ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

უშიკიშვილთა გვარი
უშა, უშო - ქართველური საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო უშკია და უშიკა იგივე სახელია კნინობით თქმული.

უშიკიშვილთა გვარის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი, ამდენად, მრავალი ქართული გვარის მსგავსად ეს გვარიც ეპონიმური ტიპის გვარია.

ზეპირი გადმოცემით, უშიკიშვილი მეორეული, შტონაყარი გვარია. უშიკიშვილთა ძველი, თავდაპირველი გვარი სისაური ყოფილა. ხევსური უშიკა სისაური ხევსურეთიდან თიანეთის მხარეში ჩამოსახლებულა და მის შვილებს და შთამომავალთ მისი სახელი გაუგვარდათ. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა - პირველად ჩამოსახლებული წინაპრის სახელი ახალი გვარსახელის საფუძველი ხდებოდა ხოლმე. ხევსურები წინარე გვარს, ძველ სალოცავს და პირველსაცხოვრისს ადვილად არ ივიწყებენ. პირველი უშიკადან დღევანდელ უშიკიშვილებამდე 10-11 თაობა იქნება გამოცვლილი, მაგრამ უშიკიშვილებში დღესაც დაცულია გადმოცემა მათი ხევსურობისა და სისაურობის შესახებ.

ხევსურეთში სისაურთა გვარის ორი შტო არსებობს. არიან ანატორელი სისაურები და ლიქოკელი სისაურები. ისინი ბიძა-ძმისწულის შთამომავალნი არიან. უშიკიშვილთა გვარის ფუძემდებელი უშიკა სისაური ბუდე-ხევსურეთის ლიქოკის ხევის სისაურთგანი იყო.

სისაურთა ძველი და მრავალრიცხოვანი გვარიდან უშიკიშვილთა გვარის გარდა სხვა გვარებიც განშტოებულან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მხარეში. დღევანდელმა უშიკიშვილებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მოძმენი არიან: მთიული ქვიცურები, გომურები და ჭიკაიძეები; ქსნისხეველი: დორეულები, ჭალისურები, წითურაულები და მწითურები; თუში იჭირაულები და თათრულაიძეები; თიანელი: გონჯილაშვილები, სულხანიშვილები, თურქიაშვილები, კახოშვილები, მგელიაშვილები, მოსიაშვილები და პატურაშვილები; წვერელი სამნიაშვილები, საგარეჯოელი ქურხულები, გრემისხეველი გოძიაშვილები და ტოტიკაშვილები; ერწოელი: ზამთარაშვილები, სისოშვილები და ზაზაშვილები; ბიწმენდელი მთიულიშვილები და ზემო იმერეთში მცხოვრები სისვაძეები. მოძმე გვარებს საერთო ძირი და ჯვარისყმობა აქვთ და ერთურთში ქალს არ ათხოვებენ.

ამ შემთხვევაში 26 შტონაყარი გვარი ერთ ძირზე მოდის. საკვირველი აქ არაფერია - ქართველ მთიელთა სხვა გვარებში უფრო მეტი შტოგვარიც არსებობს. ზუსტად იგივე მდგომარეობაა ბარელთა გვარებშიც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ბარად ხსოვნა მალევე დაკარგულა.

უშიკა სისაურის წინაპართა და შთამომავალთა სალოცავი იყო ხმალა და კოპალა (კარატის წვერისა), იგივე ხმალას ჯვარი და კარატის ჯვარი. როგორც ჩანს, ხევსური უშიკა ლიქოკის ხევიდან ზემო თიანეთის სოფელ ხოფცაში ჩამოსახლდა. ხოფცაში ერთ უბანს დღესაც უშიკიანი ჰქვია. აქედან განსახლებულან უშიკას შვილები და შვილიშვილები ახმეტა-თიანეთის სხვა სოფლებში. უშიკა სისაურის თიანეთში ჩამოსახლება XVII საუკუნეში უნდა მომხდარიყო, რადგან XVIII საუკუნის I მეოთხედში "კახეთის ხალხთა აღწერის დავთარში" საეკლესიო გლეხთა შორის უკვე იხსენიება უშიკიშვილთა ორი კომლი: "არის ხარჭაშნელის ყმა თვალივს, უშიკის შვილი დათუნა, კომლი ა, თავი ა, თოფი ა; იმის განაყოფი გამახარე, კომლი ა, თავი ა, თოფი ა".

ეს დათუნა და გამახარე უშიკისშვილები განაყრები არიან, შეიძლება ძმები ან ბიძაშვილები, ყოველ შემთხვევაში, ერთი სახლის შვილები არიან, ისინი უშიკის შვილები ან შვილიშვილები არიან, ხოლო გვარად ალბათ ჯერ კიდევ სისაურებად გრძნობდნენ თავს, როგორც მეორე-მესამე თაობის ჩამოსახლებულნი.

სოფელი ხოფცა სოფელ თვალივიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრით არის დაცილებული. შესაძლოა, იმხანად ხოფცა თვალივზე მიწერილ სოფლებში ითვლებოდა. აქ იყო ხარჭაშენის მონასტერი და იჯდა ხარჭაშნელი ეპისკოპოსი. როგორც ჩანს, ჩამოსახლებული ხევსური უშიკა სისაური ხოფცაში ხარჭაშენის მიწაზე დასახლდა და მონასტრის ყმა გახდა. მისი შვილებიც და შვილიშვილებიც საეკლესიო გლეხები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ უშიკის შვილებს ორივეს თოფით ლაშქრობა ევალებოდა, ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ მათ საშუალო გლეხზე მეტი შეძლება ჰქონდათ. ღარიბი, მშვილდოსან-შუბოსანი გლეხებისგან განსხვავებით, საშუალო გლეხები ფარ-ხმლით გამოდიოდნენ ლაშქარში, ხოლო თოფით ლაშქრობა შედარებით შეძლებულ გლეხებს ევალებოდათ.

დათუნა და გამახარე უშიკისშვილებისგან 3-4 თაობით დაცილებული მათივე შთამომავალნი უნდა იყვნენ 1801 წლის კახეთის აღწერაში მოხსენიებული ძმები: გლახა, პეტრე და გიორგი უშიკიშვილები. ისინი "თიანეთს ხარჭაშნელის ყმათა" შორის ირიცხებიან. მაგრამ მათ კომლს იქვე მინაწერი აქვს: "ახმეტას მყოფი". ესე იგი ამ დროისათვის ზემოთიანელი საეკლესიო გლეხების უშიკიშვილების სულ მცირე ერთი ოჯახი უკვე ახმეტაშია გადასახლებული. მათი სახელების გასწვრივ სიაში სწერია: "კომლი ა, თავი გ, მსახური". ამ ერთი კომლიდან სამი მეომარი გამოდიოდა და ისინი სოციალური მდგომარეობით მსახურ გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. მსახური გლეხი, მოყალნე გლეხისგან განსხვავებით, გადასახადებს არ იხდიდა. მისი სამსახური ლაშქარ-ნადირობა, ხლება და მასპინძლობა იყო. მისი სისხლის ფასი, ქართული სამართლით, ორჯერ მეტი იყო ბოგანო, ხიზან და მოყალნე გლეხთა სისხლის ფასზე.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის უშიკიშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გადმოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და შუაგულ სადროშოებში.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ უშიკიშვილთა გვარისშვილნი: მღვდელი გიორგი უშიკიშვილი, მღვდელმონაზონი იაკობ უშიკიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაკრინე უშიკიშვილი, ფოლკლორისტი, ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი, მხატვარი გოგი უშიკიშვილი და სხვა.

ამჟამად უშიკიშვილები ცხოვრობენ თიანეთის რაიონის სოფლებში: ხოფცაში, ჯიჯეთში, ზარიძეებში, ჟებოტაში, ძებნიაურებში და სხვა; თიანეთში, ახმეტასა და თბილისში.

საქართველოში უშიკიშვილთა და უშიკაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო ოდენობა 350 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი უშიკიშვილთა!


მუმლაძეთა გვარი

მუმლა - მეტსახელი პატარა, ტანდაბალი კაცისა, ნაწარმოები წვრილი მწერის მუმლის, ქინქლას საზოგადო სახელიდან.

მუმლაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია, რადგან მის ფუძეში დევს გვარის წინაპრის მეტსახელი.

მუმლაძე ერთძირიანი გვარმოდენილობაა. მუმლაძეებს ერთი წინაპარი ჰყავდათ. გვარში არ შეიმჩნევა განსხვავებული წარმომავლობის განშტოებანი.

სოციალური მდგომარეობით მუმლაძეები ყოველთვის გლეხები იყვნენ: სამეფო, საბატონო და საეკლესიო ყმები.

ზეპირი გადმოცემით, მუმლაძეთა გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთის სოფელი რკვია ყოფილა. თუმცა მუმლაძეთა ნაწილი გვარის პირველსაცხოვრისად ზემო იმერეთის სოფელ მანდაეთსაც მიიჩნევს. მაგრამ ერთძირიან გვარს ერთი ბუდე უნდა ჰქონდეს. ჩვენს ხელთ არსებული მუმლაძეთა გვართან დაკავშირებული ყველაზე ძველი წერილობითი წყაროები სოფელ რკვიას სასარგებლოდ მეტყველებს.

1605-1639 წლებით თარიღდება იმერთა მეფის გიორგი III-ის კაცხის მონასტრისადმი შეწირულობის სიგელი, რომლის მიხედვითაც, იმერეთის სოფელ რკვიაში მცხოვრები გლეხი იმედა მუმლაძე და მისი სახლიკაცი ნასყიდა ერთ კომლად მეფემ მონასტერს შესწირა.

1610-1630 წლების შეწირულობის სიგელიდან ირკვევა, რომ თავადის ქალს გულბუდან ჩხეტიძეს სოფელ რკვიაში მცხოვრები გლეხი ბეჟუა მუმლაძე თავის შვილებიანად კაცხის მონასტრისთვის შეუწირავს. გარდაცვლილი მეუღლის პაატა აბაშიძის მეაღაპედ შეწირულ გლეხ მუმლაძეს, საბუთის მიხედვით, მონასტრისთვის უნდა ეხადა: 1 ცხვარი, 5 კოკა ღვინო, 4 კოდი პური, ნახევარი ლიტრი სანთელი და ორი თეთრის საკმეველი.

ამ ორივე საბუთით, რკვიელი სამეფო და საბატონო გლეხები: იმედა, ნასყიდა და ბეჟუა მუმლაძენი საეკლესიო გლეხები გამხდარან.

გლეხკაცს კი ბატონის ყმობას ეკლესიის ყმობა ერჩივნა ყოველთვის.

1697 წლის წყალობის სიგელში, რომლითაც მეღვინეთუხუცესი და ატენის მოურავი, თავადი ქაიხოსრო ამირეჯიბი თავის აზნაურს გამცემრიშვილს ყმასა და მამულს უმტკიცებს, იხსენიებიან ქართლელი გლეხი მუმლაძეები: "...ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გიბოძეთ თქვენი მემკვიდრე გლეხი მუმლაძე დათუნა და მახარა და მისი ძმები, მისის მამულითა დღეს რისაც მქონებელი იყოს..." როგორც ჩანს, ზემო იმერეთიდან მუმლაძეთა შიდა ქართლში გადმოსვლის პროცესი ამ დროისთვის უკვე დაწყებულია.

1715 წლის რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით, მუმლაძეებს უცხოვრიათ შიდა ქართლში, ფრონეს ხეობის სოფელ თიღვაშიც.

1730 წელს იმერეთში თავადი ზურაბ აბაშიძე კაცხის მონასტერს სწირავს თავის ნაყმევ გლეხს სეხნია მუმლაძეს, ვაჭარ სომეხს მამუკა საფარაშვილს და ვაჭარ ურიას ბერი ჩლიქიშვილს. "...საჩვენო გამოსაღები არა ეთხოვებოდესთ რა... ერთი ლიტრა სანთელი მუმლაძემ უნდა მიიტანოს, როგორც სხუა საყდრის ყმანი მსახურებდენ, ესენიც ისრე მართებულად ემსახურნენ საყდარსა და საყდრის წინამძღუარსო", - ვკითხულობთ შეწირულობის სიგელში.

1819 წლის კაცხის მონასტრის მებეგრეთა სიაში იხსენიებიან სოფელ რკვიაში მცხოვრები საეკლესიო გლეხები: სიმონიკა, გოგიტა, ივანე, გოგია და ბეჟიკა მუმლაძენი. მათი ბეგარა იყო: 1 კოდი პური, 1 კოდი სიმინდი, 10 ჩაფი ღვინო, 1 ჩარექი სანთელი და მუშაობა მონასტრის მამულში.

აქვე იხსენიებიან სოფელ გაღმა რკვიაში მცხოვრები საეკლესიო გლეხები: სიმონიკა, ივანიკა, კვირია, გლახუა და გოგილა მუმლაძენი. მათ სხვადასხვა ოდენობის ბეგარა სდებიათ კაცხის მონასტრისა: სიმონიკა და ივანიკა მუმლაძეებს ემართათ 12-12 ჩაფი ღვინო, თითო ჩარექი სანთელი და მუშაობა, ხოლო დანარჩენებს - 6-6 ჩაფი ღვინო, თითო ჩარექი სანთელი და მუშაობა.

1840-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, მუმლაძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: ბაჯითში, ბოსლევში, დილიკაურში, კვალითში, მანდაეთში, მერჯევში, ნავარძეთში, საქარაში, ტაბაკინში, ფუთში, ღორეშაში, შროშაში, წევაში და ჭორვილაში. აქედან ტაბაკინელი მუმლაძეები, რკვიელების მსგავსად, საეკლესიო გლეხები იყვნენ, წეველები - სახელმწიფო გლეხები, ხოლო ყველა დანარჩენი სოფლის მუმლაძეები საბატონო გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. ისინი იყვნენ აბაშიძეთა, ცქიტიშვილთა, ზუბალაშვილთა, ლეჟავათა, კორძაიათა და სხვათა ყმა გლეხები.

1881 წლის კამერალური აღწერით, ქუთაისის გუბერნიის ყვირილას მაზრის სოფელ რკვიაში, მდინარე ყვირილას მარცხენა ნაპირზე ჩაწერილნი იყვნენ გლეხები: მალხაზ, გახუნა, ბესუკი, იოსებ, ივანე, მამუკა, იოსებ, სახიერ, კიკო, გოგია, სიმონ, ოქრუა, დათია, კაკუჩა, სვიმონ, ივანე, გიორგი მუმლაძეები. იმავე აღწერის მიხედვით, სოფელ რკვიაში, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირზე ცხოვრობდნენ: როსტომ, ქრისტესია, მერაბ, გიორგი, თევდორე, ეგნატე, იოსებ, ივანე, გიგო, სპირიდონ, პავლე, ბეჟან, ბეჟიკა და გიორგი მუმლაძეები - სულ 14 კომლი.

1888 წლის ცუცქირიძეთა ნასყიდობის ერთ ხელწერილს ამოწმებს ჩხირაულის სასოფლო საზოგადოების "სუდია" ფრიდონა მუმლაძე. 1894 წლის ცუცქირიძეთა პირობის კიდევ ერთ ხელწერილს ამოწმებს ჩხირაულის სასოფლო საზოგადოების "სუდია" ივანე მუმლაძე. როგორც ჩანს, ეს ფრიდონა და ივანე მუმლაძეები სოფელში კითხული კაცები იყვნენ. სოფლის "სუდიებს" ანუ მსაჯულებს სოფლის ყრილობა ირჩევდა.

1901 წლის ცუცქირიძეთა უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხის ბოლოში იხსენიება ამავე სოფლის მამასახლისი მუმლაძე (სახელი უცნობია). XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მუმლაძეებს ჩხირაული ხელში სჭერიათ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მუმლაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში.

იმერეთში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა მუმლაძეთა გვარის სახელი: "მუმლაძეების უბანი" - უბანი სოფელ გაღმა ბოსლევში, ვერტყვიჭალაში, კვალითში, სვირსა და ტაბაკინში; "მუმლაძეები" - უბანი სოფელ დიდწიფელაში; "მუმლაძეების ვაკე" - სახნავი სოფელ დილიკაურში; "მუმლაძეებისოული" - ტყე სოფელ ვერტყვიჭალასთან; "მუმლაძისოული" - სახნავი სოფელ ფუთში; "მუმლაძეების წყარო" - წყარო სოფელ ბოსლევში; "მუმლაძის კარი" - სახნავი სოფელ ზედა საქარაში; "მუმლაძის კლდე" - სახნავი სოფელ ღორეშაში; "მუმლაძისოული" - ვენახი სოფელ ლახუნდარაში; "მუმლაძის ყანა" - სახნავი სოფელ ნავარძეთში; "მუმლაძის ყანა" და "მუმლაძის წყარო" - სოფელ ტყემლოვანაში და სხვა.

ამჟამად მუმლაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში - თითქმის ყველგან, საქართველოს მთიანი რეგიონების გარდა. განსაკუთრებით მრავლად არიან: ზესტაფონის (250-ოდე კომლი), ჭიათურის (280-ოდე კომლი), ლაგოდეხის (140-ოდე კომლი) რაიონებში; ქალაქებში: ქუთაისში (70-ოდე კომლი), რუსთავში (90-ოდე კომლი) და თბილისში (250-ოდე კომლი). მარტო იმერეთში მუმლაძეთა გვარის დაახლოებით 700 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში მუმლაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5800 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი მუმლაძეთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat