ეს იმის ნიშანია, რომ ეკლესიურად და ერთმანეთის სიყვარულში უნდა ვიცხოვროთ
ინერნეტ სივრცეში აფხაზეთში მომხდარი სასწაულების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ბევრი ჩვენთაგანი საგონებელში ჩააგდო.
შევეცადე ცოტა მეტი ინფორმაცია გამეგო მომხდარზე და ამ ძირძველ კუთხეში მცხოვრებ ჩვენს მეგობარს დავუკავშირდი.
- ღვთისმშობლის გამოსახულება პირველად ქეცბაიების ოჯახში სახლის ფანჯრის მინაზე აღდგომას, დილით გამოისახაო,- მიამბობს. თავიდან ოჯახის წევრები ვერ მიხვდნენ რა იყო და რატომ მოხდა ეს ყველაფერი და სასულიერო პირებს დაუძახეს. უამრავი ადამიანი მოვიდა მოსალოცად. რუსები, აფხაზები, ქართველები, სომხები. სასულიერო პირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მსგავსი სასწაული რამდენიმე ოჯახშიც განმეორდა. ბედიაში ჭაში წყალი ადუღდა... ამ ამბებმა ძალიან დიდი შიში გამოიწვია მოსახლეობაში, ზოგს უხარია. იეღოველები ამბობენ, ეს ეშმაკისგან მოდისო, მაგრამ ჩვენ მათი ნათქვამის არ გვჯერა. ვინც მართლმადიდებლები ვართ, ვიცით, რომ ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, ერთმანეთს სიბოროტე არ გავუკეთოთ. ადამიანები ისე დაბრმავდნენ, რომ ღვთის შიში დაავიწყდათ... ეს იმის ნიშანია, რომ ეკლესიურად და ერთმანეთის სიყვარულში უნდა ვიცხოვროთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი