ანთროპომორფიზმი (ბერძნ. anthropos და morphe: "ადამიანის ფორმა") - (მაგ., ღმერთის, ანგელოზებისა და ცხოველებისათვის) ადამიანური ნიშნებისა და თვისებების მინიჭება.
საერთოდ მიიჩნევა, რომ გრძნობად აღქმებს მიჩვეული დაბალგანვითარებული არასრულფასოვანი გონი, ვერ აღიქვამს მაღალ იდეებს და ღვთის ხატს ანთროპომორფულად ხედავს. ასეთ შემთხვევაში ღმერთის ანთროპომორფული თავისებურებები მხოლოდ მეტაფორებად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოთქმული მოსაზრება, თითქოს ღმერთს ჩვენნაირი ნება, ჩანაფიქრი, გეგმა და მიზანი აქვს, მის პიროვნებას ვერ დაამცირებს. ღმერთი, როგორც პიროვნება, რომელმაც სამყარო თავისი სიყვარულით შექმნა, - უკვე მეტაფორა კი არა უმაღლესი გამოცხადებაა და ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, ღმერთის ასეთ ხატს სრული სერიოზულობით მივუდგეთ, რადგან ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, შესაბამისად, ის რაც ადამიანში საუკეთესოა ღვთაებრივი ცხოვრების მსგავსებაა.
ანთროპოცენტრიზმი (ბერძ. Anthropos - ადამიანი და ლათ. Centrum - ცენტრი) - 1) "ყველაფრის საზომი ადამიანია" (პროთაგორი) - ანთროპოცენტრიზმი ასეთ გამოკვეთილად ათეისტურ გაგებად ჩამოყალიბდა ანტიკურ ფილოსოფიაში. 2) ეს არის რწმენა, რომ - მთელ ქმნილებაში უმაღლესი არსება ადამიანია და ამიტომ მას სრული უფლება აქვს, ყოველ "ქვემდებარე არსებასთან" საკუთარი შეხედულების შესაბამისად იმ ზნეობრივი ნორმების გაუთვალისწინებლად იმოქმედოს, რომლებიც ადამიანთა შორის ურთიერთობაშია მიღებული. ასეთი ანთროპოცენტრიზმი - გარკვეული დათმობაა იმ ცდუნების მიმართ, რასაც შეიძლება სამყაროს მისაკუთრების სურვილი ვუწოდოთ; ამგვარი შეგრძნებები პოსტქრისტიანული ცივილიზაციებისათვის არის დამახასიათებელი და მას საკმაოდ დამაჯერებლდ აკრიტიკებენ ყველა მიმართულების ტრადიციული რელიგიები, ეკოლოგისტები, კოსმისტები და სხვა. "საბოლოოდ ცენტრში მოქცეული ეს არსება, როგორც ირკვევა, ძალიან მცირე კალიბრის ადამიანია" (მამა ალექსანდრე შმემანი). 3) იუდეო-ქრისტიანობა სრულიად სხვაგვარად არის ანთროპოცენტრისტული: იმისათვის, რათა ქვეყანა სამართლიანად და წმინდა ცხოვრებით იმართებოდეს, დაიძლიოს ღვთის ნების საწინააღმდეგო ქაოსი, ბოროტება, დეგრადაცია, სიკვდილი და ქმნილი სამყარო ყოფიერების უმაღლეს დონეს მიუახლოვდეს, ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად ადამიანი შექმნა და სწორედ მას მიანდო სამყაროს მართვა. ცოდვით დაცემა - ადამიანის უარი იყო ღვთის მიერ მონიჭებულ მისიაზე. ამ მოვლენის შემდეგ ადამიანს, ღმერთსა და სამყაროს შორის ურთიერთობამ გადარჩენასთან დაკავშირებული ისეთი დრამის სახე მიიღო, რომელშიც მთავარი იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი გახდა. მხოლოდ ასეთი მსხვერპლი იძლევა, როგორც ადამიანის, ისე მთლიანად ბუნების გადარჩენის საშუალებას. შედეგად გამოდის, რომ ადამიანი, როგორც თავისი უმაღლესი მოწოდების, ისე გადარჩენის თვალსაზრისით კოსმიურად ცენტრალური ფიგურაა, მაგრამ ეს არის ადამიანის არა ბუნებითი, არამედ გამოხსნის პროცესთან დაკავშირებული ცენტრალურობა. ამ შემთხვევაში ანთროპოცენტრიზმი ქრისტოცენტრიზმიდან მომდინარეობს.
ანთროპოლოგიურ-ეთნოგრაფიული მიდგომა რელიგიისადმი - ერთმანეთს ადარებს ე. წ. "პრიმიტიული ხალხების" და ცივილიზებული საზოგადოებების სარწმუნოებებს, წეს-ჩვეულებებს და სოციალურ ინსტიტუტებს (ე. ტაილორი, ჯ. ფრეზერი, ს. რაინახი და სხვ.). ამ თვალსაზრისით მსოფლიო რელიგიები მომდინარეობენ წინაპრების, ბელადებისა და გმირების, ბუნების ძალებისადმი შიშის, აგრარული კულტების, გრძნეულების, შამანიზმის, პარანორმალური ეროტიზმისა და ოკულტურ-მაგიური პრაქტიკიდან. მაგალითები: "რელიგია, არც მეტი და არც ნაკლები, უბრალოდ, ბუნებრივი მოვლენაა" (ს. რაინახი). რელიგია - საწყისში მაგიასა და დასასრულს - თანამედროვე ცივილიზაციისაკენ ისტორიული მსვლელობის პროცესს შორის რაღაც შუალედურია; როგორც რელიგიის, ისევე მაგიის ადგილი თანამედროვე სეკულარულ სივრცეში არ მოიპოვება (ლ. ფრეზერი). "მიცვალებულების პირველყოფილი კულტი სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილის შემდეგ საზოგადოებრივი მოვალეობების გაგრძელება" (მ. ებერტი). ე. ტაილორი კი ამტკიცებდა, რომ "უმაღლესი რელიგიები" და მათი ზნეობრივი კოდექსები პრიმიტიული ანიმიზმისგან წარმოიქმნა და იგი მოითხოვდა, რომ ქრისტიანობა ამ პროცესის გაგრძელებად ყოფილიყო მიჩნეული. ტაილორის მიხედვით ერთადერთი, რაც "უმაღლესმა რელიგიებმა" პრიმიტიულებს შემატეს "სამართლიანობის და სიწმინდის გაგება, აგრეთვე მოვალეობისა და სიყვარულის შეგრძნება" იყო. თუმცა, ეს საბოლოო დაზუსტება არ ცვლის ტაილორის თვალსაზრისის მთავარ არსს. მისთვის არ არსებობს სიყვარულისა და სიწმინდის არაამქვეყნიურობა. ამდენად, ეს არის რელიგიაში გამოვლენილი რედუქციონიზმის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია.
ანთროპომორფიზმი (ბერძნ. anthropos და morphe: "ადამიანის ფორმა") - (მაგ., ღმერთის, ანგელოზებისა და ცხოველებისათვის) ადამიანური ნიშნებისა და თვისებების მინიჭება. მიიჩნევა, რომ გრძნობად აღქმებს მიჩვეული დაბალგანვითარებული არასრულფასოვანი გონი ვერ აღიქვამს მაღალ იდეებს და ღვთის ხატს ანთროპომორფულად ხედავს. ასეთ შემთხვევაში ღმერთის ანთროპომორფული თავისებურებები მხოლოდ მეტაფორებად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოთქმული მოსაზრება, თითქოს ღმერთს ჩვენნაირი ნება, ჩანაფიქრი, გეგმა და მიზანი აქვს, მის პიროვნებას ვერ დაამცირებს. ღმერთი, როგორც პიროვნება, რომელმაც სამყარო თავისი სიყვარულით შექმნა, - უკვე მეტაფორა კი არა, უმაღლესი გამოცხადებაა და ჩვენ უფლებამოსილი ვართ, ღმერთის ასეთ ხატს სრული სერიოზულობით მივუდგეთ, რადგან ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, შესაბამისად, ის, რაც ადამიანში საუკეთესოა, ღვთაებრივი ცხოვრების მსგავსებაა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი