საუკუნეების მანძილზე სოფელ მარკოპოულოში (კუნძული კეფალონია, საბერძნეთი) აგვისტოში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე შედიან მცირე ზომის გველები.
გველებს თავზე პატარა ჯვარი აქვთ გამოსახული და მათი ენაც ჯვრის ფორმისაა. ხსენებულ პერიოდში მათი ნახვა შესაძლებელია ეკლესიის ირგვლივ, კედლებზე, სამრეკლოს ტერიტორიაზე, თვით ეკლესიაშიც.
გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა.
ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება.
მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონასტრის ეზოში, გველები დახვდათ. მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას.
როგორც მარკო პოლოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, მათ სამლოცველოში სწორედ ის ხატია დაცული, რომელსაც ასე გულმოდგინედ ევედრებოდნენ მონაზვნები მეკობრეთაგან ხსნას.
და ეს ხატი პანაგია ფეტუსა გახლავთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი