ცოცხლები დაუვიწყებია, შვილო, შენთვის ამ მკვდარ ნივთებს
ცოცხლები დაუვიწყებია, შვილო, შენთვის ამ მკვდარ ნივთებს
შენც მეცოდები, ამათი მონა რომ გამხდარხარ
საქართველოში კერპებმა "სიცოცხლე" მაშინ დაასრულეს, როცა წმინდა ნინომ ცოცხალ, ჭეშმარიტ უფალს სთხოვა, გონს მოეყვანა შეშლილი ბრბო. სწორედ შეშლილია ადამიანი, რომელიც თუნდაც საკუთარ თავს ან უტყვ საგანს გაიხდის სალოცავად. ადამიანთა ლტოლვა კერპებისაკენ კარგად იცოდა უფალმა და ამიტომაც ბრძანა, "არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი". საკუთარი თავის კერპად წარმოდგენაში დევს ადამიანის სწრაფვა სიმდიდრისაკენ, ძალაუფლებისაკენ...

მარინე (48 წლის): - არასოდეს მიფიქრია, რომ ბევრი ფული მქონოდა და იგი ადამიანის დასამონებლად გამომეყენებინა. მდიდარს საზოგადოება თვალებში შესციცინებს... უკიდურესი გაჭირვება გამოიარა ჩემმა ოჯახმა. შრომით დაღლილს ბევრჯერ მიფიქრია, - მდიდარი რომ ვყოფილიყავი, ამდენი დამცირების გადატანა არ დამჭირდებოდა-მეთქი, მაგრამ ამ დროს ყოველთვის გამხსენებია მაცხოვრის სიტყვები: "სოფელმა მომიძულა მე"... ერთი სისუსტე კი მჭირდა - ქალ-ვაჟი მყავს, ქმარი ადრე გარდამეცვალა და შვილებს მამის მაგივრადაც თავს ვევლებოდი, ვეთაყვანებოდი. ბოლოს იქამდე მივედი, მათ ნაკლს ვერ ვამჩნევდი, თუმცა დედას სიყვარულმა თვალი არ უნდა დაუვსოს. ჰოდა, ამან სავალალო ნაყოფი გამოიღო. ისევ ეკლესიამ გვიშველა. ჩემი მოძღვრის თავდაუზოგავმა ღვაწლმა მეც თვალი ამიხილა და ჩემს შვილებსაც.

გურამი (60 წლის): - ცხადია, ფული საჭიროა, მაგრამ თუ კერპად და ბატონ-პატრონად გაიხდი, დაიღუპები. მეც დამრია ხელი ამ სენმა. ღარიბი ბიჭი ვიყავი. მამა არ მახსოვდა, დედაჩემი იტყოდა, 5 წლამდე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ გღირსებიათ, აკვანში ტიტვლებს გაწვენდითო. ასე სიღატაკეში გაზრდილს სწავლის სიყვარული გამიჩნდა. ეს არ იყო მიმბაძველობა და არც იმის იმედი, რომ ამით ცხოვრებას გავიუმჯობესებდი; უბრალოდ, კითხვა მიყვარდა, ცნობისმოყვარე ვიყავი. უმაღლესში მოვხვდი და ხუთებზეც დავამთავრე. სამსახური კი ვერსად ვიშოვე, მაშინ იყო თუ იყო პროტექციონიზმი, მე კი ვინ მყავდა პატრონი და მყვარებელი. მეგობრის დაბადების დღეზე მომავალი მეუღლე გავიცანი, რომელიც შეძლებული და გავლენიანი ოჯახის შვილი იყო. ნინოს თავიდან სწორედ ამის ხათრით დავუახლოვდი, მაგრამ შემდეგ იმდენი კეთილი თვისება გამოამჟღავნა, მართლა გულით შემიყვარდა. ოჯახი შევქმენით თუ არა, სიმამრმა სამსახურში მომაწყო. ნიჭი და უნარი გამოვიჩინე და დამაწინაურეს. აი, მაშინ დაიწყო ფულმა დენა. ჩვენს ოჯახს არ უჭირდა, მაგრამ ფულმა მადა გამიხსნა. დროსტარებას ბოლო არ უჩანდა, ანტიკვარიატით გავძეძგე სახლი და მაინც ვერ ვცხრებოდი, მოხუცებული დედაჩემი სულ დამავიწყდა. ნინო ფრთხილად შემომაპარებდა, - ზედმეტი მოგვდისო, რამდენია გაჭირვებული, ჩვენ კი საჭმელი გვიფუჭდებაო. მერე სოფელში წავიდა და დედაჩემი ჩამოიყვანა, რომელიც უმცროს ძმასთან ცხოვრობდა მამაპაპისეულ ძელურში. დაბერებულ-დალეულიყო. გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით... ერთხელ ანტიკვარულ პატარა მაგიდას ფეხი წამოსდო და როკოკოს ლარნაკი გადმოაპირქვავა. გავგიჟდი და გადავირიე! დედაჩემმა ორიოდე სიტყვა მითხრა, - ცოცხლები დაუვიწყებია, შვილო, შენთვის ამ მკვდარ ნივთებს. სოფელში წამიყვანეთ, სული მეხუთება, შენც მეცოდები, ამათი მონა რომ გამხდარხარო.

გაჭირვებას ვემდურით, მაგრამ სწორედ გაჭირვებაა ზოგჯერ კაცის გამომაფხიზლებელი.

ნონა (57 წლის): - ჩემი კერპი სხვა ქვეყანა იყო, უფრო სწორად, ევროპის ქვეყნები. შორიდან იქაური ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი მეგონა. ჩემი მეუღლე იმერელია, მართლაც მაგარი პატრიოტი. დღედაღამ ჩავჩიჩინებდი ქმარ-შვილს, აქედან წავიდეთ-მეთქი და მივაღწიე კიდეც საწადელს, ინგლისში გავემგზავრეთ. ორი თვე ეიფორიაში ვიყავი, მიხაროდა, რომ საჭმელ-სასმელი, ჩასაცმელ-დასახურავი არ გვაკლდა, მალე ბინაც მოგვცეს და ერთ წელიწადში ისე ავაწყვეთ ცხოვრება, რასაც საქართველოში მთელი სიცოცხლე არ ეყოფოდა. მერე დაიწყო ჩემი ტანჯვა, რაღაც მაწვალებდა, მასევდიანებდა, ვკვდებოდი დარდით. ჩემი მეუღლეც შავ დღეში იყო, მაგრამ არაფერს ამბობდა. ევროპულმა ცხოვრებამ ისე დაკარგა ხიბლი, ქუჩაში გამოსვლა აღარ მინდოდა... ახლა საქართველოში ვცხოვრობთ, ჩემი სიყვარული ჩემი ქვეყანა და ხალხია, ხოლო ღმერთი - იესო ქრისტე, რომელმაც ჩვენთვის უამრავი ტკივილი, ხორციელიც და სულიერიც, დაითმინა.

შორენა (30 წლის): - არ ვიცი, ეს რამდენად არის კერპი... ბავშვობიდან ვცდილობდი, ყველასთვის მეჯობნა. მგონი, ეს უნდა იყოს ის, რასაც უფალი გვიკრძალავს, ანუ საკუთარი თავის კერპად ქცევა. კერპად ჩემი სურვილებიც ვაქციე - რასაც ვიტყოდი, უნდა ასრულებულიყო. სურვილი კი უამრავი მქონდა და ერთ-ერთი კარიერის კიბეზე აღმასვლა იყო. ვაღწევდი კიდეც საწადელს, მაგრამ ჩემმა ახირებამ მარტო დამტოვა, ვერც გავთხოვდი და ირგვლივ ყველა შემომეცალა. ყველაფერს აქვს ღვთისგან წამალი, ყველა ცოდვა ემორჩილება სათნოებას და მეც დავძლიე თავს...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat