თანამედროვე ათონელი მამა ხარლამპე (+2001) და მისი ძმა 1941 წელს ბულგარელმა ნაციონალისტებმა დაატყვევეს. ძმებს სიკვდილი ელოდათ. განსაცდელის ჟამს მამა ხარლამპემ შეწევნა წმინდა გიორგის სთხოვა და აღუთქვა, რომ სიცოცხლეს ღმერთს შესწირავდა.
წმინდა გიორგი გამოეცხადა და იმედი მისცა.
მართლაც, დასახვრეტად რომ გაიყვანეს, ჯალათებთან მივიდა ერთი ახალგაზრდა კაცი და უბრძანა, ხელი არ ეხლოთ უდანაშაულო ხალხისათვის. შეშინებული ჯალათები გაიფანტნენ, მათთან ერთად გაქრა ის ახალგაზრდაც. გახარებულმა ტყვეებმა ერთმანეთს დახვრეტის წინ დადებული აღთქმები გაანდეს. ხარლამპემ თქვა: მთელ ცხოვრებას უფალს ვუძღვნიო, მისმა ძმამ კი - აღთქმა დავდე, სანამ ცოცხალი ვარ, წმინდა გიორგის ხატის წინ კანდელი მუდამ ანთებული მექნება-მეთქი. მათმა ბიძაშვილმა ბასილმა - მე წმინდა გიორგის ჩემს ცხენს შევპირდიო.
მალე ბულგართა მეფეს ძე შეეძინა და ამნისტიით ტყვეები გაათავისუფლა. ხარლამპე აღთქმისაებრ ბერად შედგა, მის ძმას, დამიანეს წმინდა გიორგის ხატის წინ კანდელი არასოდეს ჩაჰქრობია, ბასილი კი არ ჩქარობდა. ომის დროს ცხენები ჭირდა და ბასილიც ცხენით ინახავდა ოჯახს. "აღთქმას მოგვიანებით ავასრულებ, როცა ცხენი მაინცდამაინც არ დამჭირდებაო", - ამბობდა.
გავიდა 5-6 თვე. წმინდა გიორგიმ არ დაივიწყა მისი აღთქმა. ერთხელ, ღამით, ძილში გამოეცხადა ბასილს და უთხრა:
- ჩემი ცხენი შინ რატომ გყავს დაბმული.
შეშინებულმა ბასილმა უთხრა:
-წმინდაო გიორგი, შენთან ცოტა მოგვიანებით მოვიყვან.
რაზეც წმინდანმა უპასუხა:
- არა, აღთქმის დღიდან ცხენი შენ აღარ გეკუთვნის, ის ჩემია, შენ კი ცუდად იქცევი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი