იქაური მამები ჩვრებით წმენდდნენ მირონს წმინდა მამების უხრწნელი სხეულიდან
იქაური მამები ჩვრებით წმენდდნენ მირონს წმინდა მამების უხრწნელი სხეულიდან
წმინდა ადგილების მოლოცვა მართლაც ღვთის წყალობაა. ღვთის წყალობაა ისიც, როცა მოყვასს საკუთარ შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ და ამ მადლის თანაზიარს ვხდით. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს ბატონ დავით გიორგობიანს, ადრე მსახიობს, ახლა უკვე რეჟისორს და ბევრი საინტერესო ფილმის ავტორს. როცა ჩავწვდი ჭეშმარიტების არსს, მსახიობობაზე უარი ვთქვი და სხვაგვარი ცხოვრება დავიწყეო, - მითხრა. მას შემდეგ წმინდა ადგილებზე არაერთი ფილმი გადაიღო.

- რვაწლიანი მსახიობობის შემდეგ მივხვდი, თითქოს იმ გზაზე ვერ მივდიოდი, რაც ჩემს სულს სურდა. ერთ დღესაც ბატონმა თენგიზ აბულაძემ მიმიწვია მთავარ როლზე ფილმში "მონანიება". მას შემდეგ უფრო გამიმძაფრდა სურვილი, მეცხოვრა უფლისთვის სათნოდ, - მიამბობს ბატონი დავითი, - რწმენის განსამტკიცებლად გადავწყვიტე წმინდა ადგილების მოლოცვა და მათზე ფილმების გადაღება. საბჭოთა პერიოდში რელიგიურ თემებზე საუბარიც კი საფრთხილო იყო. დავდიოდი ხურჯინგადაკიდებული და ნანახს და განცდილს სხვებს ვუზიარებდი. მერე მისი კინოენაზე გადატანაც მოვახერხე. რუსეთში, "ოსტანკინოს" ტელევიზიაში მუშაობისას ვუძღვებოდი რუბრიკას "საღმრთო სასწაულები". პირველად აჭარის ტელევიზიაში შევქმენი ფილმი "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი".

შევეცდები, გიამბოთ უფლისგან აღსრულებული სასწაულების შესახებ. დავიწყოთ წმინდა ბარბარეთი, რადგანაც პირველად წმინდა დიდმოწამე ქალწულის სასწაულს ვეზიარე. ეს იყო 1988 წელს. კიევის რუსეთის გაქრისტიანების ათასწლოვან იუბილეზე მსოფლიოს ქვეყნების პატრიარქები შეიკრიბნენ კიევში და ვლადიმირის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღასრულეს. წირვის შემდეგ მღვდელმთავრებმა მიმიყვანეს წმინდა ბარბარეს ჩასაბრძანებელთან. გავოცდი, როცა ვიხილე წმინდა ბარბარეს უხრწნელი სხეული. კიდევ უფრო მეტად გამიხარდა, როცა წმინდანის ხელ-ფეხზე ამბორის კურთხევა მომცეს. ამ ყველაფერმა დიდი რწმენა და მადლი მომანიჭა.

დაუვიწყარი გახლდათ კიევ-პეჩორის ლავრის გახსნაც, რომელსაც დავესწარი. ხრუშჩოვის დროს ამ ლავრაში მუზეუმი იყო. მისი ბრძანებით წმინდა მამათა სხეულები მდინარე დნეპრში უნდა გადაეყარათ. სატვირთო მანქანები სავსე ყოფილა წმინდა მამების უხრწნელი სხეულებით. საოცარი ამბავი მომხდარა - ადგილიდან ვერც ერთი მანქანა ვერ დაუძრავთ. ღვთის ნებას წინ ვერ აღუდგნენ და კვლავ ლავრაში მიაბრძანეს. საბჭოთა პერიოდში თავად მოვილოცე მუზეუმად ქცეული ლავრა. მაშინ იქ სანთლის ანთების უფლებასაც არ გვაძლევდნენ. ღვთის წყალობით, დღეს ამის პრობლემა აღარ არის. თავად ვნახე ლავრაში დაბრძანებული წმინდა მამების უხრწნელი სხეულები. დაჩოქილი ვეამბორებოდი მათ. იქაური მამები ჩვრებით წმენდდნენ მირონს წმინდა მამების უხრწნელი სხეულიდან. მადლობა უფალს, რომ ერთ-ერთი მირონით გაჯერებული ტილო მეც მიწყალობეს.

საოცარი მადლი მივიღე წმინდა ბარბარეს უხრწნელ სხეულთან მიახლებისა და კიევ-პეჩორის ლავრის მოლოცვის შემდეგ. წმინდა ბარბარეს უხრწნელი სხეული ულამაზესი კაბითაა შემოსილი. კაბა, რომელიც ეცვა, მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების დღეს გამოუცვალეს. ახლა კი, ათასი წლის თავზე, ვარდისფერი, ფიჭისებური ქსოვილისა მოსავს. მისი მცირე ნაჭერი მეც შემხვდა. დღემდე არ განელებია რბილი და მაკურნებელი სურნელი.

წმინდა ბარბარეს მადლით მოხდა ჩემი მოქცევა. წმინდა ბარბარეს ლოცვა შეეწიოს ყველას.

შეხვედრა ბერ პაისისთან
ათონზე პირველად რომ ვიმოგზაურე, ბერი პაისი ცოცხალი გახლდათ. სიხარულით გავიხსენებ მამა პაისისთან ურთიერთობას. ღმერთს ვთხოვდი, ღირსი გავმხდარიყავი მასთან შეხვედრისა, რათა გულით მეთხოვა, ჩემი ქვეყნის, ივერიის დალოცვა.

ივერიის მონასტრის მოლოცვის შემდეგ გავემგზავრეთ ყუთლუმუშის მონასტერში. იქიდან გზა მიდის ბერი პაისის სენაკისკენ. ივერონიდან წამოსულს ღია ცისქვეშ მიწევდა დარჩენა. გავბედე მამა პაისისთან წასვლა. გზაში უამრავი ხალხი შემხვდა. ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა - ბერ პაისისთან მიღება უკვე დამთავრდაო. გზა მაინც მშვიდად გავაგრძელე. მივადექი ერთ პატარა ქოხივით სახლს. ღობესთან რაჰათ-ლუკუმი, ფორთოხალი და წყალი ეწყო. წარწერაც შევნიშნე - "ევლოგია" - კურთხევა. იქ მისულებს ყველას ეძლევა კურთხევა, მიირთვას შემოთავაზებული ხილი. სენაკში შესვლამდე ზარი უნდა დარეკო. რამდენიმეჯერ ვცადე. არავინ გამომხედა. გულში ვფიქრობდი, მამა პაისი, ხომ ვიცი, რომ დიდი მამა ხარ. მე რომ მოვედი და ღამის გასათევი არ მაქვს, ისიც ხომ გეცოდინება. აქედან არსად წავალ, თუ არ მიმიღებ-მეთქი. მამა პაისის გამოსვლამდე გემრიელად მივირთვი ხილი, რაჰათ-ლუკუმი, წყალიც. ცოტა არ იყოს, დავშოშმინდი და დავმდაბლდი კიდეც. მერე კიდევ ერთხელ მივედი ჭიშკართან და ზარი დავრეკე. რას ვხედავ, გამოვიდა თეთრწვერა, მომღიმარი, სახეგაცისკროვნებული მამა პაისი. დღემდე არ ვიცი, რა ენაზე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ბერძნული მე არ ვიცი და ქართული იმან არ იცოდა, მაგრამ ერთმანეთის გაგება არ გაგვჭირვებია. შეხვედრისთანავე დაზეპირებული ფრაზა ვუთხარი, - ევლოგიტე ივერია - აკურთხე ივერია-მეთქი. ამის თქმა იყო და ხმის ჩამწერი ჩავრთე. დღესაც მაქვს მამაოს საუბარი ჩაწერილი, პირღიმილიანი ლოცავს ჩვენს ქვეყანას.

ვცდილობდი, გამომეტყველებით, ხელებით ამეხსნა ჩემი გულისნადები. ამასობაში რამდენიმე ადამიანი მივიდა მასთან. მათ უთარგმნეს ჩემი ნალაპარაკევი. დამშვიდობებისას დიდი ჯვარცმა გამომიტანა, მისახსოვრა და მითხრა, - იმ მაღალ მთაზე, სადაც შუქი მოჩანს, კელიაში ჩემი სახელით მიდი და ღამეს გაგათევებინებენო. მამა პაისის ლოცვით იმ მონასტერში ჩემი ადგილი აღმოჩნდა. მაშინ რასაც განვიცდიდი, ამის სიტყვით გადმოცემა მიჭირს.

მოქანავე კანდელი
შინ, ივერიის ხატის წინ, დღედაღამ კანდელი მენთო. ერთ მშვენიერ დღეს შევნიშნე, კანდელი ირწეოდა. რამდენიმე წუთი გაგრძელდა ეს. იმ დღეს საპატრიარქოს ეზოში შევხვდი უწმინდესს და ყველაფერი ვუამბე. პატრიარქმა დამამშვიდა, - ნუ გეშინია, შვილო, ყველაფერი კარგად იქნებაო... ახლობლებმა მითხრეს, - იქნებ ღვთისმშობელს ნებავს, ათონის მთა მოილოცო, ივერონის მონასტერშიც ხომ ირწევა ღვთისმშობლის ხატის წინ კანდელიო. მაშინ ამაზე ოცნებაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ღვთის მადლით, მალევე გამომიჩნდა ნაცნობი, ვინც ათონზე წასვლაში დამეხმარებოდა. ასე აღმოვჩნდი პირველად ათონზე და ვნახე სასწულმოქმედი კანდელი.

მონასტერში ლოცვა ღამის 12 საათზე იწყება და გამთენიამდე გრძელდება. მთელი მსახურების განმავლობაში ღვთისმშობლის ხატის წინ ჩამოკიდებული კანდელი განუწყვეტლივ ქანაობს. ეს საკუთარი თვალით ვნახე. ქართველი მეფეების შემოწირული კანდელი საკმაოდ მძიმეა და შიგ ჩახმული ზეთი კიდევ უფრო ამძიმებს. ამ სასწაულის ნახვა შეუძლია ყველას, ვინც ივერონში მოხვდება.

მრავალი წლის შემდეგ კიდევ ვიყავი ივერონში, უკვე ღვთისმშობლის მიძინებას. დიდ დღესასწაულებზე კანდელი მინუსისებურად კი აღარ ქანაობს, არამედ წრიულად.

***
გარკვეული დროის შემდეგ დავიწყე მართლმადიდებლური სიწმინდეების შესახებ ფილმების გადაღება. ციკლს ჰქვია "მათთვის, ვინც ღვთისგან არის". პირველი ფილმის სათაურია "მართლმადიდებლური სასწაულები", მეორისა - "განცხადებული სასწაულები", მესამისა კი "მორწმუნეთა ურწმუნოება". ამ ფილმებში მოთხრობილია მრავალი სასწაულის შესახებ, რომლებიც მართლმადიდებლურ ქვეყნებში აღსრულებულა - საბერძნეთში, რუსეთში, საქართველოში. მეუფე სპირიდონის (აბულაძე) ლოცვა-კურთხევით, ვაპირებ ფილმის გადაღებას წმინდა ანდრია პირველწოდებულზე, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით კი მამა გაბრიელზე (ურგებაძე). ძალიან ბევრი საინტერესო მასალა მაქვს, რომელიც გამომზეურებას ელის. მალე დავიწყებ გადაღებას უცხოეთში არსებულ მართლმადიდებლურ სიწმინდეებზე.

წმინდა ანდრიას მადლი
წმინდა ანდრია პირველწოდებულის მიმართ დიდი სიყვარული მაქვს. რამდენიმე წლის წინ შემთხვევით გავიგე, რომ ოდესის მამათა მონასტერში საკურთხეველში ბრძანდება წმინდა ანდრიას უხრწნელი ტერფი. მონასტრის წინამძღვარმა მითხრა, ერთ დღეს სისხლმა გამოჟონა წმინდა ანდრიას უხრწნელი ფეხიდანო. დიდი სურვილი გამიჩნდა, იქ ყოფნის დროს ვმთხვეოდი წმინდანის ფეხს. სამწუხაროდ, უარი მივიღე. მონასტრული წესით, მას მხოლოდ წმინდა ანდრიას ხსენებისას გამოაბრძანებენ საკურთხევლიდან. მეიმედებოდა, მალე მოვიდოდა წმინდანის ხსენების დღე და შევძლებდი მოლოცვას. ამაოდ... დავღონდი. თან გულში ვლოცულობდი - უფალო, წმინდა ანდრიას განათლებული ქვეყნიდან ჩამოვედი და იქნებ ღირსი გამხადო მისი წმინდა ტერფის მოლოცვისა-მეთქი. ამასობაში მონასტერში მოვიდა მამა იონა. თურმე ერთხანს რუსთავში ცხოვრობდა. ტრაპეზზე მიმიპატიჟა. მონასტრის მამებთან ტრაპეზის შემდეგ, წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, საკურთხევლიდან წმინდა ანდრიას ტერფი გამოუბრძანებიათ, რათა ღირსი გავმხდარიყავი მასთან მიახლებისა. მადლობელი ვარ უფლისა და წმინდა ანდრიასი.

***
ეკლესიის სწავლების მიხედვით, ღვთისმშობელმა მიძინების წინ ინება, ყველა მოციქული მის გარშემო შეკრებილიყო, რათა დაელოცა და დაემოძღვრა და მერე მიებარებინა სული უფლისთვის. ამ დროს მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ. წერილის მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია ამბობს, ამ დროს სასუფეველში ვიყავი უფალთან. ჩემთან ანგელოზი მოვიდა და მითხრა, - ანდრია, მოემზადე, დედამიწაზე, იერუსალიმში უნდა ჩავიდეთ, ღვთისმშობელმა ინება მიძინების წინ ყველა მოციქულის ნახვაო. ამის შესახებაც ვისაუბრებთ წმინდა ანდრიაზე გადაღებულ ფილმში.

***
ამას წინათ სვეტიცხოველი მოვილოცე. უეცრად უცნობმა ადამიანმა ტელეფონზე დამირეკა. კახეთიდან, ქვემო ბოდბიდან, სვეტიცხოვლის ეკლესიიდან გირეკავთო. გამიკვირდა და ვკითხე, რომელი სვეტიცხოვლიდან-მეთქი. კახეთში ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესია ავაშენეთ და მას სვეტიცხოველს ვეძახით. ჩვენს ტაძარში კედელზე ჯვარცმა გამოისახა და იქნებ ნახოთო. მართლაც ვნახეთ. ისეა გამოსახული, რომ შეიძლება კარგად დაკვირვების შემდეგაც ბევრმა ვერ შეამჩნიოს. მრავალთათვის ხილულია.

ღირს სერაფიმე საროველთან მიახლება
ღირსი სერაფიმე ყველასთვის საყვარელი წმინდანია. მას ჩემთვისაც მოუგვრია დიდი ნუგეში.

როცა დივეევოში ჩავედი, თოვდა და ყინავდა, მაშინ იქ ახალი გახსნილი იყო დედათა მონასტერი... იქ აღსარება ჩავაბარე ერთ-ერთ მოძღვარს. ეს მღვდელი ფიზიკურად ძალიან მსუქანი გახლდათ და ბოროტმა აზრებმა შემაწუხა - ვაითუ არც მარხულობს და იქნებ არასწორად ვიქცევი, აღსარებაზე რომ მივდივარ-მეთქი. ქართულად მქონდა ჩემი აღსარება ჩამოწერილი. გულში წმინდა სერაფიმეს ვევედრებოდი შემწეობას. მეც დავიწყე ქართულად აღსარების ჩამოთვლა. მოძღვარმა შემაჩერა და თავად გააგრძელა ყველა ჩემი ცოდვის თქმა.

შუა ტაძარშია დაბრძანებული წმინდანის უხრწნელი სხეული. იქვეა მისი წმინდა ნივთები, მთელი მსოფლიოდან მოდიან მორწმუნეები წმინდა სერფიმე საროველისგან მადლის მისაღებად. წმინდა სერაფიმეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროზე კი მრავალი ადამიანი განკურნებულა. პირადად მე სულიერად განვიკურნე, იმიტომ, რომ განვიკითხავდი მსუქან მღვდელს. მივხვდი, რომ მოძღვრის გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, უფლისთვის სათნო და მლოცველი იყოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

20.02.2023
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).
19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში.
07.08.2022
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში.
07.08.2022
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat