***
1675 წელს თურქებმა სავანეს ალყა შემოარტყეს . მონასტერი თითქმის ხის კედლებისგან შედგებოდა, რაც დაცვას აძნელებდა. მთელი იმედი დედა ღვთისაზე ჰქონდათ დამყარებული. იღუმენმა ბრძანა, ღვთისმშობლის დაუჯდომელი ეგალობათ, როდესაც დაიწყეს გალობა: " ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა...", ამ დროს ტაძრის თავზე თვით თურქებმა შეამჩნიეს საკვირველი ჩვენება, ღვთისმშობელი მოკაშკაშე ნათებით, პოჩაევოსთვის თავისი ომოფორი გადაეფარებინა, ღვთისმშობლის გარშემო უამრავი ანგელოსი გამოჩნდა საომარი აღჭურვილობით, ხელთ მოელვარე მახვილები ეპყრათ. თურქებმა უწესრიგოთ იწყეს გაქცევა, ხოლო პოჩაევოს დამცველები გარეთ გამოცვივდნენ და მტრებს გამოდევნებულებმა საბოლოოდ დაამარცხეს ისინი.
***
ერთხელ მონასტერს ახალგაზრდა ბრმა გოგონა ანა აკიმჩუკოვა ესტუმრა თავის 70 წლის ბებიასთან ერთად. პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატთან ილოცა. ჩამოიბანა რა თვალები ღვთისმშობლის ნაფეხურიდან მომდინარე წყლით, მეყვსეულად განიკურნა და აეხილა თვალის ჩინი. სასწაულით განცვიფრებულმა ანას ბებიამ მართლმადიდებლობა მიიღო.