წმინდა პაისის სასწაულები.
წმინდა პაისის სასწაულები.
12 ივლისს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია პირველად აღნიშნავს ღირსი მამა პაისი ათონელის (ეზნეპიდისი) ხსენებას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! შეგვეწიოს ყველას მისი წმინდა ლოცვა!!!
წმინდა პაისის სიკვდილის შემდგომი სასწაულების აღწერა მთლიანად შეუძლებელია. მოგითხრობთ რამდენიმე ამბავს.

ეშმაკის განდევნა.
სალონიკელი ევანგელოსა ჰყვება: "12 წლიდან მტანჯავდა ეშმა. მიკითხავდნენ შეფუცვის ლოცვებს, რომლის მერეც ნაცემივით ვრჩებოდი. მოძღვარმა მაკურთხა დიდმრხვის პირველ შაბათს, 1995 წელს, მასთან ერთად წავსულიყავი სუროტაში, ღამისთევის ლოცვაზე. გამგზავრებამდე უჩვეულოდ ძლიერ ბრძოლას ვგრძნობდი. მთელი ღამისთევის მანძილზე თვალი არ მომიხუჭავს. ვიჯექი იატაკზე შუა ტაძარში, გარშემო მონაზვნები იდგნენ. ღამისთევის ლოცვის შემდეგ მღვდელმა იწყო წყალკურთხევის პარაკლისის გადახდა. როცა წმინდა არსენ კაპადოკიელის ნაწილების სამთხვევლად მიმიყვანეს, ცოფიანს დავემსგავსე. პირველად ვიგრძენი, რომ ეშმაკი არამარტო სულს, სხეულსაც მიწვავდა. ახლა, როცა ამას ვწერ, თმა ყალყზე მიდგება. გაჭირვებით ამოვთქვი: "პაი... პაი..." იღუმენიამ მკითხა: "პაისი?" თავი დავუქნიე. ამის მერე ეშმაკეულის უსაშინლეს კრიზისში ჩავვარდი. მიმიყვანეს საფალვთან, იქ სამჯერ დავიყვირე "წმინდანი!" გაქცევა მინდოდა. გავუსხლტი ხალხს ხელიდან, ძალით დამაწვინეს მამა პაისის საფლავზე. ანაზდად დავინახე მამა პაისი. თითქოს ჩაძინებულს გამოეღვიძაო, წამოდგა. ცოცხალი იყო და არა მკვდარი, ისეთივე წვერით, ანაფორით. ხილვა რამდენიმე წამი გაგრძელდა. ბერმა ხელი დამადო შუბლზე. ამ დროს პირიდან შავი კვამლი გამომვიდა. დავმშვიდდი, ოღონდ ხორციელმა ტკივილმა მაშინვე არ გამიარა. დავიძინე, მაგრამ ტკივილმა რამდენჯერმე გამაღვიძა. ამის მერე ორმოცი დღე ისეთ სიხარულს ვგრძნობდი, რომ სულ ვტიროდი. მაშინ ვთქვი ერთი ძალზე კადნიერი სიტყვა: -ღმერთო ჩემო, არ დავეძებ, ძველებურად რომ ვიტანჯებოდე, ოღონდ ეს სიხარული კიდევ ერთხელ, თუნდაც წუთით განვიცადო-მეთქი.

ყრმის გადარჩენა.

სალონიკის ახლოს, სოფელ კესარიის მრევლის მღვდელი, დეკანოზი ქრისტოს ცანდალისი, ცხრა შვილის მამა, ყვებოდა: ბავშვები ჩვენი სახლის მოლიპულ სახურავზე თამაშობდნენ. განათების შახტების ლუკები ღია იყო და მას ახტებოდნენ. ჩემი ექვსი წლის ვაჟმა, რომელიც ჯერ ვერ ლაპარაკობდა, მოისურვა გადახტომა, მაგრამ შახტში ჩავარდა. მეოთხე სართულიდან პირველზე. გაფითრებულმა გავაღე შახტის კარები და შიშით ფერდაკარგული ბავშვი მთელი და უვნებელი ვიხილე. წავიყვანე საავადმყოფოში. ბავშვს განაკაწრიც კი არ ეტყობოდა. მივხვდით: სასწაული მოხდა. ვიფიქრეთ, ბავშვი ჩვენი სოფლის მფარველმა ღვთისმშობლის ხატმა გადაარჩინაო. მივიყვანე ხატებთან და ვკითხე: "ამან გადაგარჩინა?" -არაო და მამა პაისის ფოტოსთან მიმიყვანა.

ძილში გამოეცხადა.

კატერინე პატერა მოწმობდა: "ოსტეოპოროზით ვიტანჯებოდი. დავიწყე ექიმის გამოწერილი აბების სმა. რამდენიმე დღეში ათი კგ დავიკელი. ძალზე გამიჭირდა, გამოვიფიტე. ერთხელ, ძილის წინ, შევხედე მამა პაისის ფოტოს -მამაო, თავს ცუდად ვგრძნობ-მეთქი. გამომეცხადა და მითხრა: -შენთან მოვედი, რადგან მეძახდი. კარგად წაიკითხე ის ფურცელი, რომელიც დევს აბებიან კოლოფშიო. ამის მერე ის გაქრა. წავიკითხე -სიმსუქნის საწინააღმდეგო აბები ყოფილიყო.

სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება.

ბატონი ნიკოლოზ ქსინარისი ყვება: სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისში დავამთავრე სამუშაო, იარაღს ვკრეფდი და მანქანაში ვაწყობდი. ბინდდებოდა, ცუდად ჩანდა ირგვლივეთი. იქვე გაჭიმულ სარეცხის ფოლადის მავთულზე ფოლადისავე წვერმახვილი კაუჭი იყო. უნებურად კაუჭს თვალით წამოვეგე. ადგილზე გავიყინე. დავიყვირე. ოჯახის პატრონი გამოვარდა. ვთხოვე, საკვნეტელა მოეტანა, რომ მავთული მოეჭრა და მერე საავადმყოფოში წავეყვანე.
სანამ ის საკვნეტელას ეძებდა, გამახსენდა ჩემი შვილები და ავტირდი. არ მინდოდა მათ ბრმა მამა ჰყოლოდათ. უეცრად ჩემს წინ გამხდარი, შავანაფორიანი კაცი აღიმართა. ჯვარი გამოვისახე, შემაჟრჟოლა. ვიგრძენი, როგორ მომკიდა ყბაში ხელი და თავი ზემოთ ამაკვრევინა. კაუჭი თვალიდან გამომვარდა.
სახლის პატრონმა ტრავმატოლოგიურ პუნქტში წამიყვანა. ექიმებმა გამსინჯეს. გუგაზე ჭრილობის ნაკვალევიარ ჩანდა. მალამო მაინც მომცეს -თვალზე სამი-ოთხი დღე სახვევი აიფარეო.
მეორე დღეს მაღაზიაში შევედი და კედელზე იმ კაცის ფოტო დავინახე, რომელიც გამომეცხადა. მაღაზიის მეპატრონეს ვკითხე, ვინ არის-მეთქი. ცნობილი მონაზონია, მამა პაისიო. ამ სურათის ყიდვა მოვისურვე, მან კი ბერზე წიგნი მაჩუქა.

სიახლოვე ბერისა.

ერთ-ერთმა მომლოცველმა მოჰყვა: "მამა პაისის სიცოცხლეში მომლოცველთა დიდ ჯგუფთან ერთად მთაწმინდაზე მოვედი. ივერიის მონასტრიდან გამოვედით მამა პაისის მოსანახულებლად. სამწუხაროდ, გზა აგვერია და კელია ვერ ვიპოვეთ. 1998 წელს კვლავ მივედით ათონზე. ბერი უკვე გარდაცვლილი იყო. ვწუხდი: "რატომ არ შევხვდი მაშინ მოძღვარს. მარტო მისი კელიის ხილვამ ამხელა სიხარულით ამავსო და როგორი დიდი კურთხევა იქნებოდა მისი გაცნობა. ეტყობა, უდიდესი ცოდვილი ვარ, რომ ღმერთმა ამ წყალობას მომაკლო-მეთქი. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეტირა. ჩავედი ფართო, ივერონისკენ მიმავალ ქვით მოკირწყლულ ბილიკზე. უეცრად ვიგრძენი, ვიღაცის ძლიერი ხელი მომეხვია, შემდეგ მხარზე ალერსიანად წამომარტყა (ისე როგორც ჩვევად ჰქონდა მამა პაისის, -კ.კ.) და მანუგეშებელი ხმა გავიგონე: "აბა, ყმაწვილო, ახლა კი წარვედ ღვთისა მიერ". ირგვლივ მიდამო გამოუთქმელი კეთილსურნელებით აივსო. გულში გამოუთქმელი სიხარული დამიტრიალდა, რომელმაც ძველი მწუხარება მთლიანად განდევნა. თუმცა ბერის სახე არ დამინახავს, მაგრამ თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს უკვე გავიცანი".

წმინდანის შეწევნა სატრანსპორტო შემთხვევებისას.

ათონის მცხოვრები, წარმოშობით კალამატელი ს. თავისი მანქანით იანინაში მიდიოდა. გზაზე შეეჯახა შემხვედრ მანქანას, მანქანა დაიმტვრა, თვითონ კი თავის ქალის ტრავმით საავადმყოფოში მოხვდა.
უცებ დაინახა ნათელი ღრუბელი და მასში -მოხუცებული მონაზონი. ს. არაეკლესიური იყო. ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთმა ნაცნობმა მოუთხრო მადლმოსილ მამა პაისიზე. ხილვით შეძრულმა კაცმა უნებურად ჰკითხა ბერს: "მამა პაისი ხარ?" ბერმა არ უპასუხა. გაუღიმა, თავზე ალერსიანად მოუთათუნა ხელი და დაამშვიდა: -ნუ გეშინიან გამოკეთდებიო.
ს. გონს მოვიდა. მთლად დარწმუნებული არ იყო, რა ერქვა იდუმლ მნახველს, მისი ნათქვამი იწამა. ეს ამბავი ექიმებსაც მოუყვა. ექიმები გაკვირვებულნი ამბობდნენ, ეს აუხსნელი გამოკეთება მართლაც ღვთიური სასწაულიაო!
როცა ს. სავადმყოფოდან გამოწერეს, წიგნის მაღაზიის ვირტინაში გამოფენილი ერთი წიგნის გარეკანზე თავისი გადამრჩენელი შეიცნო. იყიდა და წაიკითხა. მამა პაისის გამოცხადებამ არა მარტო ხორციელად განკურნა, სულიერადაც შეცვალა. მან შესწყვიტა ცოდვიანი ერისკაცული ცხოვრება. ამბობდა, ვეღარ ვიცხოვრებ ძველებურად, რამეთუ მახსენდება მოღიმარი ნათელი სახე ბერი პაისისაო.

ერთი მთაწმინდელი მონაზონი ჰყვება: ერთხელ "პანაღუდაში" ორი ერისკაცი მოვიდა. ხატებს ემთხვივნენ და გვთხოვეს, მამა პაისიზე რამე მოგვიყევითო. მოუყევით. როცა ვახსენე ავარიისას შეწევნაზე, ერთ-ერთი მომლოცველის თვალებში ცრემლები აკიაფდა. მიუბრუნდა მეგობარს და აღელვებულმა უთხრა: "ხედავ, ავარიის დროსაცო!" მისმენდა, თავი ვეღარ შეიკავა და იყვირა: "მეც ღრუბლით გამომეცხადა!" და მოკლედმიამბო თავის სასწაულებრივ გადარჩენაზე: "120 კმ სიჩქარით მივქროდი მოტოციკლით. ტაქსის შევეჯახე და ზედ გადავაფრინდი... უეცრად ჩემს წინ ნათელი ღრუბელი გაიშალა, რომელშიც გამომეცხადა მონაზონი... და აი მიუხედავად ასეთი საშინელი შეჯახებისა, მთელი და უვნებელი გადავრჩი. ცოლმა მითხრა: "წიგნებში, ფოტოებში მოძებნე, იქნებ იცნო, რომელმა წმინდანმა გადაგარჩინაო". მამა პაისის ფოტო პირველად ერთ-ერთ კალენდარზე ვიხილე. ერთი ღვთისმოშიში მღვდელი ყვებოდა: "ერთმა ახალგაზრდამ მითხრა: -მამაო, გუშინ სიკვდილს ღმერთმა გადამარჩინა. მოტოციკლეტით დიდი სიჩქარით მივქროდი, მანქანას დავეჯახე. ვიღაც ბერიკაცმა მარჯვენაზე ხელი ჩამჭიდა და გადამარჩინაო.
ზოგიერთი წმინდანისა და თანამედროვე მამების ფოტოები ვაჩვენე. მამა პაისის დანახვისას აღელვებულმა დაიყვირა: "ეს ის არსო". რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მოვიდა და მომიყვა, რომ იმ ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში, რომელიც ავარიის დროს ეცვა, მაცხოვრის ხატი და მამა პაისის სურათი აღმოაჩინა. ჯიბე სწორედ იმ ადგილას იყო სადაც მამა პაისიმ ავარიისას ხელი ჩასჭიდა. სურათი და ხატი კი ქი ჩუმად დედამისს ჩაედო ჯიბეში.

ეშმაკეულის განკურნება.
1996 წელს სუროტის მონასტრის საეკლესიო მაღაზიაში იყვნენ გამყიდველი მონაზონი, ცოლ-ქმარი, პატარა გოგონასა და მოხუც კაცთან ერთად, აგრეთვე ორი შუა ხნის ქალბატონი და ერთიც ახალგაზრდა კაცი. ერთ-ერთი შუახნის ქალი იატაკზე დაეცა, ღრიალი და ბორგვა დაიწყო და მამაკაცური ხმით ყვიროდა: "ჭკუას გასწავლით იმისთვის, რომ არ მიჯერებთ!.. ძალიან ცოტა დარჩა. ხელზე ყველას 666-ს დავასვამთ... ყველანი თაყვანს მცემთ... იდიოტებო, არამზადებო..." შემდეგ კი შეშინებული აყვირდა: -პაისი, მწვავ! გინდა უკან, ტარტაროზში გამგზავნო! ეს არამზადა ქალიც სულ მონასტერში დამათრევს... რატომ ეხმარები? შენ მე მწვავო. აშკარად ჩანდა, ეშმაკი აწუხებდა, -მერე განაგრძო, -ახლა მარიამი მოვიდა!.. შენ მწვავ, პაისი. უეცრად ბორგვა შეწყვიტა, გომდაკარგულს გავდა.
შიშით მიუახლოვდნენ, ქალებმა ტანსაცმელი მიაფარეს. უეცრად მან თვალები გაახილა და მშვიდად და ჩუმად ატირდა. სიღრმით გულისად აღმოთვამდა მადლიერების სიტყვებს: "გმადლობ შენ, მამაო... გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო..." მივიდა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატთან, მუხლი მოიდრიკა და მადლობა შესწირა. მერე კი თანამგზავრთან ერთად წავიდა. წასვლის წინ მონაზონს მოუყვა, რომ წინა ღამეს მას, ეშმაკეულს, გამოეცხადა მამა პაისი და უთხრა: მოდი ჩემს საფლავზე და განგკურნავო. ასეც მოხდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

20.02.2023
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).
19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში.
07.08.2022
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში.
07.08.2022
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat