რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
ბუნებაზე ბატონობა - დასავლეთევროპულ კულტურაში აღიქმება, როგორც უფლება, რომელიც ადამიანის გარდა, რაც ბუნებრივია, მათ შორის ყველა სხვა არსებასთან მიმართებით
ადამიანს უფლებას აძლევს, იმოქმედოს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე და მხოლოდ საკუთარი შეხედულების შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, ასეთი დამოკიდებულება ბუნების დაპყრობისგან არაფრით არ განსხვავდება. წმინდა წერილში ვკითხულობთ: "და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თვისად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძინდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაი და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღვისათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა" (დაბ. 1: 26-28). სამყაროში ადამიანი ცენტრალურ სულიერ არსებას წარმოადგენს და ამიტომ, როგორც ბატონი და განმკარგველი, ის უნდა იყოს მოწოდებული, ღმერთის წინაშე, ბუნებაზე თავად აიღოს სრული პასუხისმგებლობა. ცოდვით დაცემამ ადამიანში ღმერთის რწმენა და სიყვარული გააქრო, ხოლო ბუნებასა და ადამიანს შორის გადაულახავი კონფლიქტი გააჩინა. დაცემულ სამყაროში ბუნებაზე ბატონობამ ბუნებასთან ბრძოლის სახე შეიძინა და ცხადია, რომ ეს ურწმუნო და უსიყვარულო ბრძოლა ზნეობრივად უნაკლო ვერ იქნებოდა. ქრისტიანობის გაჩენამ - ადამიანს ღმერთთან და შესაბამისად, ბუნებასთან შერიგების დაწყების საშუალება მისცა. მაცხოვრის მიერ გაღებული გამომხსნელი მსხვერპლის შემდეგ, ადამიანთან, როგორც უმაღლეს ღვთაებრივ ქმნილებასთან, ღმერთიცა და ბუნებაც მზად არის, კვლავ აღადგინოს ერთობითი დამოკიდებულება.


გნოსისი (ბერძ. "შემეცნება") - ძველბერძნულ ფილოსოფიაში სიღრმობრივი ცოდნა ან გონით კოსმოსის, ადამიანის ან ღვთაებრივი სამყაროს შეცნობა. გნოსისის პირობებია - კატარსისი (სულის განწმენდა), სათნოება და ადამიანის სამშვინველში გონის პრიორიტეტის აღიარება. გნოსისის მოტივია - ჭეშმარიტების სიყვარული (ეროსი); გნოსისის მიზანია - ერთიანის (ერთიანი - სიკეთეზე, აზრზე, ცხოვრებაზე, სრულყოფილებაზე, სილამაზეზე მაღლა დგას; შინაგანად განუყოფელია, მასში არ არის რაიმე სახის ისეთი პიროვნული თავისებურება, რაც შეიძლება მის გარეთ იყოს მიმართული), სიკეთის, სილამაზის, კოსმოსის, ადამიანის, და სამყაროში პიროვნების არსებობასთან დაკავშირებული ჭეშმარიტების შემეცნება. ფილოსოფიური გნოსისით დაინტერესებულთა ერთი ფრთისათვის ჭეშმარიტების მიმართ თვინიერი დამოკიდებულებაა დამახასიათებელი, ხოლო მეორეთა სურვილია ჭეშმარიტებას ისევე დაეუფლონ, როგორც მას ღმერთები ფლობენ; თუმცა, როგორც ერთნი ისე მეორენი, რწმენაზე მეტად, ცოდნის მაძიებლები არიან: "მე არ მწამს, იმიტომ, რომ არ მესმის", აცხადებენ ისინი. ფილოსოფიის მიღმა ტერმინი "გნოსისი" სხვაგვარად აღიქმება. გნოსტიციზმში გნოსისი სამყაროს შექმნის საიდუმლოს, ადამიანისა და მისი მიღმიერების რეალობებთან დაკავშირებულ ოკულტურ-მაგიურ და თეურგიულ ცოდნად გადაიქცა. მისი მთავარი ამოცანა გახდა მიღმიერი რეალობების შემეცნება, პიროვნებისა და მის გარეთ არსებული ძალების დაუფლება, მიწიერი შეზღუდულობის გადალახვისა და არაამქვეყნიურ სამყაროში თვითდამკვიდრებისათვის "უმაღლესის" (გნოსტიკოსების თვალსაზრისით) დაფარული სულიერი შესაძლებლობების გამჟღავნება. ადრეულმა ქრისტიანობამ ასეთ გნოსისში პიროვნული სიამაყით გამოწვეული ადამიანის გამანადგურებელი ღვთისმგმობელობა და "ღრმა სატანურობა" დაინახა და მას "ჭეშმარიტი გნოსისის" იდეალი დაუპირისპირა. ეს არის ადამიანის ცხოვრების, ღვთაებრივი მადლით და ნეტარი გზით წარმართვა, პიროვნების სამშვინველსა და სულზე მადლმოსილი ზეგავლენა, სამყაროს აღმშენებლობის, ისტორიის, კულტურის, ეკლესიისა და ადამიანის პიროვნულ სულზე ღვთაებრივი მადლმოსილების გავლენის შეცნობა. არაქრისტიანული გნოსტიციზმის საპირისპიროდ, ქრისტიანული გნოსისის შემუშავების მცდელობები ჯერ კიდევ III საუკუნეში, კლიმენტი ალექსანდრიელისა და ორიგენეს მიერ დაიწყო, ეს პროცესი ჩვენს სინამდვილეშიც გრძელდება. მაგრამ, ყველა ქრისტიანი, რომელსაც სურდა თავისი პიროვნული განვითარების გზა ქრისტიანული გნოსისის მიმართულებით გაეგრძელებინა, საკუთარ ეკლესიურ წრესთან და ხშირად იერარქიულ ძალებთან ურთიერთობებში სირთულეებს აწყდებოდა. უნდა ითქვას, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის გზები დღესაც არ არის მოძიებული (ალბათ ვერც მოიძიება, რადგან სადაც იკარგება რწმენა, იქ მთავრდება ქრისტიანობა - რ. ჩ.).



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
გნოსტიციზმი - "რელიგიურ-ფილოსოფიური (თეოსოფიური) სისტემების ერთობლიობა, რომლებიც გამოიკვეთა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ორი ასწლეულის მანძილზე.
19.12.2013
მსოფლიო ჰარმონია (ლათ. ჰარმონია მუნდი) - უმაღლესი მშვენიერება და მსოფლიო მუსიკალური მელოდიურობის სულიერი შუაგული.
05.12.2013
რელიგიური გამოცდილების გადაგვარება - ი. ილინთან იგულისხმება: რელიგიის უმთავრესი შინაარსის - ადამიანის მიერ წმიდათა წმიდისა და ღმერთთან ურთიერთობის უნარის დაკარგვა.
21.11.2013
ხორცშესხმა - ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტება, რომელიც ღმრთისა და ადამიანის იესო ქრისტეში შეერთებას უკავშირდება.
24.10.2013
ვიტალიზმი (ლათ. - vita - ცხოვრება) - სწავლება იმის შესახებ, რომ უსიცოცხლო ნივთიერების გამორჩეულად აქტიურ პირველწყაროს ცხოვრების პროცესებში
10.10.2013
რელიგიური რწმენა - შესაქმის უმაღლესი პიროვნული საწყისის რწმენა, რომელთან კავშირიც ადამიანის ცხოვრებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია
26.09.2013
მრავალწლიანი (მრავალდროული) ფილოსოფია (ლათ. philosophia perennis) - 1) ეს არის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ფილოსოფია ყოველთვის იყო:
12.09.2013
ღმერთკაცობა - ქალკედონური დოგმატის მიხედვით, ქრისტიანობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ პიროვნებაში - იესო ქრისტეში ერთდროულად არის სრული ღმერთი
29.08.2013
ღვთივგამორჩეული ხალხი - წმინდა წერილის მიხედვით, იმისათვის, რათა ქვეყანაზე ერთი ცოცხალი ღმერთისა და მისი კანონის არსებობა დამოწმებული ყოფილიყო
01.08.2013
უმიზეზო მიზეზი - არისტოტელეს მეტაფიზიკის თანახმად, მთელ კოსმოსში მიმდინარე პროცესების მიზეზთა ჯაჭვის საწყისი რგოლი ღმერთია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat