მე პოლიტიკურ ლიდერად დავბრუნდები!..
მე პოლიტიკურ ლიდერად დავბრუნდები!..
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
თუ რა დამოკიდებულება აქვს საენტოლოგიას ქრისტიანობასთან , სექტაში რამდენიმეგვარ პასუხს მოისმენთ იმის გათვალისწინებით, რა ,,საფეხურზე" იმყოფებით. მაგალითად, ,,ხიდის" დასაწყისში გამცნობენ, რომ საენტოლოგია გარკვეული ტიპის გამოყენებითი რელიგიური ფილოსოფიაა. კაცი, შესაძლოა, ნებისმიერ კონფესიას ეკუთვნოდეს და, იმავდროულად, საენტოლოგიის წევრადაც იქცეს, მაგრამ ორიოდ კურსს რომ დაგასრულებინებენ, გამცნობენ, რომ თურმე ქრისტე, არც მეტი, არც ნაკლები, ,,ქლირს" ერთი საფეხურით თუ აღემატა და თუნდაც პირველ საფეხურზე მყოფი თეტანი ბევრად აღემატება მაცხოვარს (შეგვინდოს უფალმა ამის გამეორება, - მ. ტ.)... ეს მეორე პასუხი გახლავთ ზემომოყვანილ კითხვაზე.

ადეპტი, შესაძლოა, ასეთ ,,სიღრმისეულ" იდეებს წააწყდეს ჰაბარდის ნაშრომში - ,,არიან სხვა ღმერთებზე აღმატებული ღმერთები და ღმერთები, რომელნიც სამყაროს ღმერთებზე მაღლა მყოფობენ", ან: ,,ლეგენდა ქრისტეზე ჯერ კიდევ მილიონი წლის წინ გავრცელდა", ან: ,,ვიზიარებთ იმ მიზნებს, რომ ადამიანმა სიბრძნე, ჯანმრთელობა და უკვდავება მოიპოვოს"...

მოკლედ, ჰაბარდის წარმოსახვაში ქრისტე ოდენ ,,ინფორმაციის მატარებელი" გახლდათ.

მესამე ვარიანტის პასუხამდე უცილობლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ აღწევენ ადამიანები ,,მოქმედი თეტანის" მდგომარეობას: - მთელი დღის განმავლობაში ქუჩა-ქუჩა წანწალს და ადამიანთა თვლას გაიძულებენ, საათობით დაეხეტებით და იქამდე ითვლით გამვლელებს, სანამ არ გამოთაყვანდებით და ,,განსაკუთრებული სიცხადის" მდგომარეობას არ ,,მიაღწევთ".

მეორე საფეხურისთვისაც უნდა მოემზადოთ: აქ ფრაზათა უსასრულო რაოდენობასა და მათ საწინააღმდეგო დებულებებთან ბრძოლას გაიძულებენ, თან უნდა იხილოთ ნათელი და თითოეული ფრაზის წარმოთქმისას შოკური მდგომარეობა განიცადოთ. საენტოლოგიის ერთ-ერთმა მსხვერპლმა ამ ვითარებაში 600 საათი გაატარა...

მესამე საფეხურს ,,ცეცხლის კედელი" ჰქვია და ჰაბარდის მტკიცებით, მოუმზადებელი ადამიანი მისი შინაარსის გაცნობიდან მოკლე ხანში სასტიკი წამებით აღესრულება.

რაღა თქმა უნდა, ამ მდგომარეობამდე ,,ამაღლებაც" დიდ ხარჯებს უკავშირდება და თუ თანხას მაინც გაიმეტებთ, ,,დიდ გამოცხადებასაც" გაგანდობენ, კერძოდ:

თურმე 75 მილიონი წლის წინ დედამიწა შედიოდა გალაქტიკათშორის კონფედერაციაში, რომელსაც ბოროტი ქსენუ მართავდა. ყოველი პლანეტა უკიდურესად მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, თითოეულ მათგანზე არანაკლებ 200-500 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა... ქსენუმ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი ადამიანი მოტყუებით გადასხა დედამიწაზე, რომელსაც იმ ხანად თიჯიაკი ერქვა, ჯგუფებად შეკრა, გაყინა, ვულკანის ყელში ჩაუშვა და წყალბადის ბომბებით ააფეთქა...

სხეულებისგან თავისუფალი თეტანთა ჯგუფები ელექტროზონრებით შეკრა და ინპლანტაციის საგანგებო ცენტრებში გაგზავნა... მათი მეხსიერებიდან ყველა თავისი ბოროტმოქმედების ამოსაშლელად კი მათ ცნობიერებაში იმპლანტები (მოგონებანი მომავლის შესახებ) ჩანერგა, რომელთა შორის ღმერთის, კერძოდ კი, ქრისტესა და ქრისტიანობის შესახებ იდეაცაა, როგორც ხელოვნურად შექმნილი ჰიპნოზური ფორმულა...

ასე რომ, თურმე, შეგიძლიათ, საენტოლოგიც იყოთ და კეთილი ქრისტიანიც, მეორე: თურმე, ქრისტე საიდუმლოს ნაზიარები იყო, მაგრამ სუსტი, მესამე: ქრისტიანობა მცდარი იდეა ყოფილა, რომელიც კაცობრიობას ჭეშმარიტ გზას აშორებს... თუმცა, არსებობს პასუხის მეოთხე ვარიანტიც, რომელიც მოქმედ თეტანთა მერვე საფეხურზეა გამხელილი...

მოქმედ თეტანთა მესამე დონეზე საენტოლოგი ხვდება, რომ მისი ყოველი აუდიტინგი დროის ფუჭი ხარჯის გარდა, არაფერი იყო და ნამდვილი პრობლემა ენგრამებში კი არა, მის სხეულში ბინადარ პარაზიტ თეტანთა დიდ რაოდენობაში ყოფილა, მათი გაქრობა კი დიდ დროს ითხოვს... მომდევნო საფეხურზე კი სწორედ ეს ,,განმწმენდი" ფორმულები ისწავლება...

გარდაცვალების შემდგომ თურმე ადამიანს ვენერაზე განთავსებულ ე. წ. ,,ინპლანტაციის სადგურზე" წარგზავნიან, სადაც მორიგ განხორციელებას ელის. ჰაბარდი კი ადეპტებს ამგვარად აფრთხილებს: ,,ყველაფერი ასე კარგად როდია, თქვენ თოთო ბავშვის სხეულში როდი ჩაგასახლებენ, არამედ კოსმოსურ კაფსულაში შეგფუთავენ და სადღაც კალიფორნიის ყურეში ჩამოგაგდებენ... ჰოდა, სცადე, იქიდან გამოაღწიე და კვლავ განკაცდი! ასე რომ, უსახლკარო თეტანები ყველგან დაძრწიან და ეძებენ, თუ ვის შეეფარონ, საენტოლოგია კი გვასწავლის, თუ როგორ ავუაროთ გვერდი ვენერას გარდაცვალების შემდგომ და თავადვე ავირჩიოთ, თუ ვის სხეულში ჩავსახლდებით.

ყოველივე ზემოთქმული ძველ გნოსტიკურ თეორიათა პოპულარიზებული და შერყვნილი ვერსიაა, რომლის მიმდევარნიც ათასგვარ შელოცვებსაც კი სწავლობენ პლანეტათა სულების მახეებისგან თავდასაცავად...

მოქმედ თეტანთა ცოდნის მწვერვალი კი ძალზე გასაიდუმლოებული მერვე საფეხური გახლავთ და მას ოდენ საენტოლოგიური საზღვაო ხომალდის ,,თავისუფალ ქართა" გემბანზე ასწავლიან, რომელიც ძალზე ძვირადღირებულია.

ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, რომელსაც ადეპტებს ხსენებულ კურსზე აკითხებენ. ჰაბარდი წერს: ,,როდესაც ამას წაიკითხავთ, მე ჩემს სხეულში იმ პიროვნებად აღარ ვიქნები, რომელსაც იცნობდით. ეს პიროვნება ცხოვრებას მრავალთა გულსა და გონებაში, საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში და რამდენიმე წელიწადში საენტოლოგებისა და ჭეშმარიტების მოყვარულთა საყოველთაო მოსვლის სულისჩამდგმელად იქცევა.

რაც აღსრულდება, ისტორიაა, რომელიც მიჩქმალულია და ამის მიზეზები მოგვიანებით გაცხადდება. ამ დრომდე მოქმედი თეტანები არ გვყოფნიდა, რომ რამე გვეღონა... ეს უსახური და უსიამოვნო ამბავია, მაგრამ მერწმუნეთ, მოქმედი თეტანების მერვე საფეხურზე აღწეულები ამის მოსასმენად მზად ხართ.

წლების მანძილზე დედამიწაზე ჩემი სრულიად გამოუთქმელი მისიის მიღმა დამალული ცნობები მოგდიოდათ, თუმცა ისტორია იმ საფრთხეების გამო, რაც ორგანიზაციას მუქრებოდა, სრულად არც დაწერილა... და მხოლოდ ახლა ვგრძნობ, რომ მდგომარეობა საკმაოდ უსაფრთხოა ამ ინფორმაციის გასაზიარებლად, თან ახლოვდება დრო, როდესაც მატერიაში ვეღარ ვიქნები მოქცეული".

შემდგომ ჰაბარდი უხამს სიტყვებს აფრქვევს ქრისტეს, როგორც ისტორიული პერსონაჟის, მისამართით, რომელთა გამეორება შეუძლებელია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქრისტე ცრუ იდეა არ ყოფილა და ჰაბარდს სჯეროდა, რომ იგი არსებობდა.

ჰაბარდი: - ,,უეჭველია, იცნობთ ბიბლიის ნაწილს, რომელსაც აპოკალიფსი ჰქვია, რომელშიც სხვადასხვა მოვლენაა ნაწინასწარმეტყველები და მოხსენიებულია დროის მცირე მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ქრისტეს დაუძინებელი მტერი, ანტიქრისტე იმეფებს... აპოკალიფსი ისეა დაწერილი, რომ ფანტასტიკური, გასართობი საკითხავია, მაგრამ იგი სიმართლესაც შეიცავს: - ანტიქრისტე ლუციფერის (პირდაპირი მნიშვნელობით ,,ნათლის მატარებელი", ,,ნათლის მომტანი") ძალებს წარმოადგენს, ლუციფერი კი გალაქტიკის კონფედერაციის განმანათლებელ ძალთა იდუმალი წარმომადგენელია...

შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მისია ანიქრისტეს ხანმოკლე მმართველობის შესახებ ამ ბიბლიური წინასწარმეტყველების აღსრულებაში მდგომარეობს. არსებობს მცირე შანსი, რომ მთელი სცენარი ჩაიშალოს, რაც მარკაბელთა მასობრივ ჩამოსხმას, ანუ მეორედ მოსვლას შეუძლებელს გახდის".

მოკლედ, ყველაფერი ცხადზე ცხადია - ჰაბარდი თავს ანტიქრისტედ აცხადებს და ამბობს, რომ საენტოლოგიის ძალაუფლებაში მოსვლა ქრისტეს მეორედ მოსვლას აღუდგება წინ: ,,მეორედ მოსვლის ერთ-ერთი დანიშნულება დესტრუქციულ მოვლენათა სწრაფი ჯაჭვის შექმნაა. მე დედამიწას მალე დავტოვებ, რომ დავბრუნდე და ჩემი მისია სხვა პიროვნების სახით დავასრულო, თუმც კი მსურს, რომელიღაც შორეული გალაქტიკის შორეულ ვარსკვლავზე დასასვენებლად განვმარტოვდე...

მე არა როგორც რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ ლიდერად დავბრუნდები, რაც აღსასრულებელი ამოცანის უცილობელი პირობა გახლავთ...

გზა გრძელდება. ვიმეორებ: - ფრთხილად და ზუსტად გაიარეთ ეს გზა, რადგან იგია თქვენი ბილეთი ვარსკვლავებისკენ.

რონ ჰაბარდი, დამაარსებელი".

სწორედ ეს გახლდათ მეოთხე და საბოლოო პასუხი იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს საენტოლოგიას ქრისტიანობასთან.

(გაგრძელება იქნება)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat