მუნი სექტის წევრთა ქალიშვილების გახრწნის ბრალდებით დააკავეს...
მუნი სექტის წევრთა ქალიშვილების გახრწნის ბრალდებით დააკავეს...
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.

სპირიტიზმს კორეაში ძლიერი საყრდენი აქვს და რელიგიური მრავალფეროვნებაც სახეზეა: - იქაურთა თითქმის ნახევარი თავს ქრისტიანად მიიჩნევს (უმეტესად, ქრისტიანობა იქ პროტესტანტიზმითაა წარმოდგენილი, თუმცა, კათოლიკენიც არიან), მაგრამ, სპირიტიზმმა იქაც შეაღწია.

სან მენ მუნი 1920 წლის 25 თებერვალს დაიბადა, თუმცა, მუნიტთა მტკიცებით, ეს ქრისტეშობას მოხდა, რაც ტყუილია.

მუნის ოჯახი ჩრდილოკორეული, ტრადიციული ქრისტიანული რეგიონიდან იყო, თუმცა, შამანიზმის გავლენა იქაც ძლიერი გახლდათ, რისი "წყალობითაც" ქრისტიანობამ ძალზე თავისებური სახე მიიღო.

მუნის ოჯახის წევრები შამანიზმის მიმდევრები იყვნენ და მხოლოდ მაშინ გაქრისტიანდნენ, როდესაც იან მენს ათი წელი შეუსრულდა. თუმცა, არავინ იცის, სინამდვილეში მოინათლა თუ არა.

მან ტრადიციული განათლება მიიღო (სკოლაში - კონფუციანური, შინ კი - შამანისტური) და, მიუხედავად იმ რეგიონში ქრისტიანულ სასწავლებელთა სიუხვისა, 1934 წლამდე მაინც კონფუციანურ სკოლაში დადიოდა. აქედან გამომდინარე, მუნის და მისი ოჯახის გაქრისტიანებაც ფრიად საეჭვოა.

ერთ-ერთი მუნიტური წყარო იუწყება, რომ მუნს პირველი გამოცხადება 16 წლისას ჰქონდა... თურმე, მთის წვერზე ლოცვისას ქრისტე გამოსცხადებია და იმ მისიის აღსრულება უთხოვია, რომელიც თავად ვერ შეძლო...

თავიდან ჭაბუკმა იუარა, მაგრამ ქრისტემ უბრძანა, რომ სწორედ იგი უნდა გამხდარიყო ახალი კაცობრიობის მამამთავარი.

ამ გამოცხადების შესახებ მუნი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც რელიგიური მოძრაობის თავკაცი გახდა. თავიდან ირწმუნებოდა, - მხოლოდ ქრისტე კი არა, კონფუცი, ლაო-ძი, ბუდა და მუჰამედიც გამომეცხადა და ამ მისიის აღსრულება ყველამ ერთად მთხოვესო...

საუბედუროდ, სექტანტთა "ობიექტური" ქომაგები მუნიტებს, რატომღაც, ხშირად ქრისტიანებად იხსენიებენ, მაგალითად, ლექსიკონ "ქრისტიანობაში" მუნიზმი ქრისტიანულ ორგანიზაციათა შორის იხსენიება...

ალბათ, ამ მიზეზითაც მრავალნი გაურკვევლობაში არიან და მუნიზმს ქრისტიანულ დენომინაციად მიიჩნევენ, სინამდვილეში ხსენებულ მიმდინარეობას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს და ამ საფარველს ოდენ თავისი მიზნებისათვის იყენებს.

მუნიტობა ქრისტიანული ტერმინოლოგიით აღჭურვილი შამანისტური, სინკრეტული მოძრაობაა, რომელიც ძალზე შორსაა ქრისტიანობისაგან.

მოგვყავს თავად მუნის გამონათქვამები, რომელიც ბევრ რამეზე მეტყველებს:

- "თუ ქრისტიანობა ჩვენს მოძრაობას არ შეუერთდება, უნდა ვიბრძოლოთ... 1980 წლისთვის ქრისტიანულ სამყაროზე გავიმარჯვებთ. 2000 წელს გაერთიანების ეკლესიის ეპოქაში შევალთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოძრაობა მსოფლიოს მოიცავს".

მუნის მტკიცებითვე, ქრისტიანობას მომავალი არ გააჩნია: - "ქრისტიანობას იმედი გადაეწურება, დაკნინდება, სულიერი ცეცხლი ჩაუქრება. ეკლესიები გარდასული მემკვიდრეობის სასაფლაოდ გადაიქცევა... რაც ვიაქტიურებთ, მით სწრაფად დაეცემა ქრისტიანობა".

მუნიტების მასობრივი ქორწინების ცერემონიალი

ზუსტი მონაცემები, მუნის შემდგომი ცხოვრების შესახებ, არ გვაქვს... მუნიტების მტკიცებით, მათი "მამა" მეორე მსოფლიო ომის დროს გმირულად იბრძოდა იაპონელთა წინააღმდეგ, თუმცა, მეორე ვერსიით, ომის მსვლელობისას მან საუნივერსიტეტო განათლება სწორედ იაპონიაში მიიღო, რაც ძნელად დასაჯერებელია...

1945 წელს მუნი ფხენიანში სპირიტისტულ-ქარიზმატულ რელიგიურ თემს გაეცნო, რომლის წევრებიც სულებს ეკონტაქტებოდნენ, უცნობ ენებზე მეტყველებდნენ და სხვადახვა უხამსობას სჩადიოდნენ.

1946 წელს მუნმა მესიანურ რელიგიურ ჯგუფში გადაინაცვლა, ომის შემდეგ კორეაში მსგავსი ჯგუფები საკმაოდ მომრავლდა, მათი მიმდევრები ახალ მესიას ელოდნენ, რომელიც თითქოს კორეაში უნდა შობილიყო...

1948 წელს მუნს ჩრდილო კორეის კომუნისტურმა ხელისუფლებამ პატიმრობა სექსუალური გადახრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით შეუფარდა, სულ მალე კი პოლიგამიისათვის ორი წლით დააპატიმრეს...

მუნი შრომა-გასწორების ბანაკში გაამწესეს, სადაც სამაგალითო გარჯისთვის დააჯილდოვეს...

მისი მიმდევრები საშინელებებს ჰყვებიან "მამის" წამების თაობაზე და იმაზეც, თუ როგორ უნაწილებდა კუთვნილ ულუფას მეგობრებს, როგორ ყოფდა დარჩენილ ნახევარს და შემდეგ იმასაც, როგორ ანაწილებდა, თან, იმავდროულად, გამუდმებით როგორ ლოცულობდა...

ამ პერიოდის შესახებ მუნი წერს: "რაც მოძღვარს ეხება (საკუთარი თავის შესახებ მესამე პირში საუბრობს), საზოგადოებრივი მსახურების პირველი სამი წლის მანძილზე ქრისტეს მსგავსად, მეც სასტიკი გაჭირვება გამოვიარე, რომელმაც პიკს პყრობილობისას მიაღწია და ეს ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ჯვარი - ქრისტესთვის".

კორეის ომისას, როდესაც ამერიკულმა არმიამ ბანაკი გაათავისუფლა, მუნი სამხრეთ კორეას შეეხიზნა და სპირიტისტული ჯგუფი შექმნა.

სპირიტისტულ მოძრაობაში მედიუმი საკვანძო ფიგურაა, რამდენადაც სულიერი სამყაროდან უშუალოდ იღებს "გამოცხადებებს", განმარტავს და სხვებს გადასცემს.

თავიდან მუნი ერთ-ერთი მედიუმთაგანი იყო და ფულს თევზჭერის შესახებ წინასწარმეტყველებებში უხდიდნენ, უფრო გვიან "მამის მედიუმად" იქცა და ირწმუნებოდა, რომ მისი ბაგეებით თვით უფალი უბნობდა...

დროის შემდეგ კი თავადვე გახდა ახალი გამოცხადების საგანი ("მე ვარ მამა"), რის შემდეგაც მედიუმის სეანსები შეწყვიტა და სულთა საუფლოდან გამოცხადებებს მარტომყოფი იღებდა...

ამავე პერიოდში მუნი სექტის წევრთა ქალიშვილების გახრწნის ბრალდებით დააკავეს...

უდავოა, რომ მუნი ნიჭიერი და გამჭრიახი საქმოსანი იყო... თან იმ დროს ძალიან გაუმართლა, - გაიცნო კორეის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მომუშავე ახალგაზრდა კორეელი ოფიცრები... ისინი მუნით დაინტერესდნენ... სამხედრო გადატრიალების შემდგომ ეს ოფიცრები ძალზე დაწინაურდნენ და მუნი და მისი მოძრაობაც ზევით აქაჩეს...

გადატრიალებისას მუნმა სიტუაციას ალღო იოლად აუღო, თამამად გამოააშკარავა ანტიკომუნისტური განწყობები და სწორედ ამ მიზეზით გახდა ასერიგად წარმატებული ,,პერესტროიკის" დასაწყისში. ამით მან კორეის მთავრობის მხარდაჭერაც მოიპოვა, რის შემდეგაც მისიის საზღვრებს გარეთაც იწყო გაფართოება (ჯერ იაპონიაში, შემდგომ აშშ-შიც).

1960 წლის მარტში, ორმოცი წლის მუნმა თავისი დიასახლისის ქალიშვილი შეირთო მეოთხე ცოლად. ეს ქორწინება შემდეგ გამოცხადდა "კრავის ქორწილად", რომელმაც მაცხოვრის ჯვარცმით გამოწვეული ზიანი გააქარწყლა...

მუნის ქორწინებამ მთელი კაცობრიობა გამოისყიდა, ნებისმიერი მუნიტი გეტყვით, რომ გოლგოთის მსხვერპლს "ჭეშმარიტი მამის" "ჭეშმარიტ დედასთან" ქორწინების მნიშვნელობა ბევრად აღემატება...

მუნიტების მისიონერები პირველად XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ, თუმცა, დასავლეთში "გაერთიანების ეკლესიამ" სახელი მხოლოდ 70-იანი წლების დასაწყისში მოიხვეჭა, როდესაც მუნი ამერიკის "დამუშავებას" შეუდგა...

მუნიტებში მიღებული "ტვინის გამორეცხვა" მალე დასავლეთში ყბადაღებულ თემად იქცა. ამ სკანდალურმა ისტორიამ პიკს 1984 წელს მიაღწია, როდესაც გადასახადების გადაუხდელობის მიზეზით მუნმა ციხეში წელიწადნახევრით ამოყო თავი...

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამ მეოთხე დატუსაღებამ მუნს სარგებელი უფრო მოუტანა, ვიდრე ზიანი, - თავი მოწამედ და რელიგიური დევნის ობიექტად გამოაცხადა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
04.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
თუ რა დამოკიდებულება აქვს საენტოლოგიას ქრისტიანობასთან
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat