მუნიზმს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან
მუნიზმს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
თავად მუნი კი იქ 1990 წელს, გორბაჩოვის მიწვევით მოხვდა, თანაც სახელმწიფო სტუმრის სტატუსით. 13 აპრილს, დიდ პარასკევს, გორბაჩოვს მუნი კრემლში მიუწვევია. იმ დროს კრემლის ტაძრებში ღვთისმსახურებაზე საუბარიც ზედმეტი გახლდათ, მუნი კი მიძინების სახელობის ტაძარში შევიდა და საკუთარი წესისამებრ, ტაძარი "აკურთხა", რასაც მუნიტები "დამარილებას" უწოდებენ. ამგვარად, მუნმა მიძინების ტაძარი თავისთვის "გადადო"...

რასაკვირველია, მართლმადიდებლური ღვთისმსახურების აღდგენისთანავე ტაძარი ამ სიბილწისგან განიწმინდა, მაგრამ საკვირველია, რომ იმ დროს მუნს ამ მკრეხელური ცერემონიის ჩატარების უფლება მისცეს...

მუნის სექტა ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მით უფრო, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს საენტოლოგიასთან, კრიშნას ცნობიერების საზოგადოებასთან, ქრისტიანულ საზოგადოებასთან, რომელსაც "ოჯახი" ჰქვია, იეჰოვას მოწმეებთან და სხვა.

ისინი ერთიან ფრონტს ქმნიან, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის, მუდმივად უზიარებენ ერთურთს ინფორმაციას და საკმარისია, რომელიმე ერთს შეეხო, ერთ გუნდად შეკრულნი ყველა მას ესარჩლება. ნუ მოგატყუებთ მათი ფარისევლური განცხადებები, თითქოს ისინი პატივს მიაგებენ მართლმადიდებელ ეკლესიას და მასთან მეგობრობა სურთ.

მუნიტები ფლობენ ორგანიზაციებს, რომელნიც მათთან სახელით არ არიან დაკავშირებულნი, მაგრამ ყოველ ღონეს ხმარობენ, გავლენიან პირებთან ურთიერთობისათვის, რომ ეს უკანასკნელნი შემდგომ საჯაროდ გამოამზეურონ და დაუმტკიცონ, რომ საერთაშორისო მასშტაბით აღიარეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ გეგმამ გაჭრა: - ძალზე ბევრმა პოლიტიკურმა და რელიგიურმა მოღვაწემ დაამყარა (ვფიქრობთ, არცთუ უსასყიდლო) კავშირი მუნიზმთან. ცნობილ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს თუ არ ჩავთვლით, საკმარისია, გავიხსენოთ ცნობილი ინდოელი მონოფიზიტი, მიტროპოლიტი პავლე მარ გრიგოლი (ვერგეზე), ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთი პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო რელიგიური ფონდის პრეზიდენტიც გახლავთ, ახალი აღთქმის ცნობილი ბერძენი სპეციალისტი არისტოტელე აგურიდესი, რომელიც მუნს მიემხრო და ვაი, რომ ამ სიაში სხვა მართლმადიდებლებიც არიან...

ამიტომ, იმისთვის, რომ არ შევცდეთ და მუნიტურმა მოძრაობამ უნებურად არ ჩაგვითრიოს, უნდა ვიცოდეთ მისი არსი და გავისიგრძეგანოთ, რომ მუნიზმს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან.

მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციათა ცოდნაც, რომელთა ზურგსაც ამოფარებულნი არიან მუნიტები და ხშირად ზემოთ ნახსენებ ორგანიზაციათა წევრებადაც გვევლინებიან... ადამიანები ხშირად ამყარებენ ურთიერთობას მათთან და წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ისინი მუნიტები არიან.

აი, ამ ორგანიზაციათა არასრული ჩამონათვალი:

- "კობრი" (პრინციპების კვლევის საუნივერსიტეტო ასოციაცია);

- განათლების საერთაშორისო ფონდი (რომელმაც გამოსცა სახელმძღვანელო "ჩემი სამყარო და მე");

- საერთაშორისო რელიგიური ფონდი;

- ქალთა ასოციაცია მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში;

- პროფესორთა კონფერენცია მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში;

- მუნიტური სათაო ორგანიზაციის ამჟამინდელი დასახელება ,,ოჯახთა მსოფლიო ასოციაცია მშვიდობისა და გაერთიანებისათვის მთელ მსოფლიოში" და ასე შემდეგ.

2000 წლის ბოლოსათვის მუნმა განაცხადა, რომ თავად სატანა გამოეცხადა, ყველა ბოროტება მოინანია და გამოსწორებისა და და ,,ჭეშმარიტი მამის" სამარადჟამო მხარდაჭერის პირობა დადო. ამის გამგონე მუნმა ღმერთს სთხოვა, ეშმაკისათვის ეპატიებინა და ძველ პატივში დაებრუნებინა...

ამის შემდეგ მუნმა მიმდევრებს გამოუცხადა, რომ ღმერთზე მეტად ეშმაკის სიყვარული მართებთ - ღმერთის სიყვარულს რა უნდა, აბა, მიდი და მოსისხლე მტრის შეყვარება სცადეო...

სავარაუდოდ, "სულთა სამყაროში" გადანაცვლების შემდეგ მუნი იქიდან დაიწყებს "მაუწყებლობას" თავისი ქვრივის, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ კი - მიმდევრების მეშვეობით, ხოლო რა ფორმას მიიღებს სექტა მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს.

(დასასრული)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
04.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
თუ რა დამოკიდებულება აქვს საენტოლოგიას ქრისტიანობასთან
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat