წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ჩემი მამა გრიგოლი (გოცირიძე)
არ ვიცი, ოდესმე შევხვდებოდი თუ არა მამა გრიგოლს ან მექნებოდა თუ არა მასთან ურთიერთობის ბედნიერება, რომ არა ჩემს ცხოვრებაში ერთხანობას ჩამომდგარი მძიმე დღეები...

მანამდე, მართალია, თავს მორწმუნედ მივიჩნევდი, მაგრამ ჩემი მორწმუნეობა იმით შემოიფარგლებოდა, რომ დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ამოჩემებულ ლურჯ მონასტერში მივდიოდი, იქაურობას თვალს შევავლებდი, მერე ვცდილობდი, როგორმე ტაძარში მოვხვედრილიყავი. თუ ამას მოვახერხებდი და ხატებთან სანთლებს დავანთებდი, ფრიად კმაყოფილი უკან გამოვდიოდი. ეს იყო და ეს. მოძღვართან ურთიერთობაზე ხომ არც მიფიქრია - უფალთან შუამავალი არ მჭირდება-მეთქი... იმ დღეს სამსახურიდან გამოსულმა და საოცრად გულდამძიმებულმა, ჩემდა გასაკვირად, გეზი ლურჯი მონასტრისკენ კი არ ავიღე, თავქვე, წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ დავეშვი. მანამდე იმ ტაძარში ნამყოფი არ ვიყავი, ზემოდან მხოლოდ გუმბათს ვხედავდი, ამიტომ ხიდი რომ გადავირბინე, ერთი-ორ ადამიანს ვკითხე გზა... მივედი... შუადღისას ეკლესიაში თითქმის არავინ იყო, მაგრამ შესასვლელშივე სკამზე იჯდა დაფიქრებული, თავდახრილი, გამხდარი, ხანდაზმული მოძღვარი. რომ შევედი, ძალაუნებურად კარისკენ გამოიხედა, წამიერად შემომხედა და ნაცნობი რომ არ აღმოვჩნდი, ისევ თავის ფიქრებს დაუბრუნდა. იმ ერთმა გამოხედვამ თითქოს გადატრიალება მოახდინა ჩემში - ღმერთო ჩემო, აი, ჩემი მოძღვარი სად ყოფილა-მეთქი, გამიელვა და მისკენ გავეშურე, ჩავიმუხლე და შევევედრე - დამლოცეთ, მამაო, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი. მამა გრიგოლი (მაშინ მისი სახელიც კი არ ვიცოდი) წამოდგა, თავზე მძიმე ხელი დამადო და სრულიად მშვიდად მითხრა, - ღმერთმა დაგლოცოს. ნუ გეშინია, რადგან აქამდე მოხვედი, უფლის იმედი გქონდეს. ახლა კი მიდი და სანთლები დაანთეო. მამა გრიგოლს არ უკითხავს, რა მაწუხებდა. ძალიან ფრთხილად მოეპყრო ჩემს განცდებს, ჩემს სულიერ მდგომარეობას და მთელი სათქმელი რამდენიმე სიტყვაში ჩაატია - რადგან აქამდე მოხვედი, უფლის იმედი გქონდესო. სანთლები ავანთე, ყველა ხატის წინ მდუმარედ ვიდექი, არ ვიცი, რა დრო გავიდა. ისევ მის წინ დავიჩოქე და თითქოს ვიღაცამ მათქმევინა - მამაო, მინდა აღსარება-ზიარებისთვის მოვემზადო, გთხოვთ, იყავით ჩემი მოძღვარი, მირჩიეთ, რა ვქნა, რა გავაკეთო-მეთქი. ისევ წამოდგა, ისევ თავზე დამადო ხელი, სამთხვევად ჯვარი გამომიწოდა - ღმერთი იყოს შენი მფარველიო, მითხრა და კარებამდე რჩევა-დარიგებით მიმაცილა... ასე ვიპოვე ჩემი მამა გრიგოლი.

ჩემი მამა გრიგოლი ძალიან შემიყვარდა, მაგრამ იგი მხოლოდ მე კი არა, მთელ მრევლს უყვარდა გამორჩეული, მოძღვრისათვის აუცილებელი ღირსებების გამო. მთელი მისი არსება ხომ კაცთმოყვარეობით იყო აღვსილი, ერთი შეხედვით უბრალო და თავმდაბალი, მაგრამ ამ უბრალოებაშიც თავისი სიდიდით წარმოჩენილი. მის გაწყრომაშიც კი უდიდესი სითბო და სიყვარული გამოსჭვიოდა... ერთხელ მრევლს გაუწყრა: - რა ხდება, რა გემართებათ, უმრავლესობა აღსარებაზე ერთი და იმავე ცოდვებს ინანიებთ. რა აზრი აქვს ცოდვის მონანიებას, თუ მას ისევ მრავალგზის გაიმეორებთ, ნუთუ სულ ეს არის თქვენი მორწმუნეობაო? ნათქვამი გულზე მომხვდა და მორიგ აღსარებაზე მორიდებით ვუთხარი: - მამაო, გვეუბნებით, ერთი და იგივე ცოდვა არ გაიმეოროთო, უფალიც გვმოძღვრავს - გიყვარდეს მტერი შენიო... ჩემს პირად მტერს როგორმე შევიყვარებ, მაგრამ რა ვქნა, რომ ჩემი სამშობლოს მტერს ვერასოდეს შევურიგდები და ამიტომ მუდამ განვიკითხავ მათ, ვინც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, ამიტომაც არის ჩემი ცოდვები ერთნაირი, თორემ არ ვქურდობ და უზნეო ცხოვრებას არ მივდევ-მეთქი. მამა გრიგოლმა ოლარი, რომელიც თავზე მეფარა, ასწია, უცნაურად შემომხედა და წამიერი დუმილის შემდეგ უფრო თავისთვის ჩაიდუდუნა - მაშინ ეგ ცოდვა ჩვენ ერთად მოგვიტეოს უფალმაო და დააყოლა - ისე კი, უფრო ძლიერები უნდა ვიყოთო...

ჩემი მამა გრიგოლი ძალიან მიყვარდა, ამ სიყვარულს თან ახლდა უსაზღვრო პატივისცემა, რიდი და მოკრძალება. წირვის შემდეგ, როცა სხვები გარს შემოეხვეოდნენ და საუბარს გაუბამდნენ, მე შორიახლოს თუ გავჩერდებოდი. სულ მეშინოდა, არ შემეწუხებინა, ჩემი სადარდელით არ დამეღალა. ვცდილობდი, არც წირვის დროს მოვხვედროდი თვალში, ხანდახან წირვა-ლოცვებსაც ვერ ვესწრებოდი. აუცილებლად მკითხავდა - ჩემო გოგო, სად დაიკარგები ხოლმეო. მე კი გახარებული, რომ მამა გრიგოლმა მაინც შემნიშნა, მაინც მომიკითხა, მის "საყვედურს" თავდახრილი ღიმილითა და ისევ თხოვნით ვპასუხობდი: - დამლოცეთ, მამაო, თქვენი ლოცვა ძალიან მჭიდება-მეთქი. ერთხელ, შევესწარი, გოგონამ რაღაც ჰკითხა. გავიგონე მამა გრიგოლის მკაფიო პასუხი: - ჩემო გოგო, აბა, რად მეუბნები! მორწმუნეობა იმას კი არ ნიშნავს, თავზე ხელი აიღო და ჭუჭყიანმა იარო. ქალი რომ ხარ, ყოველთვის სუფთა და კოპწია უნდა იყო. განა მაგას კითხვა უნდაო?

ჩვევად მექცა, როგორც კი წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ გადავუხვევდი, ჯერ ეზოს მოვავლებდი თვალს და როცა იქ ძველ "ვოლგას" დავინახავდი, სიხარულით გავიფიქრებდი - ჩემი მამა გრიგოლი აქ ყოფილა-მეთქი და დამშვიდებული შევდიოდი ტაძარში...

მერე და მერე მამა გრიგოლი მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი ჩემი ოჯახის მოძღვარი გახდა და მარტო მე კი აღარ, მთელ ჩემს ოჯახს უყვარდა. ამიტომაც ძალიან განვიცადე, მისი გარდაცვალება რომ შევიტყვე. რას ვიფიქრებდი, თუ უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილებდი საყვარელ მოძღვარს...

მამა გრიგოლი აღარ არის, მაგრამ სამუდამოდ დარჩა ის სითბო, სიკეთე, ყურადღება და გულისხმიერება, ხანდახან მკაცრი და სამართლიანი შემოძახება, კეთილშობილება და ზნეობრიობა, რისთვისაც აფასებდნენ, რისთვისაც ასე უყვარდა ყველას.

როცა დავბრუნდები, რა თქმა უნდა, ისევ მივალ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. ვიცი, ჩემი მამა გრიგოლი აღარ დამხვდება, აღარც იმას მეტყვის, - სად დაიკარგები ხოლმეო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ, ძველი ჩვევისამებრ, როგორც კი ტაძრისკენ გადავუხვევ, ეზოში თვალებით ისევ ძველი "ვოლგის" ძებნას დავიწყებ...
ციცინო ჯერვალიძე,
ვაშინგტონი


პატივცემულო რედაქციავ!

ჩემმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამ შავბნელ ეპოქაში გაიარა, ამიტომ არ მქონდა წარმოდგენა ეკლესიის დანიშნულებაზე, ღვთისმოსაობაზე. თუმცა მახსოვს, აღდგომას როგორ გალობდა მამა შინ იესო ქრისტეს აღდგომის საგალობელს და შემდეგ წითელ კვერცხებს გაგვატეხინებდა (ექვსი შვილი ვყავდით). დედა ყოველ კვირაძალზე სანთელს ანთებდა და ჩუმად ლოცულობდა - სამამულო ომში წასული უფროსი ვაჟის დაბრუნებას შესთხოვდა უფალს.

გავთხოვდი. შემეძინა ქალიშვილი, რომელიც ოთხი წლისა მოვნათლეთ, მამაჩემის დაკრძალვის დღეს, თუმცა ნათლობის წმინდა საიდუმლოს შესახებ არც მაშინ მქონდა წარმოდგენა. ქალიშვილი სტუდენტი რომ გახდა, ეკლესიაში დაიწყო სიარული. ვედავებოდი (ახლა მრცხვენია იმ სიტყვების გამეორება), რა დროს ეკლესიაა, სახლი დასალაგებელია, სარეცხი, სადილი გასაკეთებელია-მეთქი. ის მშვიდად მეტყოდა: - ეკლესიიდან რომ დავბრუნდები, ყველაფერში დაგეხმარებიო და წინააღმდეგობის გაწევის უნარი მეკარგებოდა. მაპატიოს უფალმა, მაგრამ არ ვიცოდი, რამხელა ცოდვას ჩავდიოდი. ერთ დღესაც ეკლესიაში ჩვეული ბუზღუნით გავაცილე. უცბად უნებურად ჩავილაპარაკე - ღმერთო, ისე გამიხადე საქმე, რომ შენ კარზე ჩოქვით მოვიდე-მეთქი. რვა წელია ეკლესიის მრევლი ვარ. ჩვენს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს ჰყავს უსათნოესი მეუფე ანდრია (გვაზავა), მყავს უკეთილშობილესი მოძღვარი მამა გედეონი (შალაშვილი), მუხლჩაუხრელი, დაუღალავი მლოცველი და კეთილ საქმეებში მაგალითის მიმცემი.

დღესაც ვერ გამიგია, როგორ შემოვიდა ჩემში უფლის სასოება-სიყვარული. სულიერი საზრდოს გარეშე კი ცხოვრებას არა აქვს აზრი, იგი მაძლევს უნარს, გავუძლო ყოველგვარ ტკივილსა და გასაჭირს, მქონდეს მხოლოდ უფლის იმედი, რომელიც ადამიანს არ ტოვებს.

"კარიბჭეს" ყოველთვის ვკითხულობ. მადლობა უფალს, მადლობა თქვენ, ამ ჟურნალის დაარსებისთვის. გმადლობთ იმ სულიერი საზრდოსთვის, შეგონებებისთვის, წმინდა მამების წერილებისთვის, რომლებიც ღვთიურ მადლად გადმოდიან ჩემში და ბევრჯერ ამატირებენ ხოლმე. პატივცემულო რედაქციავ! მე იმდენს ვერ გადმოგცემთ ამ წერილით, რასაც გულით განვიცდი. სინანული კი დიდი მაქვს, რომ ქრისტეს მიერ საყვარელი შვილი უფრო ადრე არ გავხდი. ღმერთმა ნუ მოგაკლოთ სიკეთე, სიყვარული, სათნოება.
პატივისცემით ალექსანდრა
წინამძღვრიშვილი, ქ. გორი


ჩვენო თვალსაჩინო "კარიბჭევ", მოგესალმებით. უფალმა არ მოგაკლოთ მკითხველი, გულაჩუყებული ველოდები ყოველ ნომერს.

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რაც თავს გარდამხდა და ახლაც ჩემს გარშემო ტრიალებს. უფლისგან საჩუქრად გვქონდეს მოთმინება. რამხელა მადლია განსაცდელის დათმენა. მე, უსუსური, ხშირად ვვარდები ცოდვაში, არ მომწონს ჩემი საქციელი და თავს ვუწყრები: მოითმინე, უფლის შემწეობით უნდა დაძლიო განსაცდელი-მეთქი. ისეთ სიცივეს ვგრძნობ შვილებისგან თუ მეზობელთაგან, სარეცხივით ვიწურები. ღმერთს შევთხოვ, ეს დიდი მადლი - მოთმინება - დაამკვიდროს ჩემში. ასევე გისურვებთ თქვენც, ჩემო ძვირფასნო.

უფალი ჩვენს გულებშია.
ცოდვილი სარა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat