ნუ მიხედავ ღვთის სჯულისგან განდგომილებს, ისინი კი არ იყვნენ შენთვის საზომი, არამედ შენ გახდი მათთვის მაგალითი
ნუ მიხედავ ღვთის სჯულისგან განდგომილებს, ისინი კი არ იყვნენ შენთვის საზომი, არამედ შენ გახდი მათთვის მაგალითი
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
ამბავი ბელგრადელი ცოდვილი დედაკაცისა (ჩემი დღიურიდან). დღეს ერთმა ბელგრადელმა მღვდელმა ერთი გარყვნილი ქალის უჩვეულო ამბავი გვიამბო.

ერთ საღამოს ქალი ბელგრადის ქუჩებში გავიდა თავისი საძაგელი საქმიანობისათვის. რომელიღაც ბაღს ჩაუარა და დაინახა - ერთი კაცი თავის ჩამოხრჩობას აპირებდა: ტოტზე ჩამოება თოკი და ყულფი კისერზე ჩამოეცვა. ქალი სასწრაფოდ გადაახტა ღობეს, ამოიღო ჯიბიდან ჯაყვა და თოკი გადაჭრა. უკვე გონდაკარგული კაცი მიწაზე დაეცა. ქალმა გონზე მოიყვანა. მან თვალები გაახილა და უთხრა: "ეს რატომ გააკეთე, მე აღარაფერი მაქვს და ცხოვრებაც აღარ ძალმიძს. სიგლახაკის გამო გადავწყვიტე თავი მომეკლა და მოვშორებოდი ამ მწარე წუთისოფელს". ქალმა ამოიღო მთელი ფული, რაც თან ჰქონდა და ამ კაცს მისცა, თანაც დაპირდა: მანამდე დაგეხმარები, ვიდრე სამუშაოს არ იშოვიო.

ქალი თავისი უკადრისი საქმიანობით ნაშოვნ ფულს საცოდავ გლახაკს უნაწილებდა არსობის პურისთვის. მაგრამ ექვსი კვირის შემდეგ ქალი მძიმედ დასნეულდა და ლოგინად ჩავარდა. მოიწვიეს მღვდელი. მის იქ ყოფნისას მომაკვდავმა დედაკაცმა დაიწყო ლაპარაკი: "ღვთის ანგელოზნო, ჩემთან რატომ მოხვედით? ნუთუ არ იცით, როგორი არაწმინდა და ცოდვილი ვარ?" მცირე ხნის შემდეგ მან კვლავ წამოიძახა: "ჰოი, უფალო ქრისტე, ნუთუ შენც მოხვედი ჩემთან, ცოდვილთან? განა რით დავიმსახურე? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ სიკვდილს გადავარჩინე ის საცოდავი? ოჰ, მე უღირსი, რაოდენ დიდია ღვთის მოწყალება!" ამ ლაპარაკში სული განუტევა და სახე გაუბრწყინდა, თითქოს ნათელი მოეფინაო.

აი, რას ნიშნავს ადამიანის სულის გადარჩენა. აი, კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მოყვასისადმი გულმოწყალება გადასწონის მრავალ ცოდვას!

ამბავი გაცოცხლებული მიცვალებულისა. შაბაცკელმა მეუფემ, მიხეილმა გვიამბო საკვირველი ამბავი. დრაჩის მონასტრის უხუცესი, იღუმენი ფილოთეოსი ერთხელ წესის ასაგებად მიიწვიეს სოფელ გრაბნიცაში. როცა წესის აგება დასრულდა, მიცვალებული სასაფლაოზე მიასვენეს და სამარეში ჩაუშვეს. უეცრად მიცვალებულმა კუბოს სახურავი ასწია. ხალხი შეშინებული მიმოიფანტა. სამარესთან მარტო მონაზონი დარჩა. ის მშვიდად მიეხმარა გაცოცხლებულ მკვდარს წამოდგომაში. "რას მიშვრებით?" - იკითხა კაცმა. "შენ ხომ ჯერ კიდევ გუშინ მოკვდი?" - მიუგო ფილოთეოსმა. "ჰო, მაგრამ ახლა ცოცხალი ვარ. მთელი ეს ხანი იმ ქვეყანაში ვიყავი და სიკვდილი არ მინახავს", - უპასუხა კაცმა. ამის მერე მან კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა. მაგრამ ეს დრო დუმილსა და ლოცვაში გაატარა. როცა ვინმე გადაეკიდებოდა, რაიმე მოგვიყევიო, ამოიოხრებდა და პასუხობდა: "მადლობა ღმერთს, მისი მოწყალებისთვის, მაგრამ იქ მე უკეთ ვიყავიო".

უჩვეულო შემთხვევა.
1933 წელს სოფიაში მოვისმინე ერთი უჩვეულო ამბავი, რომელიც ბულგარელ მასწავლებელს, ბარამოვს გადახდა თავს. ეს კაცი ცნობილი იყო, როგორც დიდად უღმერთო. ერთხელ ცოლი ავად გაუხდა. საზრუნავისაგან დაღლილი ბარამოვი სოფიიდან სტუმრად სოფელში წავიდა მეგობართან. ერთხელ განთიადისას, როცა მასწავლებელს თავის ოთახში ეძინა, მისი საწოლი ისე ძლიერ შეირყა, რომ იგი ლოგინიდან გადმოვარდა. ეგონა, მიწა იძრაო, გაიქცა და მასპინძელი და მისი სახლეული გააღვიძა: - მიწისძვრააო. ყველა გაოცდა, რადგან ბიძგიც კი არ გაუგიათ. ოთახში შესულმა მასპინძლებმა ნახეს, რომ საწოლი მართლაც გადაწეული იყო. ეს მოხდა დილის ოთხ საათზე. ექვს საათზე აბრამოვს შეატყობინეს, რომ სწორედ ოთხ საათზე მისი ცოლი გარდაიცვალა. იმ დღიდან მასწავლებელი ძალზე ღვთისმოშიში გახდა.

სჯობს დაეხმარო, ვიდრე დახატო. უგანდაში მოღვაწე ინგლისელი ეპისკოპოსი ტუვფერი ახალგაზრდობაში მხატვარი იყო და აპირებდა ამ საქმიანობისთვის სიცოცხლე მიეძღვნა. მაგრამ ერთხელ ისეთი რაღაც მოხდა, რომელმაც მთლიანად შეუცვალა გეგმები. ერთხელ გლახაკ დედაკაცს ხატავდა, დაკონკილი სამოსით მოსილს, რომელსაც ხელთ გამხდარი ბავშვი ეპყრა. როცა სურათი თითქმის მზად იყო, ისე გაუძლიერდა ამ უბედურისადმი თანაგრძნობა, რომ ფუნჯი მოისროლა და წამოიძახა: - ამ განწირული ხალხის ხატვას სჯობს, მათ საქმით დავეხმაროო. წავიდა ეპისკოპოსთან, სამღვდელო ხარისხი მიიღო და ყველაზე ღარიბი აფრიკელების დასახმარებლად გაემგზავრა, შემდგომში ის უგანდის ზანგების ეპისკოპოსი გახდა და დიდი შრომა გასწია მოყვასის სამსახურში.

ჰოი, რამდენია ახლა ისეთი, ვინც კალმით ან ენით აღწერს გატანჯულ ხალხთა უბედურებას, მაგრამ სხვისი ტვირთვისთვის თითის შეხებისაც კი ეშინია, რომ იგი შეუმსუბუქოს. მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ხატავენ და მოგვითხრობენ.

ყურს ნუ უგდებ განდგომილებს.
სახელგანთქმულ მხედართმთავარ სტეპა სტეპანოვიჩზე ჰყვებიან, ყოველთვის დიდხანს ამუშავებდა მოწინააღმდეგეზე თავდასხმის გეგმასო. მაგრამ როცა თავდასხმას დააპირებდა, მას უკვე ვეღარავინ შეაჩერებდა ხოლმე. ერთხელ კოუბარზე (საუბარია I მსოფლიო ომის ერთ-ერთ ბრძოლაზე, როცა სერბეთის არმიამ გაანადგურა გაცილებით დიდი ჯარი ავსტრია-უნგრეთისა) მან უმაღლესი სარდლობიდან სასწრაფოდ უკან დახევის ბრძანება მიიღო. "უკან დახევა არ შემიძლია, ვერ ვხედავ ამის მიზეზს", - უპასუხა სტეპამ. მაშინ უმაღლესმა სარდლობამ აუხსნა, ორივე არმია მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე ასევე უკან იხევსო. "ეს სულაც არ არის მიზეზი, მეც უკან დავიხიო, - გაბრაზდა სტეპა, - მე კი ნუ მიბრძანებთ უკან დახევას, მაგათ უბრძანეთ შეტევაო".

ნუ მიხედავ ღვთის სჯულისგან განდგომილებს, ისინი კი არ იყვნენ შენთვის საზომი, არამედ შენ გახდი მათთვის მაგალითი.

"იყავი მტკიცე და მამაცი, - ამცნო უფალმა ისუ ნავეს ძეს, - გულმოდგინედ დაიცავი და აღასრულე მთელი სჯული... ნურც მარჯვნივ გადაიხრები და ნურც მარცხნივ და წარმატებასაც მიაღწევ".

დაფარულმცოდნეობა წმინდა კაცისა. რუსი წმინდანი წმინდა სერაფიმე საროველი გახლდათ დიდად დაფარულმცოდნელი მამა. ერთმა უბრალო დედაკაცმა კურთხევისათვის მას თავისი 12 წლის ქალიშვილი მიუყვანა. სავანის ალაყაფთან გოგონამ გლახაკი შენიშნა და მოწყალება მისცა. ამის მერე დედა-შვილი წმინდა სერაფიმეს წარუდგა. წმინდანმა გოგონას უთხრა: "ძალზე კარგად მოიქეცი, ის გლახაკი რომ განიკითხეო". ყველა გააოცდა ნათქვამმა: მონასტერი ხომ სავსე იყო ხალხით, ბერი კი კელიიდან არ გამოსულა, თუმცა საქმე ამით არ დამთავრებულა. საუბრისას მამა სერაფიმე გოგონას მუდმივად გენერლის ქალს ეძახდა. "ასე, ჩემო პატარა გენერლის ქალო!" დედამ სცადა, შეესწორებინა და შეეხსენებინა მოძღვრისათვის, რომ ისინი უბრალო წარმოშობისანი არიან და მათ ოჯახში არც გენერალი ცხოვრობს და არც გენერლის ქალი. მაგრამ წმინდა სერფიმე არ ცხრებოდა. შემდგომში, როცა გოგონა გაიზარდა, გენერალს გაჰყვა ცოლად. მან შიშით გაიხსენა წმინდა მამის დაფარულმცოდნეობა და ხშირად იხსენებდა აღსრულებულ წინასწარმეტყველებას.

ვის ვევედრო, ქალბატონო? ცნობილია, რომ მეზღვაურები და მიწათმოქმედნი ყველაზე ღვთისმოშიშნი არიან. მრისხანე ოკეანეში მოცურავე მეზღვაურმა იცის, რომ მხოლოდ ღვთის მოწყალებას შეუძლია დაიფაროს იგი ურიცხვ განსაცდელთაგან. ერთხელ თურმე დიდგვაროვანი ქალბატონი ამერიკიდან ინგლისს მიემართებოდა გემით. მან მეზღვაურს ჰკითხა, - როდის მივალთ ლივერპულშიო. მეზღვაურმა - ათ დღეში, თუ ღვთის ნება იქნებაო. ქედმაღალმა ქალბატონმა ტუჩი აიბზუა - რა სისულელეა. რა შუაშია ღვთის ნება, ყველაფერი შემთხვევათა ნებით ხდებაო. მეზღვაური მდუმარედ გაშორდა. მალე საშინელი შტორმი ამოვარდა. შეშინებულმა ქალბატონმა იმავე მეზღვაურს ჰკითხა: - შტორმი მალე თუ შეწყდებაო. ჩანს, დიდხანს გაგრძელდება, საფრთხე უდიდესიაო, - მიუგო. ქალბატონი აქვითინდა და მეზღვაურს შესთხოვა: - ილოცეთ, თორემ დავიღუპებითო. მეზღვაურმა მშვიდად ჰკითხა: "ვის შევევედრო, ქალბატონო, ღმერთს თუ შემთხვევას?"

ამბავი მუსლიმანისა, ღმერთმა ცხენი რომ მისცა. I მსოფლიო ომის დროს სამხრეთ რუსეთში ცხენოსანთა პოლკი იდგა. შორიახლოს ერთი მუსლიმანი ცხოვრობდა, რომელსაც უეცრად ცხენი დაუკოჭლდა. კაცი მიწაზე დღეში რამდენჯერმე დაემხობოდა და ღმერთს ევედრებოდა, სხვა ცხენის ჩუქებას სთხოვდა. რუსმა პოლკოვნიკმა რომ დაინახა, კაცი დიდხანს და ხშირად ლოცულობდა, ასეთი გულმოდგინე ლოცვის მიზეზი ჰკითხა. მან თავისი მწუხარება გაუზიარა. კაცმა მეორე დღესაც დიდხანს ილოცა, მესამე, მეოთხე დღესაც. პოლკოვნიკმა გადაწყვიტა, მისთვის ცხენი ეჩუქებინა. მუსულმანმა ცხენი უხმოდ წაიყვანა. გაბრაზებულმა პოლკოვნიკმა - ნუთუ მადლობას მაინც არ გადამიხდიო. მუსულმანმა გულგრილად უპასუხა: - მადლობა შენ კი არა, ღმერთს უნდა ვუთხრა! შენ კი არ გევედრებოდი, ღმერთს ვთხოვდი! შენ კი არ მომეცი ცხენი, ღმერთმა მიბოძაო.

ამბავი უბედურებასა და ბედნიერებაზე.
საშობაოდ მივედით ბავშვთა სახლში ბავშვებისთვის დამდეგი ქრისტეშობის დღესასწაულის მისალოცად. ბავშვებმა მხიარულად იგალობეს საშობაო ტროპარ-კონდაკი. და ნადამ გვიამბო წინა კვირას აქ მომხდარი ამბავი. გოგონებში ყველაზე უფროსი ივანკა ჭიდან წყლის ამოსაღებად წავიდა. დარბაზში დარჩენილ ბავშვებს ტკაცუნი და წყლის ჩქაფუნი მოესმათ. ყვირილი ატყდა - ივანკა ჭაში ჩავარდაო. ერთმა ბიჭმა ნადას შეატყობინა. აღელვებულმა ნადამ მაშინვე ხალხი გაგზავნა ივანკას ჭიდან ამოსაყვანად, თვითონ კი ბავშვები შეყარა და აიძულა, ხმამაღლა ელოცათ: "წმინდაო ნიკოლოზ, შეგვეწიე!" ბავშვები ხმამაღლა ლოცულობდნენ და ტიროდნენ. ამასობაში ხალხმა ივანკა ამოიყვანა. გოგონას ფეხი დასცურებოდა და თავით ჩავარდნილიყო წყალში. მაგრამ საკვირველი ის არის, როგორ მოახერხა წყალში ამოტრიალება და ამოყურყუმალავება. ბავშვს ტანსაცმელი გამოუცვალეს, გაათბეს. ბრძენმა და ნადამ მოიხმო ბავშვები, რათა წმინდა ნიკოლოზისთვის მადლობა შეეწირათ. ყველამ მუხლი მოიდრიკა და ხმამაღლა იმეორებდნენ: "გმადლობ შენ, წმინდაო ნიკოლოზ!" და ნადა ამ ამბავში ეშმაკისაგან მოწეულ განსაცდელსა და ასევე ღვთის აშკარა შეწევნას ხედავს.

წმინდა ვასილი ოსტროჟელის წინასწარმეტყველება.
"მაშინ ვმასწავლებლობდი დანილგრადში, - გვიყვება მოხუცი დეკანოზი იოან ბოშკოვიჩი, - მამაჩემი, მირა ბოშკოვიჩი, დეკანოზობდა ორლინოე ლუკეში. თვითონაც ჯანმრთელი იყო და დედაც ცოცხალი ჰყავდა. ერთხელ ძილში ვხედავ, ვითომ შევედი წმინდა ვასილის მღვიმეში, სადაც უამრავი შავკაბოსანი ირეოდა. უეცრად ხალხი გაიპო და დავინახე საპატიო ადგილზე მჯდარი წმინდა ვასილი. ის უმალ წამოდგა, მოვიდა ჩემთან, წელზე ხელი მომარტყა და მითხრა: "მალე მამაშენი მოკვდება!" გავიღვიძე, საშინლად აღელვებული ორლინოე ლუკეში ჩავედი და ბებიას ვუთხარი, დეკანოზი მალე მოკვდება-მეთქი. თითქმის დაუჯერებელი რამ მოხდა - დეკანოზი მალე ავად გახდა და გიორგობას გარდაიცვალა.

წმინდანის სიტყვები თეთრი მტრედებია. საეკლესიო წიგნებში წერია, რომ ქრისტემ "მეთევზეები მოციქულებად და უბრალონი - ბრძენკაცებად აქცია". უფალს ყოველთვის უყვარს უბრალო სულის, მტკიცე რწმენისა და წმინდა გულის ადამიანები.

კომანში ეპისკოპოსად დაადგინეს ერთი მენახშირე ალექსანდრე. მასზე ამბობდნენ, ძალზე ნაკითხი კაციაო. ერთმა ფილოსოფოსმა მისი გამოცდა გადაწყვიტა. შევიდა ეკლესიაში, სადაც ნეტარი ალექსანდრე ხალხს უქადაგებდა. მისი სიტყვები ფილოსოფოსს ძალზე უბრალოდ, გლეხის ნათქვამად მოეჩვენა. გულში დასცინა და იმედგაცრუებული უკან გაბრუნდა. იმავე ღამეს უფალმა ისეთი რამ ახილვა, რომ საკუთარი თავისაც კი შერცხვა. ძილში თეთრი, მოოქრულფრთიანი მტრედები იხილა. გამოუთქმელი სილამაზის საკვირველი სანახაობა იყო. ფილოსოფოსი ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს სახილავი. უეცრად ხმა მოესმა: "ესაა სიტყვები ეპისკოპოს ალექსანდრესი".

შვილებო, ეცადეთ, ყოველთვის უბრალოდ და გულწრფელად წარმოთქვათ სიტყვები ღვთის ჭეშმარიტებისა და ღმერთიც გაკურთხებთ. მაშინ ისინი მიემსგავსებიან ბრწყინვალეფრთიან თეთრ მტრედებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

20.02.2023
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).
19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში.
07.08.2022
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში.
07.08.2022
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat