სინდისი რომ გაგეღვიძოს, მაშინ რას შვრები?!
სინდისი რომ გაგეღვიძოს, მაშინ რას შვრები?!
დანაშაული და სასჯელი განუყოფელი ცნებებია. შესაძლოა, შენი შეცოდება ვერავინ გაიგოს და ფიზიკური სასჯელი აირიდო, მაგრამ სინდისი რომ გაგეღვიძოს, მაშინ რას შვრები?! თუ ესეც არ მოხდება, უზენაესის სასჯელს ვერ აირიდებ და ეს არის მეტად სავალალო. ცოდვაა ის, ვინც დანაშაულს სჩადის და მერე ოთხკედელშუა გამომწყვდეული ატარებს სიცოცხლის დიდ ნაწილს. თუ საკუთარი სინდისისგან დასჯილი ეკლესიას მიაშურებს და გულწრფელი მონანიებით განიწმენდს სულს, უფლის გზას დაადგება...

ნუნუ (60 წლის): ჩემს ირგვლივ უამრავი ოჯახია ისეთი, შვილი პატიმარი რომ ჰყავს. დანაშაულის ჩამდენი უნდა დაისაჯოს, მაგრამ არ უნდა გაპირუტყვდეს და ციხიდან გამოსული უარესი კი არა, უკეთესი უნდა იყოს. დღეს ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ ვერც ჩვენ აღვასრულოთ ჩვენი ვალი პატიმართა მონახულებისა და ვერც პატიმარი იქცეს უკეთეს ადამიანად. ერთხელ გადავწყვიტე საპატიმროში მისვლა და ისეთი დღე დამადგა, კინაღამ მევე დამიჭირეს. არადა, ვიფიქრე, მივალ ახალგაზრდა ქალებთან, საჭმელ-სასმელს მივუტან, მოვეფერები, ისინიც რამეს დამაბარებენ თავისიანებთან-მეთქი... ასე იმედმოცემული, რომ იმათაც გავახარებდი და სინდისსაც დავიმშვიდებდი - ქრისტიანულ ვალს მოვიხდიდი, სულ ღიღინ-ღიღინით ჩავედი რუსთავში. რაც იქ ვნახე და შემემთხვა, ამის აღწერაც არ მინდა!.. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია მათთვის - უფალი შეისმენს ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას. სხვა გზა მოჭრილი გვაქვს.

ქეთევანი (35 წლის): ძალზე მიჭირს ამ ამბის გახსენება, მაგრამ რადგან მეკითხებით, მინდა სიმართლე ვთქვა. ხუთი შვილის დედა ვარ და ალბათ მიხვდებით, უქმროდ რა ძნელია მათი გაზრდა. დედ-მამაც მეხმარება და დედამთილ-მამამთილიც, მაგრამ მამა შვილებს სხვანაირად სჭირდებათ.

ჩემი მეუღლე და მე ეკლესიურად ვცხოვრობდით. ის ისეთი მორწმუნეა, ხშირად იტყოდა, რომ არა შვილები, ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი აქო.

საშინელი რამ დაგვატყდა თავს, როგორც ჩანს, ეშმაკი მორწმუნეს უფრო ერჩის - ჩემს მეუღლეს ძმასავით თანშეზრდილი ძმაკაცი მოუკლეს. იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩავარდა, გლოვას ვერ დავარქმევ; ეს იყო სრული სასოწარკვეთილება. ადგილს ვერ პოულობდა. ეკლესიაში კი მშვიდდებოდა, მაგრამ შინ მოსულს იგივე ემართებოდა. მდგომარეობა იმანაც დაუმძიმა, რომ მკვლელი ციხიდან მალე გამოვიდა. ერთხელ რესტორანში უნახავს, გარეთ გამოუყვანია და... ეს თავზარდამცემი ამბავი თვითონ მოგვიყვა.

ერთი კვირა გავიდა, მაგრამ არავის მოუკითხავს. ყოველ გაფაჩუნებაზე ფერი და გული მიმდიოდა, ის კი სიხარულს ვერ მალავდა - სასჯელს ელოდა. მივხვდით, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ამან კიდევ უფრო დაუმძიმა მდგომარეობა, ლომივით ბრდღვინავდა. მერე მოძღვართან მივიდა და აღსარება ჩააბარა. არ ვიცი, რა უთხრა მოძღვარმა, მაგრამ გამუდმებით იმეორებდა: არა, მონასტერში არ წავალ, იმ წმინდა ადგილს ვერ წავბილწავ, ციხეში უნდა ჩავჯდეო. მართლაც გამოცხადდა პოლიციაში...

5 წელი უკვე მოიხადა, კიდევ 5 დარჩა. არც შეწყალებას ითხოვს და არც ჩვენ გვაძლევს უფლებას, ადვოკატი ავიყვანოთ და სასჯელის შემსუბუქებაზე ვიფიქროთ.

ოთარი (38 წლის): თავისუფლებას რომ აღუკვეთ ადამიანს და ოთხკედელშუა გამოამწყვდევ, ცოდვაა, აბა, რა არის! თუკი მართლმადიდებლები ვართ, უნდა შევუნდოთ და ვაპატიოთ, მაგრამ თვითონაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ უკეთესი გახდეს. სხვას რომ სასტიკად ექცევი - ჰპარავ, აუპატიურებ, აყაჩაღებ, ღმერთის არ გეშინია?! კი მებრალებიან, მაგრამ ჩემი თავი რომ გამახსენდება, რა სასოწარკვეთილი დამტოვა ერთმა ქურდბაცაცამ, მართალი გითხრათ, ვმწარდები.

დედა გარდამეცვალა, ახალგაზრა ქალი. მამა მე არ მყავდა და ცოლ-შვილი. მეზობლებმა კაპიკ-კაპიკ მომიგროვეს ორმოცისთვის ფული და ბაზარში წავედი. დეიდაშვილი მახლდა. საფულე ამოვიღე და ის იყო, ფული უნდა მიმეცა საყიდლებისთვის, ვიღაც დამეტაკა, საფულე ხელიდნ გამომგლიჯა და გაიქცა. არც მიყვირია და არც პოლიციისთვის დამიძახია, - აბა, რა აზრი ჰქონდა? ყურებჩამოყრილები დავბრუნდით მე და ჩემი დეიდაშვილი.

მთელი ღამე ვტიროდი ამხელა კაცი. დილას მეგობარმა დამირეკა. ახალი ჩამოსული იყო ამერიკიდან. მოვუყევი, რაც დამემართა. შენ ეკლესია მოიარე, დანარჩენი ჩემზე იყოს, შენი ხალხით ამა და ამ რესტორანში მოდიო.

ღმერთი კი არ გვტოვებს, მაგრამ თვისტომმა ასე როგორ უნდა გამიმეტოს?!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat