ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

სინაურიძეთა გვარი
სინაურიძე ორმაგი სუფიქსაციის მქონე, ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში უნდა ვივარაუდოთ წინაპრის საკუთარი სახელი. ქართველურ ანთროპონიმიკაში დასტურდება კაცის სახელები: სიდ, სინო, სინარ, სინატა. ცნობილია, რომ ქართული გვარსახელების "-ან" და
"-ურ" დაბოლოებები უფრო ძველია
"-შვილთან" და "-ძესთან" შედარებით. სავარაუდოდ, სინაურიძეთა გვარსახელის პირვანდელი ფორმა სინაური იქნებოდა, ხოლო "ძე" მოგვიანებით დამატებული ჩანს, მსგავსად ფორმებისა: სეთური - სეთურიძე, ილური - ილურიძე და სხვა.

ქართულ საისტორიო საბუთებში სინაურიძეთა გვარი XVIII საუკუნიდან იხსენიება. ისინი თავად აგიაშვილთა ყმა გლეხები ყოფილან. გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი სინაურიძე აგიაშვილთა სათავადოში მოხელეთა შორის ჩანს. უნდა აღინიშნოს, რომ XVIII-XIX საუკუნეების ზოგიერთ საბუთში სინაურიძეთა ზოგი ოჯახი სინოურიძის გვარით იხსენიება.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, სინაურიძეებს უცხოვრიათ იმერეთის შემდეგ სოფლებში: გუმბრაში (ამ სოფელში სინაურიძეც იხსენიება და სინოურიძეც, ისინი ყველანი საეკლესიო გლეხები იყვნენ), ტყაჩირში (აქ სინოურიძეები იხსენიებიან, ისინი საბატონო გლეხები იყვნენ), ვაკისუბანში (ეს სოფელი ამჟამად ქუთაისის ნაწილია, აქაური სინოურიძეებიდან ზოგი საბატონო გლეხი იყო, ზოგიც - საეკლესიო), ინაშაურში (აქ სინაურიძეები საბატონო გლეხებად იხსენიებიან).

იმერეთში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩენია სინაურიძეთა გვარის სახელი: "სინაურიძის მინდვრები" - ბუჩქნარი ადგილი სოფელ გუმბრაში, ამავე სოფელში ერთ უბანს "სინოურიძეების უბანი" ჰქვია, "სინაურიძის მიწები" - სახნავი ადგილი სოფელ ტყაჩირში, "სინოურღელე" - ღელე სოფელ წყალთაშუაში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის სინაურიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ, მეფისა ალმის მპყრობელთა სადროშოში.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ სინაურიძეთა გვარისშვილნი: სახალხო გმირი ჭაბუკა სინაურიძე, პოეტი ანდრია სინაურიძე, მოძღვარი ალექსი სინაურიძე და სხვანი.

ამჟამად სინაურიძეების ძირითადი ნაწილი ქუთაისში ცხოვრობს, არიან წყალტუბოსა და ვანის რაიონის სოფლებში, მცირე რაოდენობით - თბილისშიც.

საქართველოში სინაურიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 550 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი სინაურიძეთა!

ჭანკოტაძეთა გვარი
ჭანკოტაძეთა გვარსახელის ეტიმოლოგია უცნობია. ჭანკოტაძეთა გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთშია საძებნი. ზემო იმერეთში, სოფელ ილემის წმინდა გიორგის ბაზილიკურ ეკლესიაში, ერთ-ერთი სვეტის თავზე ასომთავრული წარწერა იკითხება: "გიორგისა ჭაკვთაძესა შეუნდოს ღმერთმა. მეუღლესა მისა თამარს შეუნდოს ღმერთმა. ამინ". ამავე სვეტის ფრესკაზე გამოსახულია პიროვნება ასომთავრული წარწერით: "ჭაკოტაძე გიორგი". წარწერები დაუთარიღებელია. სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ ეს გიორგი ჭაკვთაძე ან ჭაკოტაძე ილემის ეკლესიის ქტიტორი და ილემსა და ძირულაში დღესაც მცხოვრები ჭანკოტაძეების წინაპარი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიათურისა და ხარაგაულის ბევრ სოფელში ერთმანეთის გვარდით ცხოვრობენ ჭანკოტაძეები და ჭანკვეტაძეები, როლებიც ერთმანეთის ნათესავები არიან.

XVIII-XIX საუკუნეებში ზემოიმერელი ჭანკოტაძეები შიდა ქართლში, შიგნით კახეთსა და ჰერეთშიც განსახლდნენ. ძველ საბუთებში ჭანკოტაძე-ჭანკვეტაძეთა წინაპრები ხშირად ჭამკოტაძის გვარით იხსენიებიან.

1775 წელს იმერთა მეფე სოლომონ I-მა კაცხის მონასტერს განუახლა შეწირულობის სიგელი, რომელშიც წერია, რომ სოფელ ვაჭევში მცხოვრები გლეხები ადრევე მონასტრის ყმები ყოფილან, მაგრამ ჟამთა ვითარებისგან მონასტერს დაჰკარგვიან და ზოგი საბატონო გლეხი გამხდარა. მონასტრის გლეხები მეფემ ისევ მონასტერს დაუბრუნა. სიგელში იხსენიებიან ვაჭეველი აღდგომელ და გოგიტელა ჭამკოტაძეები.

1819 წლის კაცხის მონასტრის გლეხთა ნუსხაში ზემოხსნებული ჭამკოტაძეების შთამომავალნი უკვე ჭანკოტაძის გვარით იხსენიებიან. ვაჭევში მცხოვრებ საეკლესიო გლეხებს ნასყიდა და დათიკა ჭანკოტაძეებს მონასტრისთვის უნდა ეხადათ სხვადასხვა რაოდენობის პური, ღვინო, სანთელი და სხვა.

XIX საუკუნის I ნახევრის პირობის წიგნში, რომელიც აზნაურ ფირან მაჭავარიანისთვის მიუციათ მის ყმებს, ერთ-ერთ მოწმედ იხსენიება გლეხი დათუა ჭამკოტაძე.

გლეხი ჭანკოტაძეები ჩანან XVIII-XIX საუკუნეების სოციალური შინაარსის საბუთებში თავად აბაშიძეთა, თავად წერეთელთა და აზნაურ იაშვილთა მამულებში.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ჭანკოტაძეებს უცხოვრიათ იმერეთის შემდეგ სოფლებში: ილემში (აქ ჭანკოტაძეებიც ცხოვრობდნენ, ჭამკოტაძეებიც და ჭანკვეტაძეებიც, ზოგი სასულიერო წოდების ყოფილა, ზოგიც - საბატონო გლეხი), ვარძიაში (აქ საბატონო გლეხი ჭანოტაძეები ცხოვრობდნენ), კიცხში (საბატონო გლეხი ჭამკოტაძე), ნავარძეთში (საბატონო გლეხი ჭანკოტაძე და ჭამკოტაძე), კლდეეთში (საბატონო გლეხი ჭამკოტაძე), წევაში (სახელმწიფო გლეხი ჭამკოტაძე და საბატონო გლეხი ჭანკოტაძე), კვალითში (სახელმწიფო გლეხი ჭანკვეტაძე), ცხუნკურში (საბატონო გლეხი ჭაკვეტაძე), საზანოში (საბატონო გლეხი ჭანკვეტაძე) და სხვაგან.

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე კახეთის სოფელ შილდაში იხსენიება მამასახლისი ივანე ჭანკოტაძე. შილდელ ჭანკვეტაძეებს კარგად ახსოვთ, რომ მათი წინაპარი იმერეთიდან გადმოსულა და ჭანკოტაძე ყოფილა.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჭანკოტაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

იმერეთში ადგილს და ადგილს შემორჩა ჭანკოტაძე-ჭანკვეტაძეთა გვარისსახელი: "ჭანკოტაძეები" - უბანი სოფელ წევაში, "ჭანკვეტაძეები" - უბნები სოფელ ვაჭევსა და რუფოთში, "ჭანკოტაძეების უბანი" - უბანი სოფელ თვრინში, "ჭანკვეტაძეების უბანი" - უბანი სოფელ ვარძიაში, "ჭანკოტაძის ღელე" - ღელე სოფელ ზედა კლდეეთში, "ჭანკვეტაძეების წყალი" - წყარო სოფელ შიმშილაქედში, "ჭანკვეტაძის გარემო" - ვენახი და სახნავი სოფელ რუფოთში, "ჭანკოტოური" - ვენახი სოფელ ზედა კლდეეთში, "ჭანკვეტოური" - ადგილი სოფელ მუხურაში, "ჭანკვეტაძისეული" - ვენახი სოფელ ილემსა და ვარძიაში, "ჭანკვეტაძის წყარო" - წყარო სოფელ ტაბაკანში, "ჭანკვეტაძისეული" - სახნავი სოფელ წიფლავაკეში, აგრეთვე "ჭანკვეტაძეების წყაროები" - შიდა ქართლის სოფლებში ახალდაბასა და კაკალათხევში.

ამჟამად ჭანკოტაძე-ჭანკვეტაძეები ცხოვრობენ ძირითადად თერჯოლის, ზესტაფონის, ჭიათურის რაიონებში. შედარებით მცირე რაოდენობით არიან ხარაგაულის, ხაშურის, ბორჯომის, ქარელის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, სამტრედიის, ლანჩხუთის რაიონებში. იყვნენ აფხაზეთშიც.

საქართველოში 1000-ზე მეტი ჭანკოტაძეა და 1500-ზე მეტი ჭანკვეტაძე.

ღმერთმა ამრავლოს ჭანკოტაძე-ჭანკვეტაძეთა გვარი!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
05.03.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat