სექტანტები ადამიანის სუსტ წერტილს პოულობენ და მერე იყენებენ მას
სექტანტები ადამიანის სუსტ წერტილს პოულობენ და მერე იყენებენ მას
სექტანტური დაჯგუფება რელიგიური ორგანიზაცია როდია, იგი ყველაზე მეტად მაფიას ან ლენინურ პარტიას მიაგავს, რომელიც მკაცრ დისციპლინას და უპირობო მორჩილებას ითხოვს და ჯერ - კონკრეტული სახელმწიფოს, შემდეგ კი მთელი მსოფლიოს დაპყრობას ისახავს უმთავრეს მიზნად.

რელიგიური ტოტალიტარიზმი პოლიტიკური ტოტალიტარიზმის ნაწილია. საყოველთაოდაა ცნობილი გერმანული ნაციზმის ოკულტური ფესვები, ბევრი რამ შევიტყვეთ ბოლშევიკთა კავშირის შესახებ რერიხთან და სხვა ოკულტურ მასწავლებლებთან თუ დაჯგუფებებთან, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით ეზოთერულ-ოკულტური გურუს, იდუმალებით მოცული ადამიანის, გიორგი გურჯიევის შესახებ, რომელსაც ნაცისტებთანაც ჰქონდა კავშირი და კომუნისტებთანაც (თავად ხშირად ბაქიაობდა, ჰიტლერსაც და სტალინსაც, როგორც მინდა, ისე ვმართავო).

ჩვენს ქვეყანაში მოქმედ ტოტალიტარულ სექტათა უმრავლესობა ნაცისტებსა და კომუნისტებზე არანაკლებ ისწრაფვის დედამიწაზე გასაბატონებლად და რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, ყოველ მათგანს გააჩნია ამის მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული გეგმა...

თითქმის არც ერთი ტოტალიტარული სექტა არ ისახავს მიზნად ქუჩურ გადაბირებას, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, გადაბირება სექტებს, უპირველესად, ახალგაზრდა ადეპტებისა და მათი ენერგიის სასურველი მიზნებისათვის გამოსაყენებლად სჭირდებათ, ამასთან, ნებისმიერი სექტის თავკაცს გაცნობიერებული აქვს, ქუჩური გადმობირება გლობალურ შედეგს არ მოუტანს. სექტის მთავარი მიზანი - გავლენიან პოზიციათა დაკავებაა, რომლებიც ორგანიზაციის დამკვიდრებასა და ამა თუ იმ რეგიონში, ქვეყანასა თუ მსოფლიოში საკუთარი სწავლების დანერგვაში დაეხმარება.

დღევანდელი რუსეთი იმის კლასიკური მაგალითია, თუ როგორ მუშაობენ სექტები მათთვის უაღრესად ხელსაყრელ პირობებში. წამყვან სექტებს შორის გავლენის სფეროთა გადანაწილების შესახებ თითქოს ფარული შეთანხმება არსებობს, მაგალითისთვის, მუნიტები განათლების სფეროზე მუშაობენ, საიენტოლოგები - სამხედრო მრეწველობასა და ადმინისტრაციულ სტრუქტურებზე, კრიშნაიტები - კვების მრეწველობასა და ფარმაცევტულ ინდუსტრიაზე, "ქრისტეს ეკლესია" კი - ტექნიკური პროფილის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ტექნიკურ სასწავლებლებზე და ასე შემდეგ. თითოეული სექტა მმართველი თანამდებობების დაუფლებისაკენ ისწრაფვის. თუ საიენტოლოგები ფაბრიკის დირექტორს გადმოიბირებენ, მომსახურე პერსონალიც მათ განკარგულებაშია, - ცხადია, სისტემის დანერგვა ზემოდან გაცილებით იოლია.

თუ მუნიტები მასწავლებლის "გადმოთავისებას" მოახერხებენ, ეს უკანასკნელი მათ მთელი კლასით უერთდება.

ფრანგული სატელევიზიო ჯგუფი მოსკოვის ერთ-ერთ სკოლას ეწვია და რეპორტაჟი მოამზადა მუნიტი პედაგოგის შესახებ, რომელმაც ამაყად განაცხადა, რომ უკანასკნელ ხანს მისი 60 მოწაფიდან 20 უკვე რეგულარულად ესწრება "გაერთიანებული ეკლესიის" ლოცვით შეკრებებს...

როგორც ჩანს, ტოტალიტარულ სექტათა მკაცრი პირამიდული სისტემა ქრისტეს ეკლესიის იერარქიის ჯოჯოხეთური პაროდიაა, ხოლო მათი სწრაფვა მსოფლიო ბატონობისაკენ - "მიბაძვაა" ქრისტიანული უნივერსალობისა.

მეთოდი
მეთოდი ლიდერს ლიდერად აქცევს, რისი მეშვეობით მსოფლიოს დაპყრობას იწყებს. მეთოდი - მარტივი, გასაგები და ყოვლისმომცევლი უნდა იყოს და მისი გასაღები გურუს ან ორგანიზაციას უნდა ეკუთვნოდეს.

მეთოდი მუდამ ბოლომდე განუცხადებელი უნდა იყოს და მისი გამოყენება ორგანიზაციის გარეთ შეუძლებელია, რამდენადაც განუმეორებელია.

ხოლო რაც სიმარტივეს და ადვილად აღქმადობას ეხება, აქ ყოველივე ნათელია: - ინსტრუქციების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი განმარტებულია. მაგალითად, მავანი ყიდულობს პაკეტს, ხსნის, წყალს ამატებს და მიირთმევს. "არაამქვეყნიური სიამოვნება!" ამას ეწოდება "საიდუმლო", მხოლოდ წყალი უნდა დაამატო... ანალოგიურად შეგვიძლია ვისაუბროთ "ხსნად რელიგიაზეც".

ამგვარ მარტივ ინსტრუქციებს და რეცეპტებს ნებისმიერი სექტა იძლევა: - მოდით ჩვენთან, გასწავლით... ამას, ამას და ამას და მიაღწევთ... რას? სწორედ აქედან იწყება ნებისმიერი სექტის მეთოდი... ნახეთ სექტანტური საინფორმაციო ფურცელი და ნახავთ, რომ სექტაში გაერთიანება აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ზრდის ინტელექტუალურ კოეფიციენტს, წარმატება მოაქვს, ასწავლის ლევიტაციას (ჰაერში ფრენას), ნეტარებას და ასე შემდეგ.

და კიდევ ერთი მაგალითი: ბევრ ჩვენგანს სმენია სექტის შესახებ, რომელსაც "ტრანსცენდენტური მედიტაცია" ჰქვია. ამ უკანასკნელს მოსკოვის გარეუბანში, სჩოლკოვოში, ომსკსა და ირკუტსკში (ასევე სხვაგანაც) გააჩნიათ ქარხნები, სადაც კერპთათვის საშინელ ორცხობილას და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმს ამზადებენ, რომელთა დანიშნულებას ადამიანები ვერც კი ხვდებიან, ისე მიირთმევენ.

ამგვარად სექტის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ რელიგიასთან არაფერი აკავშირებთ და რომ ტრანსცენდენტური მედიტაცია მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდია, ამასთან, ბლომად წარმოადგენენ ხოლმე გრაფიკებსა თუ სქემებს და ერთ ან ორმარცვლოვანი მანტრის დილით და საღამოს წარმოთქმას ასწავლიან ოც-ოცი წუთის განმავლობაში. შედეგად კი გვპირდებიან, რომ ყველაფერს მივიღებთ: - გავჯანსაღდებით, წარმატებულნი და უფრო ინტელექტუალურნი გავხდებით და ა. შ. და თუ ამა თუ იმ საწარმოში დასაქმებულთა 20 პროცენტი ზემოხსენებულ მანტრებს დილითაც აღასრულებს და საღამოსაც, პროდუქციის წარმოება 20 პროცენტით გაიზრდება... ხოლო თუ ამგვარი მედიტაცია საყოველთაოდ მოიკიდებს ფეხს, დედამიწაზე სამარადისო მშვიდობა და თანხმობა დაისადგურებს...

როგორც ხედავთ, შემოთავაზებული მეთოდი ყველაფერს მოიცავს.

ისტორიული კურიოზის სახით ტრანსცენდენტური მედიტაციის "დადებითი" გავლენის რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ: როდესაც ხსენებული სექტა ფილიპინებში ჩამოყალიბდა, იქ ჯერ ვულკანი ამოიფრქვა, შემდეგ კი პრეზიდენტი მარკოსი გადააყენეს, ხოლო როდესაც "ტრანსცენდენტურმა მედიტაციამ" ირანშიც შეაღწია, იქ რევოლუციამ იფეთქა, შაჰი ტახტიდან ჩამოაგდეს და "ისლამური რესპუბლიკა" შექმნეს, რომელმაც ხსენებული სექტა მალევე განდევნა.

ერთი შეხედვით, საიენტოლოგიური მეთოდიც ძალზე მარტივია. ჰაბარდის სწავლების თანახმად, ცხოვრების მანძილზე ჩვენი სული უარყოფითი ანაბეჭდებით - ენგრამებით იფარება, რომელიც წყაროა უსიამოვნებებისა: - გაცივდი ან წელი აგტკივდა? ესე იგი, რომელიღაც ენგრამა ამოქმედდა, ცოლთან გაქვთ უსიამოვნება? კვლავაც ენგრამის ბრალია და ასე დაუსრულებლად და თუ ენგრამები წაიშალა, ადამიანი ზეკაცად იქცევა და ზებუნებრივ ძალებსაც მიიღებს.

მეთოდის გასაღები, როგორც ზემოთ ვთქვით, სექტას უპყრია. ჩაეწერებით პირველ კურსზე, რომელიც, პირობითად, 70 დოლარი ღირს, დახურავთ და აღმოჩნდება, რომ დაპირებული შედეგისგან ძალზე შორს ხართ, დაგმოძღვრავენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მორიგი ეტაპის გასავლელად კვლავ იგივე ოდენობის თანხას მოგთხოვენ, ამას მოსდევს მესამე, მეოთხე, მეხუთე კურსი, რომელთაგან ყოველი საკმაოდ ძვირია, ანუ სახეზეა ვირის თვალწინ ჩამოკიდებული სატყუარა: საწადელს უნდა სდიო, მაგრამ მისი დაუფლება შეუძლებელია. სწორედ ამგვარი მეთოდით გიმწყვდევენ ხაფანგში.

რა არის "ტვინის გამორეცხვა და ცნობიერების კონტროლი"
და როგორ ვებრძოლოთ მათ
უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ ვერავითარი ზომბირება ვერ განხორციელდება. რასაკვირველია, არსებობს ცნობიერების კონტროლის სხვადასხვა ფსიქოლოგიური ხერხი, თუმცა ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებენ, თუ თავად გავუხსნით გზას.

როდესაც საქმე სექტანტებს ეხება, მუდამ ფრთხილად უნდა ვიყოთ და გვახსოვდეს, რომ იქ ყველა ცრუ და მატყუარაა. ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის, ეს უფრო ადვილია, რადგან მათი სწავლების შესახებ ვუწყით, მაგრამ არაეკლესიურ ადამიანებსაც მართებთ იმის ცოდნა, რომ სექტანტები მატყუარები არიან და მათი მეთოდი ადამიანის სუსტი წერტილის პოვნისა და მისი გამოყენებისაგან შედგება.

დავა ცნობიერების კონტროლის შესახებ საკმაო ხანია მიმდინარეობს. მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდანვე აღნიშნავდნენ სექტების მსხვერპლთა მშობლები, რომ შვილებს ვეღარ სცნობდნენ და რომ გასექტანტების შემდგომ ისინი ბევრად უარეს ადამიანებად იქცნენ და მანქანებს, რობოტებს და ზომბებს დაემსგავსნენ.

მკვეთრი ცვლილება, რომელიც ახლა მოქცეულ სექტანტთა შორის აგრერიგად შესამჩნევია, ძალზე იდენტურია. ბევრი საუბრობდა სექტებში "ტვინის გამორეცხვის", "ზომბირების" და "დაპროგრამების" შესახებ. "დაპროგრამების" პარალელურად გაჩნდა ტერმინი "დეპროგრამირება", რომელიც ხშირად სექტანტის გატაცებას გულისხმობდა (თუ სექტიდან მსხვერპლის სხვა საშუალებით გამოყვანა უკვე შეუძლებელი იყო). გატაცებულს იზოლაციაში ამყოფებდნენ, მათ გონზე მოსაყვანად კი სპეციალისტი ფსიქოლოგები და სექტის ყოფილი წევრები გარკვეული ხნის მანძილზე მუშაობდნენ.

ხშირად ამას შედეგი ჰქონდა: - სექტანტურ გარემოს მოწყვეტილი ადამიანი ხანგრძლივი დროის (თვეების, არცთუ იშვიათად კი – წლების) შემდგომ ახერხებდა გამოძინებას, ნორმალურ კვებას და იწყებდა აზროვნებას... მის ცნობიერებაში კვლავ იღვიძებდა არსებული ეჭვები და დათრგუნული კითხვები და უფრო და უფრო უჭირდა ყოფილი სექტის დაცვა.

სასოწარკვეთილმა მშობლებმა თუმც იცოდნენ არასრულწლოვანის გატაცების კანონთან შეუსაბამობის შესახებ, მაგრამ შვილების დასაბრუნებლად იძულებულნი იყვნენ, ე. წ. "დეპროგარმისტები" ექირავათ, თუმცა ამ ყოველივეს ხარვეზებიც ჰქონდა: ზოგჯერ გატაცების გამო გულმოსული სექტანტი უფრო ჯიუტდებოდა და წინააღმდეგობის სურვილი უძლიერდებოდა, რასაც გაქცევა და სექტაში დაბრუნება მოჰყვებოდა ხოლმე.
გაგრძელება იქნება

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat