ანალიტიკური ფსიქოლოგია - სიღრმისეული ფსიქოლოგიის ნაწილი, რომელიც ადამიანის გაუცნობიერებელი საქციელის, სამყაროს მისეული გაგების, ადამიანის სულიერ ცხოვრებისა და რწმენის შესწავლას ემსახურება.
ანალიტიკური ფსიქოლოგია დაკავშირებულია კ. იუნგის სახელთან, მან ინდივიდუალურ არაცნობიერსა და კოლექტიურ საქციელსა შორის კავშირი გამოიკვლია, არა მხოლოდ ცალკე აღებული პიროვნების ფსიქიკურ სირთულეებში, არამედ ზოგადკაცობრიულ გამოვლინებებში, როგორც ადამიანის სულიერი ავადმყოფობისა თუ პრობლემების გამო წარმოქმნილი შედეგები. იმანუელ კანტისეული აგნოსტიციზმის გამო იუნგმა უარყო ზიგმუნდ ფროიდის დოგმატური ათეიზმი, არ მიიღო თეიზმი, ღიად დატოვა რეალურ სულიერ სამყაროს ბუნებასთან დაკავშირებული საკითხები და არ დაიყვანა ისინი რაიმე მშვინვიერი ინსტიქტების მოქმედების დონემდე. მისი აზრით, არ არის ფსიქოლოგიის საკითხი, არსებობს თუ არა ტრანსცენდენტური ღმერთი, მაგრამ ღმერთი, ყველა შემთხვევაში, ცხოვრების ღრმა ფსიქიკური ფაქტია და ის უნდა გვესმოდეს, როგორც ფსიქიკური რეალობა, ამიტომ იუნგი მიიჩნევდა, რომ ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. რელიგიურ ჭეშმარიტებებს ცხოვრებისეული და არა მეტაფიზიკური მნიშვნელობა აქვს და ადამიანის მშვინვიერ ყოფაზე ისინი დადებით ზეგავლენას ახდენენ, ხოლო ფსიქოთერაპიისა და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის აუცილებელ ელემენტებს წარმოადგენენ. ღმერთი კოლექტიურ არაცნობიერში, როგორც არქეტიპი არსებობს, ამ რეალობის უარყოფა ჩვენი ცხოვრების დამახინჯების ტოლფასია. მიუხედავად ამისა, იუნგისათვის რელიგია ნატურალისტული გაგებაა და მასში ღმერთის ტრანსცენდენტალობა დაკარგულია.
ანალოგია - თომიზმში: ადამიანის გონება ღმერთთან უშუალოდ კი არ არის დაკავშირებული, არამედ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მისი გამოვლინება შესაძლებელია დანახული იყოს მატერიალურ საგნებში; ამიტომ ცოდნას ღმერთის შესახებ ანალოგიური ხასიათი აქვს - ეს ცოდნა არასრულყოფილი და არაპირდაპირია. მაგრამ ასეთი ცოდნა იმ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ გამართლებულად, თუ შესაქმეს თავად ღვთაებრივი რეალობების ანალოგიურად ჩავთვლით: მაგალითად, სამყაროს უსასრულობაში გამოხატულია ღვთაებრივი უსასრულობა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ადამიანის გონიც ღვთაებრივი გონის ანალოგიურია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი