წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
თაფლზე უტკბეს "კარიბჭეს"
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ასეთი გულმხურვალებით რომ აპურებთ სულიერად მშიერ ქართველ ერს.
მართლაც რომ შეუცნობელია უფლის გზები, მართლაც რომ ყოველი ჩვენგანი მხოლოდ მისთვის განკუთვნილი გზით მიჰყავს თავისკენ. ბავშვობიდანვე მწამდა, რომ უზენაესი ძალა განაგებდა სამყაროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში მივმართავდი კიდეც უფალს. არც გამოცდებზე გავიდოდი ისე, ეკლესიაში რომ არ შევსულიყავი და უფლისთვის შეწევნა არ მეთხოვა, მაგრამ ღმერთთან უფრო მეტად დაახლოებას არ ვცდილობდი. მეგონა, ის მხოლოდ იმისთვის არსებობდა, მიწიერი პრობლემები მოეგვარებინა. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ ბედნიერება ძალიან პირობითი ცნებაა, რომ ჭეშმარიტი და მარადიული ბედნიერება უფალთან ყოფნაა მხოლოდ. თავიდანვე ასე რომ მეფიქრა, ბევრ ამაო "ბედნიერებას" სანაგვეზე მოვისვრიდი...

ბავშვობიდანვე მანებივრებდნენ, არაფერი მაკლდა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ჩემი მოჩვენებითი ბედნიერება თავდაყირა დააყენა, დამანახა, რითია სავსე ეს სოფელი, მიმახვედრა, რომ ადამიანმა უპირველესად ცათა სასუფეველი უნდა ეძებოს.

მაშ, უფრო მეტად ავმაღლდეთ სულიერად, მატერიალურზე, წარმავალზე, მიწიერზე ნაკლებად ვიფიქროთ და პირველი ადგილი ჩვენს გულში იესოს მივუჩინოთ.

ღმერთმა გაგვაძლიეროს!
ქრისტესმიერი სიყვარულით
გიორგი გიგაური


დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ვარ დაბადებული. უკვე მეორე წელია, ელიას მთაზე, სამების ტაძარში, ეს დღე აღინიშნება. შარშან ვერ მოვახერხე უწმინდესთან მიახლოება, მანქანის მახლობლად დავდექი, უამრავი ხალხი იყო და უფრო ახლოს მისვლა ვერ შევძელი. სასოწარკვეთილმა მივმართე: "დღევანდელ დღეს ვარ დაბადებული!" თვითონ მომიახლოვდა, "კარგია, კარგი", - მითხრა და იმ ნატკენ ადგილას დამისვა ხელი, რომელიც ოცი წელია მაწუხებს. სამოსზე ვეამბორე და სიხარულით სავსე დავბრუნდი შინ.

ჩვენი პატრიარქის ხელები გრძნობს და ხედავს კიდეც...
ირინე
საბურთალოს წმინდა ბარბარეს ეკლესიიდან


მადლობა თქვენს ჟურნალს!
ჯერ გადაშლილიც არ გაქვს, რომ უკვე იგრძნობა, როგორ მოედინება მისი ფურცლებიდან ღვთის მადლი.

მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით დიდება შევწირო უფალს და მადლობა ვუძღვნა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარს თეოდორე გიგნაძეს. თხუთმეტი წელი იქნება, რაც რწმენაში ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც მის ქადაგებებს ვუსმენ, მხოლოდ მას შემდეგ გავხდი მორწმუნე.

მამა თეოდორემ დამანახა საკუთარი თავი, მასწავლა ადამიანების სიყვარული, ცოდვასთან ბრძოლა. მისი ყოველი ქადაგება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემთვის.

არასოდეს მოაკლოს უფალმა მის ფაქიზ სულს სიხარული და ნუგეში.
პატივისცემით ნინო


ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი და მისი ერთგული მკითხველი ვარ. მინდა, ჩემი ამბავი მოგითხროთ, ეგებ შევძლო და ღვთის გზას აცდენილნი საკუთარ გულში ჩავახედო.

ერთი ადამიანი გავიცანი. ერთმანეთი უსაზღვროდ შეგვიყვარდა. უკვე დაქორწინებას ვაპირებდით, როცა შევიტყვე, რომ მისი ოჯახი ე.წ. იეღოვას მოწმეთა სექტის წევრი იყო. თვითონ ქრისტიანია და მართლმადიდებლურად ცხოვრობს, რის გამოც ხშირად მოსდის კონფლიქტი თავისი ოჯახის წევრებთან.

მოძღვარს ვესაუბრე. მამა გიორგიმ ამიხსნა, რომ დაქორწინება შეგვეძლო, თუცა მისი ოჯახისგან თავი შორს უნდა დამეჭირა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც ვერ გავბედე. ჩემმა რწმენამ უფლება არ მომცა, სხვა აღმსარებლობის მიმდევართა გვერდით მეცხოვრა. ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ჩვენი სიყვარული არ განელებულა.

შეიძლება, ეს წერილი მისმა მშობლებმა წაიკითხონ. მინდა, გულში ჩაიხედონ და მიხვდნენ, რომ ამით არა მარტო სულს იღუპავენ, არამედ გარშემომყოფთა ცხოვრებასაც ამახინჯებენ.

ძალიან მწყინს, ქუჩაში ამდენი სექტანტი რომ მხვდება და ხელში თავიანთ ბროშურებს მჩრიან. რამდენიმეჯერ სახლშიც კი დამირეკეს. მებრალებიან, რადგან არ იციან, რა გზას ასცდნენ - გზას, რომელსაც ჩვენი წინაპრები მსხვერპლად ეწირებოდნენ. ვლოცულობ მათთვის და უფალს ვთხოვ, გონება გაუნათოს, ჭეშმარიტი გზის პოვნაში დაეხმაროს. მისი მოწყალება ხომ უსაზღვროა. ამინ!
პ., 21 წლის
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat