წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ძვირფასო კარიბჭელებო, ყველას მოგესალმებით. ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი და სხვებსაც ვაკითხებ, რათა შეიგრძნონ, რა არის ღვთის კარიბჭე. ღმერთი ბავშვობიდან მწამდა. დავდიოდი ტაძარში, მაგრამ ჩემს მშობლებს არც ღვთის, არც მღვდლის არ სწამდათ, მე კი ვილტვოდი უფლისკენ, რათა სხვებთან ერთად მეც ვზიარებოდი მარადიულ სასუფეველს.

ერთხელ, V-VI კლასში ვიქნებოდი, ჩემი მეგობრის მამამ ხის ჯვარი გამიკეთა და მაჩუქა. მას შემდეგ თითქოს ბოროტმა შემიპყრო. სულ უხასიათოდ ვიყავი, ყველაფერს უხალისოდ ვაკეთებდი, ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა, სიცოცხლე მძულდა. თუ შინ ვინმე გამაბრაზებდა, სახლიდან მივდიოდი, უკაცრიელ ადგილას დავჯდებოდი და მარტოობაში ვიოხებდი გულს. ერთხელ თავის მოკვლაც დავაპირე, მაგრამ ცათა სასუფევლის დაკარგვისა შემეშინდა. ჯვარი ყელზე მეკიდა, მაგრამ უკურთხებელი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ლოდი მედო მკერდზე. მივხვდი, ჯვარი უკურთხებელი რომ არის, იმის ბრალი იქნება-მეთქი. წავედი ტაძარში და ვაკურთხებინე. თითქოს შვება ვიგრძენი, ის უცნაური აზრები თავიდან ამომივარდა, ცხოვრებას სულ სხვა თვალით ვუყურებ და მივყვები... თუ ვინმეს ჯვარი არ უკურთხებია ან ნაკურთხი არ ჰკიდია ყელზე, ვურჩევ, ჩემი ამბავი გაითვალისწინოს. ჯვარი ყოველმა ქრისტიანმა უნდა ატაროს და თანამგზავრად გაიხადოს.
გ. გიორგაძე


ერთხელ, დასაძინებლად რომ დავწექი, ვერაფრით მოვხუჭე თვალი. მაცხოვარზე ვფიქრობდი. ძილი გამიტყდა, ამიტომ ავდექი და წერა დავიწყე. მოგიყვანთ ნაწყვეტს იმ "ნაშრომიდან":

როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს, თავის მოწაფეს, პეტრეს, შემდეგი სიტყვები უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე".

უთხრა მას პეტრემ: "მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ" (მათე 26:34-35).

ესე იგი, პეტრემ წინასწარ იცოდა, რომ სამჯერ უნდა უარეყო იესო, მაგრამ არ სჯეროდა და უფლის ნათქვამი მაშინვე დაივიწყა - ღრმად იყო დარწმუნებული, რომ არასოდეს უარყოფდა მაცხოვარს. ხოლო როდესაც ერთ ღამეში სამჯერ უარყო იესო...

"...მყისვე იყივლა მამალმა. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა".

ვამბობთ, რომ ღმერთის გვწამს და გვგონია, არასდროს შევცდებით, არ ვუღალატებთ უფალს, მაგრამ მაინც ვცოდავთ. ეს მე პეტრეს მიერ მაცხოვრის უარყოფას მაგონებს, რადგან თითოეული ცოდვის ჩადენისას ჩვენ ზურგს ვაქცევთ იესოს, თუმცა, პეტრესი არ იყოს, ბოლოს ჩვენც გვახსენდება ჩადენილი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მამალი იყივლებს. მამლის ყივილი კი გამოღვიძების ნიშანია, ასე რომ, ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა მამლის ყივილი არ დაგვჭირდეს იმის შესაცნობად, რომ ეს-ესაა ცოდვა ჩავიდინეთ. და კიდევ: ალბათ სჯობს, ყოველი ცოდვის ჩადენისას პეტრესავით გულწრფელად ვიტიროთ.
შალვა


ვილოცებ შენთვის

წახვედი...

მარადისობის ბნელ ბურუსსა და მშობელი მიწის თბილ წიაღში ჰპოვე სიმშვიდე...

და, რადგან მართლაც წუთისოფლის იყავ სტუმარი, მოულოდნელად შეატოვე ბოლო სასმისი მაცდურ მასპინძელს... წახვედი უხმოდ, უხმაუროდ, უსაყვედუროდ, დაღლილი გულის ყრუ ტკივილით და ჩუმი სევდით, ჩუმი ნატვრით, რომ თუნდაც ერთი მახლობელი გყოლოდა გვერდით...

ასე ყარიბად, უნუგეშოდ, მოუფერებლად, შიშით და ძრწოლით, მარტოდმარტომ შეაღე კარი იმიერსოფლის...

იქნებ გგონია, მიმატოვე?!

არც გაიფიქრო! შენ ჩემ გვერდით ხარ განუყრელად, განუშორებლად და ჩვენ ვსაუბრობთ უფრო ხშირად, უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ოდესმე. მისმენდე ოღონდ!..

მე ვანთებ სანთლებს ჩუმი ლოცვით, ჩუმი ვედრებით, ვუვლი ყვავილებს და ვუსმენ საათს, სამარემდე რომ მიგაცილა, როგორც ერთგულმა მეგობარმა და შენი აქ ყოფნის ბოლო ჟამი დააფიქსირა.

რა დრო გასულა! შვიდი წელია, აღარ მესმის შენი გულის ხმა, შენი ძახილი, მაგრამ საათი, შენი საათი, შეუჩერებლივ მესაუბრება ჩუმი წიკწიკით და ჩვეულებრივ ითვლის წამებს, ახლა უკვე - ჩემი ყოფნისას...

ვილოცებ შენთვის, ვიდრე ჩემიც დადგება ჟამი, ვიდრე უფალს მივეახლები. მერე...

მერე ორივესთვის უნდა ილოცონ...

ვინ?

ღმერთო ძლიერო, შეაძლებინე ეს ჩვენთვის ვინმეს!..

ახალწლის ღამე, 2004 წ.
ლ.გ.


ჩემო ძვირფასნო, მოკლედ მოგახსენებთ: სიბერის ჟამს გამეხსნა გონება. რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით. ახალგაზრდებს რომ ვხედავ ეკლესიაში, მიხარია, მე კი ამ ასაკში ცოდვის მორევში ვცხოვრობდი. რისთვის დავკარგე დრო ამაოებაში, ყოველგვარ სიბილწეში? შემინდოს უფალმა, უსაზღვრო სინანულში ვარ.

დედაჩემს მანქანა დაეჯახა ჩემს თვალწინ. ეს დიდი განსაცდელი გახლდათ ჩემთვის. არავინ მყავდა გვერდით, გარდა უფლისა. 3 წელი იცოცხლა დედამ. ორივე დავიტანჯეთ. მადლობა ღმერთს, აღსარებაც ჩააბარა და ნაზიარები წავიდა ამ ქვეყნიდან. სამი ვაჟის დედა ვარ. სამივემ შექმნა ოჯახი. თითქოს გარიყული დავრჩი. მეგონა, შვილები იქნებოდნენ ჩემი პატრონები... მადლობა უფალს, გონების თვალი რომ ამიხილა. ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე ეკლესიის გარეშე. მამა პეტრე ბარამიძეს, ჩემს დამრიგებელს, მასწავლებელს, დიდი მადლობა - გზაზე დამაყენა, გამომაფხიზლა... უფალს შევთხოვ ჩემი შვილებიც დედაეკლესიას დაუბრუნოს. გმადლობთ, შემინდეთ, გფარავდეთ ქრისტე ღმერთი.
ცოდვილი სარა (ცირა) ჯაველიძე


მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგიაა. ბიბლია არის ამოუცნობი სიბრძნე ღმრთისგან მოწოდებული და ღმერთთან მისასვლელი.

ჩვენ უნდა გავხდეთ ისეთები, როგორებიც ვიყავით, უნდა დავიბრუნოთ საწყისი მდგომარეობა, უნდა განვიღმრთოთ და ისევ ღმერთს დავუბრუნდეთ ცოდვილი შვილები. ღმერთთან ყოფნა თავისუფლებაა.

ყველა ადამიანს თავისუფლება უნდა. ზოგს ფუფუნება ჰგონია თავისუფლება, ზოგს - ქმარი, ზოგიერთს - შვილები, ამ დროს კი მონები არიან ფულისა, ქმრისა, შვილებისა და ვერ თავისუფლდებიან. თავისუფლება უფლის მონობაა.
ნათია ზედგინიძე,
მამა ანტონ ბეჟანიშვილის მრევლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler