ზიარების მისაღებად, თურმე მთების გავლით, ციცაბო კლდეებზე საცალფეხო ბილიკებით 50 კილომეტრს გამოდიოდა
ზიარების მისაღებად, თურმე მთების გავლით, ციცაბო კლდეებზე საცალფეხო ბილიკებით 50 კილომეტრს გამოდიოდა
ერთი იაპონური ლექსი დამამახსოვრდა ბავშვობიდან:
,,ერთხელ, ხუმრობით,
დედაჩემი მხარზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე"
სწორედ ამგვარი განწყობა დაგეუფლებოდა ადამიანს, როცა ჩვენს ,,პატარა" და საყვარელ ბებოს - დედა ელენეს გაიცნობდი... ქართველებმა ვიცით ასეთი გამოთქმა ,,უბეში ჩასასმელი" - ასეთი იყო დედა ელენეც: ბავშვივით მსუბუქი, ხელის მოკიდებაც რომ მოგერიდებოდა, მაგრამ ამავ დროს ისეთი საყვარელი - უბრძოლველად და შეუმჩნევლად რომ შეუძლია დაგიპყროს და თავისი გაგხადოს...
დედა ელენე დუშეთის სოფელ არახვეთიდან იყო და სანამ მონასტერში მოვიდოდა, ყოველ ქრისტეშობას ზიარების მისაღებად, თურმე მთების გავლით, ციცაბო კლდეებზე საცალფეხო ბილიკებით 50 კილომეტრს გამოდიოდა.
80 წლისა მოვიდა მონასტერში, ტაძარში შავებში შემოსილი დედები პირველად რომ უნახავს, უკითხავს, ესენი ვინ არიანო -ვინ და მონასტრიდან ჩამოსული დედები არიანო, - მონასტერი რაღააო, - რა არის და მშობლები დატოვეს, ერში ცხოვრება დატოვეს და აქ უფალს ემსახურებიანო, - მაშ ეს ყოფილა რასაც ვნატრობდიო, სულ იმას ვოცნებობდი, ნეტავ ისეთ ადგილას მამყოფა, სადაც მხოლოდ უფალს მოვემსახუროდი და სხვა ყველაფერს დავივიწყდებიო... ასე დაიწყო ელენეს ახალი ცხოვრება. მოუხშირა დედებთან სიარულს, მერე მორიდებით უთქვამს: -აქედან რომ მივდივარ, სულ თქვენთან დარჩენაზე ვფიქრობ და თუ მიმიღებთო...
ორი კლასი ჰქონია დამთავრებული, მაგრამ ხელსაქმე შეუსწავლია და უნიკალურ ფარდაგებს ქსოვდა თურმე. ხუთი შვილი აღზარდა, ყველას უმაღლესი განათლება მიაღებინა და იმ დროს, როცა სხვა მის ადგილას ნაგრამ-ნაღვაწით კმაყოფილი, შვილებით და შვილიშვილებით გარშემორტყმული თავის აღსასრულს დაელოდებოდა - ელენეს სულსა და გულში, მრავალი წლის ნაოცნებარი და ნანატრი ახალი ცხოვრების უძლეველი სურვილი დაინთო.
როცა ბებო მეუფე ისაიასთან მიუყვანიათ, გასაუბრების მერე მეუფეს უთქვამს: ასეთი ცოცხალი რწმენის ადამიანი ჯერ არ შემხვედრიაო... მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ერთ მშვენიერ დღეს 80 წლის ბებო გაიპარა სახლიდან და იკოთის დედათა მონასტრის მორჩილი გახდა. ალბათ წარმოიდგენთ ოჯახის მდგომარეობას. მოვიდნენ, დედას ხან ეფერნენ, ხან საყვედურებით აავსეს, ბოლოს, ხალხი რას იტყვის, დედას ლუკმა არ აჭამეს, სახლიდან გააგდეს, ხუთი შვილი ამისთვის გაზარდაო... დედა კი იჯდა თურმე ბავშვივით თავჩაღუნული და ისე ისმენდა შვილების საყვედურებს. მერე უთქვამს გულში იესოს ლოცვას ვიმეორებდი, სულ არ მახსოვს რას მეუბნებოდენო... ვერაფერს გახდნენ, ხოლო მოგვიანებით რძლებმა და შვილიშვილებმაც კი დაიწყეს ეკლესიაში სიარული და მაზიარებლები გახდნენ.

KARIBCHE

ახალგორი, იკოთის დედათა მონასტერი


დედა ელენეს მონასტერში ღვთის საჩუქარს ეძახდნენ. მისი ცხოვრების წესი მდუმარება იყო. რომ შეეკითხებოდნენ რამეს, როგორც არ უნდა ჩქარებოდათ, უცბად არ უპასუხებდა, გვიან იტყოდა, მაგრამ ისეთს, რომ გაოცებულები რჩებოდნენ. ბოლო დროს უძლურების გამო ტაძარში ლოცვაზე ვერ გამოდიოდა. დაუკაკუნებდნენ და ის მაშინვე ფსკვნილზე იწყებდა ლოცვას. დილით 6 საათზე ლოცვას რომ დაამთავრებდნენ, ისევ დაუკაკუნებდნენ: დედაო დამთავრდა ლოცვა, დაწექიო. ამ დროს გაისუსებოდა თურმე და როგორც კი დაიგულებდა დასასვენებლად წასულ დედებს, დგებოდა და უკვე ხმამაღლა გააგრძელებდა ლოცვას. ბოლო დღემდე ქსოვდა ფაჩუჩებს და წინდებს. მაშინაც, როცა წამოდგომაც არ შეეძლო. რომ ეტყოდნენ დედაო, დაისვენე, გაუფრთხილდი ჯანმრთელობასო, პასუხობდა: "შვილო ჯანს მიწას რატომ შევაჭმევინებ, არ ჯობია უფალს ვემსახურო მისგანვე მოცემული ჯანითაო?"...
ხუთი წელი იცხოვრა ამ ღვთის საჩუქარმა იკოთის დედათა მონასტერში და დღესაც ამ მონასტრის კარიბჭესთან ხვდება მონასტრის მომლოცველს მისი მუდამ ფერად- ფერადი ყვავილებით მოჩითული საფლავი ...
როცა დედა ელენე მახსენდება - მონატრებას ვგრძნობ და ვიცი, ამ დროს მასაც ვახსენდები და თავის დანაპირებ ლოცვებში მიხსენიებს უფლის წინაშე...

დეკანოზი სერაფიმე დანელია
ბეჭდვაელფოსტა
28.06. 2014
Tsiuri Xokerashvili
gmerto,natelshi amyofe sxonebulis suli...ilosos sruliad saqartvelostvis...misi gadslierebisatvis
27.06. 2014
ნანა
შემრწხვა ჩემი მცირედმორწმუნეობის დედაო,გეფერები დაკოჟრილ ხელებზე და ტკბილ სახეზე,მომიხსენიე,შეეწიე ლოცვით ჩემს სამშობლოს,პატრიარქს,ჩემს დედებს,ჩემს მამაოს,ჩემს ოჯახს და მეგობრებს,თქვენ ჩვენი გზის მანათობლები ხართ
27.06. 2014
მაკა
დიდება უფალს...რა ძალა აქვს!
27.06. 2014
ნინო
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს და ჩვენ კი მოგვმადლოს რწმენა ბავშვური
27.06. 2014
ნიკა
ღმერთმა ასეთი რწმენით სავსე ერი გვიმრავლოს. დიდება უფალს!
სხვა სიახლეები
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail jojobet giris jojobet