ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

ქოსაშვილთა გვარი
ქოსა - სხვათა ენაა. უწვერულვაშო

ქოსი - სხვათა ენაა. სპილენძ-ჭური, სპილენძის დოლი

ქოსა, ქოსირა, ქოსიკა - მეტსახელებია კაცისა

XII საუკუნეში საქართველოში არსებობდა გვარი ქოსაისძე. 1195 წლის თამარ მეფის შეწირულობის სიგელში შიომღვიმის მონასტრისადმი იხსენიებიან სოფელ სხალტბას მცხოვრები სვიმონ, გიორგი და იაბერ ქოსაისძენი, რომლებიც ორ ოჯახად ცხოვრობდნენ წყაროს სათავესთან. ისინი, როგორც სიგელიდან ირკვევა, დასავლეთ საქართველოდან ყოფილან შიდა ქართლში გადმოსულნი. "სახელით აფხაზთანი" - წერია მათზე. თამარ მეფემ ქოსაისძენი შიომღვიმის მონასტერს შესწირა და წყაროთ მკაზმავობა დაავალა.

შემდგომ საუკუნეებში ქოსაისძეთა გვარი აღარსად ჩანს. ამ გვარმა დღემდე ვერ მოაღწია. ყოველ შემთხვევაში, დღეს საქართველოში ქოსაისძის, ქოსაიძის ან ქოსაძის გვარს არავინ ატარებს.

XVII საუკუნის II ნახევრიდან ქართულ საისტორიო საბუთებში ჩნდება ქოსაშვილთა გვარის ხსენება, მაგრამ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისა, რომ ეს ორი მსგავსფუძიანი გვარი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. მხოლოდ ფუძეთა მსგავსება ასეთი მსჯელობისთვის საკმარისი არ არის. ჩვენს ხელთ არსებული საბუთების მიხედვით, ქოსაშვილები ჩანან შიდა ქართლში ერთ ადგილზე და ქვემო ქართლში სამ ადგილზე. სავსებით შესაძლებელია, მათ სხვადასხვა წარმოშობა ჰქონდეთ ანუ სხვადასხვა ქოსას შთამომავლები იყვნენ. ხოლო თუ მათ შორის ნათესაობა იყო, უფრო საფიქრებელია ქოსაშვილთა ქვემო ქართლიდან შიდა ქართლში გადასვლა, ვიდრე პირიქით.

1688 წელს გლეხმა გიორგი ქოსაშვილმა აზნაურ ოთარ ყორღანაშვილს სადღაც ბოგისხევში მიწა მიჰყიდა. ნასყიდობის წიგნიდან ირკვევა, რომ გოგია ქოსაშვილს ძმა ჰყოლია, სახელად ნასყიდა, და ძმისწულები გუგა და სეხნია. ნასყიდა ქოსაშვილი მოწმედ იხსენიება ამავე პერიოდის ყორღანაშვილთა ნასყიდობის წიგნებში. თუ ეს "ბოგისხევი" დღევანდელი სოფელი ბოგვია, მაშინ ქოსაშვილთა ეს სახლი ახლო ნათესაურ კავშირში უნდა იყოს 1721 წლის მოწინავე სადროშოს აღწერის დავთარში სოფელ ფარცხისში მოხსენიებულ შერმაზან და ბერუა ქოსაშვილების სახლთან. ეს ორივე სოფელი ალგეთის ხეობაში მდებარეობს ერთმანეთის მახლობლად. როგორც ცნობილია, ალგეთის ხეობის ქართული მოსახლეობა განსაკუთრებით დაზარალდა მტრის ხშირი შემოსევებისგან, ხოლო გადარჩენილი ნაწილი შიდა ქართლში გაიხიზნა.

1690 წლის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, ქოსაშვილთა ერთი შტო ჩანს ქვემო ქართლის სოფელ ურწაშენის რომელიღაც მოსაზღვრე სოფელში. ჩვენთვის ურწაშენის მდებარეობა გაურკვეველია. ასეთი სახელწოდების სოფელი დღეს აღარ არსებობს. სავარაუდოდ, ეს იყო აზნაურ შანშიაშვილთა მამული. უნდა აღინიშნოს, რომ, თუ აქაური ქოსაშვილების საკუთარი სახელების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი გრიგორიანთა სარწმუნოების მიმდევრები ყოფილან. მონოფიზიტები ყოფილან ტაშირის მხარეში, ყაფლანიშვილთა მამულის სოფელ წითელ ეკლესიაში მცხოვრები ქოსაშვილებიც. ამჟამად ქვემო ქართლში ქოსაშვილთა გვარი აღარ გვხვდება. XVII საუკუნის ბოლოს ქოსაშვილთა კიდევ ერთი შტო ჩანს შიდა ქართლში, სავარაუდოდ, სოფელ კავთისხევში.

ხელნაწერთა ინსტიტუტის საეკლესიო საბუთების ფონდში ინახება მეფე ერეკლე I-ის (1688-1703) წერილი თარხან-მოურავისადმი, საიდანაც ვიგებთ, რომ მეფეს გლეხი ქოსაშვილი აზნაურ მაღალაშვილისთვის უბოძებია. მაღალაშვილები საეკლესიო აზნაურები იყვნენ. ისინი მამულებს ფლობდნენ შიდა ქართლის სოფლებში კავთისხევსა და მეტეხში (დღევანდელი კასპის რაიონი).

XVII საუკუნის ბოლო მეოთხედის საბუთებში იხსენიებიან ძმები გოგია და ოქრუა ქოსაშვილები, რომლებსაც თავიანთი მამულები გაუყიდიათ სადღაც არწივის ბეგის მახლობლად. სად იყო ეს "არწივის ბეგი", ნასყიდობის წიგნებიდან არ ჩანს, მაგრამ ერთ შეთხვევაში მამულის მყიდველად დასახელებულია კავთისხეველი აზნაური ჩივაძე.

XVIII საუკუნეში უნდა მომხდარიყო ქოსაშვილთა გადასვლა კავთისხევიდან მეტეხში. შემდეგ მეტეხში დამკვიდრებული ქოსაშვილების ერთი შტო მეზობელ საეკლესიო სოფელ ქვემო გომში გადასულა. ქვემოგომელ ქოსაშვილებს ახსოვთ მათი მეტეხელ ქოსაშვილებთან ერთსისხლობა. ეს ამბავი უფრო გვიან, XIX საუკუნეში უნდა მომხდარიყო.

1805 წელს ანტონ II კათალიკოსმა საეკლესიო აზნაურს ნიკოლოზ ელიოზიშვილს და მის ბიძაშვილს, გომის მოურავს იოსებს, გომში მარან-საწნახელი და ყმა-მამული უბოძა. გავიდა თითქმის 100 წელი და უმემკვიდროდ დარჩენილმა უკანასკნელმა გომელმა ელიოზიშვილმა გომელი გლეხი ქოსაშვილი იშვილა და მთელი თავისი ქონება დაუტოვა. კათალიკოსისეული მარანი ახლაც დგას კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში და დღესაც ქოსაშვილებს ეკუთვნით. ასეთი რამეებიც ხდებოდა საქართველოში ბატონისა და ყმის ურთიერთობაში.

ქვემო გომში შემორჩენილია მიკროტოპონიმი "ქოსახევი" - მდინარე მტკვრის მცირე შენაკადი.

ქოსაშვილებს უცხოვრიათ მესხეთში, ასპინძის რაიონის სოფელ ინდუსაში. ისინი თავს თურქებად თვლიდნენ, თუნცა ქართულად ლაპარაკობდნენ. ინდუსელი ქოსაშვილები ქართველი მაჰმადიანები იყვნენ და 1944 წლის მასობრივ გადასახლებაში მოჰყვნენ.

ქოსაშვილები ცხოვრობენ ზემო რაჭაში, ონში. ისინი ქართველი ებრაელები არიან და, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა წარმომავლობა აქვთ. მათი დიდი ნაწილი ისტორიულ სამშობლოში გადასახლდა. აღსანიშნავია, რომ ქართველებსა და ქართველ ებრაელებს 600-ზე მეტი საზიარო გვარსახელი გვაქვს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა გვარის ძლიერებისათვის ქოსაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში ბარათიან-ორბელიანთა მეთაურობით და შუაგულ სადროშოში საეკლესიო ჯარების სარდალ გედევანიშვილთა მეთაურობით.

ამჟამად ქოსაშვილები ცხოვრობენ კასპსა და კასპის რაიონის სოფლებში მეტეხში, ქვემო გომსა და კავთისხევში (სულ დაახლოებით 15 კომლი), თბილისში (დაახლოებით 45 კომლი), ონში (5 კომლი) და მცირე რაოდენობით (ორ-ორი კომლი) - ქუთაისსა და ქობულეთში. ქოსაშვილები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ ისრაელში და მცირე რაოდენობით რუსეთში. ქოსაშვილები არიან ჩრდილო კავკასიაში, კრასნოდარის მხარეში, ეგრეთ წოდებულ "თურქ მესხთა" შორის, რაც თავისთავად არასწორი ეთნიკური სახელწოდებაა - ისინი მესხები, ესე იგი ქართველები არიან.

ქოსაშვილი საშუალო რიცხოვნობის გვარია.

საქართველოში ქოსაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 250 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ქოსაშვილთა!

გაგაძეთა გვარი
გაგაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი გაგა.

გაგაძე ერთძირიანი გვარმოდენილობაა - ყველა გაგაძე ერთმანეთის ნათესავია, ერთი წინაპრის შთამომავალია. ერთძირიანი გვარი ერთი ბუდიდან არის გამრავლებული და განსახლებული.

გაგაძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ნასოფლარი გაგაძენია თეთრი არაგვის ხეობაში, სოფელ ზემო მლეთის მახლობლად. ამ ნასოფლარში გაგაძეები XX საუკუნის 50-იან წლებამდე ცხოვრობდნენ, სანამ ზემო მლეთაში ჩასახლდებოდნენ. სოციალური მდგომარეობით გაგაძეები თავისუფალი მეთემე მთიელები იყვნენ.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, გაგაძეთა საგვარეულო სალოცავია "გაგაძეთ კვირაცხოველი" ნასოფლარ გაგაძენში. გაგაძეები წილს - საკლავის მარჯვენა ბეჭსა და ტყავს არ ტოვებდნენ მთიულეთის სათემო სალოცავში, ღუდას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატობაში; პირიქით, მათ ამ სალოცავში სადეკანოზო წილი ეკუთვნოდათ.

გაგაძეების გვარი საკმაოდ ძველია. ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, ეს გვარი XIV საუკუნიდან იხსენიება. პირველი წყარო, რომელშიც გაგაძე იხსენიება, არის ცნობილი საისტორიო თხზულება "ძეგლი ერისთავთა" (1348-1400 წლები). თხზულების იმ მონაკვეთში, რომელშიც სოფელი გაგაძენი იხსენიება, საუბარია XIII საუკუნის მოვლენებზე: "მაშინ წარვიდა ყოველი სპაი სპარსთაი. მაშინ მეფემან მიუბოძა შალვას თრუსოი, ღუდაი, გაგაძენი, მლეთა, არახვეთი, ხანდოი, ყანჩაეთი..." ეს შალვა, რომელსაც მეფემ სოფელი გაგაძენი უბოძა, ქსნის ერისთავი იყო. ჩვენთვის უცნობია, როდის უნდა მომხდარიყო გაგაძეთა გვარის ნაწილის გადასახლება არაგვის ხეობიდან ქსნის ხეობაში, მაგრამ XVII საუკუნის შუა ხანებში ეს გვარი უკვე იხსენიება ქსნის საერისთავოს სოფელ ყანჩავეთში.

1666 წელს ვინმე შანშე სეფედავლეშვილმა მამული მიჰყიდა თავად ქაიხოსრო რატიშვილს. მოწმე ყოფილა ლაზარე გაგაძე. რატიშვილთა გვარი ქსნის ერისთავთაგან განშტოვდა. ერისთავთა მამულის ნაწილი რატიშვილებს ერგოთ, მათ შორის სოფელი ყანჩავეთი. მოწმედ დასახელებული ლაზარე გაგაძე ყანჩაველი გლეხია.

1701 წლის რატიშვილთა ერთ ნასყიდობის წიგნში რატიშვილთა ყმად იხსენიება კიდევ ერთი ყანჩაველი გლეხი გამიხარდი გაგაძე. მთიულ გაგაძეთაგან ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო ბერი გაგაძე, რომელმაც თავი ისახელა 1727 წლის დიდველის ბრძოლაში, როდესაც ოსთა ლაშქარმა მთიულეთის წასახდენად გამოილაშქრა, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. ხალხური ლექსის მიხედვით, "შვიდი ათასი ოსისგან შვიდი გაუშვეს შინაო". ბერი გაგაძეს გმირობა ასახულია მთიელთა ხალხურ პოეზიაში.

1774 წლის არაგვის ხეობის აღწერაში გაგაძეთა ერთი ოჯახი იხსენიება ზემო მლეთაში, საიდანაც მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში ორი მეომარი გამოდიოდა - შიო და ოქროპირ გაგაძენი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი მლეთაში კი არა, სოფელ გაგაძენში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ერთკომლიანი, აღმწერებმა მლეთას მიაწერეს. აგრეთვე უნდა ვივარაუდოთ, რომ იმხანად გაგაძეთა რამდენიმე კომლი ქსნის ხეობის სოფელ ყანჩავეთშიც იცხოვრებდა.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გაგაძეთა გვარის მეომრები არაგველები - ქუდზე კაცად, ქსნელები კი კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.

1860 წლის აღწერით, ქსნელი გაგაძეები 6 კომლად ცხოვრობდნენ, არაგველები კი 4 კომლად.

1873 წლის მონაცემებით, ქსნელი გაგაძეები 10 კომლად ქცეულან, ხოლო არაგველები ისევ 4 კომლად დარჩენილან. როგორც ჩანს, მთიული გაგაძეების ნაწილი XIX საუკუნეში არაგვის ხეობის ჭართალის თემში ჩასახლდა. დღეს შირაქის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები გაგაძეები, რომლებიც იქ XX საუკუნის 30-იან წლებში გადასახლებულან, თავიანთ ძველ საცხოვრისად არა მლეთასა და გაგაძენს, არამედ ქართლის თემის სოფელ მუგუდას ასახელებენ.

ბოლო ოცი წელია გაგაძეებმა გვარის ერთობა აღადგინეს. ყოველი წლის აგვისტოს პირველი კვირადღე გაგაძეების დღეა. ამ დღეს მლეთაში იკრიბებიან არაგველი, ქსნელი, კასპელი, მცხეთელი, თბილისელი და შირაქელი გაგაძეები, ერთმანეთს ეცნობიან, საგვარეულო სალოცავს სანთლებს უნთებენ და წინაპრებს შენდობას ეუბნებიან.

საქართველოში გაგაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა დაახლოებით 350 სულია. შვიდსაუკუნოვანი გვარისთვის საკმაოდ მცირე რიცხვია.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გაგაძეთა!

მოამზადეს
ალექსანდრე და ნიკოლოზ ნაზღაიძეებმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
05.03.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat