რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
ღმერთკაცობა - ქალკედონური დოგმატის მიხედვით, ქრისტიანობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ პიროვნებაში - იესო ქრისტეში ერთდროულად არის სრული ღმერთი და სრული ადამიანი, ანუ ორი სრული ბუნება. ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიის მიხედვით, კაცობრიობა, მთელი კოსმოსი თავისი ხანგრძლივი ისტორიული პროცესით, ზეციურად განკაცებული ქრისტე-ღმერთის ამ ერთიანობაშია ჩართული. სოლოვიოვის ძირითადი აქცენტი ღმერთკაცის ადამიანურ მხარეზე, მის სულიერ განვითარებაზე და კულტურაზე იყო მიმართული: ისტორიული პროცესების განვითარებასთან ერთად ადამიანის ბუნებაში ღმერთკაცობა სულ უფრო აშკარად იმ დადებითი და ნათელი მხარეებით იკვეთება, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მისი სიმწიფე და სრულყოფილება; ადამიანში თანდათან ძლიერდება მიმადლებული ძალები, ისინი სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ადამიანის ცხოვრებაში და პიროვნება თავისი მოქმედებით იწყებს უმაღლესი სამართლის განხორციელების პროცესში მონაწილეობას. ღმერთკაცობა ადამიანს ავსებს კაცთმოყვარებით. უფრო ნაკლებად საინტერესო და დამაჯერებელია სოლოვიოვის სხვა კონცეფციები, მაგალითად, მისტიკური ჭვრეტის თვალსაზრისით ღმერთკაცობა - სოფისტური გაგებაა, ხოლო თავისი მიწიერი ფორმებით იგი ვლინდება ქრისტიანულ კულტურაში, წინასწარმეტყველურ ღვაწლსა და მსოფლიო თეოკრატიულობაში; ახორციელებდე ღმერთკაცურ იდეალებს, ნიშნავს დედამიწაზე ამკვიდრებდე ცათა სასუფეველს. სოლოვიოვი სწორედ ასეთად ხედავდა ადამიანის უმაღლეს ცხოვრებისეულ მოწოდებას, რაც მისი კრიტიკოსებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. მაგრამ თავის მნიშვნელობას მაინც ინარჩუნებს მისი სიტყვები: "ქრისტიანობა, როგორც რელიგია, ღმერთკაცურია და გულისხმობს ღვთაებრივ მოქმედებას, მაგრამ, ამავე დროს, მასში უეჭველად იგულისხმება ადამიანის ქმედებაც. ამ თვალსაზრისით ცათა სასუფევლის განხორციელება დამოკიდებულია არა მხოლოდ ღმერთზე, არამედ ჩვენზეც - ადამიანებზეც, რადგან ნათელია, რომ კაცობრიობის სულიერი გარდაქმნა შეუძლებელია მხოლოდ გარეგნული ფაქტორის მოქმედებით, ანუ ადამიანის გარეშე მიმდინარეობდეს; ეს არის ჩვენზე დაკისრებული საქმე და ამოცანა, რომელსაც ჩვენვე უნდა ვახორციელებდეთ... აქედან გამომდინარე, სოლოვიოვი დასავლეთს უღმერთოების, ხოლო აღმოსავლეთს - უადამიანო რელიგიურობის გამო აკრიტიკებდა.

მყოფობა:
1) მყოფობა არის ყველაფერი, რის შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ ის "არის" ან ის "არაფერი არ არის"; ყველა საგნის, რა სახეობასა და რომელი საგნების რიგსაც არ უნდა წარმოადგენდნენ, საერთო თავისებურება - მათი "მყოფობის უნარია". ნებისმიერი საგნის მყოფობის აღიარება ამ საგნის შეცნობისა და შედარების აპრიორული წინაპირობაა.

2) უმაღლესი მყოფობა განიხილება, როგორც ყოვლად შეუზღუდავი და აბსოლუტურად სრულყოფილი, მასთან მიმართებაშიც ნებისმიერი სასრული მყოფობა მხოლოდ მეორეულია. ეს უკანასკნელი, ანუ მეორეული, ან მაღლით არსებობს, ან განვითარებაში მაღლისკენ არის მიმართული. მიწიერ მყოფობაში არც თუ იშვიათად ხედავენ უმაღლესი ყოფიერების მონაწილეობას, რასაც, მაგალითად, შეგვიძლია დავაკვირდეთ მღვდელ პავლე ფლორენსკის ფორმულაში "მყოფობა არის კოსმოსი და სიმბოლო"... სიმბოლიზმზე და მეტაფიზიკაზე, როგორც აქაური მყოფობის სიმბოლიკის წაკითხვაზე, ასევე წერდა კ. იასპერსიც.

3) არცთუ იშვიათია, ფილოსოფოსების მსჯელობა მყოფობაზე, როგორც "არავის", ანუ არც ღმერთისა და არც საგანთა სამყაროს მყოფობაზე. ასეთ მიდგომაში ნებისმიერი კონკრეტული საბოლოო მყოფობა ექცევა შუალედში, რომლის ქვემოთ არის "უმყოფობის უფსკრული", ხოლო ზემოთ - აბსოლუტურად სრული მყოფობა: კავშირი ზედა მყოფობასთან არის უმყოფელობის უფსკრულში გაქრობისაგან გამოხსნის საშუალება.

4) მყოფობისადმი მრავალი ეგზისტენციალისტის ინტერესი გასაგები ხდება გ. მარსელის სიტყვებიდან: "მყოფობა - არის ის, რაც იმედს არ გაგიცრუებს, მყოფობაა ის, რითიც ჩვენი მოლოდინი გვირგვინდება"; მყოფობა - საკრალურია და საჭიროა მის სადარაჯოზე ყოფნა, საერთოდ, "წმინდა რეალობაა". ნ. ბერდიაევი ამის წინააღმდეგი იყო და მიიჩნევდა, რომ "მყოფობა არ არის პირველ-რეალობა, პირველ-ცხოვრება ან პირველ-ეხისტენცე, ის უკვე შემეცნების რაციონალიზებისა და ობიექტივირების პროცესის პროდუქტია, მყოფობა არის აზრის დაბადება". სხვაგვარად რომ ვთქვათ, მყოფობასთან მიმართებით სულის ცხოვრება პირველეულია.

5) ქრისტიანული თვალსაზრისით სამყაროს მყოფობის საწყისი ღმერთის შემოქმედებითი ჩანაფიქრია, რომელიც მისი სიყვარულის გამო თავისუფლად ხორციელდება და სრულად მოიცავს ყველა არსებას. ამ არსებებს ბოძებული აქვს შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებელი განვითარების გზით და თავისუფლად.

მყოფობდე, ანუ იყო, თუ გქონდეს - ეს არის ანთროპოლოგიურად გ. მარსელის ფილოსოფიაში და შემდეგ ე. ფრომის ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვანი ურთიერთდაპირისპირება: "მყოფობდე" ნიშნავს იყო პიროვნება და არა ინდივიდუალისტი, რომელიც მიისწრაფვის იმისათვის, რათა სულ უფრო მეტი და მეტი ჰქონდეს, ანუ ითვისებდეს საკუთარი ეგოისტური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მყოფობდე, ანუ იყო, ნიშნავს უარი თქვა საკუთარ თვითმოყვარეობაზე, ანდა მისტიკოსების ენით - "იყო (დარჩე) შეუვსებელი", "ღატაკი" - გასცემდე, სხვას უზიარებდე; სიყვარულში, აღტაცებასა და სიხარულში შეგეძლოს საკუთარის მსხვერპლად გაღება. ჭეშმარიტად მყოფობდე (როგორც ადამიანი) - ნიშნავს (ბიბლიურად), სათნო ეყო ღმერთს ან დადიოდე ღმერთის წინაშე (დაბ. 5). (რ. ჩ.)).

ბრაჰმანი - ერთიანი უმაღლესი ყოველი არსის საწყისი, რომელიც ყველა საგნის საფუძველშია; ძველინდური ფილოსოფიის მიხედვით ბრაჰმანი აბსოლუტურად სულიერია; ყოველგვარი მიწიერი ხატებისა და გაგებისათვის, გრძნობისა და გონისათვის მიუწვდომელია. ბრაჰმანი მხოლოდ რელიგიური ინტუიციის უმაღლესი აღმაფრენის პროცესში ვლინდება.

ბუდიზმი (სანსკრიტ. და პალიზე ბუდა - გაბრწყინვებული, გასხივოსნებული, გამოღვიძებული) - ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია, რომელიც გაუტამა ბუდამ დააარსა ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში, აღმოსავლეთ ინდოეთში და იმის გამო, რომ ინდუიზმის მიერ უარყოფილ იქნა, ძირითადად შორეულ აღმოსავლეთში გავრცელდა. იმის გამო, რომ ბუდიზმს ამქვეყნიურობისადმი უარყოფითი დამოკიდებულობა აქვს, მისთვის მეტაფიზიკა უინტერესოა. ბუდიზმი მიიჩნევს, რომ ამქვეყნიური სატუსაღოდან გასვლისათვის მისი ფუნდამენტისა და მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა სულაც არ არის აუცილებელი. ბუდიზმის სულიერი ქმედების საფუძველს ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება და რვამაგი გზა წარმოადგენს, მიზანი - ცხოვრების წყურვილის (ტრიშნას) მოკვლით ამქვეყნიური ტანჯვისაგან გათავისუფლება და ნირვანამდე - ზეყოფიერებამდე, არაამქვეყნიურ ცხოვრებამდე და სიკვდილამდე, მყოფობამდე და არმყოფობამდე მისვლაა. ბუდიზმში არ არის ნათლად გამოკვეთილი ღვთაებასთან კავშირი, არ ჩანს უფალთან პირადი ურთიერთობის გზები და ამ თვალსაზრისით, ბუდიზმი არ არის რელიგია. ძირითადი მიმართულება: ჰინაიანა - გულისხმობს ხსნის ვიწრო გზას (რომელშიც დღემდე მხოლოდ თჰერავადას სკოლა შემორჩა) და მაჰაიანა, რომელიც ფართო გზას გულისხმობს (და მასში მხოლოდ ლამაიზმის, ჩანისა და ძენის სკოლები მოქმედებს).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
ჰილემორფიზმი (ბერძ. hyle მასალა და morphe - ფორმა) საგნებში ნივთისა და ფორმის განუყოფლობა.
02.01.2014
გნოსტიციზმი - "რელიგიურ-ფილოსოფიური (თეოსოფიური) სისტემების ერთობლიობა, რომლებიც გამოიკვეთა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ორი ასწლეულის მანძილზე.
02.01.2014
ბუნებაზე ბატონობა - დასავლეთევროპულ კულტურაში აღიქმება, როგორც უფლება, რომელიც ადამიანის გარდა, რაც ბუნებრივია, მათ შორის ყველა სხვა არსებასთან მიმართებით
19.12.2013
მსოფლიო ჰარმონია (ლათ. ჰარმონია მუნდი) - უმაღლესი მშვენიერება და მსოფლიო მუსიკალური მელოდიურობის სულიერი შუაგული.
05.12.2013
რელიგიური გამოცდილების გადაგვარება - ი. ილინთან იგულისხმება: რელიგიის უმთავრესი შინაარსის - ადამიანის მიერ წმიდათა წმიდისა და ღმერთთან ურთიერთობის უნარის დაკარგვა.
21.11.2013
ხორცშესხმა - ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტება, რომელიც ღმრთისა და ადამიანის იესო ქრისტეში შეერთებას უკავშირდება.
24.10.2013
ვიტალიზმი (ლათ. - vita - ცხოვრება) - სწავლება იმის შესახებ, რომ უსიცოცხლო ნივთიერების გამორჩეულად აქტიურ პირველწყაროს ცხოვრების პროცესებში
10.10.2013
რელიგიური რწმენა - შესაქმის უმაღლესი პიროვნული საწყისის რწმენა, რომელთან კავშირიც ადამიანის ცხოვრებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია
26.09.2013
მრავალწლიანი (მრავალდროული) ფილოსოფია (ლათ. philosophia perennis) - 1) ეს არის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ფილოსოფია ყოველთვის იყო:
29.08.2013
ღვთივგამორჩეული ხალხი - წმინდა წერილის მიხედვით, იმისათვის, რათა ქვეყანაზე ერთი ცოცხალი ღმერთისა და მისი კანონის არსებობა დამოწმებული ყოფილიყო
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat