აპოლოგეტიკა (ბერძ. Apologetikos - დაცვისათვის სასარგებლო) - რელიგიური პუბლიცისტიკის სფერო, ასევე თეოლოგიური ხასიათის დისციპლინა, რომელიც იცავს ამა თუ იმ რელიგიურ დოქტრინას.
ქრისტიანობაში სახარებისეული ცხოვრების გაგება მხოლოდ საეკლესიო სწავლების აღიარებამდე არ დაიყვანება. ამასთან, ერთად საკუთარი ნების ღმერთისკენ შემობრუნებას და სიყვარულში სრულ ერთგულებას, ღვთისა და მოყვასის მსახურებას ნიშნავს. რწმენას სინამდვილეში აპოლოგეტი კი არ იცავს და განამტკიცებს, არამედ ის, ვინც სულით მოინათლა და ავლენს ქრისტეს ჭეშმარიტ ერთგულებას. "სანამ ის არ არის, ჩვენ ვართ აპოლოგეტები... ცოტა მაინც გავაკეთოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ, შემდეგ - როდისმე იარაღი უნდა დავყაროთ" (კლაივ ლუისი).
აპოფატური ღვთის შემეცნება (ბერძ. Apophatikos - უარყოფითი) - ღვთისშემეცნების გზა, რომლის წინაპირობის მიხედვით ყველგვარი ქმნილება ღმერთთან შეუდარებელია; ამიტომ ყველა სიტყვა, სახელი, წარმოდგენა და გაგება, რაც ქმნილ სამყაროსთან დაკავშირებით გამოიყენება, ღვთის შემეცნებისთვის გამოუსადეგარია. თუ ღმერთს კეთილს ვუწოდებთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ყოველგვარ სიკეთეზე მაღლამდგომია, ზეკეთილია; თუ ვიტყვით, რომ ის არის, უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მყოფობა - ზემყოფობაა; თუ გვინდა ვთქვათ, რომ ის ბრძენია, უნდა განვმარტოთ, რომ ის ზებრძენია. თავისი არსით ღმერთი მიუწვდომელია, ტრანსცენდენტურია - ეს არის მთავარი აპოფატიკაში, ამიტომ როდესაც ღმერთს რაიმე სახელით ვიხსენიებთ მისი არსება კი არა, მისგან მომდინარე სამყაროში მომქმედი ენერგიები უნდა ვიგულისხმოთ.
არგუმენტი ალბათობიდან - ფ. ტენენტთან: თუ გვსურს გვესმოდეს, რას გვიამბობენ დღემდე არსებული მეცნიერულ-ემპირიული მონაცემების ულევი მასალები, სამყაროს არსის შესახებ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყოველგვარ ჰიპოთეზებთან შედარებით უპირატესობა თეიზმს ენიჭება, რადგან სწორედ იქ სუფევს ჭეშმარიტება. მაგალითად: იმდენად დიდია სამყაროში არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება და სიღრმე, რომ არ შეიძლება ყველაფერი ბრმა შემთხვევითობის წარმონაქმნად მიგვაჩნდეს. ერთმნიშვნელოვნად უნდა ვაღიაროთ, რომ ის რაც არსებობს, ბრძენი შემომქმედის მიზანმიმართული მოქმედების შედეგს წარმოადგენს. დაბოლოს, "საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და თეიზმი ერთი საერთო ფესვიდან აღმოცენდა", ხოლო ტენეტი, თავისი არსით, ყოველთვის თეოლოგიურ არგუმენტს ავითარებდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი