ჩემი გაზაფხულიც შენი იყოს...
ჩემი გაზაფხულიც შენი იყოს...
ის ამბიონთან იდგა. დასუსტებული ხელის მტევნებზე თოთო, სიფრიფანა კანი გადაჰკვროდა. სანთლით ნაძერწ თოჯინას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. თუმცა, სახის ნაკვთები და თვალები... ღმერთო ჩემო, უთუოდ სადღაც მინახავს, მაგრამ სად? იქნებ... გამახსენდა... წამიერად შორეული წარსულის მოგონებებმა გამიტაცა. სწორედ ასეთები იყვნენ ჩემი ოცნების ფუნჯით ნახატი ფერიები და დედოფლები. ბავშვური, უმანკო, პირველქმნილი ნაკვთები თვითმყოფად სილამაზეს ანიჭებდა მის სახეს. თითქოსდა ახლა, ამ წუთში, ჩვენს წინ დაბადებულა და სიყვარულით სავსე თვალებით ყველას მოფერებას ლამობსო. ამიტომ იყო ის ჩემთვის ახლობელი, იდუმალებით მოცული ჩემივე სულის ნაწილი. და, აი, ბედმა შემახვედრა. ოცნება რეალობად მექცა. მომინდა, მივსულიყავი, ხელში ამეყვანა და ყველას გასაგონად მეთქვა: - ჩემო ფერიავ, ჩემო დედოფალო, სად იყავი აქამდე, მთელი ცხოვრება ხომ შენს ძებნას შევალიე-მეთქი.

უცებ გამოვერკვიე. შემრცხვა ნაფიქრალისა. მაგრამ ღვთის წინაშე თავი იმით ვიმართლე, რომ ჩემში მიამიტმა ბავშვმა გაიღვიძა და წამით გადამავიწყა ცოდვილი არსება.

***
...ექვსი წლისა მძიმე სენით დაავადდა. ექიმებმა კოკსართროზის დიაგნოზი დაუსვეს, რაც სარეცელზე მიჯაჭვას ნიშნავდა. თავიდან ყოველდღე ელოდა გამოჯანმრთელებას. უნდოდა, თანატოლებში ეთამაშა დახუჭობანა, თუნდაც სახლობანა. მაგრამ სურვილი სურვილად რჩებოდა. გადიოდა წლები. სარკმლიდან დანახული გარესამყარო თანდათან შორდებოდა. იქ ყოფნას მხოლოდ სიზმარში თუ ახერხებდა. მეგობრებსაც ვეღარ ხედავდა ხშირად, მაგრამ მათი სიყვარული არ განელებია. პირიქით, ფიზიკურმა უძლურებამ უფრო მოსიყვარულე და მზრუნველი გახადა. ყველას სატკივარს ძალიან განიცდიდა. ცდილობდა, მათთვის წუხილი როგორმე გაენელებინა. ყურადღებას არც ოჯახის წევრებს აკლებდა. რაც შეეძლო, ყველაფერს თავად აკეთებდა. ამას ისე შეეჩვივნენ, რომ მისი ავადმყოფობა ხშირად ავიწყდებოდათ კიდეც. უკვირდათ, ასე პატარას ამხელა განცდები საიდან აქვსო. მე უკვე მოხუცი ვარო, ხშირად ხუმრობდა, მაგრამ ამ ხუმრობაში სიმართლეც იყო. ნორჩი ასაკის მიუხედავად, ტკივილმა და გაჭირვებამ ბევრი რამ ასწავლა.

განმარტოება თოჯინებთან უყვარდა. "პატარა მეგობრები" მორჩილად უსმენდნენ ხოლმე, თან ყველაფერს უჯერებდნენ. განსაკუთრებით დათუნია შეეჩვია. ორივეს რეალურ ყოფას ზღაპრული სამყარო ერჩივნა. ზღაპრებში ხომ უძლურები ადვილად იკურნებიან, ღარიბები მდიდრდებიან და, რაც მთავარია, სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე. აი, ერთხელაც დათუნია აიტაცებს და ტყისკენ გააქანებს, სადაც უკვდავების წყარო მოჩუხჩუხებს. განიბანება და მისი ტკივილებიც განქარდება.

***
...ის კი, სამორჩილედ შემოსილი, კვლავ ამბიონზე იდგა და ბოლნისის ღვთისმშობლის შობის მონასტრის წინამძღვრის კურთხევას უცდიდა. დღეიდან, ფერიცვალებიდან, სამონაზვნე ხდებოდა. შემთხვევითი არ ყოფილა ეს დამთხვევა, რადგან ფერისცვალება მის არსებაში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობდა. მოძღვარმა ნაკურთხი წყალი აპკურა. ღვთიური წყლის წვეთები ცრემლებივით ჩამოეღვენთა სახეზე. ოდნავ გაიღიმა, ეტყობა, ესიამოვნა. მერე ჩვენკენ შემოტრიალდა და ახლობლებს დაუწყო ძებნა. იპოვა - კარიბჭის მარჯვენა კუთხეში ერთ ქალს მიაპყრო მზერა. ისინი ძალიან გავდნენ ერთმანეთს. ალბათ დედაა, - გავიფიქრე. ქალს სახე ყინულივით გაციებოდა და ცრემლებს ამაოდ მალავდა. ტკივილიანი სიხარულისა იყო ეს ცრემლები. ღმერთმა ასე ინება.

***
...თოჯინებივით, არც მან იცოდა, რა იყო ღალატი, ტყუილი, ცბიერება, მით უმეტეს, სიყვარულში. არადა თავდავიწყებით შეუყვარდა. არავის აგებინებდა. ან რა საჭირო იყო, ვინმეს რომ სცოდნოდა. ეს სიყვარული მხოლოდ მას ეკუთვნოდა და თავს ბედნიერად გრძნობდა. ტკივილი ხომ სიყვარულს უფრო ამძაფრებს და მარადიულს ხდის. ამ გრძნობას ყველგან და ყველასთან ქომაგობდა. რამდენი გაბუტული წყვილი შეურიგებია, რამდენი სიყვარული გადაურჩენია. შეყვარებულთა დაშორებას, როგორც საკუთარ ტკივილს, ისე განიცდიდა. მაშინვე გაახსენდებოდა მეფსალმუნე დავითის სიტყვები: "ყოველი კაცი ცრუ არს"...

"ნუთუ ეს მართალია? - ფიქრობდა, - ალბათ. მაშ, რა გამოდის? ერთადერთი, მხოლოდ ღმერთია მარადიულ სიწმინდეთა მატარებელი. ამისთვის კი ჯვარს ვაცვით და ახლა არც გვახსოვს. ამიტომაც ვისჯებით. მაგრამ სასჯელი ხომ ღვთისაგან ბოძებული მადლია, რომელმაც სულის მოკვდინებისაგან უნდა გვიხსნას და მარადისობაში გადაგვიყვანოს. თვით ღმერთია უკვდავების წყარო, მას ყველა ხორციელი და სულიერი სნეულების განკურნება შეუძლია. ამიტომ უთუოდ მონასტერში უნდა წავიდე, მონაზვნად აღვიკვეცო და მთელი სიცოცხლე მას მივუძღვნა".

თქვა და აასრულა კიდეც.

***
...კურთხევა დასასრულს მიუახლოვდა. მრევლი თანდათან ტოვებდა ტაძარს. თვალცრემლიანი ქალი კი პირმშოსთან მივიდა. მოეფერა... დედობრივმა ალერსმა თავისი ქნა. გოგონა მოეხვია, თავი მის მკერდში ჩარგო. დედა-შვილი კარგა ხანს იდგა ასე უძრავად, თითქოს სამუდამოდ ეთხოვებიან ერთმანეთსო. ვინ იცის, იქნებ ნაწილობრივ ასეც იყო.

მეც გავირინდე...

ღმერთი მაპატიებს ჩემს ამჟამინდელ განცდას - მას მხოლოდ ბავშვობის დროინდელი წარმოსახვები ასაზრდოებდა.

ჩვენი თვალები წამით ერთმანეთს შეხვდნენ.

"გაზაფხულის ყვავილივით ხარ. როგორ გაუძლებ შემოდგომას ან ზამთარს? რა გეშველება? მინდა ერთი გაზაფხული მაინც გაჩუქო, რომ თავი კარგად იგრძნო," - მზერით გავანდე ფიქრი.

- ვერ ხედავ, მე უკვე ღვთისმშობლის კალთა მიფარავს და რა გამიჭირდება. ამიტომ ჩემი გაზაფხულიც შენი იყოსო, - თითქოს მზერითვე მიპასუხა და დედამისთან ერთად ნაცნობებს შეერია...

ელგუჯა გრიგალაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
03.06. 2014
diana
დედა იოანა ახლა უფრო ახლოდან დაგინახე, ღმერთმა დადაძლიეროს, უტკბილესო ადამიანო
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat