მადრიდში, მაცხოვრის ფერისცვალების სამეფო მონასტერში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული სიწმინდე - სისხლი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონისა, რომელიც ყოველი წლის 27 ივლისს კვლავ თხევად მდგომარეობას იღებს.
სისხლი, რომელიც მთელი წლის მანძილზე მყარია, ისევე როგორც წმინდა იანუარის სისხლი ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე თხევადდება-ხოლმე ამ დღეს. ეს სასწაული მადრიდში ხდება წმინდა პანტელეიმონის მოწამეობრივი აღსასრულის წინა საღამოს, 26 ივლისს (გრიგორიანული კალენდრით).
ეს სასწაული აღესრულება იმ დროიდან, როცა 1616 წელს წმინდა პანტელეიმონის სიხლით სავსე შუშა ამ მონასტერში მიაბრძანეს. 1914-18 წლებში როცა პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა და ასევე 1936 წელს, როცა ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, ეს სასწაული არ განმეორდა.
ყოველწლიურად მორწმუნეები მოდიან ამ მონასტერში, სიწმინდის თაყვანისსაცემად, ანდა უბრალოდ ცნობისმოყვარებით, რათა თვალი ადევნონ ამ სასწაულებრივ მოვლენას. 1993 წლიდან აკრძალულია სიწმინდისათვის ხელის შეხება. სასწაულს მხოლოდ სატელევიზიო სისტემით ადევნებენ თვალს. ამგვარი ზომის მიღება სიწმინდის დასაცავადაა აუცილებელი.
მას მერე რაც წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონს თავი მოჰკვეთეს, ერთმა ქრისტიანმა მისი სისხლი და სხვა წმინდა ნაწილები მოაგროვა. სისხლი ინახებოდა მინის კოლბაში. როგორც ჩანს ერთხანობა სისხლი რომის პაპების რელიქვარიუმში მოხვდა. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში რომის პაპმა პავლე მეხუთემ (1605-1621) წმინდა პანტელეიმონის სისხლი აჩუქა ესპანეთის ვიცე-მეფეს ნეაპოლში, იოანე სუნიგს. იოანე სუნიგის მეუღლემ სიწმინდე მადრიდის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის სამეფო მონასტერს აჩუქა მას მერე, რაც ამ მონასტერში მონაზვნად შედგა, მათი ერთადერთი ქალიშვილი ალდონსა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი