სვეტიცხოვლის სასწაულები
სვეტიცხოვლის სასწაულები
X საუკუნის 30-იანი წლები იდგა. კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, ღამისთევის ლოცვაზე უამრავი ხალხი შეკრებილიყო. პირველი ოქტომბერი, კვირადღე თენდებოდა. ღამის ოთხ საათზე ქრისტესთვის სულელმა წმინდა ანდრიამ აღაპყრო ზეცად თვალნი და იხილა მზეებრ ბრწყინვალე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ლოცულობდა და თავისი ომოფორით დაჰფარვიდა იქ მყოფთ. "ხედავ, შვილო, დედოფალს და ჩვენს უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მთელი სამყაროსთვის მლოცველს?" - ჰკითხა წმინდა მამამ სულიერ შვილს ეპიფანეს. "ვხედავ, მამაო, და შევძრწუნდები", - უპასუხა მან. წმინდა ანდრიას ამ ხილვის აღსანიშნავად ეკლესიაში დღესასწაული დაწესდა. ალბათ არცთუ შემთხვევით, იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალე სვეტის დღესასწაულს ვზეიმობთ. "ზეითგამოქსოილი" უფლის კვართი დამალავს "შიშვლოებასა სულისა ჩვენისა ცოდვისა მიერ". საუფლო კვართიც ხომ მცველად და მფარველად მოენიჭა, გადაეფარა ქართველ ერს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ნეტარება ჩვენ, ქართველებს, ამდენი სიწმინდის პატრონთ. აღმოსავლეთ საქართველოში უფლის კვართი და მისი ხელთუქმნელი ხატია დაბრძანებული, დასავლეთ საქართველოში - ღვთისმშობლის კვართი და სარტყელის ნაწილი. უფრო მეტი სასოებით რომ მივუახლოვდეთ უფლის კვართს და "ვიხილოთ და შევძრწუნდეთ" მისი სიწმინდით, ამისთვის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სვეტიცხოვლის მიერ მოხდენილი სასწაულები.

მას შემდეგ, რაც წმინდა სიდონიამ იერუსალიმიდან ძმის მიერ ჩამოტანილი საჩუქარი გულზე მიირქვა, გარდაიცვალა და კვართიანად დაკრძალეს, საუფლო კვართი არავის უხილავს. მისი მოძებნა სცადა მეფე არმაზელმა, მაგრამ საფლავის მთხრელთ თვალთ დაუბრმავდა. დროთა განმავლობაში დაიკარგა სიდონიას საფლავი და დაიკარგა უფლის კვართის სამყოფელიც. მაგრამ მასზე ამოსულმა კვიპაროსმა და ამავე ხისგან გამოთლილმა სვეტმა ცხოველმა დაარწმუნა ქართველები, რომ საუფლო კვართი იქვე არის დაკრძალული. ხის სვეტმა თავისი სიცოცხლე ხომ უფლის კვართისგან შეიძინა.

როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული "ჰაერთა ზედა საკვირველად დამოკიდებული" სვეტის ამბავი შეიტყვეს, მთელი მცხეთა და გარეშემო სოფლების მოსახლენი დაიძრნენ არაგვისა და მტკვრის შესართავისკენ, მეფის ბაღისკენ, იქით, სადაც ეს სასწაული ხდებოდა. მათ შორის იყო ერთი ურია დედაკაცი, წარმართი კერპთმსახური კაცის ცოლი, რომელსაც თან თავისი ოთხი წლის მხოლოდშობილი ძე მიჰყავდა. ხიდზე გადასვლისას იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ ამ ჭყლეტაში ბავშვი მდინარეში გადავარდა, საცოდავი დედაც თან გადაჰყვა შვილს. ატყდა ერთი ვაი და ვიში. მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენნი, ღმერთო! ადიდებული მდინარის წყლის ორმა ნაკადმა დედა-შვილი შეაერთა, გამძვინვარებულმა არაგვმა ჩამოიყვანა მეფის ბაღამდე და ნაპირზე გამორიყა. ვიდრე წყალი გამორიყავდა, დედა-შვილს თავზე ნათელი ედგათ, რომელიც იცავდა მათ კლდეებზე მიხეთქებისგან. შემოეხვია ხალხი. ეკითხებოდნენ, როგორ გადარჩითო. ქალი ტირილით ჰყვებოდა: "წყალში რომ აღმოვჩნდი, საკვირველი ნათელი ვიხილე ცეცხლის სვეტის სახით, რომელიც გამოდიოდა ამ ბაღიდან, იმ ადგილიდან, სადაც სვეტია აღმართული. ამ სვეტმა მე და ჩემი შვილი შეგვაერთა და ის გულში ჩავიკარი. უვნებლად გამოვცურეთ. სვეტი, როგორც ნავს საჭე, ისე გვმართავდა. არც ღელვა შეგვეხებოდა და არც კლდესთან მიგვიშვებდა. გამოგვიყვანა აქამდე და ის ნათელი ისევ სვეტში შევიდა, საიდანაც პირველად გამოვიდა, "რამეთუ სვეტსა ამას ცეცხლისასა (სვეტიცხოველი იმ დროს "ცეცხლისა სახედ იყო შეცვალებული") შეერთებულ არს სვეტი იგი ნათლისა, წიაღმყვანებელი ჩვენიო".

KARIBCHEსეფეწული ამაზასპანი რვა წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. დედამისმა სვეტიცხოველთან მიიყვანა და წმინდა ნინოს მისი განკურნება სთხოვა. წმინდა ნინომ შეახო ხელი ნათლის სვეტს, მერე დაადო თავზე და ჰკითხა: "გრწამს იესო, ძე ღმრთისა?" ყრმამ ხმაჰყო, "მრწამსო" და მეყსეულად განიკურნა.

ერთი დიდებული სასწაულიც მომხდარა მაშინ. როცა მთელი ქალაქი სვეტიცხოვლისკენ მიემართებოდა, ერთი მცხეთელი ჰურიის სახლიდან გლოვის ხმა გამოდიოდა - მშობლები გარდაცვლილ ვაჟს დასტიროდნენ: "ვაიმე, შვილო საყვარელო, ყოველნი იხარებენ უცხოსა მის სახილველისა და სურვილით მიდიან სანახავად, შენ ვერ მოესწარი ამ სასწაულს და ჩვენი უსჯულოებისგან დააკლდი ამ სიხარულს. ჩვენც ცოცხლივ ჯოჯოხეთს მივიწივნეთ. აღდეგ მკვდრეთით, მხოლოდშობილო ჩვენო, და მივეახლოთ "უცხოდ გამოჩენილსა მას სვეტსა ნათლისასა". ამ დროს გარდაცვლილი ყრმა გაცოცხლდა, წამოჯდა და უმალ იკითხა: - სად არის ის ცეცხლის სვეტი, რომელმაც ჯოჯოხეთის უფსკრულიდან ამომიყვანა. სასწრაფოდ იქ მიმიყვანეთო. გახარებულმა მშობლებმა წაიყვანეს შვილი სამეფო ბაღში. იმ დროს იქ იყვნენ მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მთელი ერი. მკვდრეთით აღმდგარი ყმაწვილის ხილვამ განაცვიფრა ხალხი, ყველა გარს შემოეხვია. ეკითხებოდნენ, როგორ გაცოცხლდიო. ყრმა ამბობდა, "როცა მოვკვდი, მოვიდნენ ჩემთან ეშმაკები და ჩამაგდეს ჯოჯოხეთის უფსკრულში, სადაც იყო ღრჭენა კბილთა და მატლი დაუძინებელი. მეც სხვებთან ერთად ვიტანჯებოდი მცირე ხანს. ანაზდად ნათელი გამობრწყინდა ჯოჯოხეთში, ციდან ჩვენამდე ჩამოეშვა სვეტი ნათლისა, რომლის თავზეც იჯდა ის, ვინც ჩვენმა წინაპრებმა ჯვარს აცვეს. ორი ანგელოზი, ჭაბუკის სახით, ჩემთან გამოგზავნეს, სვეტიდან კი ხმა გამოკრთა: ეგ ყრმა დაუბრუნეთ მის მშობლებს, "რამეთუ მელმის გული ტკივნეულობისაგან მათისა". მომკიდეს ხელი ჭაბუკებმა და სხეულში დამაბრუნესო".

თამარ მეფის თანამედროვე წმინდა ნიკოლოზ კათოლიკოსი ერთ სასწაულს ჰყვება, რომელიც მასვე გადახდა თავს ყრმობაში: ბიძაჩემი სვიმონი, სანამ პატრიარქი გახდებოდა, არმაზში, წმინდა საბას მონასტერში მოღვაწეობდა. ამ დროს მე კახეთიდან მოვდიოდი. თან მახლდა ერთი კაცი, რომელიც ღვინის ტიკებაკიდებულ ცხენს მიუძღოდა. წიწამურთან მოვადექით არაგვს. მთვარის შუქზე დავინახე, კაცს თვალები დაეხუჭა. მიზეზი ვკითხე. მითხრა, მდინარეს რომ ვხედავ, თავბრუ მეხვევა და ცხენიდან ვვარდებიო. შევშინდი. გაზაფხული იყო და მდინარე ზღვასავით მოღელავდა. გამახსენდა სვეტიცხოველი, მისადმი სასოება, გადმოვხტი ცხენიდან, ქედი და მუხლი მოვიდრიკე. სასოებით ცრემლით შევევედრე სვეტიცხოველს და მცხეთის ჯვარს. მთვარის შუქზე გავხედე და მდინარეთა შესართავისკენ გავცურე სვეტიცხოველს მინდობილმა. ვერც კი გავიგე, როგორ გადავლახე მდინარე... სანამ გაღმა ვიყავი, მთვარის ნათელს ვხედავდი, ხოლო წყალში სულ სხვა ნათელს, ეკლესიის თავზე დამდგარს, რომელიც ცეცხლივით ელვარე სხივად მოჩანდა. მდინარის გადასვლის მერე კვლავ თაყვანი ვეცი ღვთის სახიერებას. სვეტიცხოველი და ჯვარი პატიოსანი "ვადიდე და ყოველნი, რომელთაცა უკვე ესმა, ადიდებდეს ღმერთსა".
ბეჭდვაელფოსტა
14.10. 2016
Ani
Dideba upals!!!!!! Ixaros kartvelma erma! upals goniereba mornichebjnos am dznelbedobis jams!!!
15.07. 2016
marine
დიდება და მადლი უფალს! წყალობდეს სრულიად საქართველოს და ყველა ჩვენგანის ოჯახებს. მოგვიტეოს შეცოდებანი ჩვენნი და გადმოგვაფაროს თავისი მფარველი კალთა.
24.04. 2015
nino
dideba ufalo shen saxels! dideba!!! gmadlob shen yoveli tkivilistvis da yoveli sixarulistvis, rac ki chemtvis giwyalobebia gachenidan aqamomde!!!
22.04. 2015
ზაზა
დიდება და მდლობა უფალს ყველაფრისათვის, ყოველი წამისათვის - ქრისტე აღდგა!
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

20.02.2023
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).
19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში.
07.08.2022
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში.
07.08.2022
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat