იქნებ უფალმა თავისი სათქმელი გვითხრა და ჩვენ ვერ მივუხვდით?
იქნებ უფალმა თავისი სათქმელი გვითხრა და ჩვენ ვერ მივუხვდით?
ქართველებს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი განსაკუთრებით უყვართ. მთელი საქართველო ფეხზე დადგება ხოლმე 14 ოქტომბერს - სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი ქრისტიანობის შემოსვლის დღიდან ამბობს უფლის სადიდებელ სიმღერას...

პეტრე (56 წლის): სოხუმიდან დევნილი ვარ. დღეს 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე. რაოდენ გასაკვირია, რომ ჯვართამაღლების დღეს დაემთხვა... იქნებ უფალმა თავისი სათქმელი გვითხრა და ჩვენ ვერ მივუხვდით? ბევრს ვერც დღეს ვხვდებით...

მცხეთაში ნამყოფი არ ვიყავი და როცა დამარცხებულები და ილაჯგაწყვეტილები, მგლოვიარენი აქეთ მოვემართებოდით შაჰ-აბასის ტყვეებივით, მცხეთას რომ მოვაღწიეთ, მისი გუმბათი წამოიმართა. მარტო სილამაზე და სინატიფე რა სათქმელია, სულში სითბო ჩაგვეღვარა ამ გაწამებულ და სიცოცხლეზე ხელჩაქნეულ ხალხს.

თუ მივდივარ მცხეთობას სვეტიცხოველში? როცა ვახეხებ, აუცილებლად.

ნათია (32 წლის): სვეტიცხოვლობას არა მარტო კვართის დღესასწაულია, არამედ ღვთისმშობლის საფარველისა, ნანასი და მირიანისა, სიდონიასი და აბიათარ მღვდლისა. მე ამ დღეს ვარ დაბადებული და არც მარიამი მქვია, არც ნანა - ამაზე გული მწყდებოდა, ამიტომ საეკლესიო სახელად ნანა დავირქვი. როცა ასეთ დღეს იბადები, გარკვეული პასუხისმგებლობაც გეკისრება უფლისგან. ჩემი მეგობარი შობას დაიბადა, მაგრამ ძალიან ცუდად, უღმერთოდ ცხოვრობდა. ხშირად მიმიცია შენიშვნა, ისე, მეგობრულად და სიყვარულით. ეს არაფრად მიაჩნდა, პირიქით, მეჩხუბებოდა, შენ თვითონ ხარ ხიბლში ჩავარდნილიო. ახლა კი ისეთი მორწმუნეა, ჩემისთანას ათასჯერ სჯობია, პირიქით, საღვთო მოშურნეობა მიჩნდება. ღმერთს ყველანი ერთნაირად ვეცოდებით და ვუყვარვართ, ამის გამო გამორჩეულობის განცდა არ უნდა გაგიჩნდეს, მაგრამ უფლისგან თუნდაც მცირედი საჩუქარი უნდა დააფასო და მეტი იღვაწო.

ნატალია (57 წლის): მცხეთობა ჩემი უსაყვარლესი დღესასწაულია. საამისო მიზეზიც მაქვს... ყოველ სვეტიცხოვლობას მივეახლებოდი ჩემს სათაყვანებელ ტაძარს და სულიერად თითქოს ვლოცულობდი ჩემი ქვეყნისთვის, ახალგაზრდობისთვის, გარდაცვლილთა სულებისთვის. ერთად მივდიოდით ოჯახის წევრები, ბევრჯერ მეგობრებიც მიგვყავდა. ამ დღეს მცხეთის ყველა ოჯახში სუფრა იშლება, ელიან სტუმრებს - ღამისთევისა და ლოცვის შემდეგ ზეიმობენ. გერმანიაში ყოფნისას ერთი ქართველი ახალგაზრდა ქალი გავიცანი, ჩემს შვილთან მეგობრობდა. არავინ მინახავს მასზე უფრო დაფიქრებული თავის ქვეყანაზე, აკი, მიატოვა კიდეც იქაურობა და თავის მცხეთას დაუბრუნდა, თუმცა უცხოეთში ქმარ-შვილთან ერთად ისე ცხოვრობდა, მატერიალური არაფერი აკლდა. მამა ჩამოუვიდა ჩემს იქ ყოფნაში - არაჩვეულებრივი, ნამდვილი ქართველი, მშრომელი, ხალისიანი, იუმორით სავსე კაცი. სვეტიცხოვლობას დაგვპატიჟა და ოჯახის წევრებიან-მეგობრებიანად მივადექით. მისი ოჯახი საოცარ ადგილას ცხოვრობს - წინ სამთავროა, მეორე მხრიდან ჯვრის მონასტერი გადმოჰყურებს, გვერდიდან - სვეტიცხოველი. გულით გაიხარა, ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. მეუღლეც შესანიშნავი ქალი გამოდგა. მეორე წელსაც ვეწვიეთ, მესამე წელსაც... ერთხელაც ჩემს მეუღლეს დაურეკა, წელსაც ხომ მოდიხართ, არ დამაღალატოთო. 12 ოქტომბერს გარდაიცვალა... მცხეთასთან დამაკავშირებელი ერთი სიმი ჩამიწყდა თითქოს...

სვეტიცხოველი ჩემთვის ქართველთა სულიერების უმთავრესი ატრიბუტია, მის ყოველ დანახვაზე სული სიამაყით მევსება. ასეთი განძის პატრონებმა თავი არ უნდა შევირცხვინოთ უფლის წინაშე. ღმერთმა ხომ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ასეთი ხელთუქმნელი განძის მფლობელები ვყოფილიყავით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat