თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
ანთაძეთა გვარი
ანთარ - ლიხთ იმერეთს, ხოლო ანატორ - ლიხთ ამერეთს ნადირთ მფარველი ხვთისშვილი ყოფილა ძველ ქართველთა რწმენით. ანთარის ბოლომოკვეცილი ფორმა ანთა, ანთაი - კაცის საკუთარ სახელად ქცეულა.
გვარის სახელით "ანთ"-ფუძისანი არიან: ანთიანი და ანთელავანი - ოდიშარნი და ანთაიძენი - თუშნი, ანთაურნი - ხევსურნი და ანთელიძენი, ანთიძენი და ანთაძენი - გურულნი.
ძველთაგან გურიას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ანთაძეთა. ვიეთნი გლეხნი ყოფილან და ვიეთნი - აზნაურნი.
აზნაური ანთაძენი ჩანან გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში, რომელიც ძველთა მეფეთა და მთავართა სიგელ-გუჯართა მიხედვით შეუდგენიათ საგანგებოდ რუსთა ბატონობის ჟამს.
"ანთაძნებისოული" - ადგილის სახელად შემორჩენია გურიის ერთ სოფელს ახალშენს.
გასული საუკუნის შუა ხანებში გელათში უმოღვაწიათ ნიკოლოზ და კონსტანტინე ანთაძეებს. გელათში მღვდელ ნიკოლოზს გადაუწერია, ხოლო კონსტანტინეს დაუზუსტებია XV-XVIII საუკუნეთა ქართული ქრონიკა, რომელიც მეცნიერთაგან "ანთაძის გელათურ ქრონიკად" არის სახელდებული.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ანთაძენი გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი - ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ქართული ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა, ლიხთიქითელთა მხარეს, მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.
ამჟამად ანთაძენი ცხოვრობენ: გურიას, აჭარას, სამცხე-ჯავახეთს, საზღვარსიქითა მესხეთს, ზემო იმერეთსა და შიდა ქართლს. განსაკუთრებით მრავლად არიან ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხულოსა და ხელვაჩაურის მხარეებში.
საქართველოში ანთაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2220-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ანთაძეთა!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი