ნეტავი იმას, ვინც ბავშვივით მიენდობა უფალს! ხოლო თუ ურწმუნოების ჭია შეუჩნდა უკვდავებისთვის განკუთვნილ სულს, კაცი ან გამოცხადებით, ან განსაცდელით უთუოდ განისწავლება ღვთისგან.
1909 წელს პეტერბურგში სანიტარული კომისიის წარდგენით გაიცა განკარგულება, რომ დიდი აიაზმა ადუღებულ წყალზე აღსრულებულიყო. ეკლესიებში ადუღებული წყლით სავსე უზარმაზარი კასრები მოზიდეს და მათზე წაიკითხეს წყალკურთხევის ლოცვა. და ეს რომელიმე პროვინციაში კი არა, იმპერიის ცენტრში, არა წარმართი, არამედ ქრისტიანი მეფის მმართველობისას ხდებოდა!
ბრძანებას მხოლოდ ეპისკოპოსი კირილე გდოველი არ დაემორჩილა.
აი, რას წერს იმდროინდელი "პეტერბურგის გაზეთი": "ლავრის დარაჯმა წყალკურთხევისთვის წინასწარ მოამზადა უზარმაზარი მუხის გობი და რამდენიმე კასრი აუდუღარი წყალი, პოლიციამ კი ქალაქის თავის ბრძანებით ადგილობრივი ტრაქტირის მეპატრონეს დაავალა, ალექსანდრე ნეველის ტაძარში წყლის კურთხევისთვის 50 ვედრო წყალი აედუღებინა. წყალი ერთ საათში მზად იყო. როცა პოლიციამ შეიტყო, რომ მუხის გობში აუდუღარი წყალი ესხა, მისი ადუღებულით შეცვლა მოითხოვა. ლავრის იკონომოსი დაიბნა და მიტროპოლიტ ანტონთან გაეშურა, მაგრამ არ შეუშვეს, - უთხრეს, ძალზე დაკავებულიაო. იკონომოსი უკან დაბრუნდა და საკუთარი ხელმწიფებით შეაცვლევინა წყალი.
ადუღებული წყალი ყველას ეყო, თუმცა ეს კია - გაცივება ვერ მოასწრო და ცხელ-ცხელსვე არიგებდნენ. ამ ამბავმა მრევლი ძალზე აღაშფოთა. ადუღებული წყალი რომ შემოიტანეს და კასრებში ჩაასხეს, ბევრმა ლიტურგიაც კი მიატოვა.
ეს მოხდა ღვთის განცხადების წინა დღეს, დღესასწაულზე კი (რუსული ტრადიციით, წყალი ნათლისღებასაც იკურთხება) ლავრის სამღვდელოებამ უარი განაცხადა, ნევის ნაპირთან ადუღებული წყლით სავსე კასრი დაედგათ და ის ეკურთხებინათ. ყინული ამოჭრეს და ნეტარხსენებულმა მიტროპოლიტმა კირილე გდოველმა ლავრის არქიმანდრიტებთან ერთად, წესისამებრ, მდინარე აკურთხა, თუმცა პოლიციამ ყველა ღონე იხმარა, რომ წყლის კურთხევას არც ერთი მლოცველი არ დასწრებოდა".
მიტროპოლიტი ანტონი, რომლის დროსაც ეს მკრეხელობა მოხდა, მალე გარდაიცვალა. საშინელი იყო მისი სიკვდილი - ათი დღე უგონოდ იწვა და ყოველდღე ესალმებოდა სიცოცხლეს. როცა გარდაიცვალა, წესის აგებისას მისი ცხედარი ლავრის ირგვლივ შემოატარეს. უეცრად ამოვარდნილმა ქარბორბალამ მიცვალებულს გვირგვინი თავიდან მოაგლიჯა და ხალხში გადაისროლა, მერე კი უკვალოდ გააქრო.
ჭეშმარიტად - ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი