რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
არგუმენტი დაწყევლიდან - ეს არის მორალური არგუმენტის ნეგატიური ვერსია, რომელიც პ. ბერგერის მიერ იქნა შემოთავაზებული: ისეთი ამორალური პიროვნებების, როგორიც იყო ებრაელთა გენოციდის მთავარი ორგანიზატორი ადოლფ აიხმანი, ნამოქმედარის განსჯის გამო ჩვენი უდავოდ მართალი ზნეობრივი შემოთავაზება არ არის მოტივირებული რაიმე მორალით ან გემოვნებით, ის გაGნდა ამ არსების ყოფნის სრული უარყოფისა და დაწყევლის (წყეულიმც იყოს) გამო ზებუნებრივ განზომილებაში. ასეთი ადამიანების საქმე და ქმედება უბრალოდ ბოროტება კი არა, საშინელი ბოროტებაა და ამ დანაშაულიდან რაიმე სახის ზნეობრივი რელატივიზმის საბაბით თავის გამოხსნა სრულიად შეუძლებელია. გენოციდის ან მონობის ერთმნიშვნელოვნად და უკომპრომისოდ უარყოფით, ჩვენ ფაქტობრივად ვაღიარებთ, რომ არსებობს ზნეობის ტრანსცენდენტური ინსტანცია და მისი აბსოლუტური ბუნება - ეს ბუნება ღვთისგან მომდინარეობს.

არგუმენტი როისისგან
- ჯოსაია როისის კითხვაზე: "არის თუ არა სადმე სამყაროში ისეთი რეალობა, რომელიც უსასრულოდ ფასეულია", ყველა არსებული პასუხი, როგორც უსაფუძვლო, შეიძლება ადვილად იქნეს უარყოფილი, მაგრამ თავად ეს ეჭვნეულობა წარმოშობს მოსაზრებას, რომ ასეთ კითხვაზე დადებითი და აბსოლუტურად ჭეშმარიტი პასუხი უნდა არსებობდეს და ის მხოლოდ ყოვლისმომცველი და აბსოლუტური გონიდან შეიძლება მომდინარეობდეს. როგორც არასრულყოფილი მცდარი ადამიანური აზროვნებაა იმის მტკიცებულება, რომ არსებობს უმაღლესი აბსოლუტური გონი, ისევე, სამყაროში არსებული ბოროტებაა აბსოლუტური სიკეთის მტკიცებულება. ეს კი რელიგიის საფუძველია.

არქაულად აზროვნება
- მთლიანობაში უძველესი ადამიანების აზროვნებაა, რომელშიც კონკრეტული აბსტრაქტულისგან და ხატება იდეისგან, სიმბოლო რეალობისგან და ამქვეყნიური მიღმიერისგან არ არის გამოყოფილი. არქაულში სამყარო იმდენად ჩვეულებრივი, მრავალგვარი საგნების სახედ არ არის წარმოდგენილი, რამდენადაც მრავალ "შენ" პიროვნულად და კვაზიპიროვნულად, რომლებთანაც შესაძლებელია ურთიერთობა (ისევე, როგორც ანიმიზმში). აქ ჩამოყალიბებული ურთიერთობა ხატოვნად და მითოლოგიურად მოიაზრება და ვრცელდება, რისი დადასტურებაც სხვადასხვა ხალხის რელიგიური გადმოცემები და წიგნებია. "ჩვენი ენა ასეთი აღარაა; ის შესაძლოა ნაკლებად ერთიანი და კომპლექსურია, მაგრამ შედარებით გაცნობიერებული და ზუსტია, არქაულიდან მან არქაულ სხეულში გამოძერწილი გონებითი ჭვრეტა შეითვისა, ეს მას საშუალებას აძლევს, გონით მიგნებული აზრი მის კიდეში დააფიქსიროს" (ნ. ლოსკი). მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე კულტურაში არც ისე იშვიათად ვხვდებით არქაული აზროვნების მემკვიდრეობას.

არქეტიპი (ბერძ. arche და typos - წინასახე, ადრეული ფორმა) – 1) კ. იუნგთან: კოლექტიური ქვეცნობიერის შიგნიშიგანი (ძალიან ღრმა) "შინაარსგამოცლილი ფორმები", რომლებიც ინდივიდის ცნობიერებაში ჩნდება და ისეთ სპეციფიკურ ხატოვანებას იძენს, რომლის გააზრება და შესწავლაც უკვე შესაძლებელი ხდება. ასეთი არქეტიპი ადამიანის მოქმედების წამახალისებელ (მამოტივირებელ) ფაქტორად მოიაზრება. არქეტიპების აქტივიზაცია ადამიანის ცნობიერებისგან დამოუკიდებლად და ხშირად პიროვნების ნებისა და გონის საპირისპიროდ მოქმედებს. რელიგიის ისტორიაში არქეტიპების მოქმედებას უკავშირებენ სხვადასხვა ეპოქისა და ხალხების კოსმოლოგიაში, ანთროპოლოგიასა და ესქატოლოგიაში მოქმედ მითოლოგიურ არსებებს; აგრეთვე არქეტიპები მხატვრულ შემოქმედებაში, თანამედროვე ადამიანის პარანორმალურ გამოცდილებაში, სიზმრებში, ფსიქოპათიურ ბოდვაში და ისეთ მასობრივ ნეოწარმართულ ფორმებში ვლინდება, როგორიც არის ფაშიზმი: "არ არსებობს ისეთი უგუნურება, რომლის მსხვერპლიც, არქეტიპის გავლენის გამო, ადამიანები არ გამხდარან" (კ. იუნგი). 2. საკითხს უფრო მარტივად თუ მივუდგებით, არქეტიპებზე შეიძლება როგორც ისეთი ტიპის გარკვეულ ხატებებზე და მენტალურ სქემებზე ვისაუბროთ, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს თავისი ცხოვრების გამოცდილება გარე სამყაროსადმი დამოკიდებულების შესაბამისობაში მოიყვანოს, რაც შემდგომ მისი მოქმედების ფორმებში გამოვლინდება. 3. მ. ელიადემ უძველესი პრეისტორიული გმირებისა და ღმერთების მოქმედებას არქეტიპები უწოდა. მისი აზრით, შემდეგ სწორედ ამგვარი არქეტიპული მოქმედებები გადაიქცა ადამიანების ქცევებისა და ქმედებების ნიმუშებად: ასეთი იყო პირველი ბრძოლა, პირველი ქორწინება, პირველი ცეკვა და სხვა მაგალითები, რომლებიც მრავალჯერადი მიბაძვის საგანი გახდა.

ასეიზმი (ლათ.. a se esse - საკუთარი პიროვნებიდან მომდინარე მყოფობა, თვითმყოფობა) - აბსოლუტურად ყველაფრისგან ღმერთის სრული დამოუკიდებლობის, მისი უსასრულოდ დოვლათიანობის, მყოფობის სისრულის წარმოჩინება და მტკიცება. აქედან: ღმერთის დაუსაბამობის, მარადიულობის, დროისაგან დამოუკიდებლობის, მისი უკვდავების და ყოველი ქმნილის ყოფნის ღმერთის მყოფობაზე დამოკიდებულების აღიარება.

ასკეტიზმი (ბერძ. Askesis - ვარჯიში) - ტერმინი, რომელსაც იყენებდნენ სტოიკოსები და სხვა ძველი ფილოსოფოსები. ასკეტიზმი გულისხმობდა ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და სათნოებათა განვითარებისათვის საჭირო პრაქტიკულ ქმედებებს. აქ იგულისხმება თვითშეზღუდვები და თავშეკავებები, რომელთა დახმარებითაც ადამიანი საკუთარ სურვილებს ბოჭავს, უზენაესის შეცნობის საქმეში იწაფება და ამ გზით სრულფასოვან სულიერ ცხოვრებას აღწევს. ასკესის მიზანი - უგრძნობლობაა (აპათიაა), მაგრამ ფილოსოფიური ასკეტიზმის კრიტიკოსები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ მთავარი ვნება - სიამაყე (ამპარტავნება), ფილოსოფიური ასკეტიზმისათვის შეუვალია, რომ ასკეტიზმი ქრისტიანული სიყვარულით სისავსის გარეშე შეიძლება გულის გაბოროტებით ცდუნდეს. სხვაა ქრისტიანული ასკეტიზმი: ეს არის საკუთარი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვრის აღება და ქრისტეს გზით სიარული, დაწერილია: "ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე" (მარკ. 8:34). ქრისტიანმა უნდა აღასრულოს მაცხოვრის მცნებები სიყვარულის შესახებ, საკუთარი პიროვნება ღვთისა და მოყვასის მსახურებას მიუძღვნას. აქ უკვე თავისთავად იგულისხმება ყველაფერი დანარGენი: მუდმივი თვითდისციპლინა, მარხვა, ლოცვა, თავშეკავება, თმენა, ნებაყოფლობითი სიღარიბე და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ადამიანისგან ბერ-მონაზვნობის მოთხოვნა, ასკეზის სხვა გზას ბევრი ვერ პოულობს. "ქრისტიანული ასკეტიზმის მიზანი - სხეულის დაძაბუნება კი არა, სხეულის ფერისცვალებისათვის სულის გაძლიერებაა" (ვლ. სოლოვიოვი). იყო პიროვნება, ნიშნავს იყო ასკეტი, - წერდა ნ. ბერდიაევი. მისი აზრით: "ასკეზა თავისი არსით, არის პიროვნული ფორმების გამოვლინება და მისი ხატების დაცვა, აქტიური წინააღმდეგობის გაწევა ამა ქვეყნის ბატონის საქმეებისთვის, რომლითაც მას სურს გაანადგუროს და დაიმორჩილოს პიროვნება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
გნოსტიციზმი - "რელიგიურ-ფილოსოფიური (თეოსოფიური) სისტემების ერთობლიობა, რომლებიც გამოიკვეთა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ორი ასწლეულის მანძილზე.
02.01.2014
ბუნებაზე ბატონობა - დასავლეთევროპულ კულტურაში აღიქმება, როგორც უფლება, რომელიც ადამიანის გარდა, რაც ბუნებრივია, მათ შორის ყველა სხვა არსებასთან მიმართებით
19.12.2013
მსოფლიო ჰარმონია (ლათ. ჰარმონია მუნდი) - უმაღლესი მშვენიერება და მსოფლიო მუსიკალური მელოდიურობის სულიერი შუაგული.
05.12.2013
რელიგიური გამოცდილების გადაგვარება - ი. ილინთან იგულისხმება: რელიგიის უმთავრესი შინაარსის - ადამიანის მიერ წმიდათა წმიდისა და ღმერთთან ურთიერთობის უნარის დაკარგვა.
21.11.2013
ხორცშესხმა - ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტება, რომელიც ღმრთისა და ადამიანის იესო ქრისტეში შეერთებას უკავშირდება.
24.10.2013
ვიტალიზმი (ლათ. - vita - ცხოვრება) - სწავლება იმის შესახებ, რომ უსიცოცხლო ნივთიერების გამორჩეულად აქტიურ პირველწყაროს ცხოვრების პროცესებში
10.10.2013
რელიგიური რწმენა - შესაქმის უმაღლესი პიროვნული საწყისის რწმენა, რომელთან კავშირიც ადამიანის ცხოვრებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია
26.09.2013
მრავალწლიანი (მრავალდროული) ფილოსოფია (ლათ. philosophia perennis) - 1) ეს არის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ფილოსოფია ყოველთვის იყო:
12.09.2013
ღმერთკაცობა - ქალკედონური დოგმატის მიხედვით, ქრისტიანობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ პიროვნებაში - იესო ქრისტეში ერთდროულად არის სრული ღმერთი
29.08.2013
ღვთივგამორჩეული ხალხი - წმინდა წერილის მიხედვით, იმისათვის, რათა ქვეყანაზე ერთი ცოცხალი ღმერთისა და მისი კანონის არსებობა დამოწმებული ყოფილიყო
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat