აქტივიზმი (ლათ. actio - ქმედება) - კათოლიკე მოაზროვნის მორის ბლონდელის, რომელიც რაციონალიზმისა და იდეალიზმის საწინააღმდეგო ფილოსოფია.
ბლონდელის ყურადღება რეალობის მუდმივმა ცვლადობამ და დინამიკაში ყოფნის პროცესმა მიიპყრო, მან მიიჩნია, რომ ფილოსოფიის საფუძვლი მოქმედება უნდა ყოფილიყო, რადგან ცხოვრების ცენტრში ყოფნა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი". მან ჩათვალა, რომ მოქმედება არა მხოლოდ ჩვენი სურვილი, არამედ მთელი ჩვენი არსის, მათ შორის ჩვენი გონის ნებაც უნდა იყოს. იმისათვის რათა ნათელი გახდეს მოქმედების ნამდვილი შინაარსი, ბლონდელი ყურადღებას იმ შეუსაბამობას მიაპყრობს, რაც მოქმედებასა და მის რეალიზაციას შორისაა: ეს ზღვარი ჩვენს ყოფიერებაში გადაულახავია და ამიტომ საჭიროა დაიძლიოს მიწიერება. მოქმედების ტრანსცენდირება ამავდროულად ღმერთის იმანენტურად ჩვენში ყოფნას ნიშნავს: "ყველაზე მეტად ჩვენ იქეთკენ ვილტვით, რომ ყოფა და ღვთის ქმედება ჩვენში ერთდროულად მიმდინარეობდეს". ასეთ შემთხვევაში ღმერთი ტრანსცენდენტული რჩება და ამ დროს ჩვენ კი არ ვქმნით, არამედ ღმერთის ქმედითობა გვეძლევა, - ჩვენი გამიზნული მოქმედების პასუხად ღმერთი გვეგებება, და ჩვენ ვივსებით მისი მადლით და გამოცხადებით. "ღმერთი ჩვენს ფიქრებში - ეს უკვე ქმედებაა", მიაჩნდა ბლონდელს და ასკვნიდა, გონით ღმერთის შეცნობა მხოლოდ მაშინ იძენს ნამდვილ შინაარსს, როდესაც ჩვენ ღმერთს მთელი ჩვენი არსით ვღებულობთ.
აქტიური და პასიური ინტელექტი - სქოლასტიკურ სწავლებაში შემმეცნებლის გონის უმაღლესი და დაბალი უნარები, ფუნქციები ან მხარეები: პასიური გონი მუშაობს ცალკეული საგნების გრძნობით მონაცემებზე, აწესრიგებს და ახდენს მათ სისტემატიზებას, მაგრამ მოცემულობათა სიღრმიდან მას არ ძალუძს გამოავლინოს საერთო იდეები (უნივერსალიები); აქტიური გონი თავისი "ბუნებრივი შუქით" ნათელს ჰფენს ნივთთა ხატებას და ავლენს მათ უნივერსალურ შინაარსს. თომა აქვინელის მიხედვით "აქტიური ინტელექტი ისევე აუცილებელია, როგორც სინათლე, იმისათვის, რომ ხედავდე". მოპოვებული უნივერსალიები "აქტიურიდან პასიურ გონს გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ ამ უნივერსალიებიდან საერთო გაგებებს გამოარჩევს. ამრიგად, აქტიური გონი თავად არ ქმნის უნივერსალიებს, ის მხოლოდ "აფიქსირებს" - ხედავს და გადასცემს პასიურ გონს, რაც მათი განსაზღვრისათვის უბრალოდ აუცილებელია. თომა აქვინელი მიიჩნევდა, რომ ღმერთის შეცნობა უშუალოდ გონის არც ერთ სახეს არ შეუძლია, ამის გაკეთება მხოლოდ ნაწილობრივად, ქმნილ სამყაროსთან ირიბი ანალოგიის საშუალებით არის შესაძლებელი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი