ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

გოგიძეთა გვარი
გოგიძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი. გოგი გიორგის შეკვეცილი ფორმაა. ორივე ერთობ გავრცელებული სახელებია საქართველოში. ქართველურ ანთროპონიმიკაში "გოგი" ფუძეზე შექმნილი რამდენიმე დერივატული გვარსახელი გვხვდება: გოგიშვილი, გოგიაშვილი, გოგავა, გოგია, გოგინაშვილი, გოგიძე და სხვა. ლაპარაკია გვარსახელის ფუძის მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე. შესაძლოა, ასეთი ნათესაობა თვით ერთი გვარის შიგნითაც არ იყოს. თუ შიდა ქართლის, იმერეთის, ლეჩხუმისა და აფშილეთის გოგიძეებს ეთნოგრაფიული მონაცემებით საერთო ბუდე ეძებნებათ ლეჩხუმში, ჩვენთვის უცნობია კახეთის, სამცხისა და აჭარის გოგიძეთა წარმომავლობა. შესაძლოა, გოგიძეთა გვარი მრავალბუდიანი და, შესაბამისად, მრავალძირიანი იყოს.

სოციალური მდგომარეობით გოგიძეები გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. აზნაურთა არც ერთ ჩვენთვის ცნობილ სიაში გოგიძეთა გვარი არ იხსენიება.

ქართულ საისტორიო საბუთებში გოგიძეთა გვარი პირველად XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში გვხვდება.

1700 წელს ვინმე ბეჟიტა გოგიბაშვილმა ვინმე მახარა ლომსაძეს წისქვილი მიჰყიდა. ნასყიდობის წიგნში ადგილის მომიჯნავედ იხსენიება ნინია გოგიძე: "გოგიძე ნინია ერთის კარის მონასყიდე არის". საბუთიდან არ ჩანს, სად მდებარეობდა ეს წისქვილი, რომ ნინია გოგიძის სადაურობა გავარკვიოთ, მაგრამ თუ აქ დასახელებული გვარების განსახლების არეალის მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ეს საბუთი სამცხეში იწერებოდა - გოგიბაშვილიც და ლომსაძეც მესხური წარმოშობის გვარებია.

შემდეგი საბუთი, რომელშიც გოგიძეთა გვარი იხსენიება, ასევე 1700 წლით თარიღდება. ეს გახლავთ შიდაქართლელი თავადის ქაიხოსრო ციციშვილის ყმა გლეხთა სია. ამ სიაში იხსენიება შიდა ქართლის სოფელ კარალეთში მცხოვრები მეკოდისპურე გლეხი გიორგი გოგიძე. კოდისპური გადასახადის ერთ-ერთი სახეობა იყო იმდროინდელ საქართველოში.

XVIII საუკუნის I მეოთხედის "კახეთის ხალხთა აღწერის" დავთარში იხსენიება გლეხი "გოგიძის შვილი რამაზა". კახეთის რომელ სოფელში ცხოვრობდა გლეხი რამაზა გოგიძე, გაურკვეველია - გრაგნილს თავი მოხეული აქვს, მაგრამ სიაში დასახელებული წინა და შემდეგი სოფლების (ართანა, ფშაველი, ფიჩხოვანი, მაღრანი) მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოფელი, რომელშიც ეს გოგიძე ცხოვრობდა, სადღაც ალაზანს გაღმა ანუ გაღმამხარის კახეთში მდებარეობდა. დღეს ყვარელში მცხოვრები გოგიძეების ერთ-ერთი წინაპარი სამი საუკუნის წინაც იმავე მხარეშია დოკუმენტურად ფიქსირებული.

1715 წლის ზემო ქართლის აღწერის დავთარში იხსენიება სოფელ ფცაში მცხოვრები გლეხი ოსიყმა გოგიძე.

XVIII საუკუნის 20-30-იან წლებში უნდა იყოს დაწერილი თავად მაჩაბელთა ერთი საბუთი, რომელშიც სამაჩაბლოს სოფელ ძარწემში მცხოვრები გოგიძე იხსენიება: "ესე წიგნი მოგეც მე, იასე მაჩაბელმა, ბიძაჩემმა ვახტანგ და ძმამან ჩემმა გოგიამ და ბარძიმ შენ, ჩემს ბიძაშვილს დავითს მაჩაბელს, შვილსა შენსა ალხაზს, ასე რომე შენს ძმას ლევანს ოსმალოს ვალი აეღო და ვეღარ მიეცა და გაქცეულიყო. მოვიდა იმისი მოვალე ბიძაჩემს თეიმურაზთან, ფაშის ბუირუთი მოუტანა და ის ვალი თეიმურაზს მიეცა. შენ რუსეთს იყავ და მოხველ და ლაპარაკი დაგვიწყე. ბედნიერის ხანის ბრძანებითა, ამილახვარმა გივმა ასე გაგვარიგა, რომ ძარწემს გოგიძე ჩვენ დაგვანება, სხვა რაც შენი და ფარსადანის კერძი მამული არის: ქურთას - ბასიშვილები და ხაბარელი, აბოწმინდას - მელაძე, მოურავი ოთარა და იმისი განაყოფები, ერთ პირათ სომეხი ზაქარა, შალუღასშვილები, ძლევისჯვარს ან გცხილვანს ან ნასყიდი საცა შენი რამ იყოს მთასა ან ბარში - სრული დამინებებია. შენთან ხელი არავის ქონდეს. თუ ის ურუმების თამასუქი გამოჩნდეს, ბათილ იყოს. არის ამისი მოწამე მოურავისშვილი ზაზა, ფავლენისშვილი იორამ, თაქთაქისშვილი ელისბარ, ფალავანდიშვილი უზბაში იასე. მე, ბოქაულს ლუარსაბს, დამიწერია და მოწამეც ვარ ამისი..."

ძარწემელი გოგიძე იხსენიება 1795 წლის მაჩაბლის ერთ საჩივრის წიგნშიც: "ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი დათუა მაჩაბელს მოსცეს.

მოწყალევ ხელმწიფევ, უწინდელს დროს ვისაც უსამართლო დაემართებოდა, თქვენს ხელმწიფობაში ყველას სამართალი მიეცა და მე ჩემის უბედურებით უსამართლოდ ვრჩები. ჩემის სახლის კაცისაგან ყმითა და მამულით აკლებული ვარ. თქვენს სიმაღლეს მრავალჯერ თავი ვაწყინე. მაგრამ ჩემმა უბედურობამ სისრულე არ მისცა. ახლა ამ უსამართლობასაც არ მაჯერებენ, თქვენგან ღვთიურის მოწყალებით რომ ცოცხალი ვარ და იმ ქვეყანაში ვარ, იქიდამაც ჩემს გამოძებასა ცდილობენ, ასეთს მიზეზებს მაძლევენ.

ღმერთი გაგიმარჯვებს, ერთის ოქმის წყალობა მიყავით, რომ ოსებს თავდებათ არავინ მიმცეს და იმ ქვეყნიდამ სრულებით არ დავიკარგო.

და ჩემის ყმის და მამულის სამართალიც დამემართოს, რომ მიმძლავრებით უჭირამთ ჩემის სახლის კაცებს და სხვათაცა: სვერი მთლად, ძარწემას გოგიძე, ხეთაში საბანაძე, საბაწმინდას, დიცს კაპარჭაძის მამული, კიდევ ჩემი ბარათის კაცნი..."

ძარწემელი გოგიძეები მაჩაბელთა საბატონო გლეხები ყოფილან. საბატონო გლეხები ყოფილან იმერეთის გოგიძეებიც.

1817 წლის ერთი ნასყიდობის წიგნიდან ირკვევა, რომ იმერელი გლეხი კაციელა გოგიძე ნემსაძის ყმა ყოფილა, მაგრამ ძველ ბატონს წასვლია და ახალ ბატონთან გადასულა: "ესე ნასყიდობის წიგნი აღგიწერე და მივართვით თქუენ თავადს ბეჟან წერეთელს ჩვენ ორმა ძმანმა კეთილშობილმა ნემსაძემ მღვდელმა პავლემ და ძმამან მისმან ბიჭიამ, ესრეთ და ესევითარად, რომელ ჩემმა კაცმა გოგიძემ კაციელმა თქუენი ყმობა ინება და თქუენ დამევაჭრეთ და მეც ნება დაგრთეთ და როგორც გული შემიჯერდებოდა, ისე სრული ფასი ავიღე თქვენგან და მოგყიდე ის ჩემი სამკუიდრო კაცი ზემოხსენებული კაციელა გოგიძე მკუიდრად, საშვილიშვილოდ, ყოვლის კაცისაგან ხელშეუვალად და მიუდევრად... მოწმე ქუთაისის მღთისმშობლის ეკლესიის დეკანოზი ნიკოლოზ გაბაონი და კუალად შუამდგომელი მღვდელმონაზონი პეტრე ასათიანი და კეთილშობილი თომა ავალიანი და გოგოლაშვილი პეტრე, მღვდელი ვასილ გორგაძე. მე, თავადი დავით წულუკიძე, ვსწერ თავადის ბეჟან წერეთლის და კეთილშობილის ბიჭია ნემსაძის მოთხოვნით და თანამოწამეც ვარ. აღიწერა სეკდემბრის კდ. წელსა ჩყიზ".

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, გოგიძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: გუმბრაში (საბატონო გლეხები), ქვილიშორში (საბატონო გლეხები და სასულიერონი), ყუმისთავში (საბატონო გლეხები) და ძეძილეთში (ასევე საბატონო გლეხები). სიები არასრულია.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და შუაგულ სადროშოებში და ცალკე კახეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

საქართველოში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა გოგიძეთა გვარის სახელი: გოგიძიანთი - ასე ჰქვია სამაჩაბლოს სოფელ თამარაშენის ერთ უბანს; გოგიძეების ქუჩა - გოგიძეებით დასახლებული უბანი იმერეთის სოფელ ქვილიშორში.

გოგიძეთა თავდაპირველი და უმთავრესი სალოცავი ლეჩხუმში, ცაგერში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაა.

გოგიძეთა გვარიდან ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ: იმერეთის სოფელ ქვილიშორის მღვდელი მათე გოგიძე (1810-1850), თელავის ფერისცვალების დედათა მონასტრის მონაზონი მართა გოგიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი შალვა გოგიძე, მესხეთის თეატრის რეჟისორი კახა გოგიძე და სხვანი.

ამჟამად გოგიძეები ცხოვრობენ: ცაგერსა და ცაგერის რაიონის სოფლებში: ქვედა ცაგერში, ზარაგულაში და ლაილაშში; გორსა და გორის რაიონის სოფლებში: კვარხითში, ტინისხიდში, ზეღდულეთსა და შინდისში; მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამოში, გლდანში, დიღომში; იმერეთში - წყალტუბოსა და წყალტუბოს რიონის სოფლებში: ყუმისთავში, გვიშტიბში, ხომულში, ქვილიშორში, გუმბრასა და ქვიტირში; აჭარაში - ქედის რაიონის სოფლებში: უჩხითში, ჭინკაძეებში, ჭალახმელაში; ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში: ურეხში, ქვედა სამებაში, ინჯალოში და ძაბლავეთში. იყვნენ აფხაზეთში: გულრიფშსა და ოჩამჩირის რაიონის სოფლებში ჯგერდასა და ილორში, აგრეთვე სამაჩაბლოს სოფლებში: აჩაბეთში, კეხვში, ხეითში, ძარწემში, ქემერტში, ქურთასა და თამარაშენში. გოგიძეები ცხოვრობენ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ხონში, ტყიბულში, ხაშურში, ყვარელსა და თელავში.

საქართველოში გოგიძეთა დიდი-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო ოდენობა 1800 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგიძეთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
05.03.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat