ყველა ადამიანი ღვთის ძეა. ყოველგვარი ფარისევლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის", მხოლოდ მე ვიცი, რომ ვცოდავ, და კიდევ - ღმერთმა
, მაგრამ ისიც ვიცი, რაოდენ ძლიერია უფლის სიყვარული და ისიც - მე ვარ მისი შვილი, მისი ძე და არ ამაღებს ხელს.
მაყვალა (60 წლის): - გამორჩეული არ ვარ და ღმერთმა ნუ ჩამაგდოს ისეთ ამპარტავნებაში, ეს ვიფიქრო. არც ქადაგების უფლება მაქვს და არც სხვათა ძრახვის. როცა ამას შეიმეცნებს ადამიანი, მაშინ ხდება უფლის შვილი და საყვარელი. თუმცა მე ბოლომდე ვერ შევძელი ამის გათავისება და ცოდვილი ვარ, რადგან ხშირად წამცდება სხვათა განკითხვა. ღვთისშვილობაზე რომ გაქვს პრეტენზია, უპირველესად, საკუთარი სული უნდა განჩხრიკო და მიხვდები, ისეთივეა იგი, როგორიც იმათი, ვისზეც ამბობდი, ღვთის გარეგანნი არიანო. მაინც ვინ არიან ის ღვთის ძენი, რომლებიც ადამიანის სულს სიბინძურეში ჩაფლვის უფლებას არ აძლევდნენ? იქნებ მითხრათ, ღვთის რჩეულებიო! უფალს კი არ გამოურჩევია ისინი, თვითონ გამოარჩიეს და შეიყვარეს იგი და ამის დამნახავმა ღმერთმა სულიერი წყალობით აავსო ისინი, ვინც ჩვენ სათნო ადამიანებად მიგვაჩნია. იყო დრო, როცა არაფერი მწამდა, მაგრამ განსაცდელის წინაშე რომ დავდექი, რომ ვერაფერმა მარგო, ვერც ექიმმა და ვერც მკითხავ-მჩხიბავმა, ეკლესიას შევაფარე თავი. თავიდან მრცხვენოდა ჩემი ურწმუნოებისა და ცოდვების გამო, ვერც აღსარებას ვამბობდი - არ ვიყავი გულწრფელი, მაგრამ მოვინდომე და სული გამეხსნა. როცა სულით ამაღლდები, ხორციელი უძლურებაც უკან იხევს. არც ის განსაცდელი მიგაჩნია დიდ რამედ, აქამდე რომ გეგონა, ცა გემხობოდა თავზე. ძნელია ამის მიღწევა, მაგრამ თუ მეორე თვალით შეხედავ, ანუ გულისყურით, გაგიადვილდება კი არა, დაძლევ. "და ნუ შემიყვანებ განსაცდელსაო" - ხომ ვევედრებით უფალს? - აქ სულიერი განსაცდელი იგულისხმება.
კესარია (48 წლის): - ჩემი ძმისშვილი პატარობისას მეტად ცელქი და გაუგონარი ბავშვი იყო, ჯიუტი და, რაც მთავარია, საშინელი ჭორიკანა. სიტყვას ვერ ვიტყოდით ოჯახში, რომ არ ჩაგვძიებოდა, თან ისე, რომ ხანდახან იძულებული ვხდებოდით, რასაც ჩვენ ოჯახის საიდუმლოს ვეძახდით, მისთვის გადაგვეშალა. მერე მთელ უბანს მოსდებდა. გარდა ამისა, ენის მიტან-მოტანაც იცოდა. ათასჯერ დაგვაჭმევინა ერთმანეთი ოჯახის წევრებს. დედაჩემი მორწმუნე ქალია და ეკლესიაში მიიყვანა. მანამდეც დაჰყავდა, აზიარებდა კიდეც, მაგრამ ახლა უფრო ხშირად. მერე მოძღვარს სთხოვა, საკურთხეველშიც შეეყვანა და სტიქარიც ჩაეცმია. ჩვენი "უბედურების" შესახებაც მოუყვა. ასე გახდა სტიქაროსანი, მაგრამ თავდაპირველად სხვა სტიქაროსნებზე დაიწყო ჭორაობა, ის კი არა, მრევლსა და მგალობლებსაც გადასწვდა. რა გვექნა, თავს ხომ არ მოვიკლავდით და უფლის ნების აღსრულებას დაველოდეთ. მოძღვრის დიდი შრომისა და შეგონების წყალობით ნელ-ნელა მოეგო გონს. ყველაფერი შეიცვალა და ახლა იგი ერთ-ერთი სასიქადულო ადამიანი და ღვთისმსახურია.
დავითი (70 წლის): - წმინდანები რომ უფლის ძენი არიან, ამას ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ სავსებით ჩვეულებრივი ადამიანებიც ყურს უგდებენ უფლის სიტყვას და მართლაც ღვთის შვილებს ემსგავსებიან. ასეთს მეც ვიცნობდი და ბედნიერი ვარ, რომ მასთან სიახლოვე მარგუნა უფალმა. ჩვენს მრევლში ერთი ცნობილი ქირურგი იყო. მე ხანდაზმულობაში გავიცანი, მაგრამ ვინც მანამდე იცნობდა როგორც ექიმს და როგორც ადამიანს, ერთხმად აღიარებდა, ღვთისკაციაო. სრულიად უსასყიდლოდ უკეთებდა გაჭირვებულებს ოპერაციას საქართველოსთვის იმ უმძიმეს წლებში, როცა ოპერაციის კი არა, პურის ფულიც არ გვქონდა. ეკლესიაში ყველაზე უკან დგებოდა და მიუხედავად იმისა, ბოლო წლებში მძიმე ავადმყოფობის გამო ფეხზე დგომის ძალა არ ჰქონდა, ერთხელაც არ ჩაიმუხლებდა. გარდაიცვალა ჩუმად, წუწუნის გარეშე. თავის ავადმყოფობაზე სიტყვა არ დასცდენია - სხვები არ შევაწუხოო. სიცოცხლეშივე ნათელი ადგა და ვიცოდით, იმ ქვეყნადაც ნათლით შეიმოსებოდა, მაგრამ გაგვიჭირდა უმისობა და მთელი მრევლი მოთქვამდა. ასე მგონია, ასეთი კაცები წარხოცავენ იმ სიავეს, რომელიც ადამიანთა მოდგმას ახასიათებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი