ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

ნაცვლიშვილთა გვარი
ნაცვლიშვილი - ხელობა-საქმიანობა-თანამდებობასთან დაკავშირებული გვარსახელების ჯგუფს მიეკუთვნება. ნაცვალი ქართული სამოხელეო აპარატის ერთ-ერთი თანამდებობა იყო, სანამ ქართული სახელმწიფოებრიობა გაუქმდებოდა. საქართველოში ნაცვლები მრავლად იყვნენ და რადგან ჩვენში წესად იყო "სამსახური გვარსა ზედა", - ანუ ესა თუ ის სამსახური, თანამდებობა გვარს ევალებოდა, მემკვიდრეობითი არ იყო, მაგრამ გვარში ტრიალებდა, - გასაკვირი არ არის, თუ სანათესაო ჯგუფს ან ოჯახს, რომელიც ნაცვლის თანამდებობაზე მსახურობდა თაობების განმავლობაში, ნაცვლიშვილობა გაჰგვარებოდა, თანამდებობა გვარად გადაქცეოდა. ასეა შექმნილი მრავალი ქართული გვარსახელი: ამირეჯიბი, გამგებელი, ერისთავი, ციხისთავი, მამასახლისი, ამილახვარი, მეღვინეთუხუცესი, სახლთხუციშვილი, მოურავიძე და სხვა.

ნაცვლიშვილი მრავალძირიანი გვარია და, შესაბამისად, მრავალბუდიანი, ნაცვლიშვილების სხვადასხვა წარმომავლობის ძირს სხვადასხვა დაბადების ადგილი, სხვადასხვა ბუდე აქვს - საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა საუკუნეში მრავალი ნაცვლის შვილებს ნაცვლიშვილობა გვარად გადაქცევიათ. ბუნებრივია, ყველა ნაცვალს თავისი გვარი ექნებოდა (ნაცვლებად გლეხებიც მსახურობდნენ და აზნაურებიც). დღეს ნაცვლიშვილების თითო ძირი თითო სხვადასხვა გვარისაა. მათ მხოლოდ გვარსახელი აერთიანებთ, ხოლო გვარმოდენილობა სხვადასხვა აქვთ.

ერთი ძველი ბუდე ნაცვლიშვილებისა ვაკე იმერეთში ჩანს, ერთიც - ზემო რაჭაში. ძველები ჩანან ნაცვლიშვილები ქვემო ქართლში, შიგნით კახეთსა და ქიზიყში. ნაცვლიშვილები ყოფილან ადრე მაჰმადიანი ისკანდეროვები და მუხანოვები საინგილოში. სხვათა შორის, შიდა ქართლის ნაცვლიშვილებში მონოფიზიტი და კათოლიკე ქრისტიანებიც გვხვდებიან.

ჩვენს ხელთ არსებული საისტორიო წყაროების მიხედვით, ნაცვლიშვილების გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1578 წლის ქუთაისის საყდრის მებეგრეთა დავთარში იმერეთის სოფელ ბაშში (დღევანდელი სამტრედიის რაიონი) ჩაწერილია ნაცვლიშვილთა 2 ოჯახი. ისინი საეკლესიო გლეხები არიან. მათი შთამომავალნი 1819 წლის ასევე საეკლესიო ყმათა სიაში უკვე 8 ოჯახად იხსენიებიან.

იმერეთის სამეფოს გვიანი შუა საუკუნეების სოციალური შინაარსის საბუთებში ნაცვლიშვილები ჩანან თავად წულუკიძეთა ყმა გლეხებად. წულუკიძეებს ყმები ჰყავდათ იმერეთშიც და რაჭაშიც.

შიდა ქართლში ნაცვლიშვილები ჩანან თავად თუმანიშვილთა მამულში ყმა გლეხებად და თავად აბაშიძეთა მამულში აზნაურებად, ხოლო ქვემო ქართლში ნაცვლიშვილები თავად ჯამბაკურ-ორბელიანთა აზნაურები ყოფილან. სახასო აზნაურები ყოფილან ნაცვლიშვილები კახეთშიც. ისინი იხსენიებიან როგორც 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე თანდართულ ქართველ აზნაურთა სიებში, ასევე 1801 წლის კახეთის ხალხთა აღწერაში, სადაც ნაცვლიშვილთა გვარი მებატონეთა სიაში წერია.

1850 წლის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში შეტანილია აზნაურ ნაცვლიშვილთა მხოლოდ 5 ოჯახი. აქედანაც ჩანს, რომ რუსული მმართველობის წლებში ხელოვნურად მცირდებოდა ქართველ თავად-აზნაურთა რიცხვი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატოვანთა ტახტის ძლიერებისათვის ნაცვლიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარცხენე სადროშოებში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში და ცალკე კახეთის ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში.

ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ნაცვლიშვილთა გვარის სახელი: "ნაცვლიანთ წყარო" - წყარო სოფელ მეტეხში (შიდა ქართლი), "ნაცვლიშვილების უბანი" - უბანი სოფელ საკრაულაში (იმერეთი), "ნაცვლიანთ კოშკი" - ნაკოშკარი სიღნაღის ციხის გალავანთან (ქიზიყი) და სხვა.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ნაცვლიშვილთთა გვარიშვილნი: XVIII საუკუნის დიდი ქართველი მწიგნობარი, თელავის სემინარიის ხელმძღვანელი და მეფე ერეკლეს თანამებრძოლი გაიოზ რექტორი ნაცვლიშვილთა გვარისა იყო. მარტო ეს ეყოფათ ნაცვლიშვილებს საამაყოდ; ჩვენს დროში ნაცვლიშვილები მოღვაწეობენ მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში. შეიძლება დავასახელოთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნათელა ნაცვლიშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი გია ნაცვლიშვილი, კომპოზიტორი თემურ ნაცვლიშვილი, პოეტი ნათია ნაცვლიშვილი, მხატვარი პაატა ნაცვლიშვილი, მსახიობი თემურ ნაცვლიშვილი, მომღერალი გია ნაცვლიშვილი და სხვანი.

ამჟამად ნაცვლიშვილები ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, ქართლში, კახეთში, ქიზიყსა და ჰერეთში. არიან საფრანგეთის, ინგლისის, შეერთებული შტატებისა და კანადის ძველი ტალღის ქართულ ემიგრაციაში.

საქართველოში ნაცვლიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3500 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ნაცვლიშვილთა!


ძოძუაშვილთა გვარი
ძოძუაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი ძოძი. ძუძუა მისი კნინობითი ფორმაა.

ძოძუაშვილი ერთძირიანი გვარმოდენილობაა ანუ ყველა ძოძუაშვილი ერთი წინაპრის შთამომავალია.

ერთძირიან გვარს ბუდე-პირველსაცხოვრისიც ერთი აქვს. ძოძუაშვილთა გვარი ქვემო იმერეთიდან იღებს სათავეს. სოციალური მდგომარეობით საბატონო და სახელმწიფო გლეხები იყვნენ. ასევე ნახსენები არიან როგორც სასულიერონი.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ძოძუაშვილთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. 1698 წელს დავით ჭაჭიაშვილმა მიწის ნაკვეთი მიჰყიდა შედან აბულვარდიშვილს: "ნებითა და შეწევნითა ღმრთისაითა ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მიზეზ-შემოუღებელი, დრო-მოუდევარი, ყოვლის ჩხუბისა და ხლათისაგან გამოსული წიგნი და სიგელი დაგიწერეთ და მოგეცით ჩვენ, ჭაჭიასშვილმან დავით და ძმამან ჩემმან იესემ, და პაპუნამ, და პეტრემ, და ქიტესამან და გარსევან, შვილთა და მომავალთა სახლისა ჩვენისამან, მოგყიდეთ მიწა ერთის დღისა, გზამდი მიწის თავსა შენ, აბულვარდიშვილს შედანს, შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა. ავიღეთ ფასი სრული და უკლებელი, რითაც ჩვენი გული შესჯერდებოდა. აღარა დარჩომილა რა შენსა და ჩემში სალაპარაკო. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან, როგორათაც თქვენს გულს უნდოდეს. არის ამის მოწამე თავად ღმერთი და კაცთაგან მოწამე აბულვარდიშვილი იონათამ, ანდერმანისშვილი ზაქარია, ლაგრაძე ზაალ, ძუძუასშვილი იესე. აწ ვინცა და რამდენცა ჩვენმან ნათესავმან გუარმან კაცმან შლად და ქცევად ხელ-ყოს, თავადაც რისხავს ღმერთი, მამა, ძე და სული წმინდა, ზეცისანი და ქვეყანისანი, შე-მცა-ედების კეთრი გეზისა, შიშთვილი იუდასი, ძრწოლა კაენისა, მეხთა-ტეხილობა დიოსკურესი, ცოცხლივ დანთქმა დათან და აბირონისი; ხოლო დამამტკიცებელი ამისი ღმერთმან აკურთხოს. მე გიორგის მღუდელს დამიწერია და მოწამეცა ვარ".

XIX საუკუნეში სოფელ ოფშკვითში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი ბესარიონ სიმონის ძე ძოძუაშვილი (1812-1845 წ.წ.).

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ძოძუაშვილები იხსენიებიან შემდეგ სოფლებში: ობშკვითში (სასულიერონი და საბატონო გლეხები), პატრიკეთში (საბატონო გლეხები), იმერეთის სოფელ მუხაყრუაში კი იხსენიება ძეძუაშვილი (სახელმწიფო გლეხი). მიგვაჩნია, რომ ძეძუაშვილი იგივე ძოძუაშვილია, რადგან ასეთი გვარი არც იმერეთში და არც საერთოდ საქართველოში არ გვხვდება. ალბათ ჩაწერის დროს დაუშვეს შეცდომა.

1913 წელს ქუთაისში დაარსდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, რომელთანაც დაარსების წლიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ძოძუაშვილი კირილე. ის იხსენიება 1916 წლის შემომწირავთა სიაში.

იმერეთის სამეფო ლაშქარში ძოძუაშვილების ადგილი შუაგულ სადროშოში იყო. ისინი, როგორც გლეხები, კომლზე კაცად გამოდიოდნენ.

იმერეთში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არსებობს სამი ადგილი, რომლებიც ძოძუაშვილების გვარს უკავშირდება: "ძოძუაშვილის ადგილი" - სახნავი სოფელ უკანეთში (წყალტუბოს რაიონი), "ძოძუაშვილის ველი" - ადგილი სოფელ ოფშკვითში და "ძოძუაშვილის უბანი" - უბანი სოფელ ოფშკვითში (წყალტუბოს რაიონი).

ძოძუაშვილთა გვარი კეთილად წარმოაჩინეს: მღვდელმა ბესარიონ ძოძუაშვილმა, საზოგადო მოღვაწემ კირილე ძოძუაშვილმა, კომპოზიტორმა გიორგი ძოძუაშვილმა და სხვებმა.

დღეს ძოძუაშვილები ცხოვრობენ ვაკე იმერეთის სოფლებში, ასევე - ქუთაისსა (70-მდე ოჯახი) და თბილისში (15-მდე ოჯახი). სულ ძოძუაშვილთა გვარი საქართველოში 500 სულს ითვლის.

ღმერთმა დალოცოს გვარი ძოძუაშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
05.03.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat