რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
მსოფლიო ჰარმონია (ლათ. ჰარმონია მუნდი) - უმაღლესი მშვენიერება და მსოფლიო მუსიკალური მელოდიურობის სულიერი შუაგული. თემა წარმოიქმნა - პითაგორული სულიერი გამოცდილებიდან - განწმენდილი და სულიერად დამუშავებული სამშვინველის არამიწიერი ჟღერადობიდან. ეკოლოგისტები "ბუნების ჰარმონიის" შესახებ უბრალოდ, როგორც ბიოსფეროში არსებული სისტემური ურთიერთშეთანხმებულობის შესახებ საუბრობენ. სულიერად უფრო მგრძნობიარე ავტორები ამჯობინებენ, ისაუბრონ უმაღლესი მსოფლიოს ჩანაფიქრის ჰარმონიულობაზე და არა იმის შესახებ, თუ რამდენად ჰარმონიულია თავად მსოფლიო: ფაქტები, რომლებითაც ბოროტების არსებობა დასტურდება, მსოფლიოში ზნეობრივი ჰარმონიის არარსებობის აღიარებას გვაიძულებს. "არანაირ მსოფლიო ჰარმონიას, არანაირ მსოფლიო წესრიგს არ შეუძლია თუნდაც ერთი არსების უსამართლო ტანჯვასთან და გაწამებული ბავშვის ცრემლიანი თვალების არსებობასთან შეგვაგუოს. ასეთი შემთხვევები გვაიძულებს, მსოფლიო ჰარმონიაში შესასვლელი ბილეთი იქნას დაბრუნებული". (ნ. ბერდიაევი).


გენია და გენიოსი (ლათ. genius - დამცველი სული):

1) წარმართობაში იგივეა, რაც დაიმონი, მფარველი სული, რომელიც ადამიანს დაბადებიდანვე ეძლევა, გარკვეული ადგილების დამცველი სული ან კიდევ კეთილი, ან ბოროტი სული, რომელსაც შეუძლია ვინმეს ბედზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს;

2) ერის ან ეპოქის ხასიათი;

3) ნიჭის სინონიმი;

4) ადამიანი, რომელსაც ნათლად აქვს გაცნობიერებული თავისი ღრმა შინაგანი კავშირი ყოფიერების მარადიულ და უნივერსალურ პირველსაფუძვლებთან და აქვს უნარი შემოქმედებითად წარმატებით გამოხატოს ის ზეადამიანური ჭეშმარიტებები, რომლებიც მას ეძლევა. "გენიოსი - აშკარად გამოკვეთილი და ძლიერი ინდივიდუალობით, ანუ გამორGეულად ორიგინალური და მრავლისმომცველი პიროვნებაა, რომლის შემოქმედებაც ობიექტურად არის ფასეული და ამიტომ, გენიოსი ყოველთვის ადამიანების ყურადღების ცენტრშია" (ს. ფრანკი).


გენოთეიზმი (ბერძ. hen - ერთიანი და ტჰეოს) - ტერმინი XIX საუკუნეში მ. მიულერმა შემოიტანა და იგი ისეთ პოლითეიზმს გულისხმობს, რომელშიც ერთი ღმერთია, ისე რომ, ღმერთი, რომლის თაყვანისცემაც მოცემულ მომენტში ხდება, ისეთ ერთადერთ ღმერთად აღიქმება, რომელშიც სხვა ღმერთების თავისებურებებია თავმოყრილი. ასევე გენოთეიზმად მიიჩნევენ რწმენას, რომლის მიხედვითაც, არსებობს ერთდროულად ერთი ტრანსცედენტური ღმერთი, და სხვა ღმერთებიც, როლებიც ამ ღმერთისგან გამომავალ ინტერპრეტირებულ ვარიანტებს წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში თაყვანისცემა მიმართულია მეორეული ღმერთებისადმი. გენოთეიზმს ვხვდებით ნეოპლატონიზმში, ინდუიზმსა და სხვა სწავლებებში.


ჰერმენევტიკა (ბერძ. hermeneia - განმარტება) - ისეთი საერთო პრინციპების ერთობლიობა, რომელიც სულიერი სიღრმის მქონე - პოეტური, პროზაული, რელიგიურ-მისტიკური ტექსტების ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. წმინდა წერილთან მიმართებაში ეს არის ეგზეგეტიკა, რომელშიც მოცემულია განმარტების პრინციპები, ანუ ეგზეგეზები ან ეგზეგეზისა. უფრო ფართო გაგებით, ჰერმენევტიკა განიმარტება, როგორც კულტურის და ისტორიის, არა მხოლოდ წერილობით ძეგლებში სრულიად სხვადასხვაგვარად გამოვლინებული სულიერი არსისადმი საერთო თეორიული მიდგომა. იყო მცდელობები ჰერმენევტიკაში ნაგულისხმევი ყოფილიყო, მთელი ფილოსოფიის განმარტების საერთო ერთიანი მეთოდი.


ჰერმენევტიკური წრე
- ავგუსტინე წერდა: იმისათვის, რომ ღმერთის და მისი გამოცხადების გვწამდეს, სულ მცირე, უნდა გვესმოდეს და ვიცოდეთ, რა გვწამს, მეორე მხრივ, არ იარსებებს ღმერთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა, თუ რწმენა არა გვაქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რწმენა დამოკიდებულია გაგებაზე, ხოლო გაგება - რწმენაზე. ჰერმენევტიკურ წრეში ვექცევით, როდესაც ვსწავლობთ წმინდა ტექსტებში არსებულ ღრმა აზრებს, რადგან ამ შემთხვევაში რწმენასთანაცა გვაქვს საქმე და ცოდნასთანაც. ასეთივე სიტუაცია იქმნება, როდესაც ვსწავლობთ სულიერი სიღრმეების მქონე ისეთ მხატვრულ ტექსტებს, რომელთა ავტორებიც არ განიხილავენ რელიგიურ საკითხებს. ჰერმენევტიკულ წრეში ისე უნდა შეხვიდე, რომ მისი გაწყვეტა არ დაგჭირდეს. ამაში გვეხმარება ის წინაპირობა, რისი ფორმირებაც ხდება კულტურისა და პიროვნების განვითარების პროცესში.


სიამაყე (ბერძ. hybris)

1) ანტიკურ აზროვნებაში: ბედით განსაზღვრული ჩარჩოებიდან ურიდალად გასვლა;

2) ბიბლიურ ტრადიციაში: ღმერთთან შეტოლების უგუნური აკვიატება, რაც თავისთავად ყოველგვარი ბოროტების საწყისს წარმოადგენს. უფრო ხშირად სიამაყე ღმერთის წინააღმდეგ ღია ბუნტში კი არა, ღმერთისგან მომავალი მძიმე ცხოვრებისეული სიტუაციების მიუღებლობის, ღმერთისა და ადამიანის მსახურების უარყოფაში ვლინდება;

3) მართლმადიდებლური ასკეტიკა: თვითმყოფობაში თვითდამკვიდრებას, საკუთარი პიროვნების ღმერთთან და ადამიანთან დაპირისპირებას, ყოველგვარი ცოდვის დასაბამს, ადამიანისათვის ისეთ უპირველეს მტერს ხედავს, რომელსაც ღვთის რწმენაში ყალბი ძალების გამოყენებითა და ყალბი თავისუფლების შეგრძნებით სურს გაძლიერება, მაგრამ სინამდვილეში მთელი ეს სიყალბე პიროვნების გამომფიტავი და დამღუპველი ილუზიებით გატაცებაა. სიამაყეზე გამარჯვება მხოლოდ პიროვნების სულიერი თავმდაბლობითა და მადლის მოხვეჭით არის შესაძლებელი;

4) აღმოსავლური ასკეტიკა სიამაყეს და ამაყობას აიგივებს. დასავლურ ტრადიციაში სიამაყეს განასხვავებენ ამაყობისაგან და სიამაყეს, როგორც საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობას, საკუთარი ფასის ცოდნას, როგორც შემოქმედებით აღტკინებას და, რაც მთავარია, როგორც ღმერთის ძეობას, ზნეობრივ, ნეიტრალურ ან დადებით კონტექსტში განმარტავენ.

მართლმადიდებლური ასკეტიკა ჩამოთვლილ თვალსაზრისებს უარყობს, ასევე მისთვის მიუღებელია მ. ჟუან-ალბერისა და კ. ლეონ-დუფურის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც: "სიამაყე, ქედმაღლობა და ამპარტავნება, ჭეშმარიტი სიამაყის გაუკუღმართებაა, ამიტომ ყველაფერ ამას არანაირი კავშირი არა აქვს სიამაყესთან. თავის მხრივ, სიამაყე სრულ თანხმობაშია მორჩილებასთან. ასე მაგალითად, ქალწული მარიამის სიტყვებიდან: "ადიდებს სული ჩემი უფალსა", ჩანს, რომ ის გრძნობს თავის სიდიადეს, რომლითაც იგი მხოლოდ ღმერთს უნდა უმადლოდეს და აცხადებს, "ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაი მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა" (ლუკ. 1:46-50). ადამიანის ბუნების გაგებასთან დაკავშირებულ საკითხებში, ამ თვალსაზრისში, ჩვენ ვხედავთ აღმოსავლურ ქრისტიანულ პოზიციასთან აშკარა დაპირისპირებულ დასავლურ ქრისტიანულ პოზიციას.


ჰერმეტიზმი - ლეგენდარული ეგვიპტელი ჰერმეს ტრისმეგისტის ("სამმაგად დიდებულის") "ჰერმეტიკული კორპუსის" სახით გამოხატული სწავლება, რომელშიც თავმოყრილია გნოსტიკური, მაგიური, წარმართულ-პლატონისტური და სხვა ამდაგვარი ტექსტები. იგი თარიღდება ახ. წ. აღ. I-III საუკუნით. ჰერმეტიზმისადმი ინტერესი აღორძინდა და ფართოდ გავრცელდა რენესანსის ეპოქის ევროპულ ინტელექტუალურ წრეებში, შემდეგ სამეცნიერო კულტურის აღმავლობის ფონზე ეს ინტერესი ჩაკვდა, მაგრამ XX საუკუნეში, როდესაც სამეცნიერო რაციონალურობამ პოზიციების დათმობა დაიწყო, მის მიმართ ინტერესი კვლავ გაძლიერდა.


სისულელე - თვითკმაყოფილი გაუგებლობა, რასაც ემატება აზროვნებასა და ქცევებში შინაგანი დამოუკიდებლობის უარყოფა, ხოლო ამ ფონზე გაჩენილი ჭეშმარიტებისადმი აკვიატებული წინააღმდეგობა, შეიძლება სხვებისათვის საშიშ ქმედებაში აისახოს. ქრისტიანი მოაზროვნეები სისულელეში ცოდვიანობას ხედავდნენ. "არაფერი ისე არ ასულელებს ადამიანს, როგორც ბოროტება" (გულისწყრომა, ღვარძლი, ბრაზი, ბოღმა, ჯავრი), - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი. ცხოვრებისეულ გარემოებებისადმი პიროვნების არასწორმა რეაქციამ, მაგალითად, დიქტატურის პირობებში პოლიტიკური ან რელიგიური ძალაუფლების მქონე ადამიანის უპრინციპობა შეიძლება გადაიქცეს სისულელის ფართოთ გავრცელების მიზეზი: "ერთი ჯგუფის ძალაუფლებას მეორე ჯგუფის სულელობა ესაჭიროება. სულელი ნებისმიერი ბოროტებისათვის მზად არის და მას ბოროტების ამოცნობის უნარი არ გააჩნია. აქ იმალება ეშმაკის მიერ ადამიანის ბოროტების აღმასრულებელ ძალად გამოყენების შესაძლებლობა, რამაც შეიძლება, თავად ეს ადამიანი საბოლოოდ დაღუპოს. სისულელის დამარცხება სწავლების გზით შეუძლებელია, აქ მხოლოდ ადამიანის სისულელის ტყვეობიდან გამოხსნაა შესაძლებელი" (დიტრიხ ბონჰოეფერი).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
ჰილემორფიზმი (ბერძ. hyle მასალა და morphe - ფორმა) საგნებში ნივთისა და ფორმის განუყოფლობა.
02.01.2014
გნოსტიციზმი - "რელიგიურ-ფილოსოფიური (თეოსოფიური) სისტემების ერთობლიობა, რომლებიც გამოიკვეთა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ორი ასწლეულის მანძილზე.
02.01.2014
ბუნებაზე ბატონობა - დასავლეთევროპულ კულტურაში აღიქმება, როგორც უფლება, რომელიც ადამიანის გარდა, რაც ბუნებრივია, მათ შორის ყველა სხვა არსებასთან მიმართებით
05.12.2013
რელიგიური გამოცდილების გადაგვარება - ი. ილინთან იგულისხმება: რელიგიის უმთავრესი შინაარსის - ადამიანის მიერ წმიდათა წმიდისა და ღმერთთან ურთიერთობის უნარის დაკარგვა.
21.11.2013
ხორცშესხმა - ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტება, რომელიც ღმრთისა და ადამიანის იესო ქრისტეში შეერთებას უკავშირდება.
24.10.2013
ვიტალიზმი (ლათ. - vita - ცხოვრება) - სწავლება იმის შესახებ, რომ უსიცოცხლო ნივთიერების გამორჩეულად აქტიურ პირველწყაროს ცხოვრების პროცესებში
10.10.2013
რელიგიური რწმენა - შესაქმის უმაღლესი პიროვნული საწყისის რწმენა, რომელთან კავშირიც ადამიანის ცხოვრებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია
26.09.2013
მრავალწლიანი (მრავალდროული) ფილოსოფია (ლათ. philosophia perennis) - 1) ეს არის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ფილოსოფია ყოველთვის იყო:
12.09.2013
ღმერთკაცობა - ქალკედონური დოგმატის მიხედვით, ქრისტიანობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ პიროვნებაში - იესო ქრისტეში ერთდროულად არის სრული ღმერთი
29.08.2013
ღვთივგამორჩეული ხალხი - წმინდა წერილის მიხედვით, იმისათვის, რათა ქვეყანაზე ერთი ცოცხალი ღმერთისა და მისი კანონის არსებობა დამოწმებული ყოფილიყო
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat