. თუნდაც ეს სიტყვები რად ღირს: "არცა იხარა მტერმან ჩვენზედა, ნურცარა გაუხარიაო". სულ იმის ფიქრი ჰქონდა ქართველს, რომ არ უხარია მტერს და არც არასოდეს გაიხარებს!
ბეჭდვაელფოსტა
05.08. 2014
petre kupry
შავნაბადელი მამა შიო ის არ არის, ვინც სააკაშვილს არ მისცემს ხმას წყეული იყოსო, რომ განაცხადა?
05.08. 2014
Lasha
საინტერესოა. ბევრი ახალი რამ გავიგე.
სხვა სიახლეები
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თამარს ვაქებდეთ მეფესა"
დიდი ხნის ნანატრი შვილი შეეძინათ მეფე გიორგის და დედოფალ ბურდუხანს - მშვენიერი თამარი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler