მამა ნექტარიოსს ცოცხლად გამოეცხადა წმინდა ნექტარიოსი
მამა ნექტარიოსს ცოცხლად გამოეცხადა წმინდა ნექტარიოსი
"ჩემო მამაო, სიმსივნე მაქვს გთხოვ დამეხმარე,მინდა  ვიცოცხლო"

საბერძნეთში, ათენთან ახლოს, ლავრიოში მდებარეობს წმინდა ნექტარიოსის სახელობის ტაძარი. მისი   წინამძღვარი კი მამა ნექტარიოსი გახლავთ. ამავე ტაძარში არის დაბრძანებული წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და წმინდა გერასიმეს ფაჩუჩი. ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში მოღვაწე არქიმანდრისტის აბიბოსის (ტარიადისი) ლოცვა-კურთხევით, იქაურმა მრევლმა მოილოცა ეს წმინდა ადგილი, პირადად შეხვდნენ მამა ნექტარიოსს და მისგან ლოცვა-კურთხევა აიღეს.  ერთ-ერთი მომლოცველთაგანი გახლდათ  ესმა ღონიაშვილი. მისივე თქმით, მამა ნექტარიოსი უძლურებაშია და როცა ქართველი ემიგრანტები სტუმრად მივიდნენ,   ლოგინში იწვა. მამა ნექტარიოსმა ერთი  სასწაულის შესახებ უამბო მათ. გთავაზობთ ამონარიდს:
"დაავადებული ვიყავი სიმსივნის მძიმე ფორმით. გამზადებული მქონდა ყველა საჭირო ნივთი ჩემი დაკრძალვისათვის.1980 წლის 26 მარტს, დილით გაიხსნა ეკლესიის კარი და შემოვიდა ტანდაბალი ბერი, ცოტა მელოტი, მხოლოდ უკან ჰქონდა ცოტა თმა და ისიც - შეკრული.იმ დროს ჩემთან ერთად იყვნენ მნათე სოფია ბურდუ და ხატმწერი ელენი კიტრაკი.ბერს წვერები სულ თეთრი ჰქონდა, გარეგნობით იყო ზუსტად ისეთი როგორსაც ვხედავთ წმინდა ნექტარიოსის ხატს. აიღო სამი სანთელი, ორი აანთო და ყველა ხატს თაყვანი სცა, გარდა წმინდა ნექტარიოსის ხატისა..ერთი წამით გაჩერდა, დაიკრიფა გულზე ხელი ისე,  თითქოს არავის უყურებდა და იკითხა:
-მოძღვარი  აქ არის?
მნათემ უპასუხა:
- არა, აქ არ არის, გრიპითაა ავად და სახლშიაო.
- არა უშავს, ილოცეთ და კარგად იქნებაო - თქვ.
მე ნელ-ნელა გაჭირვებით გამოვედი ტაძარში, მოვეხვიე ჯვარცმას და მივადე ჭრილობა.
არ მომცა საშუალება  მის მარჯვენას ვმთხვეოდი და თვითონ აიტაცა ჩემი მარჯვენა ხელი. ვკითხე:
-რა გქვიათ?
- ანასტასი, - იყო პასუხი. (წმინდა ნექტარიოსის საერო სახელია ანასტასი). ვაჩვენე წმინდა ნაწილები, რათა მისთვის თაყვანი ეცა. მან ამოიღო თხელშუშიანი სირმის სათვალე,  რომელსაც ერთი მხარე მოტეხილი ჰქონდა. ეს იყო წმინდანის კუთვნილი სათვალე, რომელიც ჩვენ  შენახული გვქონდა.
დედა ნექტარიას სიტყვით.  წმინდა ნაწილს ყველა ემთხვია გარდა წმინდა ნექტარიოსისა. არ მესიამოვნა და ვუთხარი:
- მამაო, მაპატიეთ, წმინდა ნექტარიოსიც წმინდანია და რატომ არ ემთხვიეთ? შემდეგ ვკითხე:
- მამაო სად ცხოვრობთ? -  ხელი გაიშვირა იქით, საითაც მაშინ ტაძარი შენდებოდა და მითხრა:
-ჩემი სახლი ჯერ მზად არ არის და ეს მანერვიულებს. მერე მე მივმართე:

KARIBCHE

- მამაო,მნათემ მოგატყუათ, ვითომ გრიპი მქონდა, სიმსივნე მაქვს. მოვიკრიბე გამბედაობა, სახეზე მოვეფერე  და ვუთხარი, თუ როგორ ჰგავდა წმინდანს. მომკიდა ხელი და ჩამიხუტა.  მინდიდა  მეც მოვხვეოდი, მაგრამ ხელში სიცარიელე შემრჩა. ვუთხარი:
- ჩემო მამაო, სიმსივნე მაქვს გთხოვ დამეხმარე, მინდა  ვიცოცხლო, დავამთავრო ტაძრის მშენებლობა და  პირველი წირვა ჩავატარო. მომისმინა და მერე თავისივე ხატის წინ დადგა. გაოცებული ხან ერთს შევყურებდი, ხან მეორეს. მერე მიპასუხა:
- ო,შვილო ჩემო ნექტარიოს,ნუ ნერვიულობ.ეს არის შენი გამოცდა. გამოჯანმრთელდები, მოხდება სასწაული და ამ ამბავს ყველა გაიგებს. ამ სიტყვების მერე გაქრა. ოპერაციის წარმატებით დასრულებაში თვით წმინდა ნექტარიოსის ხელი იყო ჩარეული. აი, ასეთი სასწაული დაგვანახა კიდევ ერთხელ წმინდა ნექტარიოსმა მამა ნექტრიოსისგან.

ბეჭდვაელფოსტა
16.07. 2018
jaba
მადლობა. უფალმა მოგვიტევოს ჩვენი ცოდვანი
04.01. 2018
წმინდა ნექტარიოსი
წმინდა ნექტარიოსის მონასტერი სადაც ის მოღვაწეობდა კუნძულ ეგინაზეა....
03.09. 2015
gio
zlian didi sulieri beria, ogond zota dasustebuia zalian , didi paraskevs 2015 zels, zirvis msvlelobis dros 25 zutit gardazvlili iko, akaz sastauli moaxdina zm. nektariosma da ukan dagvibruna es udidesi mama, martlaz rom zozxali zmindania mama nektariosi, didxans azozxlos upalma
12.06. 2015
MAIA
atenidan saat naxevris savalze,istoriulad saxelgantqmul SUNIOMDE mdebareobs dimos LAVRIO.LAVRIOS centramde armisuls dagvdebat gzis machvenebeli KAMARIZA,daax,15-wt savalze,aris mshvenieri TADZARI WM.NEQTARIOSIS.aq moghvaweobs beri neqtariosi.misi sulieri shvili gaxlavtLAVRIOSwm.PARASKEVA-s sakatedro tadzris winamdzgvari beri-VLASIOSI.dakidev bevri tadzari aris saberdznetshi wm.NEQTARIOSIS.da 3SEQTEMBERS AGHNISHNAVEN AM DGHESASWAULS.
22.11. 2014
წმინდა ნექტარიოსის საფლავი კი არის კუნძულ ეგინაზე.
გარკვევით წერია სტატიაში რომ მამა ნექტარიოსი მოღვაწეობს ლავრიოში.
სხვა სიახლეები
23.10.2019
ათენში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე და მეგობარი ეკატერინე ღონიაშვილი სოციალური ქსელით სულისათვის ბევრ სასარგებლო ინფორმაციებს გვთავაზობს.
15.08.2019
კუნძული კეფალონია(საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.
17.12.2018
მოძღვრის დღიურიდან - წმინდა ბარბარეს ხილული საწაულები
23.11.2018
ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭი.
23.07.2018
წმინდა გერსიმეს სასწაულზე ჩვენი მეგობარი ესმა ღონიაშვილი ბერძნულიდან ნათარგმნი წიგნების მიხედვით უცნობი მ.პ.კუნზულ ევბიას ამბავს გვამცნობს:
19.07.2018
მოციქულ იოანეს დროს, ეფესოში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი, რომელიც იმდენად გაღატაკდა,
18.07.2018
წმინდა პაისის ურიცხვი სასწაულებიდან გავიხსენებ ერთ-ერთს: ერთი მძღოლი რეგიონიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა. იგი ერთმა მოხუცებულმა მონაზონმა გააჩერა და ჰკითხა:
07.04.2018
პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ ეკუთვნის მეოთხე საუკუნის ცნობილ ისტორიკოსსა და სასულიერო მოღვაწეს ევსევი კესარიელს
28.04.2017
ეს იმის ნიშანია, რომ ეკლესიურად და ერთმანეთის სიყვარულში უნდა ვიცხოვროთ

ინერნეტ სივრცეში აფხაზეთში მომხდარი სასწაულების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ბევრი ჩვენთაგანი საგონებელში ჩააგდო.
20.03.2017
-ერთხელ, დილის წირვის შემდეგ ბერები ჩვეულებისამებრ ცდილობდნენ წმინდანის სასახლის გახსნას, მაგრამ ვერაფრით გახსნეს, ამ დროს ტაძარში შემოვარდა შეშინებული მამაკაცი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 8-21 დეკემბრამდე ბევრ დიდებულ წმინდანს მოიხსენიებს: