აქსიომა დამოკიდებულობის - რელიგიურად მოაზროვნე ადამიანის აქსიომა: "მე დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემგან განსხვავებულ არსებაზე ვარ დამოკიდებული" (რენე დეკარტი).
ეს არ ნიშნავს რომ მე დამოკიდებული ვარ საგნებზე, ცოცხალ არსებებზე, სხვა ადამიანებზე ან თუნდაც სამყაროზე - მათი არსებობა, როგორც ერთი რაიმე მოვლენა, ისევე საეჭვოდ შეიძლება მივიჩნიოთ, ამიტომ მე მხოლოდ ღმერთზე ვარ დამოკიდებული. "დამოკიდებულობის აქსიომა ყოველგვარ რელიგიურ აზრს კარგავს, თუ მას პანთეისტური ნატურალიზმის და უნივერსალიზმის თვალსაზრისით განვმარტავთ" (ბ. ვიშესლავცევი).
აქსიომები რელიგიური გამოცდილების - ი. ილინის მიხედვით: რწმენის სიმრთელე, სულიერება, თვითშემოქმედებითობა, გულითადი ჭვრეტა, კათარზისი, გულრწფელობა, მართლმადიდებლური განვითარების პროცესში პირველ რიგში სულიერი სიწმინდე; ასევე სხვა აღმსარებლობაშიც, თავმდაბლობა და სასოება. მიუხედავად იმისა, რამდენად განსწავლულია პიროვნება დოგმატურ სწავლებაში, კანონიკურ საკითხებში და რამდენად დიდი პრაქტიკა აქვს საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობისა: პიროვნების სულიერ გამოცდილებაში რაც უფრო კარგადაა გამოხატული ჩამოთვლილი "აქსიომები", მით უფრო ახლოსაა იგი ჭეშმარიტ მართლმადიდებლობასთან. "ქრისტიანობამდელი ისტორიის დიდი რელიგიური მოღვაწეები ძალიან იშვიათად დოგმატის და არც თუ იშვიათად რელიგიური გამოცდილების აქსიომების სახით, გარკვეული თვალსაზრისით, გზას ამზადებდნენ კაცობრიობის ქრისტესთან შესახვედრად".
აქტი (ლათ. Actus - ქმედება, "მოქმედებაში მოყვანილი") - არისტოტელესა და თომა აქვინელის ფილოსოფიაში სიმრთელემდე და სისრულემდე მისული ყოფიერების დასრულებული ფორმა, რომელიც უკვე აღარ არის პოტენციური, ანუ "ჯერ კიდევ არ შემდგარი", "არ წარმოქმნილი" ან რომელიც ჯერ კიდევ არის "ჩამოყალიბების პროცესში". "წმინდა აქტი" - არის აბსოლუტური, სამარადჟამო, ყოვლადშეუზღუდავი სრულყოფილება, რომელშიც გამორიცხულია ყოველგვარი პოტენციურობა, - ღმერთის ყოფიერება - არის აქტი ყოველგვარი აქტისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი