ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

კაიშაურთა გვარი

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თეთრი არაგვის სათავეებში მდებარეობს მთიულეთის თემთა შორის ყველაზე მაღალმთიანი თემი - ხადა. ხადას თემში ჯვრის უღელტეხილის მახლობლად ვრცელი, ვულკანური წარმოშობის ზეგანია, რომელსაც მთიულები დიდველს ეძახიან. დიდველზე რამდენიმე სოფელი და ნასოფლარია. ერთ-ერთ სოფელს კაიშაურნი ან კაიშაურთკარი ჰქვია და სოფლის გამო ზოგჯერ დიდველსაც კაიშაურთველს უწოდებენ.

კაიშაურთკარში ამჟამად ძირითადად ჯაღმაიძეები ცხოვრობენ, რომლებიც იქვე ხევს გაღმა მდებარე ნასოფლარ ჯაღმიანთკარიდან გადმოსულან რამდენიმე ათეული წლის წინ. თითო-თითო ოჯახი სეთურიძეთა და ზაქაიძეთა მეზობელი სოფლებიდან - სეთურთკარიდან და ზაქათკარიდან შემომატებულან, მაგრამ კაიშაურთა გვარისა სოფელ კაიშაურთკარში აღარავინ დარჩენილა.

ხალხში შემორჩენილი გადმოცემები, სოფლის ეკლესიისა და საფლავის ქვების წარწერები და თვითონ სოფლის სახელწოდება გვიდასტურებს ამ სოფელში კაიშაურთა ცხოვრების კვალს. ეს ადგილი კაიშაურთა გვარის ბუდეა. აქ გაჩენილა გვარსახელი "კაიშაური" ანუ კაიშაურთა წინაპრებს აქ დარქმევიათ კაიშაურები. თვითონ წინაპრები კი უფრო შორიდან მოდიან. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა მოგვეჩვენოს, გადმოცემა ასე მოგვითხრობს: კაიშაურთა წინაპრები აფხაზეთიდან ყოფილან გადმოსულნი, თანაც მათი თავდაპირველი გვარი, არც მეტი, არც ნაკლები, შერვაშიძე ყოფილა.

სერგი მაკალათიას 1930 წელს გამოცემულ წიგნში "მთიულეთი" პირდაპირ აქვს მითითებული: "კაიშაურის წინაპარი გვარად შერვაშიძე ყოფილა, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსულა". რა თქმა უნდა, ბატონი სერგი ამ ცნობას ადგილობრივი მთხრობელების ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიტანდა თავის წიგნში. მსგავსი გადმოცემა ჩაიწერა ეთნოგრაფმა ვახტანგ ითონიშვილმა 1982 წლის მთიულეთის ექსპედიციაში მუშაობის დროს, დაბა ფასანაურში მცხოვრები 82 წლის ალექსანდრე ნიკოლოზის ძე კაიშაურისგან: "შერვაშიძეები ყოფილან გვარად აფხაზეთში, იქიდან წამოსულან. იქ მოხვდომია მკვლელობა, ვიღაც ახლობელი მოუკლავს. იმ კაცს ჰყოლია სამი ვაჟი. იქაც იცოდნენ სისხლის აღება. აყრილა ის კაცი და წამოსულა, წამოუყვანია შვილებიც. აქ მოსულან: ერთი შვილი დაუსახლებია გვიდაქეში, ერთი კაიშაურში და ერთიც ყაზბეგში. გვიდაქეში ვინც დასახლებულა, ადრევე უცოლოდ მომკვდარა, კაიშაური გამრავლებულა, ყაზბეგში რო ღუდუშაურია, იმ კაიშაურის ერთ ძმაზე მოდიან. აფხაზურად ღუდუ - კარგია, აქედან - ღუდუშაური. ეს ღუდუშაურები გვებიძაშვილებიან".

ხალხური გადმოცემის მეორე ვერსიით, თითქოს აფხაზეთიდან ლტოლვილ შერვაშიძეს მთიულეთში, დიდველზე ერთი შაურიანი უპოვია. "კაი შაურიაო", უთქვამს და გვარის სახელადაც კაიშაური შერქმევია.

ცოტა არ იყოს, საეჭვოდ გვეჩვენება ამგვარი ეტიმოლოგია. ჩვენს წინაპრებს, ვისაც სადმე რა სიტყვა უთქვამს, გვარსახელები იმის იხედვით არ დარქმევიათ. არც სიტყვა "ღუდუ" ითარგმნება აფხაზურად (კარგი აფხაზურად "აბზია"). და საერთოდ, ხალხურ ეტიმოლოგიასთან სიფრთხილე გვმართებს. თუმცა თავად ფაქტს, რომ ასეთი გადმოცემები ხალხში მართლაც არსებობს და სამეცნიერო ლიტერატურაშიც არის ფიქსირებული, ვერსად გავექცევით.

ვინ იცის, იქნებ იმ მოსულმა შერვაშიძემ მართლაც იპოვა ერთი კაი შაური დიდველზე, მაგრამ ეს არ უნდა გამხდარიყო მისთვის ახალი გვარსახელის შერქმევის მიზეზი.

მაინც რას უნდა ნიშნავდეს გვარსახელი კაიშაური?

სავსებით შესაძლებელია, ქართული გვარსახელების უმრავლესობის მსგავსად, ესეც ეპონიმური ტიპის გვარსახელი იყოს, ესე იგი, მომდინარეობდეს წინაპრის საკუთარი სახელიდან. ძველ საქართველოში გავრცელებული იყო მამაკაცის საკუთარი სახელები: კაიოს, კაისა, კაიშა. სამივე შემთხვევაში სახელის ფუძეა სიტყვა "კაი". "შა" - კნინობითი სუფიქსია. ამ სუფიქსით არის გაფორმებული სხვა საკუთარი სახელებიც: გიგა - გიგუშა, ლეგა - ლეგუშა, ღუდუ - ღუდუშა და სხვა. გვარსახელის დაბოლოება "ური" აღმოსავლეთ საქართველოს მთებში შემორჩენილი ძველი ქართული გვარის მაწარმოებელია და კუთვნილებას, მოდენილობას, ჩამომავლობას ნიშნავს.

ამრიგად, "კაიშაური" - კაიშას შთამომავალს ნიშნავს და არა კარგ შაურს. რაც შეეხება კაიშაურებში შემორჩენილ ხსოვნას, "ეს ღუდუშაურები გვებიძაშვილებიანო", შესაძლოა, აქ საქმე გვქონდეს მთაში ფართოდ გავრცელებულ შეფიცულობის ჩვეულებასთან, მით უმეტეს, რომ ერთ ხალხურ ლექსში პირდაპირ არის მითითებული ბარელი ფეოდალების ძალმომრეობასთან ბრძოლაში ღუდუშაურის მიერ კაიშაურის გვერდით დგომისა და მხარის გამაგრების შესახებ:

"შე ლომო კაიშაურო,
გაგიეთისა მჭირეო,
შვიდჯერ მოგიხდა ხელმწიფე,
ციხე შენ დაიჭირეო.
აზნაურობა მიიღე,
მამული დაიმკვიდრეო,
იქა გყავ ღუდუშაური,
მხარიც მან დაგიჭირაო".

მთიულეთის სინამდვილეში დადასტურებულია შემთხვევები, როდესაც "ხმალზე ნაფიცი" გვარები ერთმანეთს ბიძაშვილებად მიიჩნევდნენ და ქალსაც არ ათხოვებდნენ ერთმანეთში.

საინტერესოა, რომ ხალხურ ლექსში კაიშაური აზნაურად იხსენიება. კაიშაურის გვარის მთხრობელიც ადასტურებს გადმოცემას, რომ მეფემ მათ წინაპარს აზნაურობა უბოძა, მაგრამ დასძენს: "ხალხთან კაიშაურები აზნაურებივით კი არ იყვნენ. არც დიდი მამულები ჰქონდათო".

როგორც ცნობილია, მთიულეთის მოსახლეობის აღწერის დავთრებში არც ერთი თავადი და აზნაური არ იხსენიება. იქ თავადაზნაურობას არასოდეს უცხოვრია. მთიულეთის მოსახლეობა შედგებოდა თავისუფალი მეთემეებისგან. არც კაიშაურები იყვნენ აზნაურები. ხალხურ ლექსსა და გადმოცემაში ასახვა პოვა იმ გარემოებამ, რომ კაიშაურთა გვარი, სხვებთან შედარებით, ეკონომიურად და სოციალურად მართლაც აღზევებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთი კაიშაური, სახელად ლაზარე, ქსნელ-არაგველთა მთავარი სალოცავის, დიდი ლომისის წმინდა გიორგის რკინის კარზე ამოკვეთილ ხუცურ წარწერაში იხსენიება კარის შემჭედელ-შემომწირველთა შორის. მეორე წარმომადგენელი კაიშაურთა გვარისა, სახელად პაპი, დიდველის მთავარი სალოცავის, წმინდა სამების, ხევისბერად შემორჩა ხალხის ხსოვნას.

1774 წლის არაგვის ხეობის აღწერაში ხადას კაიშაურთკარს შვიდი კომლი იხსენიება:

"კაიშაური ზარიბეგის შვილი ნიკოლა, ზარიბეგ, გივი და ბერი. აქავ კაიშაური გამახარას შვილი ელისბარ. აქავ კაიშაური გამახარას შვილი ბალა და ნადირა. აქავ კაიშაური ქიტის შვილი ბეჟან და იასე. აქავ კაიშაური ჯაიგისას შვილი ფისან. აქავ კაიშაური პაპას შვილი გიორგი და ბერი. აქავ კაიშაური ჯანას შვილი ბისლან".

1781 წლის ქსნის ხეობის აღწერაში სოფელ საძეგურში კაიშაურთა ორი ოჯახი ჩანს: "აქავ კაიშაური ზაქარია, შალვა, მგელია და კაიშაური (საკუთარი სახელია). აქავ კაიშაური ხადო".

ეს აღწერები მეფე ერეკლეს ბრძანებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქვეყნის ბრძოლისუნარიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენას. როგორც ამ მასალებიდან ირკვევა, მხოლოდ ქსნელი და არაგველი კაიშაურებიდან მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში გამოდიოდა 18 მეომარი.

ამ აღწერებამდე ცოტა უფრო ადრე, XVIII საუკუნის I მესამედის კახეთის აღწერის დავთარში კაიშაურების ერთი ოჯახი იხსენიება შიგნით კახეთის სოფელ კისისხევში. ეს კაიშაურები კახეთში ალბათ ახალი ჩამოსახლებულები იყვნენ. აღწერის დავთარში ისინი ბოგანოებად ჩაუწერიათ. 1801 წელს არაგვის საერისთავოს მფლობელმა ვახტანგ ბატონიშვილმა თარხნობის სიგელი უბოძა ზარიბეგ, გივი და გამახარე კაიშაურებს:

"წყალობითა ღვთისაითა, ჩვენ იესიან-დავითიან-პანკრატოანმან, ძემან საქართველოისა მეფის ირაკლი მეორისამან, მპყრობელმან სრულიად არაგვისამან, ბატონიშვილმან, პატრონმან ვახტანგ ესე წყალობის წიგნი და სიგელი გიბოძეთ შენ, ჩვენსა ერთგულად მოსამსახურესა ყმასა ჩვენსა მთიულს კაიშაურს ზარიბეგსა და ძმათა შენთა გივსა და გამახარეს, ასე რომ მისი უწმინდესობა აოსიანთ, კათალიკოს-პატრიარქი თავადი მხარგრძელი იოსებ, რუსეთიდამ მობრძანდა, და თქვენ იმისთვის თქვენის შეძლებისაებრ ჯეროვნად გემსახურათ და მათი სამსახური ჩვენთვის დიდი სასიამოვნო იყო, მათი უწმინდესობა შუა შემოვიდა და თქვენი სითარხნე გვთხოვა, ჩვენც ვისმინეთ მოხსენება თქვენი და იმათის პატივისცემისთვის გიბოძეთ სითარხნე და აზატობა, ასე რომ არა გეთხოვებოდეს რა საჩვენო სათხოვარი და გამოსაღები, არა ყალანი, არა სამასპინძლო, არა პური და არა საკლავი, ერთი ლაშქარ-ნადირის მეტი, და ხატის მამული რომ გიჭირავთ, ისიც თქვენ უნდა გეჭიროთ და რაც იმ მამულს ხატის დებულება აძეს, ის კი უკლებრად უნდა აძლიოთ, რომ ხატს თავისი სამსახური არ მოეშალოს. გიბრძანებ, კარისა ჩვენისა მოხელენო და მთიულეთის მოურაო, ბრძანება ესე ჩვენი თქვენცა ასე დაუმტკიცეთ და ნუ ვინ მოუშლით თვინიერ შეწევნისა კიდე. აღიწერა ხელითა კარისა ჩვენისა მღვდლის ჭონქაძისა, თუესა მარტსა დ. ქორონიკონსა უპთ".

სიგელი ინახება საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში.

კიდევ ერთი ცნობილი კაიშაურის სახელი ახსოვთ დიდველის სოფლებში. ეს იყო საკმაოდ შეძლებული კაცი, მთაში ცხვრისა და ბარად ვენახების პატრონი, განათლებული, "შვიდი ენის მცოდნე" და "მთის არწივად" წოდებული, ალექსანდრე ყაზბეგის მეგობარი შიო კაიშაური.

მის პიროვნებაზე მეტყველებს ერთი შემთხვევა, რომელსაც მთიული მთხრობელები დღესაც იგონებენ. ერთხელ მუხრან-ბატონის ცხვარი ამოურეკავთ ხადას მთებში საზაფხულოდ. იმხანად მთიულეთის საძოვრები მთიულეთის ცხვარს ვეღარ იტევდა. შიო კაიშაურის მოჯამაგირეებმა არ დააყენეს მუხრან-ბატონის მოჯამაგირეები და ცხვარი უკან გაარეკინეს. მუხრან-ბატონს სასამართლოში უჩივლია. შიოს სამართალშიც თავისი გაუტანია და მერე მუხრან-ბატონისთვის შეუთვლია: "მანდ შენა ხარ ბატონი, აქ - მეო".

XIX საუკუნეში უმოღვაწია მღვდელ შიო კაიშაურს. ეს სხვა შიო კაიშაურია. "განათლებულმა შიო მღვდელმა გახსნა აქ შკოლაო", - იგონებენ ღრმად მოხუცი მთიულები, რომლებსაც იმ "შკოლაში" უსწავლიათ წერა-კითხვა. 100 წელზე მეტია, რაც კაიშაურთკარში სკოლა არსებობს. მისივე გარჯით აშენებულა სოფელ კაიშაურთკარის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის სამრეკლოზე შემდეგი სამშენებლო წარწერა იკითხება: "1899წ. შეწევნითა ღვთისითა აშენდა ესე ტაძარი მეფობასა შინა იმპერატორ ნიკოლოზ II და ფლავიანე ეგზარხოსის დროს. ამა ტაძრის აღშენებაში დიდი შრომა მიუძღვით ადგილობრივ მღ. შ. კაიშაურსა და სოფ. კაიშაურს, ჯაღუმიანთ, ზაქათ, სეთურთ, სოყურიანთ და ქუმლისციხლებს. მათი შრომისთვის იყავი შემწე წმ. დიდო მთავარმოწამეო გიორგი ამიერითგან უკუნისამდე აქა მოხსენებულთათვის".

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის კაიშაურთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა და კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ - მეფისა ალმის მპყრობელთა სადროშოებში, თავად ბაგრატიონ მუხრან-ბატონთა და ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშების ქვეშ.

კაიშაურთა სალოცავებია: ქსნის ხეობაში სოფელ საძეგურში "კაიშაურთხატი" და მთიულეთში სოფელ კაიშაურთკარში კვირაცხოველი.

ამჟამად, როგორც უკვე ითქვა, სოფელ კაიშაურში კაიშაური აღარავინ ცხოვრობს. "კაიშაურები, მენ მოვესწარ, ოცი კომი მეტი იყო ათას ცხრაას პირველებში, ეხლა ერთიც არაა", - უთხრა მთიულეთში სტუმრად მისულ ენათმეცნიერს ლია კაიშაურს მოხუცმა მთიულმა ზაქათკარელმა გიორგი ზაქაიძემ.

კაიშაურები ამ საუკუნის 20-იან წლებში აყრილან და სხვადასხვა მხარეს გაფანტულან. მდიდრები ყოფილან და კოლექტივიზაციას ვერ შეჰგუებიან. ზოგი ბარად წასულა, ზოგიც - ჩრდილოეთ კავკასიაში და კიდევ უფრო მოშორებით. მათი შთამომავლები ახლა ვლადიკავკაზში, არმავირში, დონეცკში, მოსკოვში, სტოკჰოლმში, რომსა და პარიზში ცხოვრობენ. საქართველოში კაიშაურები ცხოვრობენ ფასანაურში, დუშეთში, კასპში, მცხეთაში, ახმეტასა და თბილისში.

სხვადასხვა დროს კაიშაურთკარიდან წასულან და გვარი შეუცვლიათ ახმეტელ ჯაღუმიშვილებს და ოკმელ და ავჭალელ შამანაურებს. ესენი ერთი სისხლის ხალხია. ამჟამად საქართველოში კაიშაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 490-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კაიშაურთა!


გელიაშვილთა გვარი
"გელიაშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე - "გელია" და სუფიქსაცია - "შვილი".

"გელია", იგივე "მგელა", "მგელადან" ნაწარმოები ქართული სახელია. გელია, გელუა, გელიკა, გელიტა და სხვა გელას კნინობითი ფორმებია და კაცის საკუთარი სახელებია. ამრიგად, გელიაშვილების გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი - "გელია".

გელიაშვილის გარდა "გელ", "მგელ" ფუძიდან ნაწარმოებია ქართული გვარები: გელავა, გელაძე, მგელაძე, გელეიშვილი, გელიაშვილი, გელიკაშვილი, გელიტაშვილი, გელხაური, გელოვანი და სხვა. საუბარია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე.

თვითონ გელიაშვილთა გვარსახელი რამდენიმე სხვადასხვა წარმოშობის გვარმოდენილობას აერთიანებს. არიან წინაფშაველი, შიდაქართლელი, გარეკახელი და ზემოიმერელი გელიაშვილები. ისინი ყველანი ერთი წინაპრის, ერთი გელიას შთამომავლებად არ უნდა მივიჩნიოთ. გელია ხომ მრავალს შეიძლება რქმეოდა სხვადასხვა მხარესა და სხვადასხვა საუკუნეში. სოციალური წარმომავლობით, გელიაშვილები ყველგან გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, გელიაშვილთა გვარი XVII საუკუნიდან ჩანს.

XVII საუკუნის დამდეგს ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში იხსენიება გელიაშვილი ათანასე. 1672 წლის წინამძღვრიშვილ-ბუნიათიშვილთა ვენახის ნასყიდობის წიგნში მოწმედ იხსენიება გელიაშვილი ნასყიდა.

ზემოქართლელი გელიაშვილი კაკონა იხსენიება 1688-1703 წლების ციციშვილთა გაყრის წიგნში და გელიაშვილი პაპიაი ჩანს საციციანოს აზნაურ ბუნიათიშვილთა 1689 წლის ნასყიდობის წიგნში.

ქვემოქართლელი გელიაშვილი ლევანა დასახელებულია ბარათაშვილთა 1680-იანი წლების ერთ ნასყიდობის წიგნში.

1692 წელს მეფე ერეკლე I-მა ზურაბ ჯავახიშვილის გლეხი გელიაშვილები ფარსადან ჯავახიშვილს უწყალობა.

საისტორიო საბუთებში არ იხსენიებიან გოგოლაურთა თემის ფშაველი გელიაშვილები, რომლებიც მოგვიანებით წინა ფშავში, თიანეთისა და ახმეტის მხარეში მგელიაშვილებად დაეწერნენ. ასევე დუმილს იცავენ წყაროები იმერეთისა და იმერეთიდან ჰერეთში გადასული გელიაშვილების შესახებ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გელიაშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ: ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე ("წინამბრძოლთა") და შუაგულ ("მეფისა ალმის მპყრობელთა") სადროშოებში, ცალკერძ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად გელიაშვილები ცხოვრობენ: ფშავში და არაგვზე, გაღმა, სახიმშიაშვილო მამულებში; გარე კახეთში - გარდაბნის რაიონში; შიდა ქართლში - მცხეთის, კასპისა და გორის რაიონებში; იმერეთში - თერჯოლის რაიონში და ჰერეთში - ლაგოდეხის რაიონში. განსაკუთრებით მრავლად არიან დუშეთის, მცხეთისა და გორის რაიონებში. თბილისში გელიაშვილების 80-85 კომლი ცხოვრობს.

1995 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში გელიაშვილთა გვარის დიდ-პატარა, ქუდოსან-მანდილოსანი ერთად 1141 სულს ითვლიდა.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გელიაშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat