"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
თავი 11
მორმონებს სწამთ, რომ იესო და ღმერთი ორი სხვადასხვა ღმერთია, რომელთაგან თითოეული მათგანი ფიზიკურ სხეულს ფლობს. ამის გარდა, მთელი სამყარო დასახლებულია უამრავი ღმერთით. ყველა ღმერთი, ისევე როგორც ჩვენ, ფიზიკურ სხეულს ფლობს, თუმცა "განსხვავებული ენერგიებით". თითოეულ ღმერთს აქვს თავისი ინდივიდუალური პლანეტა ან გალაქტიკა (დამოკიდებულია ღმერთის მნიშვნელობაზე), რომელსაც ის მართავს. თითოეული ღმერთი, რამდენადაც მას ფიზიკური სხეული აქვს, ვინმესგან არის შობილი. თითოეულ ღმერთს ჰარამხანა აქვს და მრავალ ცოლთან ფიზიკური კავშირის მერე იბადებიან სულიერი არსებები.

ოდესღაც, დიდი ხნის წინ, სულიერი არსების სახით იშვა ღმერთი, სახელად ელიოღიმი, რომელმაც უცნობ გარემოებაში ადამიანის ფიზიკური სხეული მიიღო, იცხოვრა ადამიანის სიცოცხლით, რის მერეც დასახლდა პლანეტაზე, რომელიც ვარსკვლავ კოლომბოს გარშემო ბრუნავს და იქიდან მართავს ჩვენს გალაქტიკასაც, ანუ ჩვენი ღმერთია (რა თქმა უნდა, ასტრონომებმა ამ ვარკვლავის შესახებ არაფერი იციან).

მორმონთა სარწმუნოებრივი მოძღვრების წყაროებში ღმერთზე შემდეგ რამეს გვაუწყებენ: "მორმონთა წინასწარმეტყველები ყოველთვის ასწავლიდნენ იმ უდიდეს ჭეშმარიტებას, რომ მამა ღმერთი ოდესღაც მოკვდავი ადამიანი იყო, რომელმაც მიწიერი ცხოვრების გზა გაიარა, იმის მსგავსი, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ... უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ იყო დრო, როცა ღმერთი ნაკლებად ძლევამოსილი გახლდათ, ვიდრე დღეს. როგორ განდიდდა, ამაღლდა და მიაღწია მან თავისი ღვთაების დღევანდელ სტატუსს? უპირველეს ყოვლისა, ღმერთი უეჭველად იყენებდა ყველანაირ შესაძლებლობას იმისათვის, რომ სიბრძნის კანონები ესწავლა... დღითი დღე ენერგიულად ძაბავდა თავის ნებას... მუდმივი შრომის და შეუდრეკელი სწრაფვის წყალობით მისი ცოდნა იზრდებოდა და შესაბამისად, აბსოლუტური მორჩილების წყალობით, უფრო მეტად შეიცნობდა საყოველთაო კანონებს. ამგვარად იზრდებოდა მისი გამოცდილება და ეს იმ დრომდე გრძელდებოდა, ვიდრე მან არ მიაღწია ღვთაებრიობის სტატუსს. სხვა სიტყვებით, იგი ღმერთი გახდა სახარებისეული საუკუნო კანონების სრული დამორჩილებით".

ჯოზეფ სმიტი წერდა: "უპირველეს ყოვლისა, თვითონ ღმერთი უმაღლეს ზეცაში თავის ტახტზე მჯდარი, არის ადამიანი, ისეთივე, როგორც მე და თქვენ, ეს დიდი საიდუმლოა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ღმერთი საუკუნითგან ღმერთი იყო... ჩვენი ყველას მამა დედამიწაზე ცხოვრობდა, ისევე, როგორც იესო ქრისტე... ჩვენ უნდა ვისწავლოთ ასევე, თუ როგორ შეგვიძლია გავხდეთ ღმერთები..". ანუ ვმართოთ ჩვენი პლანეტები და დავასახლოთ იქ ჩვენივე მრავალრიცხოვანი შთამომავლობა თვით პირველ ღმერთთა შორის, ღმერთი არ იყო: "წინასწარმეტყველი (სმიტი) ასწავლიდა, რომ ღმერთს ჩვენს მამას, თავის მხრივ ჰყავდა მამა და ა.შ. განა ეს გონიერი აზრი არ არის, განსაკუთრებთ თუ გავიხსენებთ აღთქმას, რომ ჩვენც შეგვიძლია გავხდეთ ისეთივე, როგორიც ისაა?"

ბრიგან იანგმა განავითარა ეს მოძღვრება, რომელსაც მორმონები საუკუნო პროგრესის კანონს ეძახიან: "ღმერთი არის ჩვენი მამა, ჩვენი სულების მამა. თავის დროზე ის ადამიანი იყო და ისეთივე მოკვდავი (ხრწნადი) სხეულით, როგორიც ჩვენ ახლა გვმოსავს. ახლა კი ამაღლებული არსებაა.

სულ რამდენი ღმერთი არსებობს, არ ვიცი, მაგრამ არ არსებობს დრო, როცა ღმერთები არ იყვნენ... ოდესღაც ღმერთი მოკვდავი ადამიანი იყო" და შემდეგ: "ღმერთები არსებობენ და მთელი ძალით უნდა ვეცადოთ, რომ მათთან გავერთიანდეთ. მოკლედ, ყველაფერი ფორმულირდება მოკლე მორმონულ ფრაზაში, რომელიც ერთ-ერთმა "პრეზიდენტ-წინასწარმეტყველმა" თქვა: "ღმერთი ადრე ჩვენსავით ადამიანი იყო, ჩვენც შეგვიძლია გავხდეთ ისეთივე, როგორიც ღმერთია". შესაბამისად თითოეულ მორმონ მამაკაცს შანსი აქვს "გახდეს ისეთივე, როგორიც ღმერთია". მაგრამ ღმერთთან შედარებას ის ვერასოდეს შეძლებს, რამეთუ იგი თავისი "პროგრესის" გზას დღევანდელ ადამიანებზე ადრე შეუდგა და შორს ჩამოიტოვა ისინი.

ადამიანად მყოფ ღმერთს ადამიანის ყველა თვისება აქვს: მამის სხეული ხორცისა და ძვლებისგან შედგება და ისევე ხელშესახებია, როგორც ადამიანის სხეული, როგორც ძის სხეული, მაგრამ სულიწმინდას ხორცისა და ძვლებისგან არა აქვს სხეული, მისი არსება სულიერია. ეს რომ ასე არ იყოს, სულიწმინდა ვერ შესძლებდა ჩვენში ყოფნას ("სწავლება და აღთქმები" 130:22).

ზოგიერთი მორმონი ფიქრობს, რომ შეიძლება ღმერთს იმპიჩმენტის პროცესი მოუწყო, თუ ის ღმერთივით არ იქცევა. აი, რას წერს პოპულარული მორმონი მწერალი: "ღმერთის ხელმწიფება დაფუძნებულია პატივისცემასა და სულიერ არსებათა თანადგომაზე, რომელსაც ის მიმართავს... შესაბამისად, თუ ის ოდესმე ისეთ საქციელს ჩაიდენს, რომლითაც ამ სულიერი არსებების ნდობას ანდა სამართლიანობის გრძნობას შეარყევს, ისინი მაშინვე უარს ეუბნებიან მას თანადგომაზე და ღმერთის მთელი ხელმწიფება უმალ ჩაიშლება".

სამწუხაროდ, იმპიჩმენტი, ასეთი უბრალო და ეფექტიანი პროცედურა, რომელიც ღვთისადმი გამოიყენება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის" წინასწარმეტყველისა და პრეზიდენტის მიმართ: არავის აქვს უფლება, "უარი უთხრას მას დახმარებაზე..."

მორმონები ირწმუნებიან, რომ ისინი მონოთეისტები არიან, რადგანაც ადამიანებს მხოლოდ ელიოღიმთან აქვთ საქმე. დანარჩენი ღმერთების ცოდნა მიწიერი არსებობის დონეზე მორმონთათვის წმინდად თეორიულად რჩება, მაგრამ ჯერ ერთი მათ კიდევ ჰყავთ ორი სხვა ღმერთი - იესო და სულიწმინდა. მეორეც - არსებობს ღმერთი, რომლის იდენტურობა ბოლომდე გარკვეული არ არის. მესამე - ზოგიერთი ღმერთი მაინც არსებობს, უბრალოდ, მორმონები, მათივე სიტყვით, არ ემორჩილებიან მათ, ისევე როგორც აშშ-ის მოქალაქე არ ემორჩილება რუსეთის პრეზიდენტს, დაბოლოს, თითოეულ მორმონ მამაკაცს იმედი აქვს, გახდეს სრულუფლებიანი ღმერთი, "ძვლებისა და ხორცისგან შემდგარი". თუ ეს არ არის მრავალღმერთიანობა, მაშ, რა არის? საინტერესოა ის, რომ ჯერ კიდევ ამ მოძღვრების განვითარებაზე დაწერილ "მორმონთა წიგნში" მრავალღმერთიანობა კატეგორიულად უარიყოფა: ალმა 18:26-ში მტკიცდება, რომ ღმერთი სულია, ხოლო ალმა 11:26-ში ნათქვამია, რომ იგი არის ერთადერთი ღმერთი, რომელიც არსებობს.

მაგრამ თუ ღმერთი ადრე ადამიანი იყო, მაშინ ის ვინ იყო? თანამედროვე მორმონები ამჯობინებენ, არ განსაჯონ ეს შეკითხვა: დიდებული ბრიგამ იანგი ასწავლიდა, რომ მორმონთა კაცები გახდებიან ღმერთები და თავიანთი ცოლებით დაასახლებენ პლანეტებს. როცა ჩვენი მამა ადამი მივიდა ედემის ბაღში, ის შევიდა მასში თავისი ცელესტიალური (ზეციური) სხეულით და შეიყვანა თავისი ერთ-ერთი ცოლი. ის დაეხმარა ამ სამყაროს შექმნასა და ორგანიზებაში. ის არის - მიქაელი, მთავარანგელოზი ძველ დღეთა, რაზეც წერდნენ და ამბობდნენ წმინდანები. ის მამაა ჩვენი და ღმერთი ჩვენი, ერთადერთი ღმერთი, ვისთანაც ჩვენ გვექნება საქმე.

მართალია, 1976 წელს სპენსერ კიმბალმა, "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის" მეთორმეტე წინასწარმეტყველმა და პრეზიდენტმა, მოძღვრება ღმერთ ადამზე "ცრუმოძღვრებად" გამოაცხადა, თუმცა შეკითხვა ღიად რჩება: რომელ წინასწარმეტყველს ჰქონდა ჭეშმარიტი გამოცხადება ღმერთზე: იანგს თუ კიმბალს? მეტიც, მორმონთა ტაძრებში საიდუმლო ცერემონიებზე ადეპტებს ძველებურად აუწყებენ, რომ მიქაელი "ერთადერთია ღმერთების საბჭოდან" (თვით "უმაღლესი საბჭოდან" - ელიოღიმ მამასთან და იეღოვა-იესოსთან ერთად ის უშუალოდ ქმნიდა სამყაროს და მერე გახდა კაცი ადამი").

მამა ღმერთს აქვს თავისი ჰარამხანა, რომელიც მრავალი ცოლისგან შედგება. მათთან მას აქვს "ზეციური სექსი" და ისინი შესაბამისად შობენ მისგან ზეციურ არსებებს. პირველ ორ მათგანს, რომლებიც ზეციურ მამას საყვარელმა ცოლმა უშვა, ერქვა ლუციფერი და იესო (იგივე იეღოვა). მათ მერე მრავალი სხვა სული დაიბადა. მაგრამ საუკუნო პროგრესის, კანონის თანახმად, საჭიროა სულებმა ხორცი შეისხან, ფიზიკური სხეული მიიღონ, რათა გახდნენ ღმერთები და ჰქონდეთ თავიანთი პლანეტები. როცა სულები გამრავლდნენ, შეიკრიბა სულების საბჭო, რათა შეემუშავებინათ გეგმა პლანეტა დედამიწის შესაქმნელად, გადაეწყვიტათ, რა ექნათ მისთვის. როცა კვორუმი შედგა, აზრი გაიყო. ლუციფერს სურდა ემართა დედამიწა, მაგრამ ეს არ სურდა იესოს. კენჭისყრისას ხმების ორი მესამედი მისცეს იესოს, დანარჩენი - ლუციფერს. ამგვარად ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ დედამიწა უნდა ემართა იესოს, რომელსაც დაეკისრა ასევე მაცხოვრის როლი. მაგრამ სულების მესამედმა, ლუციფერთან ერთად, არ მიიღო დემოკრატიულად განცხადებული ნება, აღდგა და დაიწყო ბრძოლა სხვა სულების წინააღმდეგ, რომელსაც იესო მართავდა. ლუციფერის მომხრეები დამარცხდნენ და დაისაჯნენ იმით, რომ ვერასოდეს შეძლებენ ხორცი შეისხან და საუკუნოდ სულებად დარჩებიან. მაგრამ იმ სულთა შორის, რომლებიც იესოს მხარეს იბრძოდნენ, განსხვავება იყო. ერთნი მტკიცედ იბრძოდნენ წინა ხაზზე, არ ზოგავდნენ თავიანთ სიცოცხლეს, სხვები კი უკან იდგნენ და თუ არ დეზერტირობდნენ, არც რისკავდნენ. ეს მშიშარა სულები დაისაჯნენ შავი კანის ფერის, ხორცის შესხმით, ბრტყელი ცხვირითა და სქელი ტუჩებით, ასევე მღვდლად გახდომის შესაძლებლობა ჩამოერთვათ. მამაცი სულები კი დაჯილდოვდნენ თეთრი კანის ფერით, ნორმალური ცხვირით და ყველა უფლებას ფლობდნენ. მას მერე, რაც იესოსთან ერთად შექმნეს ჩვენი სამყარო, იწყეს ჩვენს სხეულებში განხორციელება. ამგვარად, ჩვენ პირდაპირი გაგებით ვართ იესო ქრისტეს ძმები და დები (ამასთან ლუციფერისაც), რომელმაც მხოლოდ წაგვისწრო წინ ქრონოლოგიურად. თუმცა, მორმონთა წიგნებით, ყველაფერი, რაც არსებობს დედამიწაზე, თავიდან ღვთის მიერ სულიერად შეიქმნა და შემდეგ თანდათან იწყო ხორცის შესხმა: ყოველ ბუჩქში, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დედამიწაზე, ყოველ ბალახში, რომელიც ჯერ არ ამოზრდილიყო, რამეთუ უფალმა ღმერთმა შევქმენი ყველა არსება, რის შესახებაც სულიერად ვთქვი მანამდე, ვიდრე ის ბუნებრივი სახით გაჩნდებოდა დედამიწაზე" ("უძვირფასესი მარგალიტი", წიგნი მოსესი 55).

მორმონები უარყოფენ ადამის პირველქმნილ ცოდვას. აი, რას წერს მოსკოვის მისიის მაშინდელი პრეზიდენტი - დონალდ ჯარვისი: ჩვენ, მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, არ ვფიქრობთ, რომ ადამიანი - ქმნილება (ესე იგი თანაუკვდავია ღმერთისა? - ა. დ.), რომ თავიდანვე ცოდვილია. ვფიქრობთ, რომ ადამიანი პასუხს აგებს მხოლოდ თავის ჩადენილზე, მას აქვს ღვთაებრივი შესაძლებლობა. ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ პირველქმნილ ცოდვას. "მორმონთა წიგნში" ასე წერია: "ადამი დაეცა, რათა კაცობრიობა ყოფილიყო. კაცობრიობა არსებობს, რათა ჰქონდეს სიხარული", ანდა: "ადამს რომ არ შეეცოდა, ალბათ არ დაეცემოდა... და ყველაფერი, რაც შეიქმნა, უნდა დარჩენილიყო იმავე პირველქმნილ მდგომარეობაში, რომელშიც ის იყო შექმნილი"... სხვანაირად რომ ვთქვათ, სწორედ ეს არის კაცობირობის ისტორიის დასაწყისი, სხვათა შორის, ოპტიმიზმით აღსავსე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat