"შემოქმედება - გაგრძელებული ღმერთთან ერთად"
"შემოქმედება - გაგრძელებული ღმერთთან ერთად"
"სიცოცხლე ნიჭად გვენიჭება, სიცოცხლის შეწირვით ვიმსახურებთ სიცოცხლეს", - წერდა რაბინდრანათ თაგორი.

საუკუნეზე მეტი გავიდა "ნაადრევად ჩაფერფლილი" 19 წლის გმირი პოეტის - გრიგოლ მეგრელიშვილის (მთის ნიავის) გარდაცვალებიდან. იგი 1919 წელს, ახალციხის მახლობლად, სოფელ უდესთან, თურქ ასკერებთან უთანასწორო ბრძოლაში დაეცა. საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული ჭეშმარიტი მამულიშვილისა და უნიჭიერესი პოეტის სახელი და ღვაწლი თაობებისათვის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იყო უცნობი. ამასთან დაკავშირებით ბ-ნი ზაურ მეძველია წერდა: "ჭაბუკი პოეტის რჩეულ ხვედრს, სამწუხაროდ, ძნელბედობა თავიდანვე ასდევნებია: მენშევიკურ საქართველოდ წოდებული ქვეყნის მამულიშვილობა საბჭოეთმა არ გაიზიარა და დრო-სივრცეში ჩაძირვით მისი სახელი თანდათან მიიჩქმალაო". თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად გრ. მეგრელიშვილმა მეტად შთამბეჭდავი პოეტური მემკვიდრეობა დატოვა - ქართული რომანტიზმით, "აზრის სიმწიფით", "ცეცხლითა და მუსიკით" გაჯერებული. "მთის ნიავში ტიროდა საუკეთესო გრძნობები ახალგაზრდა მამულიშვილისა, სამშობლოს სიყვარული მოითხოვდა მისგან გმირობასო," - წერდა შალვა კარმელი. სამშობლოსთვის მსხვერპლად შეწირვა "ქარიშხლიანი სულის" პოეტს "თვით გრძნობამ დაავალა, თავის ბედმაც ეს არგუნაო", - წერდა შიო მღვიმელი. მთის ნიავი თავის პატრიოტულ ლექსებში "ჟინაშვებული რაინდობით" უმღეროდა სამშობლოს სიყვარულს: "მას ლამაზი და მოხდენილი სიტყვა ჰქონდა სამშობლოს სიყვარულის გამოსახატავად, მაგრამ მის სიტყვაზე უფრო ძლიერი მისი ბუნება გამოდგა და საქმით დაამტკიცა სამშობლოსადმი სიყვარულის მაღალი გრძნობა" (სიკო ფაშალიშვილი). მან გაამართლა თავისივე სონეტის სიტყვები:

"ნეტავ იმ ჭაბუკს, ვინც მტრის მკერდში ხმალს აამგოსნებს,
სატრფოს მაგიერ ვნებით ჰკოცნის ტყვიებს ჯადოსნებს,
ლაჟვარდ ძარღვებში უჩქეფს სისხლი ლალ-მეწამული...
მაშ... ბედაური!.. მსურს ავენთო ამაყი ჟინით,
მტრის რჩეულ რაინდთ თავს ვესხმოდე მშხამავ ყიჟინით,
რომ ვერვინ მკადროს: "საყვარელი მომეც მამული".


აკი, არავის აკადრებინა კიდეც ამ სიტყვების თქმა და მართლაც "თეთრ კვართგადაცმული, მშვენიერი იოსებივით" (გ. ლეონიძე) ამაღლებული და ვალმოხდილი წავიდა ამქვეყნიდან. ასეთ "სახარბიელო" სიკვდილს, ალბათ, ყველა ქართველი მამულიშვილი ნატრობს, მაგრამ, იგი ხომ რჩეულთა ხვედრია. ისევ სიკო ფაშალიშვილის სიტყვებს მოვიხმობ: "თვალებს ვხუჭავ და ვიგონებ სამშობლოსთვის თავდადებულ სახეებს, ჩემს ხსოვნაში მწკრივადა სდგებიან ძვირფას მეგობართა და ამხანაგთა აჩრდილები, რომელთაც თავიანთი გულის სისხლით დაგვიწერეს მამულის სიყვარულისა და მისთვის მაგალითურ თავდადების სახარება. მათ სახელთა გარშემო დაფნა შრიალებს, ხოლო მშობელი ერის გულში იქმნება ჰიმნი მათი ვაჟკაცობის საუკუნეთათვის გადასაცემად".

ცოტა ხნის წინ გამოიცა არაჩვეულებრივი წიგნი, სახელწოდებით - "ბედის მდინარე", რომელშიც ამომწურავადაა წარმოდგენილი გმირი პოეტის შემოქმედებითი მემკვიდრეობა. ამ წიგნში თავმოყრილია გრ. მეგრელიშვილის ნაცნობ-მეგობართა წერილები, მოგონებები, აგრეთვე ნარკვევები, რომლებიც საგანგებოდ ეხება მთის ნიავის ცხოვრებასა და შემოქმედებას. წიგნის გამოცემის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის გრ. მეგრელიშვილის დეიდაშვილის შვილს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გრივერ ფარულავას, რომელსაც მთის ნიავის "ჭირისუფლობა" ასპირანტობის დროიდანვე შთააგონა დედამ, ქალბატონმა ვერა ხაბეიშვილმა. ბატონი გრივერი დიდად გაისარჯა, რათა "დავიწყების ბურუსიდან გამოეტაცა" ამ ჭეშმარიტად "არდასავიწყებელი კაცის სახელი და ღვაწლი". საუბრობს რა ღვთისა და მოყვასის სიყვარულისთვის დაღვრილი სისხლის განმწმენდელი ძალის შესახებ, თავის ნარკვევში ბატონი გრივერი მოიხმობს წმინდა მოწამე კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებს: "ჩვენი სისხლის წინაშე იხსნება კარი ზეცისა, სისხლის წინაშე უქმდება გეჰენია. ყოველგვარ დიდებასა და გვირგვინს შორის სისხლის საბუთი ყველაზე მაღალია და უმშვენიერესი". და დასძენს: "ასეთი "ყველაზე მაღალი და უმშვენიერესი საბუთით" დამშვენებული წარმოუდგა გრიგოლ მეგრელიშვილი თანამედროვეთ, წარუდგა გარდასულ გმირებს". ასეთი "საბუთის " საზღაურია მარადიული შვება და ნეტარება. გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ გრივერ ფარულავასთან.

- ნარკვევში წერთ: "გრიგოლ მეგრელიშვილის სახელი და შარავანდიანი აჩრდილი ბავშვობიდანვე მომყვება. ბებიის, დედისა და სხვა ნათესავთა აღტაცებულ და სევდიან მონათხრობთ უახლოესი ნათესავის ნიჭიერების, გმირობისა და ტრაგიკული ხვედრის შესახებ გულისყურს კი მივაპყრობდი, მაგრამ მაშინვე არაფერი ჩამიწერია". "მთის ნიავის" ჭირისუფლობა დედათქვენმა - ვერა ხაბეიშვილმა ანდერძად დაგიტოვათ.

- გრიგოლ მეგრელიშვილი ბებიაჩემის, ანასტასია ყენიას, დისშვილი იყო. რადგან ბავშვობისა და ყრმობის წლები დედულეთს, საჯავახოში, გავატარე, მისგან და დედაჩემისგან მესმოდა მისი სახელი. გრიგოლ მეგრელიშვილი (იგივე მთის ნიავი) ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა ფარცხმაში იყო დაბადებული. მისი და, ოლღა, იმავე რაიონის სოფელ ერკეთში იყო გათხოვილი. ქალბატონი ოლღა და მისი ვაჟიშვილი, იესე მგალობლიშვილი, გვესტუმრებოდნენ ხოლმე საჯავახოში. ამ პატარა სანათესაო შეკრებილობებს, გულთბილობით, გურული იუმორითა და თვალსაჩინოდ გამოკვეთილი გურული კილო-საქცევით შეზავებულთ, ხშირად შეამღვრევდა სევდიანი ამბები "მთის ნიავის" მხედრული თავდადებისა და პოეტური ნიჭიერების შესახებ, ბაბუაჩემის, ბიძაჩემის (დედისავე მხრივ) და მამაჩემის ტრაგიკული ბედის (სამივენი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლნენ) შესახებ. ასე იყო ჩემი სტუდენტობის დროსაც.

უნივერსიტეტი დავამთავრე. 1959 წლის სექტემბერია. საასპირანტო გამოცდებისათვის ვემზადები. გადავშალე 11 სექტემბრის "ლიტერატურული გაზეთი" და რას ვხედავ?!. მესამე გვერდის მოზრდილი ნაწილი უჭირავს გიორგი ლეონიძის წერილს - "გრიგოლ მეგრელიშვილი (ჭაბუკი პოეტის სიკვდილის ორმოცი წლისთავის გამო)". 25 სექტემბერს იმავე გაზეთში ამას მოყვა მეორე ნაწილი ნიკო კეცხოველისა - "განუწყვეტელი მოლოდინი", ისევ გრიგოლ მეგრელიშვილს რომ ეხებოდა. 26 სექტემბერს გ. ლეონიძემ ფარცხმაში თავი მოუყარა ქართველ მწერალთა ერთ ჯგუფს (მათ შორის "მთის ნიავის" მეგობრებს) და პოეტის საფლავთან გაიმართა დიდი ლიტერატურული შეკრებილობა.

ასე გააცოცხლა გიორგი ლეონიძემ "დავიწყებული, დამიწებული, დანაცრებული" პოეტის სული ამ ნახევარი საუკუნის წინათ. აი, აქედან დაიბადა ჩემს შეგნებაში სურვილი, რაღაც გამეკეთებინა დიდი მამულიშვილისა და პოეტის სახელისა და ღვაწლის უკვდავსაყოფად. ამ სურვილის ხორცშესხმას რომ მოსწრებოდა, ნატრობდა დედაჩემიც. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში გრიგოლ მეგრელიშვილის შემოქმედების შესწავლას, მისი უცნობი ნაწარმოებების ძებნას შეუდგა ზაურ მეძველია, მაგრამ იგი ისე წავიდა ამქვეყნიდან (2005 წ.), რომ ჩანაფიქრის აღსრულება არ დასცალდა. აი, სწორედ მაშინ შევუდექი საქმეს.

- გრიგოლ მეგრელიშვილის ცხოვრება, ღვაწლი, შემოქმედება, სამწუხაროდ, თაობებისთვის უცნობი იყო. გიორგი ლეონიძე პოეტის გარდაცვალებისთანავე (1919 წ.) შესდგომია მისი ნაწერების წიგნად გამოცემისათვის მზადებას, მაგრამ ეს ჩანაფიქრი ვერა და ვერ განხორციელდა. გრ. მეგრელიშვილის საფლავიც დიდი ხნის მანძილზე მივიწყებული იყო. მეგობრების მცდელობის მიუხედავად, რატომ აქამდე ვერ მოხერხდა გრიგოლ მეგრელიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი წიგნის გამოცემა, მისი ღვაწლის ღირსეული წარმოჩენა და დაფასება საზოგადოების მხრიდან?

- გრიგოლ მეგრელიშვილის სახელი და ღვაწლი თაობებისთვის სრულიად უცნობი იყო 1959 წლამდე. 1919 წლის მაისში მთის ნიავის თანამოკალმენი, - გ. ლეონიძე, მიხ. ხერხეულიძე, ვახ. კილაძე, ნ. კეცხოველი, ირ. დიდიძე და მიხ. ღოღობერიძე, - შესდგომიან ზრუნვას მთის ნიავის ნაწერების მოსაკრებად და გამოსაცემად. ვერ გამოსცეს. ვერ უპატრონებდნენ, გრიგოლ მეგრელიშვილის წიგნს ვერ გამოაქვეყნებდნენ მარქსისტული იდეებით ჩამობნელებულ საქართველოში. პოეტის ჩვენ მიერ გამოცემულ წიგნში ("ბედის მდინარე") თავმოყრილია ერთობ მეტყველი დოკუმენტები იმის შესახებ, თუ როგორ უპირისპირდებოდა 1918 წლიდანვე მთის ნიავი მარქსისტთაგან ნაქადაგებ "სოციალისტურ კეთილშობილებას". ასე რომ, ნამდვილად ინტელექტუალური გმირობა იყო გიორგი ლეონიძის მიერ 1959 წელს წამოწყებული ჭირისუფლობა გრიგოლ მეგრელიშვილისა. თუმცა გ. ლეონიძემ და კეცხოველმა 1959 წელს განაცხადეს, "მთის ნიავის" ლექსების წიგნს მომავალი წლისთვის გამოვცემთო, მაგრამ კრებულმა დღის სინათლე მხოლოდ 1973 წელს იხილა (როცა გ. ლეონიძე 6 წლის გარდაცვლილი იყო). პოეტის თხზულებათა ეს პირველი კრებული - "შუქურვარსკვლავი" ნ. კეცხოველის გარჯის ნაყოფია. აქ მთის ნიავის ნაწარმოებთა მცირე ნაწილია თავმოყრილი (რის მოძიებაც მაშინ მოხერხდა). 14 წელი დასჭირდა იმას, რომ საბჭოთა ცენზურისათვის ამ წიგნის დაბეჭდვის ნებართვა გამოეგლიჯათ: იმ პოეტის სახელს, ვინც საქართველოს გასაბჭოებამდე უპირისპირდებოდა მარქსიზმს და მხედრული შემართებით ექომაგებოდა სამშობლოს თვითმყოფობას, ტაბუ ედო.

- ერთგან წერთ: "მთის ნიავის" მამულიშვილური პათოსი არ იყო იმპულსური. პოეტის - მხედრის - მარტვილის პიროვნული მთლიანობა სოლიდურ ინტელექტუალურ და მსოფლმხედველობრივ საფუძველზე ყოფილა დამყარებული. ჯანსაღი და ბრძნული ჩანს გრიგოლ მეგრელიშვილის ეროვნული თვალთახედვა"... თავისი ასაკის მიუხედავად რამდენად გაცნობიერებული და შეგნებული ჰქონდა მეგრელიშვილს თავისი მისია, საბოლოო მიზანი - მამულს შეწირვოდა ტარიგად და რამდენად მაღალია ღვთის წინაშე მოწამეობის საბუთი?

- ვინც ყურადღებით წაიკითხავს გრიგოლ მეგრელიშვილის ლექსებს და "ბედის მდინარეში" გამოქვეყნებულ წერილებს პოეტის მხედრული ღვაწლისა და დაღუპვის შესახებ, არ გაუჭირდება იმ დასკვნის გამოტანა, რომ მთის ნიავს 16 წლის ასაკიდანვე დაუფლებოდა მამულიშვილური სიყვარულის კარგად გაცნობიერებული გრძნობა, რომელიც მერე და მერე ღრმავდებოდა, მსხვერპლად მისვლის მისტიკურ-რელიგიურ სიმაღლეს იძენდა. რელიგიურისა და ეროვნულის ერთმანეთთან იდუმალი წილნაყარობის განცდა იმ პოემებიდანაც ირეკლება ძველი აღთქმის მოტივებზე რომაა დაწერილი: "იოანე ნათლისმცემელი და სალომეა", "გალაათიდე".

ერთ-ერთ ლექსში იმ ადამიანისა, რომელიც უკანასკნელ ომში ახალციხის გადაღმა (ქვაბლოვანის მიდამოებში) ოთხტყვიანაკრავიც რომ აგრძელებდა ომს, - ვკითხულობთ:

"და ფოლადური მტკიცე მკერდის ტყვიით გალხობა
კვლავ მენატრება და ნატვრაში ფიქრს ემგოსნება".

("ტრიოლეტები ბრძოლის ველიდან").

ეს ნატვრა შეუსრულდა. სამწუხაროდ, საბედისწერო ზმანებათაგან ყველაფერი შეუსრულდა. გავიმეორებთ, რაც წიგნში ერთგან გვიწერია: გრიგოლ მეგრელიშვილის ბედისწერა ახალციხის ფრონტზე, ქვაბლოვანის მიდამოებში, 1919 წლის 30 იანვარს გმირულად დაცემა კი არ იყო, არამედ სიკვდილის მოლოდინი, იმის შეგნება, რომ არ შეიძლება არ დაიღუპო. მთის ნიავი იმიტომ კი არ მოკვდა, რომ საქართველოს მტრების ტყვიები არ ასცდა, იმისათვის დაიბადა, რომ ის ტყვიები არ ასცდენოდა.

- გრიგოლ მეგრელიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დიდებულ წერილში, რომლითაც თქვენ "ბედის მდინარის" კარს გვიხსნით, გ. ლეონიძე იტყვის: "თვითონაც იყო ცოცხალი პოემაო"; მერე იქვე მთის ნიავს "ყრმა თეურგად" მოიხსენიებს. თქვენს ნარკვევში კი საგანგებო და ერთობ საინტერესო საუბარია იმის შესახებ, რომ გრიგოლ მეგრელიშვილი თეურგია. მე მომეჩვენა, რომ ამ ორ სახელდებას კავშირი აქვს ერთმანეთთან. რას გვეტყვით ამის შესახებ?

- თქვენ არაფერი მოგჩვენებიათ; იმის თქმა, რომ გრიგოლ მეგრელიშვილი "თვითონ იყო ცოცხალი პოემა", სწორედ იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა თავისი მიწიერ-ხორციელი ანუ ბუნებრივი არსებობა ამქვეყნიური სიცოცხლის ჟამსვე გარდაქმნა ღვთაებრივი სიცოცხლის შემსგავსებულად. "თეურგია კულტურას კი არ ქმნის, არამედ ახალ ყოფას, თეურგია კულტურაზე აღმატებულია, - ამბობს ნ. ბერდიაევი, - თეურგია ეს არის ხელოვნება, რომელიც სხვა სამყაროს ქმნის, სხვაგვარ ცხოვრებას, ქმნის სილამაზეს, ვითარცა არსებულს. თეურგია გადალახავს შემოქმედების ტრაგედიას, შემოქმედებით ენერგიას წარმართავს ახალი სიცოცხლისაკენ... თეურგია არის ადამიანის მოქმედება ღმერთთან ერთად, - ღმერთკაცობრივი ქმედება" ("შემოქმედების საზრისი"). გრიგოლ მეგრელიშვილის ცხოვრების გზაზე პოეტური შემოქმედება ცხადად გადის კულტურის სფეროდან და ყოფაში გადაიღვრება, ახალ სინამდვილედ იქცევა, თეურგიად გვევლინება. ამ ტრაგიკულმა და მშვენიერმა პათოსმა ისევე დაიპყრო მთელი მისი შეგნებული ცხოვრების გზა (16 წლიდან), როგორც ჭეშმარიტ ასკეტს, მარტვილს მოიცავს და წარმართავს ღვთის სიყვარული. "მოუსვენარი ბუნება მისი მუდამ ბრძოლას ეძებდა და ამ ნატრულ ბრძოლაში დალია მან მგოსნური სული," - იგონებდა შ. ბუაჩელი. ხოლო როცა ქუთაისის ვაგზალზე ემშვიდობებოდა მეგობრებს და ახალციხის ფრონტისაკენ აეღო გეზი, ერთი მათგანი განზე გაიხმო: "სამშობლოს უნდა შევეწიროო", - მითხრა გრიშამ გამომშვიდობებისას" (ნ. ასათიანი). "მან მტრის ტყვიას მიუშვირა და გაახვრეტინა ის ლამაზი, ცეცხლით ანთებული გული, სადაც ეგეთის ძლიერებით სცემდა ნაკადი ქართველი მამულიშვილობისა და რაინდობისა" (სიკო ფაშალიშვილი). თეურგს გვიცოცხლებს ერთხელ უკვე მოხმობილი სტრიქონი: "ფოლადური მტკიცე მკერდის ტყვიით გალხობა კვლავ მენატრება". სიკვდილთან ასე შემხვედრი პიროვნება თავის ახალ, ლამაზ მეს ძერწავს, ეს არის "შემოქმედება გაგრძელებული ღმერთთან ერთად":

"სიკვდილის ჩრდილქვეშ დავინახავ ყოვლის მძლე ხალისს,
შარავანდედი ვერ შემამკობს ბრწყინვალე ხვალის,
გამასვენებენ მჭმუნვარებით ომის მთავრები".


- რამდენად არის საქართველოში მწერლობა მისია და როგორ ესმოდა გრიგოლ მეგრელიშვილს ლიტერატურის, პოეზიის როლი?

- რელიგიური განცდის ეროვნულთან ორგანული წილნაყარობა ჯერ კიდევ ქართულ ჰაგიოგრაფიაში იკვეთება, მერე ერთობ შთამბეჭდავად გაცხადდება "დავითიანში". მეცხრამეტე საუკუნეში კი წმინდა ილია მართალმა და მისმა თანამებრძოლებმა პატრიოტული გრძნობის საკრალიზაცია მოახდინეს, მამულის მსახურებას სიწმინდის, რელიგიური მისიის მნიშვნელობა დაუმკვიდრეს ("ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსო"). გრიგოლ მეგრელიშვილი ამ გზას გაჰყვა. მამულიშვილობის განცდა მის პიროვნებაში ცხადად ფარავდა ყველა სხვა გრძნობას, თვით ესთეტიკურსაც:

"თორემ ისე, აბა, რად ღირს,
რად ცხოვრება თვით მგოსნური,
თუ სამშობლოს გარს არტყია
შავი ჯანღი ჯადოსნური".

- დღესდღეობით აღსრულდა ის საქმე, რაზეც წლების წინ ოცნებობდით - სამშობლოს მთელი თავისი შარავანდედით დაუბრუნდა დიდი მამულიშვილი და პოეტი. შეიძლება ასეც ითქვას: "ბედის მდინარის" გამოცემით თქვენ ძეგლი დაუდგით ჟამთა სიავით თითქმის მივიწყებულ მოღვაწეს, მესამედ, იმედია, საბოლოოდ გააცოცხლეთ იგი. შევიტყვეთ, რომ პოეტის საფლავის კეთილმოწყობისათვისაც ირჯებით. ვინ დაგეხმარათ ამ მამულიშვილური საქმის განხორციელებაში?

- მართალი ბრძანეთ, მესამედ გაცოცხლდა. პირველად ეს 1959 წელს მოხდა დიდი გიორგი ლეონიძის შემართებით; მეორედ - 1973 წელს ბატონ ნიკო კეცხოველის ღვაწლით. თუ ჩვენმა ქვეყანამ თავი დააღწია დღევანდელ ავჟამიანობას, ვფიქრობთ, სულიერად ჯანსაღ საქართველოში "მთის ნიავის" სახელს და ღვაწლს ქომაგობა აღარ დასჭირდება.

წიგნი გამოიცა შემოწირულობით. გამორჩეული თავგამოდებით და მუხლჩაუხრელად მეხმარებოდა არქიტექტორი ავთანდილ მეგრელიშვილი. ხოლო ახლა პოეტის საფლავის კეთილმოწყობის ტვირთი ძირითადად სწორედ მას აწევს. ჩოხატაურის რაიონის ხელმძღვანელობაც გვეხმარება ამ საქმეში საკუთარი ხარჯით.

შემოწირულობათა ძალით გამოცემული მთელი ტირაჟი (400 ცალი) ხელმეორედ დაბეჭდა ქველმოქმედებით გამორჩეულმა ბატონმა გიორგი თავაძემ.

ღვთისა და ღვთისმშობლის მადლი ფარავდეს ყველას, ვინც გაისარჯა და დაიხარჯა, რათა გაგვეცოცხლებინა სული არდასავიწყებელი კაცისა.

გრიგოლ მეგრელიშვილის პოეტური კრებულის, "ბედის მდინარის" წარდგინების დღეს ერთი ახოვანი, ჭაღაროსანი კაცი მომიახლოვდა და ხმამაღლა მითხრა: არ უნდა გვეშინოდეს, ცოცხლები ვართ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat