მუნიტთა მტკიცებით, თურმე სულთა მოკვდინებაც შესაძლებელი ყოფილა
მუნიტთა მტკიცებით, თურმე სულთა მოკვდინებაც შესაძლებელი ყოფილა
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად , ფიზიკურის გარდა დამოუკიდებელი და თვითკმარი სულთა სამყაროც არსებობს.

როგორც მედიუმი "თვითმხილველნი" იუწყებიან, სულთა საუფლო საკმაოდ ხორციელია და ყველაზე მეტად თურმე კორეას წააგავს...

სულები იქ დამოუკიდებლად ცხოვრობენ, საკუთარი სახლებიც აქვთ, საყვარელ საქმეს აკეთებენ, სეირნობენ და წარმტაცი გარემოთი ტკბებიან...

ღატაკნი იქაც ალიზის ქოხებში ცხოვრობენ, მიწიერი ცხოვრებისას წარჩინებულნი კი - იქაც პრივილეგირებულნი არიან, ზოგ მათგანს მცველებიც კი ემსახურებიან და მათთან მიახლოება პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე შეუძლებელია. ღმერთთან სურვილისამებრ ურთიერთობენ. აი, მტკიცებაც მუნიტური ლიტერატურიდან:

- "კარისკენ პირით მდგომს უეცრად ზურგიდან სტალინი დამიდგა... მის დასანახად მოვტრიალდი, მაგრამ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცმა გამაკავა - "აქ მოსვლა როგორ გაბედე?"

სასწრაფოდ ავუხსენი, რომ პატივცემული მოძღვრის ხილვა მსურდა... პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მთხოვეს...
ღმერთს მივენდე და ვუთხარი, რომ "მისი მოციქული ვარ და ღმერთმა შენთან შეხვედრა მიბრძანა"...

სტალინი დამეკითხა: - "სად არის ღმერთი? თუ აქ მომიყვან, შევხვდები"...

როდესაც ვუპასუხე, რომ ღმერთს ოჯახებში სტუმრობისთვის დრო არ აქვს, სტალინმა მითხრა, რომ დრო არც მას ჰქონდა, რადგან ძალზე დაკავებული იყო...

მუნიტთა მტკიცებით, თურმე სულთა მოკვდინებაც შესაძლებელი ყოფილა. მათ ბუნების წიაღში სასიყვარულო ურთიერთობით ტკბობაც ძალუძთ, რაც მათი საყვარელი საქმიანობაა...

სულები ხორციელი სხეულის გარეშე თურმე დაუცველნი არიან, ამიტომ, ჩვენს დაუხმარებლად სრულქმნილებას ვერ აღწევენ... ისინი შუალედურ სამყაროში მკვიდრობენ, მათი აღმოყვანა მუნიტური სამოთხის ამ სქემიდან ოდენ ხორციელ არსებას ძალუძს, - სულები მას ზურგზე უნდა მიეკრან და ერთად ზეაღვიდნენ...

"გაერთიანების ეკლესიის" თითოეულ წევრს სულთა გარკვეული ოდენობის ხსნა შეუძლია: - გარდაცვალების შემდგომ ისინი გარე სამყაროში გადადიან, სადაც სულები ეკვრიან...

მაგალითისთვის, ერთ-ერთი მუნიტი, რომელმაც მედიუმს სტალინთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან შეხვედრის შესახებ უამბო, ნუ იტყვით და, თურმე სულთა შორის საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, დაუცხრომლად ქადაგებს და იმედოვნებს, რომ ერთი სართულით მაინც აღამაღლებს მათ...

ამგვარ "გამოცხადებებს" ეფუძნება ზემოთ ნახსენები სწავლება იმის თაობაზე, თუ როგორ გაიყოლა ზეცად მუნის გარდაცვლილმა ძემ ქრისტე, რომელიც მას შეერწყა...

მუნის შვილი, ჰინ ჯინი "ზეცის მეუფედ" შეირაცხა და მუნიტთა სწავლების თანახმად, მას ამჟამად თვით იესო ემსახურება (შეგვინდოს უფალმა ამ საშინელი მკრეხელობის გამეორება, მ. ტ.).

ქრისტემ "თავისი ბატონის", - ჰინ ჯინის წყალობით გააცნობიერა, რომ ყველა, ვინც ქრისტიანობა შეინარჩუნა, მუნთან მიიყვანოს...

აი სიტყვები, რომელნიც მუნიტმა მედიუმებმა მიიღეს იესოდ წოდებული სულისაგან:

- "მსურს დაგიმოწმოთ, რომ უფალთა უფალი და მეუფეთა მეუფე და მეუფე დიდებისაი არის ჩვენი ძვირფასი სან მენ მუნი და მისი საყვარელი მეუღლე ჰან ჯაკ ჯაა... ისინი მთელს სამყაროში მეფედ და დედოფლად მეუფებენ... მე, იესო ნაზარეველი, ქრისტედ ცნობილი, მორჩილად ვიხრი ქედს მათ წინაშე. ყველა, ვისაც ჩემი მიმდევრობა სურს, უნდა მომბაძოს...

ქედს ვიხრი ჩვენი ძვირფასი ბატონების, ჩვენი ჭეშმარიტი მშობლების სახელთა წინაშე".

სულიერ სამყაროში ჰინ ჯინმა "გაერთიანების ეკლესიის" ცენტრი დააფუძნა, იქ თურმე საკუთარი ავტობუსი ჰყავს, რომლის მეოხებითაც ახლადმოსულ სულთათვის სულიერ სამყაროში ექსკურსიებს ატარებს...

ექსკურსიის შემდეგ სულებს ეკითხებიან, სურვილი აქვთ თუ არა "გაერთიანების ეკლესიის" წევრობისა, ანუ მუნის ოჯახში შესვლისა. თურმე მათი უმრავლესობა სიხარულით თანხმდება, რის შემდეგაც 40-დღიან სემინარზე მიჰყავთ...

უკანასკნელი წლების მანძილზე მუნიტებმა გადმოიბირეს და ცოცხალი კორეელი მეუღლეები შეურჩიეს სულთა სამეუფოში გარდასულ ასობით ისტორიულ პირს, რომელთა შორის არიან: - ყველა ძველაღთქმისეული მამამთავარი და მსაჯული, ბუდა, კონფუცი, მუჰამედი, სოკრატე, სვედენბორგი, იოანე ნათლისმცემელი, აიზენჰაუერი, ნიქსონი, მარქსი, ლენინი, სტალინი, მაო ძე დუნი, კიმ ირ სენი, ჰიტლერი, მუსოლინი და სხვა მრავალი...

ის ფაქტი, რომ თითქმის ყოველი მათგანი სიცოცხლეში ქორწინებაში იყო, მუნს, როგორც ჩანს, აზრადაც არ მოსვლია...

ზემოხსენებულის გათვალისწინებით უფრო გასაგები ხდება მუნიტთა ფიცი, რომელსაც "გაერთიანების ეკლესიაში" გაწევრებისას დებენ:

- "ჩვენ ჭეშმარიტ მშობელთაგან ვიშვით. მშობლები პირველადნი არიან, შვილები კი - მეორადნი. განა, შესაძლებელია, რომ ბავშვი მშობელთა გარეშე იშვას? მსგავსადვე, არავის ძალუძს ხელახლა შობა მშობელთა გარეშე. ჭეშმარიტ მშობლებს ნებისმიერი ჩვენგანის აღდგენა ხელეწიფებათ.

რა უფრო მნიშვნელოვანია: - მშობელთა სიცოცხლე თუ თქვენი? (პასუხია: - მშობელთა სიცოცხლე) და რა უნდა შევწიროთ მსხვერპლად: - თქვენი თუ მამის სიცოცხლე? (პასუხია: - "საკუთარი სიცოცხლე"). მზადMხარ საამისოდ? (პასუხია: - "მზად ვარ!").

თუ მშობლები ჩემი სიცოცხლის ფასად იცოცხლებენ, კაცობრიობა შეიძლება ხელახლა იშვას, ხოლო თუ ვიცოცხლებ, მშობელთა სიცოცხლე კი შეწყდება, ვერავინ ცხონდება...

სათქმელად ადვილია, მაგრამ სიტყვას საქმე უნდა მოჰყვეს. ეს რომ რუსეთში რეალობად იქცეს, შესაძლოა, მთელი მსოფლიო გადარჩეს, ცხონდეს.

მამამ სიცოცხლე მიბოძა და სიძნელეთა მიუხედავად თავი მხოლოდ იმიტომ გაიტანა, რომ მაცხონოს. ახლა ჩემი ჯერია, რომ სიცოცხლე მამისათვის დავთმო... საფრთხისას მოვითხოვ, ჯერ ჩემი სიცოცხლე მოისპოს.

სასიკვდილოდ მზად ვარ, თუ მხოლოდ შენ და დედ-მამის ოჯახები გადარჩებით, ოღონდ მამამ თავისი მისიის აღსრულება შეძლოს და ყველა გარშემომყოფი იხარებს. მაშინ სულთა სამყაროდან მეც ვიხარებ ჭეშმარიტ მშობელთა გარშემო შემოკრებილი ბედნიერი კაცობრიობის შემხედვარე. თუ ასეთი სულისკვეთება გაქვს, თუ მამას 300-400 შენისთანა ადამიანი ეყოლება, მწამს, რომ მამა სამყაროს გადაარჩენს!

დაე, მსოფლიო ტრაპეზზე სიხარულის მსხვერპლად ვიქცეთ!

თუ მართლა გრძნობ, რომ ჭეშმარიტი მამისთვის სიკვდილი ძალგიძს, ბედნიერებაა და მართლაც არსებობს ჭეშმარიტი ნათესაობა მამას, ჭეშმარიტ მშობლებსა და მრავალთა შორის და ამგვარი ნათესაობა გაერთიანებული ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. სწამს ეს? (პასუხია: "დიახ!").

ვგონებ, კომენტარი ზედმეტია.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
04.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
თუ რა დამოკიდებულება აქვს საენტოლოგიას ქრისტიანობასთან
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat