მუნმა სასძლო იპოვა ქრისტესთვის დედამიწაზე, რის გამოც მისგან თავმდაბალი მადლობა დაიმსახურა...
მუნმა სასძლო იპოვა ქრისტესთვის დედამიწაზე, რის გამოც მისგან თავმდაბალი მადლობა დაიმსახურა...
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...

აი, ის მუხლიც, რომელსაც მათი დებულება ეფუძნება: - "და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანაი და ეუფლენით მას"(1:28).

ხსენებული მუხლის ძალზე მიკერძოებული განმარტების შედეგად მუნი ღვთისაგან კაცობრიობისათვის მიცემულ სამ კურთხევას ახმოვანებს:

პირველი კურთხევა - "აღორძინდით" ამ სიტყვის ზოგად მნიშვნელობას სულაც არ გულისხმობს და ხორცისა და სულის ერთობასა და მასთან დაკავშირებულ ერთიან დამოკიდებულებას ნიშნავს.

პირველი კურთხევის შედეგი არაპიროვნული სრულყოფილების კურთხევაა, რომელიც მეორე კურთხევას უდევს წინაპირობად: - "განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანაი", რაც მუნიტთა ენაზე სრულყოფილი ქალისა და სრულყოფილი მამაკაცის ერთობას ნიშნავს უფლის მიმართ ერთიანი დამოკიდებულების მეშვეობით...

მეორე კურთხევის შედეგი - ჭეშმარიტი ოჯახის, ჭეშმარიტი გვარის, ჭეშმარიტი მოდგმის, ჭეშმარიტი ერის, ჭეშმარიტი მსოფლიო ოჯახის კურთხევაა, და აი, მესამე კურთხევაც: - "და აღავსეთ ქუეყანაი და ეუფლენით მას", რაც სრულყოფილი ადამიანის ერთობას გულისხმობს ბუნებასთან...

სწორედ მესამე კურთხევის შედეგია ჭეშმარიტი მეუფების და ცათა სასუფევლის კურთხევა, რაც სხვა არაფერია, თუ არა "გაერთიანების რელიგია".

მუნიტთა აზრით, ღმერთი თავის ქმნილებაში გამოიხატა, მისი განკაცება არასოდეს მომხდარა და ვერც მოხდებოდა, თუმცა, ღვთის სასუფეველში გაერთიანდება სულიერი და ფიზიკური სამყაროები და სწორედ ამაში მდგომარეობს კაცობრიობის მიზანიც და დანიშნულებაც.

ამასთან, თურმე ადამიანის სხეული (ფიზიკური "მე") "ფიზიკური სხეულისა" და "სხეულის სულისგან" შედგება, თუმცა, სულიც, თავის მხრივ, "სულის სამშვინველსა" და "სულის სხეულს" მოიცავს, გამოდის, სულიც, გარკვეულწილად, მატერიალურია, რაც მუნიტთა გარკვეულ დებულებებს ნათელს ჰფენს.

უფალმა ადამიანს სამი კურთხევა აუწყა, თუმცა, ადამიანმა ეს კურთხევანი ვერ შეინარჩუნა... მთავარანგელოზ ლუციფერს, ანუ სატანას შეუყვარდა ევა, შეაცდინა და მასთან კავშირის შედეგად გაჩნდა კაენი... შემდეგ ადამმაც დაარღვია კურთხევა, დროზე ადრე დაამყარა ევასთან კავშირი და ასე მოევლინა სამყაროს აბელი, რომელიც საკუთარმა ძმამ მოაკვდინა, ასე რომ, ჩვენ ყველანი კაენის მოდგმა ვყოფილვართ (რაც შეეხება სეითს, რატომღაც ამოვარდა მუნიტური სქემიდან), ჩვენში სანახევროდ სატანური სისხლი ჩქეფს და სანახევროდ - ადამიანური...

საინტერესოა ამბავი, თუ რა გზით შეაღწია მუნმა სულთა სამეფოში და ძალისმიერად როგორ გაარკვია, თუ რა მოხდა იქ. თურმე იგი სატანას დასაკითხად ეძებდა, საბოლოოდ კი "ღვთაებრივი პრინციპის" ზოგი ელემენტი მუნს თვით უფლისგან ეუწყა, ნაშრომის დიდი ნაწილი კი სულთა სამყაროში ბრძოლით მოიპოვა...

ასე რომ, თურმე ჩვენ სატანის შთამომავალნი ვყოფილვართ, ხოლო ცხონება ოდენ მაშინ არის შესაძლებელი, თუ "სრულყოფილი ადამიანი" "სრულყოფილ ქალს" ასწავლის, თუ როგორ იქცეს "სრულყოფილ ევად"... მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს სრულქმნილი შთამომავლობის, "უცოდველი ბავშვების" ჩასახვას და სრულქმნილ ოჯახს შექმნის, რომელსაც სატანასთან საერთო აღარაფერი ექნება..

თუმცა, ამგვარი "სრულქმნილი" ადამიანის გამოჩენას გარკვეული წინაპირობები სჭირდება, კონკრეტულად კი - ღვთის მიერ დროდადრო მოვლენილი "ცენტრალური პიროვნებების" უპირობო მორჩილება, რომ მესიის მოსასვლელად მოემზადონ... იგი სრულყოფილ ოჯახს შექმნის და კაცობრიობის "ჭეშმარიტ მამად" იქცევა...

მუნი აბელს, ნოეს, აბრაამს, მოსეს, იაკობს და ისუ ნავეს ძეს შეუმცდარ "ცენტრალურ პიროვნებებად" მიიჩნევს.

უკანასკნელი "ცენტრალური პიროვნება" იოანე ნათლისმცემელი ყოფილა, რომლის უმცროსმა ძმამ, იესომ, რომელიც მღვდელმთავარ ზაქარიასა და მარიამის უკანონო კავშირის შედეგად იშვა (შეგვინდოს უფალმა ამდენი მკრეხელობის განმეორება! - მ. ტ.), "უბრალო ადამიანმა", ცოდვით დაცემისაგან თავისუფალმა და არა ღმერთმა, შეძლო თავისი მესიანური ღირსების გაცხადება.

თურმე ღმერთმა იესო სწორედ ოჯახის შესაქმნელად წარმოგზავნა, რაც ვერ შეძლო... მას ჯერ იოანე ნათლისმცემელმა უღალატა, შემდეგ კი - ხალხმაც, მაგრამ პირველი კურთხევა მაინც აღასრულა, - პიროვნულ სრულქმნილებას მიაღწია, თუმცა, ჭეშმარიტი ოჯახის შექმნის ნაცვლად ჯვარცმა დაუშვა, თუმც კი შეეძლო, დახმარებისთვის ანგელოსთა დასებისთვის ეხმო...

მუნიტთა აზრით, რისი აღსრულებაც იესომ მოახერხა, თორმეტი მოწაფისაგან შემდგარი სულიერი ოჯახი იყო...

1971 წლის 3 იანვარს მუნმა ქრისტე და ხანდაზმული კორეელი ქალბატონი "აკურთხა", რის შემდეგაც მას თურმე იესო გამოეცხადა, აუწყა, რომ მისი თაყვანისმცემელი გახდა და თავმდაბლად ჰმადლობდა მეუღლის პოვნისთვის...

მომდევნო კურთხევა თურმე მუნში განხორციელდა, რომელმაც, ქრისტესაგან განსხვავებით, ღმერთს უერთგულა და სრულქმნილებას პირად დონეზეც მიაღწია და ოჯახურზეც, თუმცა, არავინ ახსენებს მის "უცოდველ შვილთა" მძიმე პრობლემს...

მუნიტთა სწავლებით, წმინდა სამება არცთუ ისე სრულქმნილია, რამდენადაც ოდენ სულიერია. თურმე, იგი ღმერთის, იდეალური ადამისა და ევასაგან უნდა შემდგარიყო, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ერთობა "ცრუ სატანისტურ სამებად" იქცა, ახალი ჯგუფის შექმნა გახდა საჭირო...

ჭეშმარიტი სამება კი, სულიერიც და მატერიალურიც, თურმე ახლა უნდა შექმნან ღმერთმა, მეორე მესიამ და მისმა მეუღლემ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
04.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
თუ რა დამოკიდებულება აქვს საენტოლოგიას ქრისტიანობასთან
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat