ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

აბრამიშვილთა გვარი
გვარის სახელი ერთი აქვთ, ხოლო ძირად სხვანი და სხვანი არიან აბრამიშვილნი. რამეთუ აბრამ - საკუთარი სახელია კაცისა და სხვათა და სხვათა აბრამთა შთამომავალთ აბრამიშვილობა გვარის სახელად გადაქცევიათ ჟამითი ჟამად და ადგილ-ადგილ.

ჯერ XV საუკუნის ვარძიის შეწირულობის სიგელში იხსენიება ერთი ვინმე გლეხი აბრამიშვილი.

მერე XVI საუკუნეში ქვემო ქართლში ჩანან აზნაურნი აბრამიშვილნი, ალგეთზე, სოფელ ტბისში მცხოვრებნი, თავად ბარათაშვილთა ყმანი.

ამავ XVI საუკუნის დასაწყისში ქართლის მეფე კონსტანტინემ მამული უბოძა აბრამიშვილთა შიდა ქართლში, ჩიქუნურში, შიომღვიმის მონასტრის მახლობლად. მერე ეს მამული სადავოდ შექმნილა ათანასე აბრამიშვილსა და ბაგრატ მუხრანბატონს შორის.

XVII-XVIII საუკუნეთა სიგელ-გუჯრებით, აბრამიშვილთ უცხოვრიათ: საამილახვროში - კასპში, საჯავახოში - სიონეში, სათუმანიშვილოში - დარბაზში, საციციანოში - ატენში. საციციანოს აბრამიშვილთ საბარათიანოს აბრამიშვილთა დარად აზნაურობა მოუდიოდათ.

ყიზილბაშობის ჟამს ღალატით გატყდა საციციანოს ძამის ციხე. 1747 წელს შედგენილ ძამის ციხის ამოწყვეტის დავთარში აზნაური აბრამიშვილნიც იხსენიებიან.

ზემო იმერეთში, საფალავანდიშვილოსა და საწერეთლოში, სახლობდნენ აბრამიშვილნი, ვიეთნი გლეხნი და ვიეთნი აზნაურნი.

ბატონიშვილი იოვანე გვამცნობს, ვითარმედ ზემო ქართლის აზნაური აბრამიშვილნი იმერეთიდან გადმოსული ზნაური აბრამაშვილნი ყოფილან.

XVII საუკუნის ერთი საბუთით, მამასახლისის ძმისწული ესაია აბრამაშვილიც იყო და აბრამისშვილიც. XVIII საუკუნის სხვა საბუთით, ხუცესი ლაზარე აბრამიშვილიც იყო და აბრამაშვილიც.

ქართული სიგელ-გუჯარი აბრამიშვილთ და აბრამაშვილთ არ განასხვავებს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აბრამიშვილნი გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.

ამჟამად აბრამიშვილნი ცხოვრობენ ისევ ზემო იმერეთში, ქვემო და შიდა ქართლში და კიდევ ოდიშში, გურიაში, სამცხეში, ეწრო-თიანეთში, შიგნით კახეთში, გაღმამხარსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ხაშურის, ზესტაფონის, საჩხერისა და ჭიათურის მხარეში.

საქართველოში აბრამიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5500-ს ბევრად აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი აბრამიშვილთა!


გრძელიშვილთა გვარი
გრძელი - აღმა აზიდულს უწოდენ მაღალსა, ხოლო სწორედ წარზიდულსა - გრძელი (საბა).

გრძელი, გრძელა - მეტსახელი კაცისა.

გვარის სახელით "გრძელ"-ფუძისანი არიან: გრძელიანნი, გრძელიძენი, გრძელაურნი, გრძელიურნი, გრძელაშვილნი და გრძელიშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ზემო რაჭას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი გრძელიშვილთა.

ეგრე უბნობენ, გრძელიშვილთა მოძმენი არიანო შიდაქართლელი კუჭუაშვილნი.

ქართულ საისტორიო საბუთებში გრძელიშვილები XVIII საუკუნიდან ჩანან.

XVIII საუკუნის ხუცურით შესრულებული ხელნაწერი წიგნის, სახარებათა საკითხავების, ერთ მინაწერში იკითხება: "ღმერთო და ამ წმიდის სახარების მადლო, დაიცევით ორთა შინა ცხოვრებასა მოსავი თქუენი ამ წმიდის სახარების გამაახლებელი ცოდვილი მღვდელი გრძელიშვილი სიმონ, ამინ, უფალო. ვინ შენდობა მიბრძანო, ღმერთმან შენც შეგიწყალოს".

ამავ XVIII საუკუნეში გრძელიშვილთა გვარი ზემო იმერეთშიც იხსენიება. ეს არის 1720-1738 წლების წერეთელთა გაყრის წიგნი, სადაც დასახელებულია საწერეთლოში მცხოვრები გლეხი ნინიკი გრძელიშვილი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გრძელიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და მემარჯვენე მიმსვლელ-მცემელთა სადროშოებში.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ გრძელიშვილთა გვარისშვილნი: რეჟისორი კონსტანტინე გრძელიშვილი, ისტორიკოსი ლავრენტი გრძელიშვილი, ლიტერატურათმცოდნე სპირიდონ გრძელიშვილი...

ამჟამად გრძელიშვილები ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ონის, საჩხერისა და ლაგოდეხის რაიონებში.

თბილისში გრძელიშვილების 180-მდე კომლი ცხოვრობს.

საქართველოში გრძელიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2100-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გრძელიშვილთა!


ჭეიშვილთა გვარი
ჭეი - ძველქართული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ჭელა, ჭერა და ჭეხა იგივე სახელია კნინობით თქმული, სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით "ჭე"-ფუძისანი არიან: ჭელიძენი, ჭელაძენი, ჭელიშვილნი, ჭელიანი, ჭერაშვილნი, ჭეხაშვილნი, ჭეხანნი, ჭეიძენი და ჭეიშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

KARIBCHE


ძველთაგან ლიხთიმერეთს, გურიის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ჭეიშვილთა.

ეგრე უბნობენ, ჭეისშვილობა იგივე ჭელის შვილობა ანდა ბჭეის შვილობა არისო თითქოს.

ქართულ საისტორიო საბუთებში ჭეიშვილთა გვარი გვიანი ფეოდალიზმის დროიდან იხსენიება.

XVII-XVIII საუკუნეთა სოციალურ ურთიერთობათა ამსახველ საბუთებში გურიის სამთავროში ჭეიშვილები ჩანან თავად თავდგირიძეთა მამულებში.

1894 წლის ერთი საბუთის მიხედვით, გურიაში, ასკანის საზოგადოებაში მცხოვრები ჯაბულია ათას ძე ჭეიშვილი პირობის ხელწერილს აძლევს ხიდისთაველ თალაკვაძეს.

"ჭეიშვილის წისქვილი" - ადგილის სახელად შემორჩენილა ჭეიშვილთა გვარის სახელი გურიის სოფელ გურიანთაში.

ადრევე დაწყებულა ჭეიშვილთა გადასვლა გურიიდან ვაკე იმერეთსა და ოკრიბაში. იმერეთის ამ ხარეებში ჭეიშვილთა დამკვიდრების სიძველეს მათივე სიმრავლე ადასტურებს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჭეიშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ჭეიშვილთა გვარისშვილნი: ისტორიკოსი იოსებ ჭეიშვილი, მწერალი რეზო ჭეიშვილი, სამხედრო მოღვაწე ნიკოლოზ ჭეიშვილი... ჭეიშვილები ჩანან მედიცინისა და ტექნიკის მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში.

ამჟამად ჭეიშვილები ცხოვრობენ: გურიაში, იმერეთში, ოდიშსა და აჭარაში, არიან მცირედნი რაჭაში და დუშეთ-თიანეთის მხარეშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან: წყალტუბოს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მხარეებში. ჭეიშვილები ყოფილან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

ქუთაისში ამ გვარის - 300-მდე კომლი, ხოლო თბილისში 130-მდე კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ჭეიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 3100 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ჭეიშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat