"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
თავი 11
(გაგრძელება)
მორმონები უარყოფდნენ ქრისტეს ჯვარსაც: "ჩვენ არ შეგვიძლია გამოვისახოთ ეს საშინელი ინსტრუმენტი მისი სიკვდილისა", - ამბობდა ჯარვისი.

თუ გავიხსენებთ ჯოზეფ სმიტის გამოცხადებას წყაროზე, ვფიქრობ, მართლმადიდებელ ქრისტიანს არ გაუჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რომელ არსებას გაუხარდა დიდად ადამის ცოდვით დაცემა და გამსჭვალა ის "სრული ოპტიმიზმით" და ამ სამყაროში ყველაზე მეტად ვის სძულს ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვარი.

მორმონები უარყოფენ ქრისტეს უბიწოდ შობას ქალწული მარიამისგან. ბრიგამ იანგმა განაცხადა: "ამიერიდან და საუკუნოდ დაიმახსოვრეთ, რომ იესო ქრისტე არ იყო ჩასახული სულისაგან წმიდისა". მორმონები თვლიან, რომ მამა ღმერთი ფიზიკური სხეულით ჩამოეშვა დედამიწაზე და ჩვეულებრივი ხერხით ჩასახა იქ სხეული თავისი პირველშობილი ძის იესოსათვის.

"მაცხოვრის შობა - ყველაზე ჩვეულებრივი მოვლენაა, ისეთივე, როგორიცაა ჩვენი ბავშვების დაბადება: შობა - ბუნებრივი მოქმედების შედეგი იყო. მაცხოვარმა მიიღო (შეითვისა) სისხლი და ხორცი - ჩაისახა მამისაგან ისევე, როგორც ჩვენ ჩავისახეთ ჩვენი მამებისაგან.

ამასთან ღმერთისთვის არანაირი მნიშვნელობა არა ჰქონდა, ქალწული მარიამი სხვა კაცზე თუ იყო დანიშნული: როგორც თვლიან მორმონები, ის (ღმერთი), როგორც ჩვენი მამა და სჯულისმდებელი, მაღლა დგას ყველა ადამიანურ კანონზე, ზნეობრიობასა და სანტიმენტზე.

"ქრისტეს ხორციელი სხეულისათვის საჭირო იყო დედა და მამა. შესაბამისად, იესოს ხორციელი მშობლები ცოლქმრულ ურთიერთობებში უნდა ყოფილიყვნენ; შესაბამისად, ქალწული მარიამი რაღაც დროის მანძილზე უნდა ყოფილიყო მამა ღმერთის კანონიერი ცოლი. ჩვენ იმიტომ ვიყენებთ ტერმინს "კანონიერი ცოლი" - რადგან უმაღლესი დონის მკრეხელობა იქნებოდა თქმა იმისა, რომ მან გაანაყოფიერა იგი, ანდა შვა მაცხოვარი უკანონო სახით... მას კანონიერი უფლება ჰქონდა, ქმრის მდგომარეობაში დაეორსულებინა ქალწული მარიამი და ეშვა ძე, მიუხედავად იმისა, რომ ის (მარიამი) სხვას ეკუთვნოდა: რამეთუ სჯული, რომლითაც ის მართავს ადამიანებს, იმისთვის არ არის განკუთვნილი, რომ თვითონვე დაემორჩილოს, ანდა არ დაუდგენია კანონი, რომელიც თვითონვე უნდა აღასრულოს. კანონიერი იყო ასევე ისიც, რომ მისი ამგვარი მოპყრობის მერე მარიამი მიეცა იოსებს, ქმრად სახელდებულს, მამა ღმერთმა მარიამი იოსებს დროებით გადასცა თუ სამუდამოდ, ეს ჩვენ არ ვიცით, რამდენადაც ღმერთი მისი პირველი ქმარი იყო, შეიძლება ითქვას, მან განუკუთვნა, რომ აღდგომის შემდეგ იგი თავის საუკუნო ცოლად წაეყვანა".

მაგრამ მაინც გაუგებარი რჩება: თუ მრუშობა ნებადართულია ღმერთისთვის, მაშინ ის ცოდვად რატომ ითვლება მომავალი ღმერთებისთვის.

მიუხედავად ასეთი აშკარა პოლითეისტური მრწამსისა, მორმონები ირწმუნებიან, რომ ტრინიტარიანელები არიან. თუმცა "სწავლებისა და აღთქმების" 1835 წლის გამოცემაში ჯოზეფ სმიტის გამოცხადებაში ეწერა, რომ "ღმერთს ორი სახე აქვს", ხოლო სულიწმინდა არის "გონება" მამისა და ძისა (გავიხსენოთ ისიც, რომ სმიტს ასევე მხოლოდ ორეული გამოეცხადა. საკმაოდ გვიან მორმონთა ლიდერებმა შეასწორეს "ღვთის სიტყვა" და დაიწყეს სწავლება, რომ სულიწმინდა ასევე არის ღვთის პირი, მაგრამ მას ხორცი არ ასხია. ჩვენ გვახსოვს, რომ, მორმონთა სწავლების თანახმად, ხორცშესხმის შესაძლებლობა წაერთვათ ეშმაკს და ღვთისგან დასჯილ სხვა ანგელოზებს. მაშინ ჩნდება მართებული შეკითხვა: რისთვის დაისაჯა სულიწმინდა?

მორმონები კატეგორიულად უარყოფენ ქრისტიანულ მოძღვრებას წმინდა სამებაზე:

"მორმონები არ იღებენ დოგმატს, რომელიც ამტკიცებს, რომ ღმერთი არის სამება. ისინი ამ მოძღვრებას ბიბლიაში ვერ ნახულობენ და არ ფიქრობენ, რომ ღმერთი თავისი მიმდევრებისგან თანხმობას ელოდა ამ ძალზე გვიანდელ საღვთისმეტყველო დამუშავებაზე. ამასთან, რა თქმა უნდა, იგულისხმება მოძღვრება ღმერთის განუყოფლობის, სამ პირში გამოვლენის შესახებ... მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ სამების დოგმატი გვიანდელი, ახალი აღთქმის შემდგომი ნამუშევარია... იმის დაჟინება, რომ სამების რწმენის გარეშე შეუძლებელია იყო ქრისტიანი, ნიშნავს ჩავთვალოთ, რომ ახალი აღთქმის დადების მერე ასწლეულების მანძილზე იესოს ათასობით მიმდევარი ქრისტიანი არ იყო".

"ოფიციალური საეკლესიო" მორმონული ფორმულირება "სამების" მოძღვრებისა მორმონთა "მოციქულის", ბრიუს მაკკონკის ნაწერებში ამგვარად ჟღერს: "სამი განათლებული, ამაღლებული და სრულყოფილი პიროვნული არსება შეადგენს ღმრთაებას, ანდა სამყაროს უმაღლეს საპრეზიდენტოს... თუმცა ღვთაებაში შემავალი თითოეული ღმერთი - ეს განცალკევებული და სხვა ორისაგან განსხვავებული ღვთაებრივი არსებაა, ისინი ყველანი "ერთი ღმერთი" არიან იმ აზრით, რომ გაერთიანებულნი არიან სრულყოფილების ხარისხში, მაგალითად, თითოეული ფლობს სრულყოფილ ჭეშმარტებას, ცოდნას, სიყვარულს, ხელმწიფებას... თუმცა სამი განცალკევებული და განსხვავებული განთითოებული არსებაა. თითოეული მათგანი მხოლოდ განსაზღვრულ სივრცეს ფლობს და შეუძლია მხოლოდ ერთ დროს მხოლოდ ერთ ადგილას იყოს... ღმერთების ერთიანობა - ეს იმნაირივე ერთობაა, როგორიც უნდა იყოს და სუფევს წმინდანთა შორის".

მორმონთა მოძღვრების თანახმად, იესოს სამი ცოლი ჰყავდა: მარიამი, მართა და მარიამ მაგდალინელი, რომელთაგანაც მას შვილები შეეძინა. როგორც გვახსოვს, სმიტმა აღმოაჩინა, რომ თავისი აღდგომის მერე იესო ამერიკაში გადაფრინდა, სადაც თავისი თორმეტი ადგილობრივი მოციქული დანიშნა, თავის მეორედ მოსვლასა და დედამიწაზე ღვთის სასუფევლის დამყარებას დაჰპირდა. და აი, ჯოზეფ სმიტის გამოცხადების მერე გაჩნდა მორმონთა ეკლესია - მორმონთა აზრით, ჭეშმარიტი რწმენა გამოეცხადა სამყაროს.

ქრისტეს ჯვარზე სიკვდილს, მორმონთა აზრით, უფრო პედაგოგიური მნიშვნელობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, მას არ შეუძლია ყველა კაცობრივი ცოდვის გამოსყიდვა.

ბრიგამ იანგი წერდა: "მართლაც ღვთის ძის სისხლი დაიღვარა ადამიანთა მიერ აღსრულებული ყველა ცოდვის გამო, მაგრამ ამასთან ადამიანებმა შეიძლება ისეთი ცოდვები ჩაიდინონ, რომელთაც ვერასოდეს გამოისყიდი იესოს სისხლით... არსებობს ცოდვები, რომლებიც შესაძლოა, გამოსყიდულ იქნეს ძველი დროის მსგავსად, საკურთხეველში შეწირვით, მაგრამ არსებობს ცოდვები, რომელთაც ვერ გამოისყიდის კრავის, მოზვრის ანდა მტრედის სისხლი: ისინი შეიძლება მხოლოდ ადამიანის სახელით გამოისყიდოს".

ბრიგამ იანგის დროს მორმონები აშკარად ახორციელებდნენ "სისხლით გამოსყიდვას". სექტის წევრებს, რომელთაც მკვლელობაში, მრუშობაში ანდა ღალატში ადანაშაულებდნენ, ყელს გადაუჭრიდნენ ხოლმე, რათა მათ, თავიანთი დაღვრილი სისხლით, ჩადენილი ცოდვა გამოესყიდათ. მორმონები დღეს პირადად აღარ კლავენ დამნაშავეებს, მაგრამ შემორჩათ იმის რწმენა, რომ ზოგი ცოდვის გამოსყიდვა ქრისტეს გაღებულ მსხვერპლს არ შეუძლია. თვით იუტას შტატის (სადაც მოსახლეობის 75% მორმონია) კანონმდებლობაში გათვალისწინებულია, რომ სიკვდილმისჯილმა აირჩიოს სასჯელის სახე: ჩამოხრჩობა ან დახვრეტა. თუ იგი დახვრეტას აირჩევს, მაშინ თავისი ფიზიკურად დაღვრილი სისხლით ჩამოირეცხს ცოდვებს. სწორედ ამგვარად და არა ქრისტეს ჯვარზე ვნებით გამოისყიდიან ცოდვებს. იანგი აცხადებდა:

"არ არის ისეთი მამაკაცი ანდა დედაკაცი, რომელმაც დაარღვია უფლის მიერ შექმნილი მცნებები და თანანადების გადახდა საკუთარი დაღვრილი სისხლით არ მოეკითხა". ქრისტეს სისხლი ვერასოდეს ჩამორეცხავს თქვენს ცოდვებს, ამის გაკეთება მხოლოდ თქვენს საკუთარ სისხლის შეუძლია".

ამასთან დაკავშირებით ძალზე სახასიათოა მოყვასისადმი სიყვარულის მორმონული განსაზღვრება: "ვთქვათ, რომ მას (მოყვასს) დიდი უბედურება შეემთხვა და იცის, რომ იგი დააკარგვინებს განდიდებას. მას არ შეუძლია მისწვდეს (განდიდებას) თავისი სისხლის დაუღვრელად; მან ასევე იცის, რომ თავისი სისხლით ის გამოისყიდის იმ ცოდვას, გადარჩება და განდიდებული იქნება ღმერთების მიერ, და არ არის ამ სახლში მამაკაცი ანდა დედაკაცი, რომელსაც არ სურდეს თქვას: "დაღვარეთ ჩემი სისხლი, რათა გადავრჩე და განვდიდდე ღმერთების მიერ".

"შეიყვარებთ იმ მამაკაცსა თუ დედაკაცს იმდენად, რომ მათი სისხლი დაღვაროთ? მე შემიძლია მრავალი მაგალითი მოგიყვანოთ, როცა ადამიანები სამართლიანად კლავდნენ ერთმანეთს მათი ცოდვების გამოსასყიდად... უწმინდურება და ხალხების მიერ უგულებელყოფა ამ პრინციპის მთელი ძალით განხორციელებას კრძალავს. მაგრამ დადგება დრო, როცა ღვთის სჯული სრულად ამოქმედდება.

ეს არის სწორედ ჩვენი მოყვასისადმი სიყვარული, ვითარცა საკუთარი თავისა; თუ მას დახმარება უნდა, დაეხმარეთ და თუ მას ცხონება სურს და ამისთვის სისხლის დაღვრაა აუცილებელი... მის გადასარჩენად, დაღვარეთ იგი... აი, როგორ უნდა გიყვარდეს კაცობრიობა".

მარტო ამ ერთი სტატიის საფუძველზე სრულიად გარკვეულად ჩანს, რომ მორმონებს არავითარი კავშირი არა აქვთ ქრისტიანობასთან და თავიანთი რელიგიური გრძნობისთვის უმთავრეს შთაგონებას იღებენ ეშმაკისაგან, რომელიც წმინდა წერილის მიხედვით თავიდანვე კაცის მკვლელი იყო.

თავი 12
ჯოჯოხეთის ქვედა წრე გამზადებულია საკუთარი რწმენის უარმყოფელი მორმონებისთვის
რა მიზანი აქვს ადამიანის არსებობას და როგორ მივაღწიოთ მას? მორმონთა მოძღვრება (სწავლება), მთელი მათი "სოტერიოლოგია" დაფუძნებულია მრავალღმერთიანობის კონცეფციაზე. ჯოზეფ სმიტის მიერ "ეკლესიის აღდგენის" მერე ადამიანებს შეუძლიათ ცხონება მიიღონ, ანუ მისწვდნენ თავიანთი არსებობის უმაღლეს მიზანს: გახდნენ ღმერთები, ჰქონდეთ თავიანთი პლანეტა, შექმნან ახალი სამეფო და ა.შ. პოლიგამია განუყოფელი ნაწილია ასეთი ღვთაებრიობისა. მრავალ სულს სწყურია ფიზიკური სხეულის ხორცშესხმა და თითოეული კაცი მით მეტად მწარმოებელია, რაც მეტი ცოლი ჰყავს. ამ მდგომარეობით აიხსნება მორმონთა დოქტრინა მრავალცოლიანობაზე (სინამდვილეში იგი გახლავთ ჯოზეფ სმიტის ავხორცობის ნაყოფი). ამიტომაც შეუძლებელი იყო მისთვის გვერდის ავლა და მისი ფორმალური აკრძალვის მიუხედავად მორმონთა მრავალცოლიანობა მაინც შემორჩა.

დღემდე მორმონები ოფიციალურად განაცხადებენ თავიანთ ეკლესიაში არსებულ ოჯახისა და შვილთასხმის კულტზე: უქორწინებლობა მათში პრაქტიკულად აკრძალულია. ქვრივებს - კაცებს თუ ქალებს მკაცრად ურჩევენ, თავი არ შეიკავონ და დაქორწინდნენ.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat