რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
ათეიზმი (Atheos - უღმერთო) - ღმერთის არსებობისადმი ურწმუნო დამოკიდებულება ან დარწმუნებულობა, რომ ღმერთი (ან ღმერთები) არ არსებობს და შესაბამისად, იმის რწმენა, რომ შეუძლებელია ღვთის შეცნობა და მისი მყოფობის შესწავლა. ათეიზმი ცდილობდა დაემტკიცებინა: ყველაფერი, რაც ღმერთზე ითქმის, ადამიანის თავისუფლებისა და მისი სრულფასოვანი ცხოვრებისათვის, ადამიანზე უნდა იგულისხმებოდეს. თუმცა პ. იურკევიჩის მიხედვით, "ათეისტები საკუთარი გულის დაჟინებული და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნების მიმართ მუდმივ წინააღმდეგობებში არიან", ხოლო პ. ტილიხმა ათეიზმი დაახასიათა, როგორც "მცდელობა, ადამიანს არ აინტერესებდეს საკუთარი არსებობის შინაარსი". ასხვავებენ: თეორიულ ათეიზმს, რომელიც სრულიად არაკორექტულად ცდილობს დაასაბუთოს, რომ, ვინაიდან არ მტკიცდება ღვთის არსებობა, ღმერთი არ შეიძლება არსებობდეს; პრაქტიკული ათეიზმის ან ღვთისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულების მიხედვითაც "ეს ყველაფერი ჩვენ არ გვესაჭიროება"; მებრძოლი ათეიზმი ადამიანის კეთილდღეობისათვის ყოველგვარი რელიგიისაგან გათავისუფლებას მოითხოვს. ფილოსოფიაში ათეიზმი, ჩვენი სამყაროს შესწავლის მიზნით, ყოველგვარ უზენაესობაზე - ბუნებაზე, ისტორიასა და ადამიანზე უარის თქმას ქადაგებს. ათეისტურია მატერიალიზმი, პოზიტივიზმი, სტრუქტურალიზმი, ნატურალიზმი, სოციალიზმი, ფსიქოანალიზი და ჰუმანიზმის, პრაგმატიზმის, ეგზისტენციალიზმის უამრავი მიმართულება და სხვა. ცნობილია გ. ლაიბნიცის მიერ გამეორებული ფ. ბეკონის სიტყვები: "თუ ფილოსოფიას ოდნავ დააგემოვნებ - ღმერთს ჩამოგაშორებს, თუ დაეწაფები, ღმერთამდე მიგიყვანს". ათეიზმს დამოუკიდებელი მყოფობა არ გააჩნია, მისი არსებობა და მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი რწმენის ოპონენტია: რომ არ არსებობდეს რწმენა, ათეიზმი ვერაფერს დაუპირისპირდებოდა და არსებობის მოტივიც აღარ ექნებოდა. კერპების რელიგიურ ობსკურანტიზმთან (ბუნდოვანება) მიმართებით ათეიზმი მართალია, მაგრამ ადამიანის ავტონომიურობასთან მიმართებით თავადაც კერპთაყვანისმცემლობის სახით ვლინდება.

ატარაქსია (ბერძნ. უშფოთველობა, სულის სიმშვიდე, უშიშრობა) - ეპიკურეელი ბრძენის არარელიგიური იდეალი, რომელიც თავის თავში სულიერ სიცხადეს, გონებრივ კმაყოფილებას, სიკვდილისადმი უშიშობას, ზომიერებას, ცხოვრებაში სიმშვიდეს და უბრალოებას, შესაწყნარებელ თვითკონტროლსა და კეთილქმედებას, წინდახედულობას და უზენაესისადმი გულგრილობას გულისხმობს. ატარაქსიისათვის მხოლოდ გარკვეულ პირობას სათნოება წარმოადგენს, მისი ღირებულების განმსაზღვრელი მხოლოდ ის არის, თუ რა წვლილია შეტანილი საერთო კმაყოფილებაში. ატარაქსიის მომხრეებისათვის მიუღებელია მისტიკა, იდეალისტური ძიებები და ღვთისადმი სულიერი სწრაფვა.

ატმანი - ინდურ ფილოსოფიაში წარმოგვიდგება, როგორც ადამიანის თვითშეგნებაში მოქმედი ყველაზე მაღალი დონე. უპანიშადების მიხედვით, "ატმანი ბრაჰმანია", ანუ ადამიანის თვითშემეცნების გულის სიღრმეში მთელი სამყაროს თვითშემეცნებაა.

ატრიბუტი (attribuo - დართვა, შემატება, მინიჭება) - ნივთების ან სუბსტანციის მეტად საჭირო ნიშან-თვისებები; სპინოზასთან სუბსტანციის არსი ატრიბუტშია გამოხატული.

ატრიბუტები ღმერთის
- სქოლასტიკაში: სიკეთე, დიადობა, მარადიულობა, ძლიერება, სიბრძნე, ნებელობა, სამართლიანობა, ჭეშმარიტობა, დიდებულება; ეს ატრიბუტები მოიაზრებოდა, როგორც ერთმანეთისგან განუყოფელი. მაგალითად: დიდება მარადიულია, ძლიერება - სამართლიანი და ა. შ. მოგვიანებით, ქრისტიანულმა ცნობიერებამ დაუმატა ყოვლადძლიერება, ყოვლისმჭვრეტელობა, ერთგულება, სიწმინდე, სამართლიანობა, სიყვარული, ცხოვრება, თავისუფლება, მოთმინება და ა. შ. თომიზმში ყურადღება სამყაროში ღმერთის ყოფნის თავისებურებებზე: უბრალოებაზე, უსასრულობასა და მარადიულობაზეა გამახვილებული. პატრისტიკა ატრიბუტიკის ნაცვლად უპირატესობას სამყაროში მოქმედ ღვთის ძალას (ენერგიებს) ანიჭებს, რეალური უპირატესობის საფუძველი კი ის არის, რომ: ატრიბუტები უდავოდ არსზეა მიბმული, ხოლო ღმერთი თავის მოქმედებაში სრულიად თავისუფალია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
გნოსტიციზმი - "რელიგიურ-ფილოსოფიური (თეოსოფიური) სისტემების ერთობლიობა, რომლებიც გამოიკვეთა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ორი ასწლეულის მანძილზე.
02.01.2014
ბუნებაზე ბატონობა - დასავლეთევროპულ კულტურაში აღიქმება, როგორც უფლება, რომელიც ადამიანის გარდა, რაც ბუნებრივია, მათ შორის ყველა სხვა არსებასთან მიმართებით
19.12.2013
მსოფლიო ჰარმონია (ლათ. ჰარმონია მუნდი) - უმაღლესი მშვენიერება და მსოფლიო მუსიკალური მელოდიურობის სულიერი შუაგული.
05.12.2013
რელიგიური გამოცდილების გადაგვარება - ი. ილინთან იგულისხმება: რელიგიის უმთავრესი შინაარსის - ადამიანის მიერ წმიდათა წმიდისა და ღმერთთან ურთიერთობის უნარის დაკარგვა.
21.11.2013
ხორცშესხმა - ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტება, რომელიც ღმრთისა და ადამიანის იესო ქრისტეში შეერთებას უკავშირდება.
24.10.2013
ვიტალიზმი (ლათ. - vita - ცხოვრება) - სწავლება იმის შესახებ, რომ უსიცოცხლო ნივთიერების გამორჩეულად აქტიურ პირველწყაროს ცხოვრების პროცესებში
10.10.2013
რელიგიური რწმენა - შესაქმის უმაღლესი პიროვნული საწყისის რწმენა, რომელთან კავშირიც ადამიანის ცხოვრებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია
26.09.2013
მრავალწლიანი (მრავალდროული) ფილოსოფია (ლათ. philosophia perennis) - 1) ეს არის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ფილოსოფია ყოველთვის იყო:
12.09.2013
ღმერთკაცობა - ქალკედონური დოგმატის მიხედვით, ქრისტიანობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ პიროვნებაში - იესო ქრისტეში ერთდროულად არის სრული ღმერთი
29.08.2013
ღვთივგამორჩეული ხალხი - წმინდა წერილის მიხედვით, იმისათვის, რათა ქვეყანაზე ერთი ცოცხალი ღმერთისა და მისი კანონის არსებობა დამოწმებული ყოფილიყო
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat